9. რა არის ის სამი რამ, რაც ადამიანის
გონებას აფართოებს სულიერ მუშაობაში
გაგონილია ელულის თვეში (1942 წლის აგვისტოში)
წიგნი ზოჰარი გვიხსნის ბრძენთა სიტყვებს: „სამი რამ აფართოებს ადამიანის გონებას: ლამაზი ქალი, ლამაზი სახლი და ლამაზი ჭურჭლები (ქელიმ)“. და ამბობს: „ლამაზი ქალი“ - ეს წმინდა შხინაა, „ლამაზი სახლი“ - ეს მისი გულია, ხოლო „ჭურჭლები“– მისი სხეულის ნაწილები (სურვილები). და უნდა ავხსნათ, რომ წმინდა შხინას არ შეუძლია თავისი ჭეშმარიტი სილამაზითა და მიმზიდველობით მოგვევლინოს მანამ, სანამ ადამიანი ლამაზ ჭურჭლებს - გულიდან გამოსულ სურვილებს არ შეიძენს. ესე იგი ადამიანმა ჯერ საკუთარი გული უნდა განწმინდოს, რომ ის ლამაზ სახლად აქციოს, ანუ მან საკუთარი მიღების სურვილი უნდა გააუქმოს და მხოლოდ გაცემის განზრახვით მუშობას შეეჩვიოს, რისი წყალობითაც ლამაზ ჭურჭლებს შეიძენს. ესე იგი მისი სურვილები, ანუ ჭურჭლები განიწმინდებიან მიღების განზრახვისაგან და სუფთა გახდებიან, რასაც გაცემის თვისება ეწოდება.
მაგრამ თუ ადამიანს ლამაზი სახლი არ აქვს, შემქმნელი ამბობს: „მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიცხოვროთ“, რადგან სინათლესა და ქლის–ჭურჭელს შორის თვისებათა მსგავსება უნდა იყოს. ამიტომ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე იღებს რწმენას როგორც განწმენდას გულსა და გონებაში, ის ლამაზი ქალის ღირსი ხდება. ანუ შხინა მის წინაშე ვლინდება როგორც სილამაზე და მშვენიერება, ეს კი ადამიანის გონებას აფრთოებს. შხინა ადამიანის სხეულის ნაწილებში (სურვილებში) ვლინდება და ავსებს მის, როგორც გარეგან, ასევე შინაგან ჭურჭლებს, რითაც სიამოვნებასა და სიხარულს ჰგვრის ადამიანს. და ამას „გონების გაფართოება“ ეწოდება.
ადამიანს ამის შეძენა შურით, ვნებითა და პატივით შეუძლია, რომელთაც „ადამიანი ამ ქვეყნიდან გამოყავთ“. შური ნიშნავს, რომ მას წმინდა შხინის შურს. ამას ჰქვია, რომ მას შემქმნელის შურით შურს. პატივი იმას ნიშნავს, რომ მას სურს ზეცის პატივი გაადიდოს, ხოლო ვნება ნიშნავს - „მოკრძალებულთა ვნება შეისმინე”.