<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ადამიანის სული ასწავლის მას

77. ადამიანის სული ასწავლის მას

გაგონილია 8 ელულს (1947 წლის 24 აგვისტოს)

 

„ადამიანის სული ასწავლის მას".

ცნობილია, რომ თორა ძირითადად სულის საჭიროებისათვის შეისწავლება, ე.ი. იმათთვის, ვინც უკვე შეიძინა თავისი სული. მაგრამ ისინი უნდა მიისწრაფოდნენ და ეძიებდნენ, რომ თორის სხვა შემცნობთა ახსნას გაეცნონ, რათა წინა თაობის კაბალისტების მიერ თორის შესწავლისას აღმოჩენილი ახალი გზები შეისწავლონ. ამის წყალობით ისინიც იოლად ამაღლდებიან სულიერი შემეცნების საფეხურიდან საფეხურზე.

მაგრამ არსებობს თორა, რომლის გამხელაც აკრძალულია, იმიტომ, რომ თითოეულმა სულმა თვითონ უნდა გააკეთოს ანალიზი და არა ვინმე სხვამ მის მაგივრად. ამიტომ მანამ სანამ ისინი თვითონ არ გაარკვევენ და ანალიზს არ გააკეთებენ, აკრძალულია მათთვის თორაში დაწერილის გამხელა.

ამ მიზეზის გამო დიდი კაბალისტებს ბევრ რამეს ფარავდნენ. ამ ნაწილის გარდა ძალიან სასარგებლოა სულებისათვის სხვა კაბალისტების მიერ თორაში აღმოჩენილის სწავლა და მიღება.

და ადამიანს სული ასწავლის, თუ როგორ და რა მიიღოს, რაში დაიხმაროს სხვების მიერ გახსნილი თორის სიბრძნე და რა გახსნას თავად.