<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / „ვავ“ მარჯვენა და „ვავ“ მარცხენა

83. „ვავ“  მარჯვენა და „ვავ“ მარცხენა

გაგონილია 19 ადარს (1943წლის 24 თებერვალს)

არსებობს თვისებები: ზე–„ის“ (მამრობითი) და ზოთ–„ის“ (მდედრობითი). მოსეს ეწოდება ზე, იმიტომ რომ ის „მეფის შოშბინი (ხელისმომკიდე, მეგობარი)“ იყო. დანარჩენი წინასწარმეტყველები კი ზოთ–ს, ან თვისება ქო–ს მიეკუთვნებიან (ქო –ასოები „ქაფ“ „ჰეი“), რაზეც მიგვითითებს „იად- ქო“ ( ხელი შენი), მარცხენა ასო „ვავ“-ი.

და არსებობს მარჯვენა ასო „ვავ“-ი. ეს წარმოადგენს შემკრებ „ზაინ“ ასოებს, რომლებიც ორ ასო „ვავ“–ს აერთიანებენ, როგორც „ერთი, რომელიც მათ თავის თავში მოიცავს“. ეს „იუდ-გიმელ“–ის (რიცხვი 13) საიდუმლოებაა, რაც სრულ, მთელ სულიერ საფეხურზე მიგვითითებს.

არსებობს მარჯვენა „ვავ“–ი და მარცხენა „ვავ“–ი.  მარჯვენა „ვავ“-ს სიცოცხლის ხე ეწოდება, მარცხენა „ვავ“-ს კი – (სიკეთისა და ბოროტების) შემეცნების ხე, სადაც დაცული ადგილი არსებობს. ხოლო ამ ორ ასო „ვავ“–ს შაბათის თორმეტი პური ეწოდება (თორმეტი იმიტომ რომ ასო „ვავ“-ს ორჯერ იღებენ, ხოლო „ვავ“–ის რიცხობრივი მნიშვნელობა – გემატრია ექვსს წარმოადგენს): ექვსი ერთ რიგში და ექვსი - მეორეში, რაც ცამეტ გამოსწორებას ნიშნავს, რომელიც თორმეტი და კიდევ ერთი, ამ თორმეტის მომცველი გამოსწორებისაგან შედგება, რომელსაც იღბალი და „განწმენდა“ ეწოდება. და ასევე ის მოიცავს მეცამეტე გამოსწორებას, წოდებულს „და არ იქნება განწმენდილი“. ე.ი. შემკრები „ზაინ“ ასოები, სადაც „ზაინ“–ი ნიშნავს მალხუთს, რომელიც მათ თავის თავში მოიცავს. და სანამ ის ისეთი გამოსწორების ღირსი არ გახდება, რომ „თავის უგუნურებას ისევ არ დაუბრუნდეს“, მას ეწოდება  „და არ იქნება განწმენდილი“. და ის ვინც უკვე ღირსი გახდა, რომ „თავის უგუნურებას ისევ არ დაუბრუნდეს“, – „განწმენდილი“ ეწოდება.

და ამაშია სიმღერა „ასადერ დე სეუდათა“–ს  სიტყვების აზრი: „და გაგვიმხელს 12 შაბათის პურის გემოს, რომელიც ასოა მის (შემქმნელის) სახელში, ორმაგი და სუსტი“. და ასევე სიმღერაში „აზამერ ბეშვახინ“ ნათქვამია: „ვავ-ის ასოებით იქნები დაკავშირებული, ხოლო ზაინ-ის ასოები კრებენ“. „ვავ-ის ასოებით იქნები დაკავშირებული“ ნიშნავს, რომ „ვავ“-ის ორი ასოთი დაკავშირება არის შაბათის თორმეტი პურის საიდუმლოება, რაც წარმოადგენს „ასოს მის სახელში“.

ასო - ეს  საფუძველია, და მასზე ნათქვამია, რომ ის ორმაგი და სუსტია, იმიტომ რომ ასო „ვავ“–ი გაორმაგებულია. და „ვავ“-ის მარცხენა ასო-ს „შეცნობის ხე“ ეწოდება, სადაც დაცული ადგილი არსებობს. ამიტომ ისინი სუსტნი გახდნენ (რასაც „მსუბუქი“ ეწოდება). ასე ჩნდება ადგილი, სადაც უფრო ადვილია მუშაობა. მაგრამ ეს გაორმაგება რომ არ ყოფილიყო შეცნობის ხესთან შეკავშირებით, მაშინ მარჯვენა „ვავ“- თან მოგვიწევდა მუშაობა, რომელიც სიცოცხლის ხეს ნიშნავს, და ვინ შეძლებდა ამაღლებას და მოხინის მიღებას?

ხოლო მარცხენა „ვავ“–ი გვაძლევს დაცვას, რომლის ქვეშაც გამუდმებით იმყოფება თვით ადამიანი. და ამ დაცვის წყალობით, რომელსაც ცოდნაზე ამაღლებით იღებს, მისი მუშაობა სასურველი ხდება. ამიტომ ამას „დასუსტება“ ეწოდება, რადგან ის მსუბუქია, ე.ი. იოლად შეიძლება იპოვოს ადგილი მუშაობისათვის.

ამგვარად, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის შეუძლია შემქმნელს ემსახუროს, იმიტომ რომ არაფერი არ სჭირდება, ყველაფერს ხომ ცოდნაზე ამაღლებით აკეთებს. გამოდის, რომ მას არავითარი გონება („მოხინ“–ი) არ სჭირდება იმისთვის, რათა მისი დახმარებით შემქმნელისათვის იმუშაოს.

და ამით აიხსნება ნათქვამი: „გაშალე მაგიდა  ჩემთვის ჩემი მტრების წინაშე“ (ფსალმუნი 23). სადაც  „მაგიდა“ („შულხან“) ნიშნავს „გააგზავნის მას“ („შილხა“), როგორც წერია: „გააგზავნა ის თავისი სახლიდან, გამოვიდა ის მისი სახლიდან და წავიდა“ (დვარიმ, ქი-თეცე 24). ე. ი. სულიერი მუშაობიდან გამოვიდა, დაეცა.

ეს ნიშნავს, რომ სულიერი მუშაობიდან გამოსვლის, დაცემის მდგომარეობებშიც კი აქვს ადამიანს  მუშაობის საშუალება. როდესაც ადამიანი დაცემის მდგომარეობებს ცოდნაზე ამაღლების გზით გადალახავს და იტყვის, რომ ეს დაცემაც მას ზემოდან მიეცა, ამის წყალობით ქრებიან მისი მტრები. ეს მტრები ხომ ფიქრობდნენ, რომ დაცემის გამო ადამიანი სრული არარაობის მდგობარეობას მიაღწევდა და ბრძოლის ველიდან გაიქცევოდა. საბოლოოდ კი პირიქით გამოვიდა, და თვითონ მტრები გაქრნენ.

ამაშია სიტყვების აზრი: „მაგიდა, რომელიც შემქმნელის წინაშეა“. სწორედ ამის წყალობით ხდება ადამიანი შემქმნელის „სახის“ გახსნის ღირსი. საქმე იმაშია, რომ ადამიანს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უფრო დიდი შეზღუდვების გადალახავა შეუძლია, რადგან ის საკუთარ თავზე შემქმნელის ძალაუფლებას დროის ყველა მომენტში იღებს, ე.ი. ყოველთვის პოულობს ადგილს მუშაობისათვის, როგორც წერია, რომ რაბი შიმონ ბარ იოხაიმ თქვა: „ვერსად დავიმალები მე შენგან“.