<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მუხლები მოყრილი პატრონის წინაშე

118. მუხლები მოყრილი პატრონის წინაშე

 

 არსებობს ცნებები,  როგორიცაა „ცოლი“ (ან ქალი) და „ქმარი“ (ან პატრონი). ქალი ეწოდება იმას, ვისაც „გააჩნია მხოლოდ ის, რასაც ქმარი აძლევს“. ხოლო ქმარი (ანუ პატრონი)  ეწოდება იმას, ვინც თვითონ უზრუნველყოფს თავის თავს ყველა სიკეთით. „მუხლები“ მორჩილების სიმბოლოა, როგორც ნათქვამია: „მოიდრიკე მუხლები შენი“.

მორჩილება შეიძლება ორნაირი იყოს:

  1. როცა ადამიანი ემორჩილება იმას, ვინც მასზე დიდია. და თუმცა ადამიანმა არ იცის მისი ჭეშმარიტი „სიმაღლე“,  მას სწამს მისი სიდიადის და ამიტომ ემორჩილება მას.

  2. როცა ადამიანმა კარგად, ზუსტად იცის ვინმეს სიდიადე და „სიმაღლე“.

აგრეთვე უმაღლესის სიდიადესთან დაკავშირებით ორი სახის  რწმენა არსებობს:

  1. როცა ადამიანს სწამს უმაღლესის სიდიადის იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გააჩნია. ანუ მას არ აქვს არავითარი საშუალება, რომ უმაღლესის ჭეშმარიტი სიდიადე შეიცნოს.

  2. როცა ადამიანს შესაძლებლობა გააჩნია ზუსტად და გარკვევით შეიტყოს  უმაღლესის ჭეშმარიტი სიმაღლე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც რწმენის გზას ირჩევს, როგორც ნათქვამია: „შემქმნელის სიდიადე დაფარულია“. და თუმცა მას სხეულში გააჩნია ნაპერწკლები, რომელთაც სურთ ზუსტად გამოარკვიონ მისი სიმაღლე, რათა პირუტყვივით უგუნურად არ იაროს, მიუხედავად ამისა ის მაინც რწმენის გზას ირჩევს.

 გამოდის, რომ თუ ადამიანს სხვა შესაძლებლობა არ გააჩნია და ამიტომ ირჩევს რწმენის გზას -  მას ჰქვია ქალი, ანუ მდედრი, რომელსაც მხოლოდ ქმრისაგან შეუძლია მიიღოს, როგორც ნათქვამია: „დაუძლურდა როგორც მდედრი“.  ხოლო იმას, ვისაც სხვა შესაძლებლობაც აქვს, მაგრამ იბრძვის იმისათვის, რომ რწმენის გზით იაროს, მეომარი ეწოდება. ამიტომ ვინც რწმენის გზას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ცოდნის გზით შეეძლო ეარა, მას ქმარი ან პატრონი ეწოდება, ანუ ის, „ვინც მუხლი არ მოიყარა პატრონის წინაშე“, ე.ი. არ დათანხმდა პატრონზე (ბაალზე) მუშაობას, რომელიც ცოდნის სიმბოლოს წარმოადგენს, არამედ რწმენის გზით იარა. (პატრონი ან ქმარი – ივრითულად „ბაალ“ ადრე კერპთაყვანისმცემელთა ერთ-ერთ ღვთაებას ერქვა).