<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / სამყარო, წელიწადი, სული

74.  სამყარო, წელიწადი, სული

გაგონილია 1943 წელს

ცნობილია, რომ არ არსებობს არავითარი რეალობა, თუ არ არსებობს ვინმე, ვინც ამ რეალობას აღიქვამს, იგრძნობს. ამიტომ, როდესაც ვამბობთ „ნეფეშ დე-აცილუთ“, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ჩავწვდებით უმაღლეს სინათლეს და ამ წილს, ამ ზომას ჩენ „ნეფეშის სინათლეს“ ვუწოდებთ.

სამყარო მოცემული შემეცნების კანონს წარმოადგენს, ე.ი. ყველა სულს ერთნაირი ფორმა გააჩნია და ყველა, ვინც ამ საფეხურს აღწევს, წვდება ამ სახელს, რომელსაც „ნეფეშ“–ი ეწოდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ რომელიმე ერთი ადამიანი შეიცნობს ამ სახელს ასეთი ფორმით, არამედ ყველა, ვინც ამ სულიერ საფეხურს აღწევს, იგივე – „ნეფეშ“–ის ფორმით აღიქვამს ამ სინათლეს, თავისი მომზადებისა და გამოსწორების თანახმად.

ეს მოვლენა შეიძლება ჩვენი სამყაროს მაგალითზე გავიგოთ, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება, რომ იერუსალიმში მიდის და როდესაც ქალაქის სახელს ახსენებს, ყველამ იცის და იცნობს ამ ქალაქს. და არავის ეპარება ეჭვი, თუ რომელი ადგილის შესახებაა ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველამ, ვინც ამ ადგილას არის ნამყოფი, უკვე იცის, თუ რაზეა საუბარი.