92. იღბლის მნიშვნელობა
გაგონილია 7 სივანს (1948 წლის 14 ივნისს)
იღბლად ითვლება ის, რაც გონებაზე მაღლაა. ე.ი. თუმცა ლოგიკის თანახმად მოვლენები გარკვეული გზით უნდა განვითარებულიყვნენ, მაგრამ იღბალმა ამ მოვლენების უფრო ხელსაყრელი განვითარება გამოიწვია. გონება მიზეზ-შედეგობრივ, ლოგიკურ აზროვნებას განასახიერებს, როდესაც ნათელია, რომ გარკვეული მიზეზი მკაცრად განსაზღვრულ შედეგს იწვევს. მაგრამ იყო გონებაზე და ლოგიკაზე მაღლა - ნიშნავს, რომ პირველად, ძირეულ მიზეზს კავშირი არ აქვს შედეგთან. ამას „გონებაზე მაღალი“ მდგომარეობა ეწოდება და ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოცემული შედეგი ლოგიკური მიზეზით კი არა - იღბლითაა გამოწვეული.
ცნობილია, რომ ყველა ზემოქმედება სინათლე ხოხმა–საგან გამოდის. როდესაც ხოხმა ანათებს, ამას მარცხენა ხაზი და სიბნელე ეწოდება, და ამ დროს უმაღლესი ბარაქა, სინათლე იხშობა, იფარება და „ქვავდება“ როგორც „ყინული“. და ამას ჰქვია ზხუთ – „დამსახურება“, რადგან ის იმსახურებს (ზოხე). ე.ი. სინათლე ხოხმას გამოვლენის მიზეზი დამსახურებებია, რადგან დამსახურებებსა და სინათლე ხოხმას შორის მიზეზ–შედეგობრივი კავშირი არსებობს.
მაგრამ ნათქვამია, რომ „ვაჟიშვილები, სიცოცხლე და საზრდო დამოკიდებულია არა ადამიანის დამსახურებაზე, არამედ იღბალზე“. ე.ი. ის ანათებს სწორედ საშუალო ხაზის მეშვეობით, სადაც სინათლე ხოხმა იმდენად მცირდება რომ მისი გაცემის განზრახვით მიღება შეიძლება. შემცირებას და ზივუგს (შერწყმა, დაწყვილება) საშუალო ხაზზე „მასახ დე-ხირიკ“ (ხირიკის ეკრანი) ეწოდება.
გამოდის, რომ სინათლე ხოხმა არ ანათებს მიზეზ–შედეგობრივი კავშირის თანახმად, ე.ი. ხოხმა არ ანათებს მარცხენა ხაზის გამო, არამედ სწორედ თავისი შემცირების თანახმად, რაც „გონებაზე მაღლა“ (გონების საპირისპიროდ) ხდება და ამას „იღბალი“ ეწოდება.