80. ზურგით ზურგისაკენ
(ზურგშექცეული მდგომარეობა)
სახის, ანუ წინა და ზურგის, ანუ უკანა მხარე:
სინათლის, ბარაქის (ალტრუისტურ) მიღებას ან გაცემას სახის, ანუ წინა მხარე ეწოდება, ხოლო მის უარყოფას, ანუ მდგომარეობას, როდესაც (გაცემის განზრახვით) არც მიღება შეიძლება და არც გაცემა, ზურგის, ანუ უკანა მხარე ეწოდება.
ამიტომ გამოდის, რომ, როდესაც ადამიანი თავის სულიერ მუშაობას იწყებს, ის ზურგშექცეულ („ზურგით ზურგისაკენ“) მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მას ჯერ კიდევ გააჩნია საკუთარი თავისათვის მიღების ეგოისტური სურვილები. და თუ ის სინათლეს, ბარაქას ამ „ქელიმ“–ში–ჭურჭლებში მოიზიდავს, მაშინ მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სინათლეს, რადგან მას საპირისპირო თვისებები გააჩნია. სინათლეები თავისი ფესვიდან გამომდინარეობენ, ხოლო ამ ფესვს მხოლოდ გაცემის თვისება გააჩნია. ამიტომ ქმნილებები „იმა“–ს–დედის „ქელიმ“–ს იყენებენ, რომელთაც უკანა მხარე („ახორაიმ“) ეწოდება და რომელთაც შესაძლო ზიანის გამო მიღება არ სურთ.
და ასევე შემქმნელიც არ აძლევს მათ სინათლეს ამავე მიზეზის გამო. სინათლეები იცავენ საკუთარ თავს, რათა ქმნილებებმა არ ავნონ. ამიტომ ამას ზურგშექცეული („ზურგით ზურგისაკენ“) მდგომარეობა ეწოდება.
ავხსნათ ის, რაც რამოდენიმე ადგილას წერია, რომ ყველგან სადაც სინაკლულის შეგრძნება არსებობს, კლიპას – უწმინდურ ძალებს საზრდოობის საშუალება გააჩნიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ არაა განწმენდილი ავიუთისაგან – ეგოისტური სურვილებისგან („ავიუთ“ – სისქე, მიღების სურვილის ზომა). ეს ასე რომ არ ყოფილიყო, სინათლე იქ მთელი სრულყოფილებით გაანათებდა. უმაღლესი სინათლე ხომ არასოდეს წყვეტს ნათებას და როგორც კი იქმნება გამოსწორებული ადგილი (სურვილი) ეკრანით („მასახ“), ის მყისვე ივსება უმაღლესი სინათლით. და რადგან სინაკლულის, უმაღლესი სინათლის უკმარისობის შეგრძნება არსებობს, ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს სურვილი („ავიუთი“), რომელიც მთლიანად საკუთარი თავისათვის მიღების მისწრაფებას ეყრდნობა.