91. ბნეი თმურა - გამოცვლილი ბავშვები
გაგონილია 9 ნისანს (1948 წლის 18 აპრილს)
წიგნ ზოჰარში მოთხრობილია რეუვენის, ლეას ძის შესახებ. როდესაც იაკობი ლეასთან იყო, ის რახელზე ფიქრობდა. წესის მიხედვით თუ ის სხვაზე ფიქრობდა, მაშინ ახალშობილს ბენ თმურა – „გამოცვლილი ბავშვი“ ეწოდება. (ბნეი თმურა – ცოლ-ქმარს შორის აკრძალული ინტიმური კავშირის ერთერთი სახეა, როდესაც მამაკაცი ცოლთან სიახლოვისას ფიქრობს რომ სხვა ქალთანაა).
ზოჰარი გვიხსნის, რომ იაკობი რახელზე ფიქრობდა და ამასთანავე დარწმუნებული იყო, რომ რახელთან იმყოფებოდა, ხოლო „ბნეი თმურა“ იმ შემთხვევაში ითქმის, თუ რახელზე იფიქრებდა და სინამდვილეში ეცოდინებოდა, რომ ლეასთან იყო. და თუ ფიქრობდა რახელზე და დარწმუნებული იყო, რომ ის რახელთან ერთად იყო, მაშინ ბავშვი აღარ ჩაითვლებოდა „ბენ თმურა“–დ – „გამოცვლილად“.
აზრი იმაშია, რომ სულიერი საფეხურები ერთიმეორის მიმართ არიან როგორც ბეჭედი და ანაბეჭდი: ნებისმიერი საფეხური მასზე უფრო მაღალი საფეხურის ანაბეჭდია. ბეჭედს და ანაბეჭდს ყოველთვის ურთიერთსაპირისპირო თვისებები გააჩნიათ. ამიტომ, იმას რასაც სამყარო ბრია–ში უწმინდური სურვილი (კლიპა, ეგოიზმი) ეწოდება, უფრო დაბალ სამყარო იეცირა–ში წმინდა სურვილად (კდუშა, ალტრუიზმი, სიწმინდე) ითვლება. და ის რაც სამყარო იეცირა-ში ითვლება უწმინდურ კლიპად, სიწმინდედ ითვლება სამყარო ასია–ში.
მაშასადამე როდესაც ცადიკი – მართალი გარკვეულ სულიერ საფეხურთან ერთიანდება (აღწევს), ის, რა თქმა უნდა, ამ საფეხურის წმინდა თვისებებს ერწყმის (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). და თუ თავისი სულიერი მოქმედების დროს ის ფიქრობს სხვა სულიერ საფეხურზე, სადაც კლიპად მიიჩნევა ის, რაც მოცემულ საფეხურზე წმინდად ითვლება, მაშინ ასეთ მოქმედებას (შერწყმას) „ბენ თმურა“ – „გამოცვლილი ბავშვი“ ეწოდება, იმიტომ რომ ეს საფეხურები ერთმანეთის ურთიერთსაპირისპიროა.
ხოლო რაც შეეხება იაკობს, ის რახელზე, ანუ მის წმინდა თვისებებზე ფიქრობდა და ასევე ფიქრობდა მოქმედებაზეც, რომ ეს ნამდვილად „რახელია“. გამოდის, რომ ფიქრშიც და ქმედებაშიც ის ერთი და იგივე „რახელ“–ის საფეხურზე იყო. ამიტომ აქ არ არსებობს „ლეა“ და ამიტომ ადგილი არ აქვს „გამოცვლას“.