<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ჩუჩის მოკვეთა

95. ჩუჩის მოკვეთა

გაგონილია წინდაცვეთისადმი (ბრით მილა) მიძღვნილ

სადღესასწაულო ტრაპეზზე, 1943 წელს იერუსალიმში.

 

მალხუთს  თავისთავად „ქვედა სიბრძნე“ (ხოხმა თათაა) ეწოდება. მალხუთს, რომელიც იესოდთანაა შეერთებული რწმენა ეწოდება. იესოდზე არის ჩუჩა–დაფარვა (ორლა), რომლის როლიც იესოდისაგან მალხუთის გამოყოფაა, რათა მალხუთს მასთან კავშირის საშუალება არ მისცეს.

ჩუჩის ძალა იმაშია, რომ ადამიანს უხატავს სურათს, სადაც რწმენას ფერფლის ფასი გააჩნია. ამას „შხინა ფერფლში“ (შხინა ბეაფარ) ეწოდება.

და როდესაც ადამიანი თავიდან ჩამოიცილებს ამ დამხატველ, ხელისშემშლელ ძალას და უფრო მეტიც, როდესაც ის ამბობს რომ ეს დამხატველი ძალა თვითონ ფერფლივით უმნიშვნელოა, მაშინ ასეთ გამოსწორებას წინდაცვეთა ეწოდება, რამეთუ კვეთენ ჩუჩას და ფერფლში აგდებენ.

მაშინ წმინდა შხინა გამოდის ფერფლიდან და რწმენის დიდებულება იხსნება. ასეთ მდგომარეობას „გეულა“–ხსნა ეწოდება, რადგან ადამიანი ღირსი ხდება, რომ შხინა ფერფლიდან წამოაყენოს.

ამიტომ მთელი ძალის კონცენტრაცია ადამიანმა იმაზე უნდა მოახდინოს, რომ თავიდან ჩამოიცილოს ეს ხელიშემშლელი, დამხატველი ძალა და რწმენა შეიძინოს, რამეთუ მხოლოდ რწმენიდან გამომდინარეობს სრულყოფილება. 

ნათქვამია: „ზღუდავენ საკუთარ თავს ზეთისხილის და კვერცხის დონემდე“ (ე.ი. მკაცრად დათქმულ  ზომამდე, რომელზე დაბლაც ადამიანს აღარ შეუძლია რომ განასხვავოს).

„ზეთისხილის“ - მსგავსად იმისა, როგორც ნოეს მიერ გამოშვებულმა  მტრედმა თქვა: „უმჯობესია, რომ ჩემი საკვები ზეთისხილივით მწარე იყოს, მაგრამ ზეციდან ბოძებული“. „კვერცხის“ - მსგავსად იმისა, რომ კვერცხში არაფერი ცოცხალი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ცოცხალი არსება გამოვა, მაგრამ ამ ეტაპზე მასში არავითარი სიცოცხლე არ შეიმჩნევა. ე.ი. ადამიანი ზღუდავს თავის თავს და სულიერ მუშაობას ანიჭებს უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ზეთისხილივით მწარე გემო აქვს და  მუშაობაში ადამიანი ვერავითარ სასიცოცხლო ძალას ვერ გრძნობს.

და მთელი მისი სამუშაო ძალა იქიდან გამომდინარეობს, რომ მას შხინის ფერფლიდან წამოყენება სურს. და ასეთი მუშაობის შედეგად ადამიანი ხსნის ღირსი ხდება, საკვები კი, რომელიც მანამდე მას ზეთისხილივით მწარედ და კვერცხივით სიცოცხლეს მოკლებულად ეჩვენებოდა, ახლა მის თვალში უმაღლეს სიცოცხლედ და სიტკბოებად იქცა.

ამიტომ ნათქვამია: „გერი რომელიც ებრაელობას იღებს ახალშობილის მსგავსია“ (გერი – პროზელიტი–არაებრაელი, რომელიც ებრაელებთან ცხოვრობს და ნოეს შვიდ მცნებას იცავს, ან იუდაიზმს იღებს). ის ვალდებულია წინდაცვეთაც (ბრით მილა) შეასრულოს და მაშინ სიხარულს მიაღწევს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ტრადიციულ პროცედურაში „ბრით მილა“ (წინდაცვეთა), როდესაც  ახალშობილს ჩუჩას ჰკვეთენ, მართალია ბავშვი ტკივილს განიცდის, მაგრამ დამსწრეები და მშობლები მოხარული არიან, რადგან სჯერათ, რომ ბავშვის სული ხარობს. ასევეა სულიერი „ბრით მილას“ (წინდაცვეთის) შესრულებისას: ადამიანს უნდა უხაროდეს, მიუხედავად ტანჯვის შეგრძნებისა და უნდა სწამდეს, რომ მის სულს (რომელიც ამ გამოსწორებას გადის) უხარია.

მთელი ჩვენი მუშაობა სიხარულში უნდა იყოს. ეს გამომდინარეობს ადამიანისათვის მიცემული პირველი (წინდაცვეთის) მცნებიდან, რომელსაც მის მიმართ მშობლები ახორციელებენ, რომლებიც მოხარულები არიან დამსწრეებთან ერთად. ასევე სიხარულით უნდა შეასრულოს ადამიანმა ყველა მცნება.