87. შაბათ შკალიმ
გაგონილია 26 ადარს (1948 წლის 7 მარტს)
„შაბათ შკალიმ“-ის დღეს, შაბათის კურთხევის წინ, გვიამბო ბაალ სულამმა, რომ პოლონეთში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ყველა მდიდარი „შაბათ შკალიმ“–ის დღეს თავიანთ რაბებთან–სულიერ წინამძღვრებთან მიდიოდნენ, რათა მათგან მონეტა მიეღოთ (შკალიმ–შეკელები).
და ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია ამალეკის აღგვა პირისაგან მიწისა შკალიმის გარეშე და ეს იმიტომ, რომ მანამ სანამ ადამიანი შკალიმს მიიღებდეს, მასში ამალეკის კლიპა (კლიპათ ამალეკ– ამალეკის უწმინდური ძალა) არ არსებობს. ხოლო როდესაც შკალიმს იღებს, მაშინ ჩნდება ამალეკად წოდებული უდიდესი კლიპა. და მაშინ იწყება მუშაობა ამალეკის აღსაგველად, ხოლო მანამდე ადამიანს არაფერი აქვს წასაშლელი.
და დამატებით მან მოიყვანა კოჟნიცელი მაგიდ–ის (მაგიდ– სიტყვასიტყვით „მთქმელი“, სულიერი მოძღვარი, წინასწარმეტყველი) გამონათქვამი ქიფურის დღესასწაულის დამასრულებელი ლოცვის შესახებ: „შენ გამოჰყავი ადამიანი თავიდან და შეიცნობ მას შენს წინაშე მდგომს“ (შეიძლება გავიგოთ როგორც „თავიდან“ ასევე „თავისაგან“). ამის თაობაზე მაგიდმა იკითხა: „როგორაა შესაძლებელი თავის გარეშე დგომა?“ რაც იმას ნიშნავს, რომ თავი გამოჰყო ადამიანისაგან და რანაირად არის ეს შესაძლებელი? ახსნა კი შემდეგში მდგომარეობს: „აღრიცხე ისრაელის შვილთა თავები“ (შმოთი 30:12). თავს იმ შემთხვევაში იძენენ, თუ ნახევარ შეკელს მიცემენ და ამის წყალობით მოიპოვებენ თავს.
შემდეგ კი იკითხა... რატომ იქნა მომზადებული კურთხებისათვის უფრო მეტი სასმელი ვიდრე საჭმელი? ეს წესს არ შეესაბამება. მიღებული ხომ ისაა, რომ „საჭმელი აჭარბებდეს სასმელს“, რადგან სასმელი მხოლოს საჭმელის დამატებაა, როგორც ნათქვამია: „ჭამე და დანაყრდი, და აკურთხე“. მაგრამ ასე არ გამოდის, როდესაც სამელი აჭარბებს საჭმელს. საქმე კი იმაშია, რომ საჭმელი ხასადიმს–მოწყალებას აღნიშნავს, სასმელი კი - ხოხმას–სიბრძნეს.
და კიდევ თქვა, რომ ადარის თვის წინამორბედი შაბათი თავის თავში მთელ ადარის თვეს მოიცავს. ამიტომ „როდესაც დგება ადარი, სიხარული მრავლდება“. და თქვა, რომ არსებობს განსხვავება შაბათსა და სადღესასწაულო დღეს შორის. შაბათი სიყვარულს ნიშნავს, ხოლო დღესასწაული - სიხარულს. განსხვავება სიხარულსა და სიყვარულს შორის იმაშია, რომ სიყვარული არსია, სიხარული კი – მხოლოდ შედეგი, რომელიც რაღაც მიზეზისაგან იბადება. მიზეზი არსია, ხოლო შედეგი – მხოლოდ ამ არსის წარმონაქმნი. ამიტომ შაბათს ეწოდება „სიყვარული და სურვილი“, ხოლო დღესასწაულს - „სიხარული და მხიარულება“.
ასევე მან ახსნა რაბი იოხანან ბენ ზაკაის პასუხი მისი ცოლისადმი: „მე თითქოს მინისტრი ვარ მეფის წინაშე, და ის, რაბი ხანინა ბენ დოსა თითქოს მონაა მეფის წინაშე და ამიტომა აქვს მას ლოცვის შესაძლებლობა.“ თითქოს გეჩვენება, რომ პირიქით უნდა იყოს, და მინისტრს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ თავისი აზრი გამოთქვას მეფის წინაშე.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ „მინისტრი“ ეწოდება მას, ვინც უკვე პირადი მმართველობის ღირსი გახდა. ამიტომ ის ვერ ხედავს ლოცვის აუცილებლობას, ყველაფერი ხომ კარგადაა. მაშინ როდესაც „მონა“–ს უწოდებენ იმას, ვინც ჯილდოსა და სასჯელის საფეხურზე იმყოფება. მას ლოცვის საჭიროება გააჩნია, რადგან ხედავს, რომ კიდევ არის მასში ის, რაც გამოსწორებას საჭიროებს.
და ამას დაუმატა განმარტებები თალმუდის (ბავა მეცია) სტატიიდან, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ მიჰყავდათ ერთი ხბო სასაკლაოზე. წავიდა ის, ჩარგო თავი რებეს ტანსაცმელში და ატირდა. უთხრა მას რებემ: „წადი, რამეთუ ამისთვის იყავი გაჩენილი“. თქვეს: „იმის გამო რომ არ შეიბრალა - მას ტანჯვა ეწვევა“.
„ამისთვის იყავი გაჩენილი“ - ნიშნავს პირად მართვას, რომელსაც ვერაფერს დაუმატებ და ვერაფერს მოაკლებ და სადაც ტანჯვაც დალოცვასავით მიიღება. და ამიტომ მოიზიდა თავის თავზე ტანჯვა. და ამბობს გმარა, რომ ტანჯვისგან ის იმით გადარჩა, რომ თქვა: „მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.“ (ფსალმუნი 145).
ერთხელ რებეს მოსამსახურე ქალმა სახლი დაგავა და წრუწუნები გამოხვეტა, რომლებიც იქ იყვნენ. უთხრა მას რებემ: „შეეშვი მათ! „წერია: „მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა“. სწორედ მაშინ შეიცნო, რომ ლოცვაც სამუდამოდ რჩება და მას ლოცვის შესაძლებლობა გაუჩნდა და ამიტომ ტანჯვამ ის მიატოვა.
ხოლო წმინდა შაბათის მიწურულს ახსნა ზოჰარში თქმული: „რადგან იაკობი ამოირჩია შემქმნელმა“ (ფსალმუნი 134). ვინ აირჩია ვინ? და პასუხობს ზოჰარი, რომ „შემქმნელმა აირჩია იაკობი“ (ბერეშით 161, გვ.2). მაგრამ ეკითხება ზოჰარი: „თუ შემქმნელმა აირჩია იაკობი, გამოდის რომ იაკობმა არაფერი გააკეთა და ეს იყო პირადი მმართველობა მაღლიდან? და თუ იაკობმა აირჩია შემქმნელი, მაშინ გამოდის, რომ იაკობი მოქმედებდა, ე.ი. იმყოფებოდა ჯილდოსა და სასჯელის პირობებში.
და უპასუხა, რომ თავდაპირველად ადამიანმა ჯილდოსა და სასჯელის გზით უნდა დაიწყოს სვლა და როდესაც ის ჯილდოსა და სასჯელის ამ საფეხურს დაასრულებს, ღირსი გახდება დაინახოს, რომ ყველაფერი პირადი მართვის შედეგია ზემოდან და რომ „მხოლოდ ის მარტო აკეთებს და გააკეთებს ყველა მოქმედებას“, მაგრამ მანამ სანამ ადამიანი ჯილდოსა და სასჯელის საფეხურზე დაასრულებს მუშაობას, შეუძლებელია პირადი მართვის გაგება.
და კვირა ღამეს გაკვეთილის შემდეგ იაკობის ეშმაკობის შესახებ ახსნა, რაზეც დაწერილა: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა“ (ბერეშითი 27:35). რა თქმა უნდა აქ არავითარ ტყუილზე არაა საუბარი, სხვაგვარად არ იქნებოდა დაწერილი იაკობზე: „რჩეული წინაპართაგან (მამაპაპათაგან)“, მატყუარა რომ ყოფილიყო. მისი ეშმაკობა იმით აიხსნება, რომ ადამიანი სიბრძნით (ხოხმა) სარგებლობს, მაგრამ არა თვით სიბრძნის გამო, არამედ აქედან რაიმე სარგებელი რომ ნახოს, რაც მას სჭირდება და რისი პირდაპირი გზით მიღწევაც შეუძლებელია. ამიტომ ის რაღაც ბრძნულ (ხოხმა) ხერხს იყენებს რათა მიაღწიოს იმას, რაც ესაჭიროება. ამას ეწოდება სიბრძნე (ხოხმა).
ამაშია ნათქვამის აზრი: „იყავი ეშმაკი გონებით“, ე.ი. გონების წყალობით სიბრძნის (ხოხმა) მფლობელი. მას ხომ სიბრძნის (ხოხმა) შეძენა არა თვით სიბრძნის (ხოხმა ) გამო სურს, არამედ სრულიად სხვა მიზეზის გამო, რომელიც აიძულებს სინათლე ხოხმა მოიზიდოს. ე.ი. მან იმისათვის უნდა მოიზიდოს, რათა ხასადიმ–მოწყალება შეავსოს.
ეს იმიტომ, რომ მანამ სანამ ხასადიმი ხოხმას არ შეიძენს, ის კატნუთში – მცირე მდგომარეობაში იმყოფება. ხოლო შემდეგ, როდესაც ადამიანი სინათლე ხოხმას მიიზიდავს, და მიუხედავად ამისა უპირატესობას ხასადიმს ანიჭებს, მაშინ ხასადიმი უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე ხოხმა. და ამას ეწოდება საფეხური გარ დე-ბინა, როდესაც ის არჩევანს აკეთებს, რომ ხასადიმი გამოიყენოს. და ეს ნიშნავს „სიბრძნეს, გონების წყალობით“, რამდენადაც იშსუთ–ში ხოხმა ვაკ-ის დონეზე იხსნება, ხოლო აბა ვე-იმა–ში ხოხმა იმის გამო იხსნება, რომ ისინი უპირატესობას ხასადიმს ანიჭებენ და ხასადიმ–ში რჩებიან.
თუმცა ბინა „ხაფეც ხესედ“–ის (მხოლოდ გაცემის მსურველი) გამოსწორებას წარმოადგენს, მაგრამ მის მიერ ხასადიმის არჩევა არაა განპირობებული ციმცუმ ბეთ–ით (მეორე შეკვეცა) და იმით რომ სინათლე ხოხმა არ გააჩნია. გადლუთ – დიდ მდგომარეობაში კი, როდესაც სინათლე ხოხმა ვლინდება, მის მიერ ხასადიმის გამოყენება გაკეთებული არჩევნის შედეგია.