<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / „მან“-ის აღვლენა

81. „მან“-ის აღვლენა

 

ცნობილია, რომ („ქელიმ“–ის – სურვილების) მსხვრევის შედეგად სიწმინდის ნაპერწკლები (ეკრანისა და არეკლილი სინათლის ნამსხვრევები) „ბია“-ს („ბია“– სამყაროები ბრია, იეცირა, ასია) სამყაროებში ჩამოცვივდა, მაგრამ იქ, „ბია“–ში მათ გამოსწორება არ შეუძლიათ. ამიტომ მათი „აცილუთ“–ის სამყაროში ამაღლებაა საჭირო.

 

როდესაც ადამიანი მცნებებს ასრულებს და კეთილ ქმედებებს სჩადის არა საკუთარი თავისათვის, არამედ შემქმნელისათვის სიამოვნების მისანიჭებლად, მაშინ ეს ნაპერწკლები აცილუთის სამყაროში მაღლდებიან. იქ ისინი ერთვებიან უმაღლესის ეკრანში, რომელიც საფეხურის თავშია და რომელიც იქ უმაღლეს სინათლესთან მუდმივ შერწყმაში („ზივუგ“–ში) იმყოფება. მაშინ ხდება „ზივუგი“ – შერწყმა ეკრანზე ნაპერწკლების ჩართვით, რის შედეგადაც სინათლე, ქვემოთ ყველა სამყაროში იმდენად ვრცელდება, რამდენადაც ამას ზემოთ ამაღლებული ნაპერწკლები განაპირობებენ.

 

ეს წააგავს „აკუდიმ“–ის სამყაროში დასუსტების პროცესს („ჰიზდახეხუთ ჰამასახ“), როდესაც სინათლე ეკრანის „რეშიმო“–სთან ერთად „ტაბური“–დან „პე დე-როშ“–ამდე ასვლის შედეგად „გუფ“–იდან ქრება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ, როდესაც ქმნილება ეკრანის დასუსტების შედეგად სინათლის მიღებას წყვეტს, ამას „ავიუთ“–ის დახვეწა, დასუსტება ეწოდება, მაშინ „გუფ“–ის ეკრანი ისევ უკან, „პე დე-როშ“–ში ადის. მისი „გუფ“–ში (ტანი) დაშვება სინათლის ზემოდან ქვემოთ, მიღების ჭურჭლებში გავრცელების გამო მოხდა, ანუ მიმღებ ქელიმში (სურვილში) გავრცელდა. ხოლო პარცუფის „როშ“–ი (თავი) კი ყოველთვის „ქვემოდან-ზემოთ“ ითვლება, ანუ სინათლის დაშვებას, გავრცელებას ეწინააღმდეგება. 

 

ამიტომ, როგორც კი „გუფ“–ი შიდა და გარემომცველი სინათლეების შეჯახების შედეგად დახვეწილი, შესუსტებული ეკრანის უქონლობის გამო წყვეტს სინათლის ზემოდან ქვემოთ მიღებას, ეს იმას ნიშნავს, რომ „გუფ“–ის (ტანის) ეკრანი განთავისუფლდა „ავიუთ“–ისაგან (სურვილის „სისქისაგან“) და თავის „რეშიმო“–ებიანად (წარსული სულიერი მდგომარეობის ჩანაწერი, მეხსიერება, შთაბეჭდილება) მაღლა იწევს. ასევე, როდესაც ადამიანი თორას და მცნებებს შემქმნელისათვის და არა საკუთარი თავისათვის ასრულებს, მაშინ ნაპერწკლები ქვემოდან ზემოთ, საფეხურიდან საფეხურზე, აცილუთის სამყაროს „მასახ დე-როშ“–ში (თავის ეკრანში) ადიან. და როდესაც ისინი ამ ეკრანში ერთვებიან და ეკრანის სიდიდის შესაბამისი პარცუფი (სინათლის საფეხური) იბადება, მაშინ ყველა სამყაროში სინათლე მატულობს. და ადამიანიც, რომელიც ზემოთ, სამყაროებში ამაღლებასა და სინათლეს იწვევს, ნათებას იღებს.