96. რას წარმოადგენს კალოს და მეღვინეობის
ნარჩენები სულიერ მუშაობაში
გაგონილია სუქოთის დღესასწაულის საღამოს (1943 წელს)
„კალო“ ნიშნავს დინიმ დე-დხურას (სამართალი და შეზღუდვები მამრის მხრიდან), რაზეც ნათქვამია: „დაიფარა და არ შებღალულა“ (ბემიდბარ 5). ადამიანის ამ შეგრძნებას „გორენ“ (კალო) ეწოდება, როდესაც ის სულიერ მუშაობაში თავს გერად (უცხოდ, ხიზნად) გრძნობს.
„მეღვინეობა“ (საწნახელი) ნიშნავს დინიმ დე-ნუკვას (სამართალი და შეზღუდვები მდედრის მხრიდან), რაზეც ნათქვამია: „დაიფარა და შეიბღალა“. მეღვინეობა (იეკევ) ნაკლულობის შეგრძნება (ნეკევ–ხვრელი. ივრითულში სიტყვა მდედრი – ნეკევა იგივე ფესვისაგან წარმოდგება).
არსებობს სუქის ორი სახე:
(სუქა – პალმის შტოებით გადაფარული დროებითი კარავი, რომელსაც ებრაელები სუქოთის დღესასწაულზე აშენებენ)
1. პატივის, დიდების ღრუბელი.
2. კალოს და მეღვინეობის ნარჩენები.
ღრუბელი - დაფარვის სახეობაა (სიმბოლოა), როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ სულიერი დაფარულია მისგან. და თუ ადამიანი გადალახავს ამ ღრუბელს, ე.ი. იმ დაფარვას, რომელსაც ის შეიგრძნობს, მაშინ ის „პატივის, დიდების ღრუბლების“ ღირსი გახდება. ამას ეწოდება მან დე-იმა (დედის მანი), რომელიც 6000 წლის განმავლობაში მოქმედებს და წარმოადგენს საიდუმლოს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაშვებულა ბუნებაში, რომელსაც „პშატ“–ს უწოდებენ (პშატ – სიტყვისაგან პაშუტ – უბრალო. ე.ი. უბრალო მნიშვნელობა. პშატს უწოდებენ თორის უბრალო, პირდაპირ გაგებას).
კალოს და მეღვინეობის ნარჩენებს ეწოდება პშატი (უბრალო მნიშვნელობა) და ბუნება, რომელიც წარმოადგენს მან დე-მალხუთს (მალხუთის მანს), რომლის გამოსწორება ხდება სწორედ რწმენით, რომელსაც „ჰითარუთა დე-ლეთათა“ (გამოღვიძება ქვემოდან) ეწოდება.
მან დე-იმა (დედის მანი) წარმოადგენს გამოღვიძებას ზემოდან (ითარუთა დე ლეილა), რომელიც ბუნებიდან არ მოდის. ე.ი. თუ ადამიანი ღირსი არ არის, ის ვერავითარ ბარაქას, სინათლეს ვერ მიიღებს. ხოლო ზემოდან გამოღვიძების მხრიდან, რომელიც ბუნებაზე მაღლაა, სინათლე ეშვება ქმნილებებთან საიდუმლოებაში: „მე ვარ შემქმნელი, რომელიც ვიმყოფები მათთან მათ უწმინდურობაში“, როგორც წიგნში ზოჰარ წერია: „თუმცა სცოდავენ, მაგრამ თითქოს საერთოდ არ შეუცოდავთ“.
მაგრამ დაბლიდან გამოღვიძების დროს, სინათლეზე გავლენა არ ხდება და მას შეუძლია, რომ ქმნილებებთან დაეშვას და ეს იმ პირობით, რომ ადამიანს გააჩნია ბუნებრივი შესაძლებლობა, ანუ თვითონ შეუძლია, რომ ეს სინათლე მიიღოს. ამას მან დე-ნუკვა ეწოდება, როდესაც ადამიანს შეუძლია რწმენით გამოსწორდეს. და ამას ჰქვია, რომ თვითონ შეუძლია გამოსწორება, რაც მეშვიდე ათასწლეულის დონეს წარმოადგენს. რასაც „და ერთი განადგურებული“ ეწოდება, იმიტომ რომ „თვით მალხუთს თავის მხრივ არაფერი არ გააჩნია“.
მაგრამ როდესაც ჩვენ ამ მდგომარეობას გამოვასწორებთ, მეათე ათასწლეულის – გარის დონის ღირსი გავხვდებით. და ასეთი სული 10 თაობიდან ერთ თაობაში არსებობს. თუმცა არსებობს „მეშვიდე ათასწლეული“, რომელიც 6000 წლის პერიოდს ასრულებს და რომელსაც „კერძო“ ეწოდება. და როგორც ცნობილია, კერძო და ზოგადი სულიერში ყოველთვის თანასწორია. მაგრამ ის მიეკუთვნება „პატივის, დიდების ღრუბლებად“ წოდებულ მან დე-იმას.
სამუშაოს მიზანი „უბრალო აზრის, მნიშვნელობის“ და ბუნების დონეზე ყოფნაშია, რამეთუ ასეთ მუშაობაში ადამიანს შესაძლებლობა არ აქვს, რომ ამაზე დაბლა დაეცეს, ის ხომ უკვე მიწაზე წევს. ეს იმიტომ, რომ მას არ ესაჭიროება გადლუთი – დიდი მდგომარეობა, რადგან ყოველთვის თითქოსდა თავიდან იწყებს.
და მუშაობს ის ყოველთვის ისე, თითქოს ეს ეს არის დაიწყო მუშაობა. ის იღებს თავის თავზე ზეცის მმართველობას ცოდნაზე ამაღლებული რწმენით. საფუძველი, რომელსაც მუშაობა ემყარება ძალიან მდაბალი, უბრალო უნდა იყოს, რათა ყველაფერი მთლიანად ცოდნაზე ამაღლებული რწმენით გააკეთოს. და მხოლოდ ძალიან მიამიტ ადამიანს შეუძლია იმდენად დაიმდაბლოს თავი, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იაროს, რომ არ შეეძლოს თავისი რწმენის რაიმეზე დაყრდნობა.
მაგრამ, ამასთან, მან ეს სამუშაო დიდი სიხარულით უნდა მიიღოს, თითქოს ფლობს ცოდნას და ნათელ ხედვას, რომელზედაც შეუძლია თავისი რწმენის ურყევობა დააფუძნოს. და ის სწორედ ისე უნდა იმყოფებოდეს ცოდნაზე ამაღლებულ რწმენში, თითქოს ცოდნა გააჩნდეს. თუ ადამიანი ამ გზას ჯიუტად მიჰყვება, ის არასოდეს წაიქცევა, არამედ ყოველთვის შეძლებს, რომ სიხარულში იყოს, მას ხომ სწამს, რომ დიდ მეფეს ემსახურება.
და ამის შესახებაა ნათქვამი: „ერთი კრავი დილით მოიტანე და მეორე კრავი - საღამოხანს, როგორც დილის ძღვენი და საპკურებელი“ (ბემიდბარ 28). რაც იმას ნიშნავს, რომ როგორაც უხაროდა მსხვერპლის შეწირვისას, როდესაც „დილას“, ანუ სინათლეს გრძნობდა, ე.ი. როდესაც თორის სინათლე ისე უნათებდა, რომ მისთვის ყველაფერი ნათელი იყო, ასევე უნდა უხაროდეს, როდესაც მსხვერპლს „საღამოს“ სწირავს, ანუ დაფარვის დროს მუშაობს.
და მაშინაც კი, როდესაც მისთვის გასაგები არაა არც თორა და არც მუშაობა, მიუხედავად ამისა ის მაინც სიხარულით აკეთებს ყველაფერს, რამეთუ ის ცოდნაზე ამაღლებული რწმენით მოქმედებს. ამიტომ მას არ შეუძლია შეაფასოს, თუ რომელ მდგომარეობას მოაქვს უფრო დიდი სიამოვნება შემქმნელისათვის.
და ამიტომ ხსნიდა რაბი შიმონ ბენ მანასია (კანონებს) როგორც „ერთგვარ მატერიას" (მოქმედებებიდან გამომდინარე). ხომერ – მატერია იმას ჰქვია, რასაც აზრი და გონება არ გააჩნია. „ყურმა, რომელმაც შემქმნელის ხმა ისმინა სინაის მთაზე, არ მოიპარავს“. ანუ არაფერს არ მიიღებს საკუთარი თავისათვის, არამედ თავის თავზე ზეცის მმართველობას გონებაზე ამაღლებით, ყოველგვარი გადლუთის – დიდი მდგომარეობის გარეშე იღებს და ყველაფერში გონებაზე მაღლა რჩება. მაგრამ ის მიდის და რაღაც ნათებას თავისთვის იპარავს, ანუ ამბობს: „ახლა მე შემიძლია შემქმნელის მსახური ვიყო, რადგან მე უკვე აზრი და გონება გამაჩნია ამ მუშაობის შესასრულებლად „და მესმის, რომ ღირს შემქმნელისათვის მუშაობა და ახლა აღარ მჭირდება ცოდნაზე ამაღლებული რწმენა.“
და ამიტომ „გადაეცა ის სასამართლოს“. „სასამართლო ნიშნავს ადამიანურ გონებას და ცოდნას, რომლებიც განსჯიან ადამიანის მოქმედებებს - ღირს გააკეთო ისინი თუ არა. ხოლო „გადაეცა ის“ ნიშნავს, რომ ის თავს უცხოდ გრძნობს შემქმნელისათვის მუშაობაში.
მაშინ მოდის გონება და უსვამს მას ცნობილ კითხვას: „რას გაძლევს შენ ეს სამუშაო?“ და ის მხოლოდ მოსაპარად მოდის, რადგან ადამიანმა უკვე მიიღო რაღაც საყრდენი თავისი რწმენისათვის და ამიტომ მოდის ის და სურს, რომ გაანადგუროს ეს საყრდენი თავისი ამ შეკითხვებით. მაგრამ ეს მხოლოდ „ექვსი წლით“, ე.ი. „ის ექვსი წლით გაყიდეს“, რაც დინიმ დე- დხურას (სამართალი და შეზღუდვები მამრის მხრიდან) ნიშნავს.
და თუ მონა იტყვის: „მე მიყვარს ჩემი ბატონი და არ მსურს თავისუფლება!“, ანუ არ მოისურვებს განთავისუფლდეს მისი მცნებებისაგან, მაშინ მას ასეთ გამოსწორებას უწყობენ: გამოჰყავს მის პატრონს, ანუ მთელი მიწის ბატონს „კარებთან ან მეზუზასთან“, ე.ი. უხშობს ზეცის მმართველობის მიღების საშუალებას თავის თავზე და „გახვრეტს“, ე.ი. ყურს უხვრეტს. ეს ნახვრეტი იმიტომ კეთდება, რომ ხელმეორედ მოისმინოს ის, რაც სინაის მთაზე გაიგონა: „არ იპარო!“ და „გახდი სამუდამოდ მისი მონა“ და ამიერიდან ის შემქმნელის ჭეშმარიტი მსახური ხდება.
სუქოთი (კარვები) დროებით საცხოვრებელს ნიშნავს. ე.ი. თუ ადამიანი უკვე მუდმივი საცხოვრებლის ღირსი გახდა და მას აღარაფერი აქვს გასაკეთებელი, მაშინ სჯობს, რომ დროებით საცხოვრებელში გადავიდეს, ისევე როგორც შემქმნელის სასახლისაკენ სვლის დროს აკეთებდა, მანამ სანამ მუდმივ საცხოვრებელს მიაღწევდა. მაშინ ის გამუდმებით გრძნობდა საჭიროებას, რომ მეფის სასახლემდე მიეღწია და უშპიზინს (სტუმრებს) ხვდებოდა. ანუ იმ დროს ის ასრულებდა სამუშაოს როგორც დროებითი სტუმარი.
ახლა კი მას შეუძლია მოიგონოს ის სიხარული, რომელსაც წარსულში მუშაობისას განიცდიდა, როდესაც გამუდმებით მადლიერების გრძნობით იყო აღსავსე და ადიდებდა შემქმნელს. შემქმნელი მას ყოველთვის თავისთან იახლოვებდა და ეს მას სიხარულს გვრიდა. და მაშინდელი სიხარული მას შეუძლია სუქოთში გააგრძელოს. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს დროებითი საცხოვრებელი. ამიტომ ნათქვამია: „გამოდი მუდმივი საცხოვრებლიდან და დროებით საცხოვრებელში დაჯექი“.
„მთავარია არა მსჯელობა, არამედ მოქმედება“. როგორც ზემოთაა მოხსნიებული, მოქმედება მატერიას ჰგავს. რაბი შიმონ ბენ მანასია ხომ ამბობდა: „ერთგვარი მატერია“, – რომ მთავარი მოქმედებაა, გონება კი ხოლოდ სარკეს წააგავს.
მაგრამ ამასთანავე მოქმედება ცხოველურ დონეს ეკუთვნის, ხოლო გონება - მოლაპარაკის, ე.ი. ადამიანის. საქმე იმაშია, რომ თუ მიიღწევა სრულყოფილება მოქმედების დონეზე, მაშინ ეს მოქმედება იმდენად დიდია, რომ მას ადამიანისათვის თორის გონება მოაქვს. ხოლო თორის გონება მოლაპარაკის, ანუ ადამიანის დონეს განეკუთვნება.