<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / შეკვეცის შემდეგ

73. შეკვეცის  შემდეგ

გაგონილია 1943 წ.

 

შეკვეცის (ციმცუმ) შემდეგ პირველი 9 სფირა (ტეტ რიშონოთ) წმინდა ადგილად იქცა, მალხუთი კი, რომელზეც შეკვეცა მოხდა, სამყაროების ადგილად გადაიქცა და მასში ორი კატეგორია უნდა განვასხვავოთ:

1. ცარიელი ადგილი (მაკომ ხალალ) - უწმინდური ძალების (კლიპოთ) ადგილი, რომელთა არსიც მხოლოდ საკუთარი თავისათვის მიღების ეგოისტურ სურვილში მდგომარეობს.

2. თავისუფალი ადგილი (მაკომ პანუი), ანუ თავისუფალი არჩევნის ადგილი, სადაც იმის შეტანა შეიძლება რასაც ქმნილება ირჩევს: სიწმინდის ან, ღმერთმა ნუ ქნას, პირიქით.

შეკვეცა რომ არ მომხდარიყო მთელი  სამყარო ერთი უბრალო სინათლე იქნებოდა. და მხოლოდ შეკვეცის შემდეგ გაჩნდა სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევნის საშუალება.

თუ  სიკეთეს ირჩევენ, ამ ადგილას უმაღლესი სინათლე ეშვება, რაზეც ჰარის (რაბი იცხაკ ლურია აშკენაზი) ნათქვამი აქვს, რომ უსასრულობის სინათლე უნათებს ქმნილებებს. უსასრულობა ეწოდება შემქმნელის სურვილს სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს. და მიუხედავად იმისა რომ მრავალ სამყაროებს, 10 სფირას და სხვა სახელწოდებებს განასხვავებენ, ყველაფერი უსასრულობიდან გამომდინარეობს, რასაც „შექმნის ჩანაფიქრი“ ეწოდება. 

და ყოველი სფირის ან სამყაროს  სახელი მიუთითებს სინათლის უსასრულობიდან გარკვეული სფირის ან სამყაროს გავლით დაშვების თავისებურებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმნილებებს არ შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი ბარაქა წინასწარი მომზადებისა და გამოსწორების გარეშე, რომელიც მას ამ სინათლის მისაღებად ამზადებს. ამიტომ ამ შესრულებულ გამოსწორებებს, რომელთა მეშვეობითაც მიღება შეიძლება, „სფირები“ ეწოდება.

ე.ი. ყოველ სფირას განსაკუთრებული გამოსწორება გააჩნია და ამიტომ არსებობს მრავალი კატეგორია, რომელიც მხოლოდ მიმღებთა, ქმნილებათა მიმართ არსებობს, რადგან როდესაც ქმნილება უსასრულობიდან ბარაქას, სინათლეს იღებს, ის ამას განსაკუთრებული გამოსწორების მეშვეობით აკეთებს, რომელიც მას ამ სინათლის მიღების შესატყვისად ხდის. და ამას ჰქვია, რომ ის გარკვეული სფირიდან იღებს, მაგრამ თვით სინათლეში არავითარი ცვლილება არ ხდება.

აქედან გაიგე, რატომაა, რომ შემქმნელზე ლოცვისას ჩვენ უსასრულობის სინათლეს მივმართავთ, რომელსაც კურთხეულს უწოდებენ. ეს სინათლე წარმოადგენს შემქმნელის კავშირს ქმნილებებთან, წოდებულს „ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი“. ლოცვის განზრახვაში უამრავი სახელი არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარაქა ამ სახელებში არსებული გამოსწორებების მეშვეობით ეშვება, რადგან სწორედ ამ გამოსწორებების გამო ხდება შესაძლებელი, რომ ბარაქა მიმღებთა ხელში იყოს.