93. ფარფლი და ქერცლი
გაგონილია 1945 წ.
ბრძენთ უთქვამთ, რომ ყველაფერს, რასაც ქერცლი აქვს, აუცილებლად ფარფლიც გააჩნია, ხოლო რასაც ფარფლი აქვს, აუცილებელი არაა, რომ ქერცლიც ჰქონდეს.
სულიერ მუშაობასთან კავშირში შეიძლება ავხსნათ, რომ ქერცლი (კასკესეთ) - წარმოდგება სიტყვისაგან „კუშია“ (შეკითხვა), ხოლო სიტყვა „კუშია“ (შეკითხვა) – სიტყვისაგან „კოში“–სიძნელე, სიმძიმე, რომელიც ადამიანს „შემქმნელისათვის“ მუშაობისას უჩნდება. ე.ი. ქერცლი (კასკესეთ), შეკითხვები ის ქელიმ–ჭურჭლებია, სადაც პასუხები მიიღება, რადგან პასუხები იღება არა გარეგან გონებაში, არამედ შინაგანში. შინაგანი გონება - ეს უმაღლესი სინათლეა, რომელიც ადამიანში იმოსება (აღავსებს მას) და მაშინ მისი ყველა შეკითხვა პასუხს იღებს და მშვიდდება.
ამიტომ, რამდენი კითხვაც გააჩნია ადამიანს, იმ ზომით ავსებს მას უმაღლესი სინათლე. ამიტომ ქერცლი სიწმინდის ნიშანია, რადგან მისი მეშვეობით ადამიანს შეუძლია გამოასწოროს თავისი თავი, სურს რა, რომ შეკითხვებისაგან განთავისუფლდეს. და ის აკეთებს ყველაფერს, რისი ძალაც შესწევს, რათა განიწმინდოს და უმაღლესი სინათლის ღირსი გახდეს.
ფარფლი (სნაპირ) ასევე სიწმინდის ნიშანია. იმიტომ რომ სნაპირი წარმოდგება სიტყვებისაგან „სონე პე ორ“ (უმაღლესი სინათლის მოძულე). და თუ ადამიანს შეკითხვები გააჩნია, ეს რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მასში უმაღლესი სინათლის სიძულვილია. მაგრამ თუ მას სნაპირი აქვს, აუცილებელი არაა, რომ შეკითხვები გააჩნდეს. ხომ შესაძლებელია, რომ უმაღლესი სინათლე ამ კითხვების გამო კი არ სძულდეს, არამედ იმიტომ, რომ სიამოვნების მიღების დიდი სურვილი გააჩნია და ამბობს, რომ მას მაინც არაფერი გამოუვა თავისი გამოსწორებით და ამაღლებით.
ამიტომ, სუფთა ქლის ნიშნები სწორედ ფარფლი და ქერცლია ერთად. და ეს როდესაც ადამიანს თევზი აქვს (თევზი–„დაგ“ - სიტყვისაგან „დეაგა“ – ზრუნვა, შფოთვა). თევზი ხომ ფარფლში (სნაპირ) და ქერცლში (ქასქესეთ) გახვეული ხორცია. ე.ი. უმაღლესი სინათლე ამ ორ სიწმინდის ნიშანში ანათებს. ხოლო თუ ადამიანი მუშაობს, მაგრამ მას (შემქმნელისათვის მუშაობის საწინააღმდეგო) კითხვვები არ უჩნდება, მასში არ არსებობს სიწმინდის, გამოსწორების ნიშნები, რამეთუ განწმენდის ნიშანი - შეკითხვებია.
შეკითხვების გარეშე ადამიანს არ გააჩნია ადგილი, სადაც უმაღლეს სინათლეს შეუძლია დამკვიდრება. მას ხომ არ გააჩნია მიზეზი, რომელიც აიძულებდა უმაღლესი სინათლე მოეზიდა, რადგან უმაღლესი სინათლის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს.
ამიტომ, როდესაც ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, სურდა, რომ ისრაელის შვილები თავისი ძალაუფლების ქვეშ დაეტოვებინა, ბრძანა რომ არ მიეცათ მათთვის თივა (ქაშ) რომლის დახმარებითაც ისინი აგურს აკეთებდნენ (როგორც ნათქვამია: „და გაიფანტა ხალხი თივის მოსაგროვებლად...“). ასეთ შემთხვევაში ხომ ადამიანს არასოდეს არ გაუჩნდება მოთხოვნილება, რომ შემქმნელმა ის ამ უწმინდური მდგომარეობიდან სიწმინდეში გამოიყვანოს.