<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / და შეიკერეს მათ ლეღვის ფოთოლი

39. და შეიკერეს მათ ლეღვის ფოთოლი

 

გაგონილია 26 შვატს (1947 წლის 16 თებერვალი)

 

 

ფოთოლი ნიშნავს ჩრდილს, სინათლის, მზის დაფარვას. არსებობს ორი სახის ჩრდილი:

 

1. სიწმინდიდან გამომდინარე ჩრდილი,

 

2. ცოდვიდან გამომდინარე ჩრდილი.

 

ე.ი. სამყაროში ორი სახის სინათლის დაფარვა არსებობს, – ისეთი როგორც ჩვენს სამყაროშია, როცა ჩრდილი მზეს ფარავს. და არსებობს უმღლესი სინათლის დაფარვა, რომელსაც „მზე“ ჰქვია და რომელიც ადამიანის არჩევანის შედეგად სიწმინდიდან მოდის. როგორც ნათქვამია მოსეზე: „სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა შემქმნელის ხილვისა“. ე.ი. ჩრდილი თრთოლის შედეგად ჩნდება. ხოლო თრთოლა იმის შიშია, რომ ადამიანი ვერ შეძლებს ბარაქის გაცემის განზრახვით მიღებას.

 

გამოდის, რომ ასეთ შემთხვევაში ჩრდილი სიწმინდიდან მოდის, რადგან ადამიანს შემქმნელთან შერწყმა სურს. შერწყმას გაცემა ეწოდება და ადამიანს ეშინია, რომ გაცემის შესაძლებლობა არ ექნება (მისთვის დიდი სინათლის–სიამოვნების გახსნის გამო). გამოდის, რომ ის სიწმინდეს ერწყმის და ამას „სიწმინდის ჩრდილი“ ეწოდება.

 

მაგრამ არსებობს ჩრდილი, რომელიც ცოდვიდან გამომდინარეობს. ე.ი. დაფარვა იმის შედეგი კი არ არის, რომ მას მიღება არ სურს, არამედ პირიქით, დაფარვა სწორედ საკუთარი თავისთვის მიღების სურვილის გამო ხდება და ამიტომაც ქრება სინათლე მისგან. რამეთუ მთელი განსხვავება სიწმინდესა და კლიპოთს–უწმინდურ ძალებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ სიწმინდეს სურს გასცეს, ხოლო კლიპას – მხოლოდ მიიღოს და არაფერი გასცეს. ამიტომ ეწოდება მას „კლიპას– უწმინდურობის ჩრდილი“.

და არ არის ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი, არამედ როგორც თორაში წერია: „და შეიკერეს ლეღვის ფოთოლი და სარტყელი გაიკეთეს“ (დაბადება 3). სარტყელი - სხეულის ძალებს აღნიშნავს, რომლებიც ცოდვით დაცემის შემდეგ სიწმინდის ჩრდილს დაუკავშირდნენ. ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ მათ სინათლე არ გააჩნიათ, ბარაქა ხომ ცოდვის გამო ქრება, ისინი მაინც ძალისხმევას ატანენ, რათა შემქმნელისათვის მხოლოდ ძალით, ცოდნაზე ამაღლებით იმუშავონ, რასაც „ძალა“ ეწოდება.

 

ამიტომ წერია: „და შემოესმათ შემქმნელის ხმა... და დაიმალნენ ადამი და ცოლი მისი“. ე.ი. ჩრდილში შევიდნენ, მსგავსად მოსესი, რომელზეც ნათქვმია: „და დაიფარა სახე მოსემ“.

 

ე.ი. ადამიც ისევე მოიქცა, როგორც მოსე. „და მოუწოდა შემქმნელმა ადამიანს და ჰკითხა: „სად ხარ?“ და უპასუხა ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგანაც შიშველი ვარ და დავიმალე“. „სიშიშვლე“ უმაღლესი სინათლისგან სიშიშვლეს ნიშნავს. მაშინ ჰკითხა მას შემქმნელმა, თუ რა არის იმის მიზეზი, რომ ის ჩრდილში დაიმალა –  სიშიშვლე, ანუ სიწმინდის ჩრდილი თუ ცოდვა. და ჰკითხა მას შემქმნელმა: „იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?“, ე.ი. შენი ჩრდილი ცოდვის შედეგია.

 

მაგრამ თუ ჩრდილი ცოდვის შედეგს წარმოადგენს, მას მაგია და ჯადოქრობა ეწოდება, როგორც ნათქვამია: „ერთი მეორის საპირისპიროდ შეჰქმნა შემქმნელმა“ (სიწმინდე უწმინდურობის საპირისპიროდ). და როგორი ძალაც გააჩნია სიწმინდეს, რომ თავისი სიმძლავრე, არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და სასწაულები აჩვენოს, ასეთივე ძალები გააჩნია ბოროტ საწყისსაც.

 

 და ამიტომ ცადიკები–მართლები (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს) არ იყენებენ ამ ძალებს, რათა ბოროტ საწყისს ანალოგიურად მოქცევის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, როგორც ნათქვამია: „ერთი მეორის საპირისპიროდ შეჰქმნა შემქმნელმა“, ე.ი. ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ - სხვა, მისი საპირისპირო ძალა არსებობს. 

და მხოლოდ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში არ აძლევს შემქმნელი ბოროტ საწყისს იგივე ძალას, რაც სიწმინდეს გააჩნია. როგორც, მაგალითად, ელიაჰუს მისცა კარმელის მთაზე როდესაც უთხრა: „მიპასუხე, რათა არ თქვან, რომ ეს ჯადოქრობაა“, რომ (თითქოს) არსებობს ძალა, რომელსაც უმაღლესი სინათლის დაფარვა ძალუძს.

 

სარტყელები ლეღვის ფოთლისაგან, ანუ სიბრძნის ხის ცოდვისაგან მზადდება. ეს ფოთლები, ანუ ჩრდილი ცოდვითაა გამოწვეული, რადგან ის სიწმინდისაგან არ გამომდინარეობს, მსგავსად მდგომარეობისა, როდესაც ადამიანი თავად ირჩევს ჩრდილის შექმნას. აქ კი ჩრდილი იმიტომ იქმნება, რომ მას სხვა გამოსავალი არ გააჩნია. ამ ჩრდილს მხოლოდ დაცემის მდგომარეობიდან გამოსვლაში შეუძლია დაეხმაროს ადამიანს, ხოლო შემდეგ აუცილებელია მუშაობის თავიდან დაწყება.