26. ადამიანის მომავალი დამოკიდებული და დაკავშირებულია
წარსულისათვის მადლიერებაზე
გაგონილია 1943 წელს
ნათქვამია: „დიადია შემქმნელი და უბადრუკი იხილავს მას“, ე.ი. მხოლოდ უბადრუკს შეუძლია სიდიადის დანახვა. ასოები სიტყვიდან „იაკარ“ (ძვირფასი) მსგავსია ასოების სიტყვიდან „იაქირ“ (გაიცნობს). ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენადაც ძვირფასია ადამიანისთვის რაიმე, იმდენად შეუძლია მისი სიდიადის შეფასება, რადგან ადამიანი სწორედ მნიშვნელოვნებით იხიბლება და ეს მოხიბლვა მის გულში შეგრძნებას ბადებს. და რამდენადაც აცნობიერებს ის მნიშვნელოვნებას, იმდენადვე ჩნდება მასში სიხარული.
ადამიანი აცნობიერებს საკუთარ სიმდაბლეს და ესმის, რომ ის არ არის მის თანატოლებზე უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა ხედავს, რომ მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვისაც საშუალება არ მიეცა შეესრულებინა ეს სულიერი სამუშაო თუნდაც სრულიად უბრალოდ, გაცემის განზრახვის გარეშე, როდესაც ადამიანს სურვილიც კი არ გააჩნია, რომ ეს განზრახვა შეიძინოს და სიწმინდის მიღებისათვის მომზადებაც კი არ დაუწყია.
ხოლო ის კი, იმის ღირსი გახდა, რომ შემქმნელმა მას სულიერი მუშაობის შესრულების სურვილი და აზრი მისცა, თუნდაც ხანდახან, ყველაზე უფრო უბადრუკად. და თუ ადამიანს შეუძლია ამ სულიერი სამუშაოს მნიშვნელოვნების შეფასება, მაშინ ამ მნიშვნელოვნების მიხედვით უნდა უმადლოდეს და ხოტბას ასხამდეს შემქმნელს. რამეთუ სიმართლე ისაა, რომ, ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ შემქმნელის მცნებების თუნდაც განზრახვის გარეშე შესრულების მნიშვნელოვნება.
მაშინ ადამიანში შემქმნელის სიდიადის შეგრძნება ჩნდება, მის გულში სიხარული ისადგურებს და მის მიერ შემქმნელის ხოტბისა და მადლიერების შედეგად მისი გრძნობები ფართოვდება. მასში სულიერი მუშაობის თითოეული დეტალი აღიბეჭდება. ის წვდება, თუ ვისი მონაა და ვისთვის მუშაობს და ამით სულ უფრო ზემოთ და ზემოთ მაღლდება.
და ეს არის დაწერილის საიდუმლოება: „მადლობელი ვარ შენი იმ მოწყალებისათვის, რომელიც გამოიჩინე ჩემს მიმართ“, ე.ი. წარსულისათვის. და დაუყონებლივ თავდაჯერებულად განაგრძობს: „და იმისათვის, რასაც მომავალში გამოიჩენ ჩემს მიმართ“.