84. და განდევნა ადამი სამოთხიდან,
რათა სიცოცხლის ხიდან არ აეღო
გაგონილია 24 ადარს (1944 წლის 19 მარტს)
და ჰკითხა შემქმნელმა ადამს: „სადა ხარ?“ და უპასუხა მან: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე“.
და თქვა შემქმნელმა: „სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი“... და განდევნა ადამი. (ბერეშით)
და უნდა გავიგოთ, თუ რა არის ეს შიში, რომელიც ადამიანმა იმდენად მძაფრად განიცადა, რომ იძულებული გახდა დამალულიყო, რადგან დაინახა, რომ შიშველი იყო. საქმე იმაშია, რომ მანამ სანამ შემეცნების ხის ნაყოფს შეჭამდა, ადამი ბინა–დან საზრდოობდა, რაც თავისუფლების სამყაროს საიდუმლოებაა. ხოლო შემდეგ, როდესაც შემეცნების ხიდან ჭამა, დაინახა, რომ შიშველი იყო. ე.ი. მას შეეშინდა, რომ თორის სინათლეს ეგოისტურად გამოიყენებდა „ლოტის მწყემსების“ მსგავსად. ხოლო ცნება „ლოტის მწყემსები“ ცოდნაზე ამაღლებული რწმენის საპირისპიროა, რასაც „აბრაამის მწყემსები“ ეწოდება. ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თორის სინათლის შეძენის ღირსი გახდა, ის მას თავისი მუშაობის საფუძვლად არ იყენებს.
მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს რომ, უკვე აღარ ჭირდება შემქმნელის რწმენაში გამყარება, იმიტომ რომ თორის სინათლე მას მუშაობის საფუძვლად ემსახურება, „ლოტის მწყემსებს“, „დაწყევლილ სამყაროს“ განეკუთვნება, რაც წყევლას ნიშნავს. ეს რწმენის საპირისპიროა, რომელიც დალოცვას წარმოადგენს.
ადამიანმა კი უნდა თქვას, რომ ის ხედავს, რომ როდესაც ცოდნაზე ამაღლებული რწმენით მიდის, მას ზემოდან თორის სინათლეს აძლევენ, რათა დაანახონ, რომ სწორი გზით მიდის. მაგრამ ის არ იყენებს ამ სინათლეს იმისათვის, რათა ცოდნის ფარგლებში იმუშაოს, რადგან ამგვარად მიღების ქლი–მდე მიდის, რომელზეც შეკვეცა მოხდა. ამიტომ ამას „დაწყევლილ ადგილს“ ეძახიან. ლოტი ხომ „დაწყევლილ სამყაროს“ ნიშნავს.
ამიტომ ჰკითხა შემქმნელმა ადამს: „რატომ გეშინია ამ სინათლეების მიღების? სიფრთხილის გამო, რომ შესაძლოა ზიანი მიაყენო მათ (საკუთარი თავისთვის მიიღო)? მაგრამ ვინ გითხრა რომ შიშველი ხარ? ჩანს, ეს იმიტომ, რომ „ცოდნის ხის“ ნაყოფი იგემე და ამან შიში მოგგვარა, ხოლო მანამ სანამ სამოთხის ბაღის ყველა ხისაგან ჭამდი, ე.ი. მანამ სანამ სინათლეებს „აბრაამის მწყემსების“ გზით (შემქმნელისათვის გაცემის მიზნით) იყენებდი, არაფრის გეშინოდა.“
და გამოაგდო შემქმნელმა ადამი სამოთხიდან, რათა „სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაეწოდა ხელი“. შიში კი იმის გამო იყო, რომ ის გამოსწორებას გააკეთებდა და „სიცოცხლის ხეში“ ჩაერთვებოდა და არ გამოასწორებდა შემეცნების ხის ნაყოფის ჭამის ცოდვას. მაგრამ თუ მან შეცნობის ხის ნაყოფის შეჭმით შესცოდა, სწორედ ეს ცოდვა უნდა გამოესწორებინა.
ამიტომ გამოაძევა ადამი შემქმენლმა „სამოთხის ბაღიდან“, რათა „შემეცნების ხის“ ცოდვა გამოესწორებია, ხოლო შემდეგ მას საშუალება მიეცემოდა კვლავ შესულიყო „სამოთხის ბაღში“.
„სამოთხის ბაღი“ (გან ედენ) მალხუთ–ის ბინა–ში ასვლის საიდუმლოებაა, სადაც მას შეუძლია „სამოთხედ“ (ედენ) წოდებული ხოხმა–ს სინათლე მიიღოს. თვით მალხუთს „ბაღი“ (გან) ეწოდება. და როდესაც მალხუთი (ბაღი–გან) ხოხმა–ს სინათლით (სამოთხე–ედენ) ივსება, ამას „სამოთხის ბაღი“ (გან ედენ) ეწოდება.