75. მომავალი სამყარო და ეს სამყარო
გაგონილია წინდაცვეთის საპატივსაცემოდ გამართულ
სადღესასწაულო ტრაპეზაზე, იერუსალიმში
არსებობს მომავალი სამყარო, და არის ეს სამყარო. მომავალ სამყაროს „რწმენა“ ეწოდება, ამ სამყაროს კი - „წვდომა“, „შეცნობა“.
მომავალ სამყაროზე ნათქვამია: „დანაყრდებიან და დატკბებიან“, ე.ი. იოლი არაა დანაყრება, რადგან რწმენით მიღებულს არავითარი საზღვარი არ გააჩნია.
ხოლო წვდომის, შეცნობის მეშვეობით მიღებას საზღვარი გააჩნია, იმდენად რამდენადაც ყველაფერი, რაც ქმნილების ქელიმში – ჭურჭლებში ხვდება, იზღუდება ქმნილების მიერ. ამიტომ ამ სამყაროს საზღვარი გააჩნია.