14. რა არის შემქმნელის სიდიადე
გაგონილია 1948 წელს
შემქმნელის განდიდება იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა მას ცოდნაზე ამაღლებული რწმენით სვლის ძალა უნდა სთხოვოს. ანუ შემქმნელის განდიდებას ორი მნიშვნელობა გააჩნია:
-
არ ეცადოს, რომ თავისი კითხვები ცოდნის, გონების მეშვეობით შეავსოს, არამედ სურდეს, რომ შემქმნელმა უპასუხოს მის კითხვებს. ამას განდიდება ეწოდება, რადგან გონება მთლიანად ზემოდან მოდის და არა ადამიანიდან, როგორც ჩვეულებრივ, როცა ადამიანი თვითონ გასცემს პასუხს თავის კითხვებს. და ყველაფერი, რისი ახსნაც ადამიანს თვითონ შეუძლია, მას გარე გონების დახმარებით ხსნის, ანუ მიღების სურვილს ესმის, რომ თორისა და მცნებების შესრულება უღირს. ხოლო ცოდნაზე ამაღლებული რწმენა ავალდებულებს ადამიანს იმუშაოს, ანუ თავისი ეგოისტური სურვილის ცოდნის საპირისპიროდ იმოქმედოს.
-
შემქმნელის განდიდება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საჭიროება უჩნდება, რომ მის კითხვებს შემქმნელმა გასცეს პასუხი.
ამიტომ:
-
ადამიანმა ცოდნაზე ამაღლებული რწმენით უნდა იაროს და მაშინ ის ხედავს, რომ ცარიელია და მას შემქმნელის საჭიროება უჩნდება.
-
მხოლოდ შემქმნელს შეუძლია მისცეს ადამიანს იმის ძალა, რომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით იაროს. ანუ იმას, რომ შემქმნელი იძლევა, შემქმნელის სიდიადე ეწოდება.