<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / სამყაროს შექმნისა და ექვსი ათასწლეულის შაბათი

124. სამყაროს შექმნისა და ექვსი ათასწლეულის შაბათი

 არის ორი სახის შაბათი: ერთი - სამყაროს შექმნის შაბათი (შაბათ ბერეშით), მეორე კი - ექვსი ათასწლეულის შაბათი. 

 მათ შორის სხვაობა შემდეგშია: ცნობილია, რომ არის დასვენება, უქმობა (მუშაობის დასრულების შემდეგ) და არის შესვენება, სულის მოთქმა. დასვენება ითქმის მაშინ, როდესაც სამუშაოზე უკვე აღარაფერია დასამატებელი, ხოლო შესვენება, სულის მოთქმა წარმოდგება სიტყვებისაგან „ადგა სულის მოსათქმელად“. ე.ი. ადამიანი მუშაობის პროცესშია და ძალა არ აქვს, რომ მუშაობა გააგრძელოს. მაშინ ის დგება ამოსასუნთქად, რათა ენერგია და ძალები აღადგინოს, რის შემდეგაც ისევ გააგრძელებს თავის მუშაობას.

 სამყაროს შექმნის შაბათი ნიშნავს მუშაობის დასრულებას, რომელსაც ვერაფერს ვეღარ დაამატებ და მას დასვენება ეწოდება. ექვსი ათასწლეულის შაბათი კი არის შესვენება, რისი მეშვეობითაც ადამიანი იღებს ძალასა და სასიცოხლო ენერგიას, რათა გააგრძელოს თავისი მუშაობა კვირის სამუშაო დღეებშიც. და აქედან გაიგე ბრძენთა მიერ ნათქვამი: „შესჩივლა შაბათმა შემქმნელს, რომ მან ყველას მისცა მეწყვილე, მას კი არ მისცა. და უპასუხა მას შემქმნელმა: ისრაელი იქნება შენი მეწყვილე“.

 მის მეწყვილეს ზეირ ანპინი ჰქვია, და თუ არის ნუკვა, მაშინ შესაძლებელია მათი შეერთება, რის წყალობითაც იბადება შთამომავლობა, ესე იგი განახლებები და დამატებები. ნუკვას ეწოდება სინაკლულე, უკმარისობა. და თუ რომელიმე ადგილას სინაკლულე, ნაკლოვანებაა, ესე იგი მისი გამოსწორების საშუალება არსებობს. და ყველა გამოსწორება სინაკლულის შესავსებად მოდის, მოიზიდავს რა უმაღლეს სინათლეს იმ ადგილას, სადაც ეს ნაკლი შეიგრძნობა. გამოდის, რომ თავიდან აქ არავითარი ნაკლოვანება არ ყოფილა, ყველაფერი კი, რაც ადრე ნაკლად გვეჩვენებოდა, სინამდვილეში თავიდანვე გამოსწორების სახით მოვიდა, რომლის საშუალებითაც უმაღლესი ბარაქა ზემოდან ეშვება.

 და ეს ჰგავს ადამიანს, რომელიც რაღაც საკითხით არის გატაცებული და გარჯას არ იშურებს, რომ მასში გაერკვეს. ხოლო როდესაც პასუხს აღწევს, მაშინ უკვე აღარ გრძნობს, თუ როგორ ტანჯვას განიცდიდა ადრე ამ ცოდნის უქონლობის გამო. პირიქით, ის კმაყოფილია იმით, რომ ახლა სიხარულს განიცდის. და ეს სიხარული იზომება იმ ძალისხმევის სიდიდით, რომელიც მან ამ ცოდნის შეძენაში დახარჯა. გამოდის, რომ ძიების დროს ეწოდება ნუკვა - სინაკლულის შეგრძნება. და როდესაც ადამიანი ამ უკმარისობასთან ერთიანდება, მაშინ ის შედეგს - ესე იგი ახალ მდგომარეობას შობს. და ამაზე ჩიოდა შაბათი, „შაბათი ხომ მუშაობის დრო არ არის და ამიტომ არავითარი შედეგი და განახლება არ იქნება“.