<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / უკანონოდ შობილი ბრძენი დიდ ქოენზე, ობივატელზე წინ დგას

105. უკანონოდ შობილი ბრძენი 

დიდ ქოენზე, ობივატელზე წინ დგას

გაგონილია 15 ხეშვანს (1944 წლის 1 ნოემბერი), თელ-ავივში

ნათქვამია,  რომ „უკანონოდ შობილი ბრძენი დიდ ქოენზე, ობივატელზე წინ დგას“ (დიდი ქოენი – იუდაიზმში პირველი სასულიერო პირი, „მღვდელმთავარი“).

 

„უკანონოდ შობილი“ (მამზერ) წარმოდგება სიტყვისაგან „ელ-ზარ“ (უცხო ღმერთი).  თუ ადამიანი არღვევს კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვას (თავის ეგოისტურ სურვილებს აბატონებს მომხდარ მოვლენებზე), მაშინ მასში იბადებიან უკანონო შვილები (მამზერიმ), რომლებიც სხვა ღმერთებს, სხვა  ძალებს მიმართავენ. (ე.ი. ის თავისი ეგოიზმით უწმინდურ ძალას უერთდება, სურს რა დაიკმაყოფილოს თავისი ეგოისტური სურვილები). უწმინდურ ძალას ეწოდება  ერვა, სასირცხო ადგილი. და ამას ჰქვია, რომ ადამიანი ერვას ეახლა და მასთან უკანონო შვილი გააჩინა.

ხოლო „ობივატელების თვალსაზრისი თორის  თვალსაზრისის საპირისპიროა“ . (ობივატელი  ეწოდება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ თავის ობივატელურ,  ანუ ეგოისტურ სურვილებში იმყოფება) ამიტომ არის წინააღმდეგობა ობივატელებსა და  თორის მცოდნე ბრძენებს შორის და დიდი განსხვავება არსებობს იმაში, შობს თუ არა ადამიანი „უკანონოდ“.  ბრძენი ხომ თვლის, რომ ესეც შემქმნელისაგან მომდინარეობს და ის ფორმა, რომელიც მის თვალწინ მამზერის – უკანონოდ შობილის სახით იშლება, ასევე შემქმნელისგანაა მოვლენილი მისთვის (ესე იგი შემქმნელმა ისე გააკეთა, რომ მისი ძალისხმევებისაგან „უკანონოდ შობილი“ გაჩენილიყო). 

ხოლო ცოდვილი ამბობს, რომ ეს უბრალოდ (სიწმინდისათვის, შემქმნელისათვის) უცხო აზრია, რომელიც მას ცოდვის შედეგად გაუჩნდა. და ამიტომ მხოლოდ თავისი ცოდვის გამოსწორება ესაჭიროება. ბრძენს კი რწმენის ძალა გააჩნია, ე.ი. შეუძლია, რომ ერთი მხრივ ეს მდგომარეობა დაინახოს ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, თავისი ჭეშმარიტი სახით და ამასთან ერთად თავის თავზე შემქმნელისათვის მუშაობის ტვირთი აიღოს თავგანწირვამდე. 

ანუ, როცა მას რაიმე იმდენად უმნიშვნელოდ ეჩვენება, რომ სამყაროში ამაზე უფრო უსარგებლო და დაფარული არაფერია, მიუხედავად ამისა, ესეც შემქმნელს უნდა მიაკუთვნოს. უნდა გაიგოს, რომ შემქმნელი უქმნის მას ასეთ სიტუაციებს, უხატავს სინამდვილის ასეთ სურათს, რომელსაც ეწოდება „უცხო აზრები უმაღლეს მმართველობაზე“. მაგრამ მან სულიერი მუშაობის ასეთ უმნიშვნელობაზე გონებაზე ამაღლებით უნდა იმუშაოს, ისე, თითქოს მის წინაშე სულიერი მუშაობის უსასრულო მნიშვნელოვნება იშლება. 

დიდი ქოენი  ეწოდება იმას, ვინც შემქმნელისათვის მუშაობს, როგორც ნათქვამია „მრავალი არიან ისინი“, ე.ი. მათ ბევრი თორა და მცნებები გააჩნიათ და არაფერი აკლიათ. ამიტომ თუ ადამიანი გასაერთიანებლად მოდის და თავის თავზე იღებს სულიერი მუშაობის პირობებს, მაშინ კანონის თანახმად უკანონოდ შობილი ბრძენი დიდ ქოენზე წინ დგას.

ანუ ის თავის „უკანონო შობილის“ მდგომარეობას იღებს როგორც „თალმიდ ხახამი“ (ბრძენის მოსწავლე). „ბრძენი“ (ხახამ) შემქმნელს  ეწოდება, ხოლო „მოსწავლე“ (თალმიდ) – იმას, ვინც შემქმნელისგან სწავლობს (რათა მისი მსგავსი გახდეს). და მხოლოდ ბრძენის მოსწავლეს შეუძლია თქვას, რომ ყველა ის ფორმა, რომელიც მის წინაშე სულიერი მუშაობისას ვლინდება სამყაროში, პირდაპირ შემქმნელისაგან მოდის.

მაშინ, როცა ქოენი, რომელიც ჯერჯერობით უბრალო ობივატელია, მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელისათვის მუშაობს და დიდ ძალისხმევას დებს თორასა და მცნებებში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამხდარა ღირსი შემქმნელისაგან ესწავლა, მას არ ჰქვია თალმიდ ხახამი – ბრძენის მოსწავლე. და ამიტომ ამ მდგომარეობაში მას არასდროს შეუძლია მიაღწიოს ჭეშმარიტ სრულყოფილებას, იმიტომ რომ ობივატელების აზრს იზიარებს. ხოლო თორის აზრი მხოლოდ იმ ადამიანს გააჩნია, ვინც შემქმნელისაგან სწავლობს. და მხოლოდ თალმიდ ხახამმა იცის სიმართლე, – რომ ყველაფერი შემქმნელისაგან მოდის. 

ამიტომ თორაში ნათქვამია, რომ რაბი შიმონ ბენ მენასია  მთელს თავის დროს თორის სწავლას უთმობდა, ყოველდღე ზრდიდა თავის ძალისხმევას სხვებზე უფრო მეტად. როდესაც მან მიაღწია მდგომარეობას „და შემქმნელის წინაშე თრთოდე“, მას ძალისხმევის გაზრდა უკვე აღარ შეეძლო. ანუ მივიდა ისეთ წერტილამდე, როცა აღარაფრის დამატება აღარ შეეძლო, არამედ პირიქით. 

თორის უდიდესი კომენტატორი  რაში, გვიხსნის, რომ სახელი ბენ მენასია  ნიშნავს, რომ მას ესმოდა გაქცევის (მენუსა) მნიშვნელობა, რაც ბრძოლის ველის დატოვებას, უკან დახევას ნიშნავს. და აგრეთვე ბენ ჰაამსუნი, ანუ ის, ვინც იცის (მევინ), რა არის ჭეშმარიტება და ხედავს, თუ რა სახე, ფორმა გააჩნია მას სინამდვილეში. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ჩერდება და წინსვლა აღარ შეუძლია, სანამ არ მოდის რაბი აკივა და არ ეუბნება, რომ  აუცილებელია ბრძენთა მოსწავლეები (თალმიდეი ხახამიმ) გაამრავლოს.  

 

და მხოლოდ ბრძენის (შემქმნელის) მოსწავლეზე შერწყმით, მიწებებით შეუძლია ადამიანს რომ დახმარება მიიღოს. ე.ი. მხოლოდ ბრძენის მოსწავლეს შეუძლია, რომ მას დახმარება გაუწიოს და სხვას არავის, რადგან თუნდაც ადამიანი თორის დიდ მცოდნედ ითვლებოდეს, მას მაინც უბრალო  მიწიერი ობივატელი ჰქვია, სანამ ღირსი არ გახდება პირდაპირ შემქმნელისაგან ისწავლოს. ამიტომ ადამიანი ვალდებულია, რომ თავი დაიმდაბლოს ბრძენთა წინაშე და თავის თავზე აიღოს ის, რასაც ბრძენი გადასცემს ყოველგვარი კამათისა და ჭოჭმანის გარეშე, გონებაზე ამაღლებით.

ნათქვამია, რომ „თორა დედამიწაზე გრძელია“. ანუ თორა დედამიწის, ანუ მატერიის, ეგოიზმის საზღვარს მიღმა იწყება, ის ხომ დედამიწაზე დიდია. არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც არაფერი შეიძლება დაიწყოს შუიდან. ამიტომ თუ მას დაწყება სურს, დედამიწის, ანუ მიწიურის მიღმა უნდა დაიწყოს. ამიტომ ეწოდება დიდ ქოენს მიწიერი ობივატელი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამუშაოს ასრულებს, თუ ჯერ კიდევ არ გამხდარა თორის სინათლის ღირსი, ის მიწიერ დონეზე, თავის ეგოიზმში იმყოფება.

ლიშმას – შემქმნელისათვის გაცემის განზრახვის მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა ბევრი ლო ლიშმა – საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვით სწავლა. ე.ი. ადამიანი უნდა გაისარჯოს და დიდი ძალისხმევა მიატანოს ლო ლიშმას–მიღების განზრახვის მდგომარეობაში და ამით ის შეძლებს დაინახოს სიმართლე, რომ ჯერ კიდევ არ გამხდარა ლიშმას – გაცემის განზრახვის ღირსი. დიდი გარჯისა და ძალისხმევის გარეშე კი მას არ შეუძლია  სიმართლის დანახვა.

სხვა დროს კი უთქვამს ბაალ სულამს, რომ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა ისწავლოს თორა ლიშმა – გაცემის განზრახვით, რათა ღირსი გახდეს დაინახოს სიმართლე, რომ ის მიღების განზრახვით მუშაობს. გაცემის განზრახვით მუშაობას ჯილდოსა და სასჯელის მუშაობა ეწოდება და ის მალხუთს მიეკუთვნება, ხოლო თორა ლო ლიშმას ზეირ ანპინი, ანუ შემქმნელის პირადი მმართველობა ეწოდება. 

ამიტომ ისრაელის მეფეებმა, მიაღწიეს რა შემქმნელის პირადი მმართველობის დონეს, უკვე არაფრის გაკეთება, არაფრის დამატება აღარ შეეძლოთ. ამიტომ ნათქვამია ისრაელის მეფეებზე, რომ ისინი არ განსჯიან და არ განისჯებიან. ამიტომ მათ წილი არ აქვთ მომავალ სამყაროში, რადგან არაფერს აკეთებენ. ისინი ხომ ხედავენ, რომ ყველაფერს შემქმნელი აკეთებს.

ამიტომ მოხსენიებულია თორაში  ახავის ცოლი - იზაბელი, რომელიც წარმოდგება სიტყვისაგან ი-ზეველ (სად არის ნაგავი, ნარჩენები), ანუ მისი ცოლი კითხულობდა: სად არის ნაგავი მსოფლიოში?“, რადგან ხედავდა, რომ ყველაფერი კარგი, სრულყოფილი იყო. ხოლო მისი ქმარი იყო ახავი  („ახ-ავ“ – მამის ძმა), ანუ ზეციური მამის, შემქმნელის ძმა. ხოლო დავითის დინასტიის მეფეებს იმიტომ ასამართლებენ, რომ ისინი შემქმნელისა და შხინას გაერთიანების ძალას ფლობდნენ, თუმცა ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი რამაა, პირადი მართვა ხომ ჯილდოთი და სასჯელით მართვის საპირისპიროა. 

 და ამაშია დიდი ცადიკების–მართლების ძალა, რომელთაც ძალუძთ შემქმნელი და შხინა, ანუ პირადი მართვა და ჯილდოთი და სასჯელით მართვა გააერთიანონ (ცადიკი–მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). სწორედ ამ ორის შეერთებით  იბადება მათთვის სასურველი საბოლოო სრულყოფილება.