55. სად არის თორაში მოხსენიებული ჰამანი
გაგონილია 16 შვატის თვეს (1941 წლის 13 თებერვალს)
სად არის თორაში მოხსენიებული ჰამანი: „იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?“ (ბერეშითი 3:11) (ივრითულად „ჰამინ“ ზუსტად ისევე იწერება როგორც „ჰამან“)
და უნდა გავიგოთ, თუ რა კავშირია ჰამანსა და ცოდნის (სიკეთისა და ბოროტების - ცოდნის ხე) ხეს შორის?
ცოდნის ხე ეს მიღების სიდიდეა, რომელიც სიწმინდეში არ იმყოფება და გამოსწორებების მეშვეობით სიწმინდეში უნდა შევიყვანოთ.
ჰამანიც მიღების სიდიდეს წარმოადგენს, როგორც წერია „მეგილათ ესთერში“: „და თქვა ჰამანმა: „ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს“, სამყაროს მბრძანებელს, „თუ არა ჩემი?“ (ესთერი 6:6). ეს მიღების სიდიდეს ნიშნავს და ამაზეა ნათქვამი: „და ამაღლდება მისი გული შემქნელის გზაზე“.