<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ლოცვა, რომელიც ყოველთვის საჭიროა

82. ლოცვა, რომელიც ყოველთვის საჭიროა

გაგონილია (ბაალ სულამთან) განმარტოებისას,

ვაერას კვირას (1952 წლის ნოემბერი)

რწმენა მალხუთს მიეკუთვნება, რომელიც გონებას და გულს, ე.ი. გაცემას და რწმენას წარმოადგენს. რწმენის საპირისპიროდ არსებობს ორლა-ს (ჩუჩა) თვისება, რომელიც ცოდნას ნიშნავს. და ადამიანისათვის დამახასიათებელია ორლას თვისების დაფასება. მაშინ როცა რწმენა, რომელსაც წმინდა შხინას თვისება ეწოდება, ფერფლშია ჩავარდნილი. ე. ი. ასეთი მუშაობა ზიზღს იწვევს და ყველა ცდილობს, რომ ამ გზას გაექცეს, მაგრამ მხოლოდ მას ეწოდება მართალთა და სიწმინდის გზა.

შემქმნელს სურს, რომ სწორედ ასეთი გზით გაიხსნას ქმნილებების მიმართ მისი სახელები (თვისებები), რადგან მაშინ ისინი ნამდვილად ვერ მიაყენებენ ზიანს უმაღლეს სინათლეს, მათი საფუძველი ხომ მხოლოდ გაცემა და შემქმნელთან შერწყმა იქნება. და ამ შემთხვევაში უწმინდურ სურვილებს საშუალება არ ექნებათ რომ ისაზრდოონ, რამეთუ მათი საკვები მხოლოდ მიღება და ცოდნაა. 

ხოლო იქ სადაც ორლა ბატონობს, შეუძლებელია შხინამ უმაღლესი სინათლე მიიღოს, რათა ეს სინათლე კლიფოთ–ში არ ჩავარდეს. ამიტომ შხინა იტანჯება, რადგან ფერხდება უმაღლესი სინათლის მასში მოზიდვა სულებზე გადასაცემად. 

და აქ ყველაფერი ქმნილებებზეა დამოკიდებული. უმაღლესს ხომ მხოლოდ უმაღლესი სინათლის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ ეკრანის ძალა, ე.ი. ეგოისტურ ჭურჭლებში მიღებაზე უარის თქმა თვით ადამიანის მუშაობაზეა დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილება ქმნილებებმა უნდა მიიღონ.