102. და აიღეთ ციტრუსოვანი ხის ნაყოფი
გაგონილია იოსების უშპიზინზე
(გაგონილია სუქოთის დღესასწაულის ერთერთ დღეს, როდესაც
ტრადიციის მიხედვით იოსები ესტუმრება სუქას – კარავს)
ნათქვამია: „და აიღეთ ციტრუსოვანი ხის ნაყოფი (ემორ). ცადიკს–მართალს ეწოდება „ნაყოფის მომცემი ხე“ (ცადიკი–მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). ამაშია მთელი განსხვავება წმინდა და უწმინდურ ძალას შორის, რომლის შესახებაც ნათქვამია: „სხვა ღმერთი უნაყოფოა და არ იძლევა ნაყოფს“. ხოლო მართალს „ციტრუსი“ ეწოდება, იმიტომ რომ მისი ხე მთელი წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს.
ამიტომ არის დაწერილი იოსებზე, რომ „ის ასაზრდოვებდა ყველა ხალხებს“. ანუ კვებავდა ყველას თავისი ნაყოფით, ხოლო მათ არ ჰქონდათ ნაყოფი. და აქედან ყველა გრძნობდა თავის მდგომარეობას - რომელი მხრიდან იყო ის – კარგი თუ უწმინდური. ამიტომ ნათქვამია, რომ იოსები „კვებავდა ყველას პურით, ბავშვების რაოდენობის მიხედვით".
„ბავშვები“ (ტაფ) ეწოდება გარ-ის დონეს, საიდუმლოში: „დაე იყოს ის აღბეჭდილი (ტოტაფოთ) შენს თვალთა შორის“, რაც თავის თფილინს ნიშნავს. ამიტომ უწოდებენ იოსებს სიბერის ხანს გაჩენილს, ჭკვიან შვილს. და ამაშია არსი სიტყვების: „რამეთუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად (მეხია) ვარ გამოგზავნილი მე", რაც მოახ-ხაია–ს, ანუ გარ-ის დონეს ნიშნავს.
და ამის შესახებ დაწერილია (ბერეშითი): „შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი (შეხემ), რომელიც მე ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით“ (მისმა ვაჟებმა მიიღეს ორი წილი, ხოლო შეხემი–ი რაში–ს მიხედვით ნაკვეთს ნიშნავს).
ანუ აიღო თავისი შვილების მეშვეობით (შვილებს ხომ ნაყოფი ეწოდება) და მისცა იოსებს. ამიტომ ნათქვამია შაულზე: „მთელ ხალხზე ერთი თავით მაღლა იდგა (მი-შიხმო ვე მალა)“, რაც ნიშნავს „შენ გაქვს სამოსი და შენ უნდა იყო ჩვენი მეთაური".
ამიტომ ნათქვამია: „რისთვის მოდიან ბავშვები? იმისთვის რათა დააჯილდოოს ის, ვინც მოიყვანა ისინი“. და ჰკითხა: „და რად უნდათ მათ სიბრძნე? მთავარი ხომ მოქმედებაა და არა მსჯელობა“. და უპასუხა: „იმისათვის რათა დააჯილდოოს ისინი, ვინც ის მოიყვანა“, - ე.ი. სიბრძნე მოქმედებას იწვევს.
რაც შეეხება დავას მეფე შაულსა და დავითს შორის, შაული უნაკლო მეფე იყო, ამიტომ გავიდა რა მისი გამეფებიდან ერთი წელი, საჭირო აღარ იყო გაგრძელებულიყო მისი მეფობა, რადგან მან მოკლე დროში დაამთავრა ყველაფერი, დავითს კი ორმოცი წელი უნდა ემეფა. დავითი იეჰუდას ტომიდან იყო, ლეას შვილის - „დაფარული სამყაროს“. მაშინ როცა შაული ბენიამინის ტომიდან იყო, შვილი რახელის - „გახსნილი სამყაროს“. ამიტომ ის დავითის საპირისპირო იყო. აი, რატომ თქვა დავითმა : „მე მშვიდობა მსურს“, ანუ ჩემი მონაპოვარი ყველას ეკუთვნის და მე ყველა მიყვარს, „და მე რომ ვლაპარაკობ, ისინი საომრად ემზადებიან.“
აბესალომიც დავითის საპირისპირო იყო. და ამაშია ცოდვის არსი, რომელიც ჩაიდინა ნევატის ძე იეროვამმა, როცა შემქმნელი მის სამოსელს ჩაეჭიდა და უთხრა: „მე და შენ და იშაის ვაჟი (ანუ დავითი) სამოთხის ბაღში ვისეირნებთ". ხოლო მან ჰკითხა: „ვინ იქნება სათავეში?“ უპასუხა მას შემქმნელმა „იშაის ვაჟი იქნება სათავეში“. და მაშინ უთხრა მან: „არ მინდა!“
საქმე კი იმაშია, რომ საფეხურების თანმიმდევრობის თანახმად პირველად „დაფარული სამყარო“ მოდის, ხოლო შემდეგ „გახსნილი სამყარო“. და ეს ნიშნავს: „მე ყველაფერი მაქვს“ (როგორც იაკობმა თქვა) და „მე ბევრი მაქვს“ (როგორც ესავმა თქვა). იმიტომ, რომ „ბევრი“ ნიშნავს გარ-ის დონეს, ხოლო „ყველაფერი“ ნიშნავს ვაკ-ს. და ამის შესახებ წერია: „როგორ წამოდგება იაკობი? ის ხომ პატარაა!“. ამიტომ წაართვა იაკობმა ესავს პირმშოობა (პირველშობილობა) რის შემდეგაც „ყველაფერი“ მიიღო. მას გარ-ის დონეც გააჩნდა. ამას მან იოსების საშუალებით მიაღწია, როგორც წერია: „და იოსები ყველას ასაზრდოებდა“.
ამიტომაც ნათქვამია ლეაზე, რომ ის „საძულველი“ იყო, რადგან მისგან წარმოიქმნება ყველა სიძულვილი და განხეთქილება „ბრძენთა მოსწავლეებს“ (კაბალისტებს) შორის. და ამაშია შამაისა და ჰილელის კამათის აზრი. მომავალში ეს ორი შტო, ანუ იოსების მუხლი და იეჰუდას მუხლი გაერთიანდება. ამიტომ უთხრა იეჰუდამ იოსებს: „ნება მომეცი, ბატონო ჩემო“ (რაც აგრეთვე ნიშნავს: „ჩემშია ჩემი ბატონი“), რის შემდეგაც იქმნება კავშირი იეჰუდასა და იოსებს შორის, მაგრამ თავში იეჰუდა უნდა იყოს.
ამიტომ წმინდა ჰარი „იოსების ძე მესია“ იყო (“მაშიახ ბენ იოსეფ“, მესია–ივრითულად მაშიახ– სიტყვისაგან „ლიმშოხ“–ამოქაჩვა, ამოზიდვა). ამიტომ შეეძლო მას დიდი სიბრძნის გახსნა, რადგან ნებართვა გააჩნდა „გახსნილი სამყაროსაგან“. ხოლო ეს დავა იმ დროიდან მოდის, როცა ჯერ კიდევ დედის (რივკას) მუცელში „ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი“ (ესავი და იაკობი), რადგან ესავმა მიიღო ლამაზი სამოსელი, რომელიც რივკას ჰქონდა.