<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->
კაბალის ბიბლიოთეკის მთავარი გვერდი / რაბაში / სტატიები / მეგობრების მნიშვნელოვნების შესახებ

რაბაში

 მეგობრების მნიშვნელოვნების შესახებ

სტატია 17, ნაწილი  1, 1984 წ. 

 

მეგობრების მნიშვნელოვნების შესახებ, რომლებიც საზოგადოებაში (ჯგუფში) იმყოფებიან, როგორ უნდა დავაფასოთ ისინი? ანუ როგორი მნიშვნელოვნება უნდა მიანიჭოს  თითოეულმა მეგობარს? ლოგიკა გვავალდებულებს, რომ თუ ადამიანი ხედავს, რომ მეგობარი მასზე უფრო დაბალ საფეხურზე დგას, მაშინ მას სურს ასწავლოს მეგობარს, თუ როგორ მოიქცეს და გამოავლიონოს უფრო კარგი თვისებები, ვიდრე გააჩნია. გამოდის, რომ ადამიანს არ შეუძლია, რომ მისი მეგობარი იყოს, არამედ მიიჩნევს მას თავის მოსწავლედ და არა მეგობრად 

და თუ ადამიანი ხედავს, რომ მეგობარი მასზე უფრო მაღალ საფეხურზე დგას, და შეიძლება მისგან კარგი თვისებები შეითვისოს, ამ შემთხვევაში ის (მეგობარი) შეიძლება მისი მასწავლებელი (რავი) იყოს და არა მისი მეგობარი. 

გამოდის, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მეგობარი იგივე საფეხურზე დგას როგორც თვით ის, მას შეუძლია მისი მეგობრად მიღება და მასთან გაერთიანება. რამეთუ ცნება „მეგობარი” ნიშნავს, რომ ორივე ერთსა და იმავე მდგომარეობაში იმყოფება. ამას გვავალდებულებს ლოგიკა. ე.ი. მათ ორივეს მსგავსი აზრები გააჩნიათ. ამიტომაც გადაწყვიტეს გაერთიანება და მაშინ ისინი ორივე იმოქმედებენ მათთვის სასურველი მიზნის მისაღწევად. 

მსგავსად ორი მეგობრისა ერთანაირი აზრებით, რომლებიც ერთად აწარმოებენ რაღაც  საქმეს (ბიზნესს), რომლისგანაც მოგება უნდა ნახონ. მაშინ წესით ორივე უნდა გრძნობდეს, რომ მათ თანაბარი ძალები გააჩნიათ. ამისგან განსხვავებით, თუ ერთ–ერთი მათგანი გრძნობს, რომ ის მეორეზე უფრო ნიჭიერია, მას არ სურს მიიღოს მეორე თანასწორ პარტნიორად და ამის ნაცვლად ისინი ბიზნესში წილის საფუძველზე მონაწილეობენ, ანუ იმ ძალებისა და ღირსებების შესაბამისად, რომლითაც ერთი მეორეს აღემატება. მაშინ საქმეში მონაწილეობა ხდება წილის მესამედამდე ან მეოთხედამდე და არ შეიძლება ითქვას რომ ისინი თანასწორი პარტნიორები არიან საქმეში. 

სხვაგვარადაა მეგობრების სიყვარულში. როდესაც მეგობრები ერთიანდებიან, მათ შორის ერთობის დასამყარებლად საჭიროა, რომ ისინი სწორედ თანასწორი იყვნენ. აი ამას ეწოდება „ერთობა". ხოლო თუ მაგალითად მათ ერთად მიჰყავთ რაიმე საქმე და წყვეტენ, რომ მოგება არათანაბრად გაიყოს, განა ამას ეწოდება „ერთობა"?

არამედ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქმე, რომელიც მეგობრების სიყვარულიდან გამომდინარეობს, ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ მთელ მოგებს, რომელსაც მეგობრების სიყვარული მოიტანს, ისინი თანაბრად უნდა ფლობდენ. და არაფერს გაექცნენ და არაფერი დამალონ ამან იმისაგან და იმან ამისაგან, არამედ პირიქით, მათ შორის ყველაფერი იყოს სიყვარულით და მეგობრულად, სამართლიანად და მშვიდობიანად. 

მაგრამ წიგნში „თორის ბოძება" (გვ. 142) ნათქვამია: 

„ორი პირობა მოქმედებს ამაღლების გზაზე: 

  1. ყოველთვის მოუსმინო და მიიღო გარემოცვის შეფასება აღმატებული ზომით.
  2. გარემოცვა უნდა იყოს დიდი, როგორც ნათქვამია: „ხალხის მრავალრიცხოვნებაშია მეფის სიდიადე".  

პირველი პირობის მისაღებად, თითოეული მოსწავლე ვალდებულია იგრძნოს თავი ყველაზე პატარად (ყველა) მეგობართა შორის. მაშინ ის შეძლებს ყველასაგან მიიღოს ამაღლების ფასეულობა, რადგან არ შეუძლია დიდს პატარისაგან მიიღოს და მით უმეტეს, მისი სიტყვებისგან შთაიბეჭდოს, რამეთუ მხოლოდ პატარა შთაიბეჭდება იმით, რაც დიდისთვისაა ფასეული. 

ხოლო მეორე პირობის თანახმად, ყოველი მეგობარი ვალდებულია აამაღლოს თითოეული მეგობრის ღირსებები ისე, თითქოს ის თაობის დიადი წარმომადგენელი იყოს. მაშინ გარემოცვა იმოქმედებს ადამიანზე სათანადოდ, ისე, როგორც დიდი გარემოცვა იმოქმედებდა, რამეთუ ხარისხი რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია". 

ზემოთქმულიდან გამოდის, რომ მეგობრების სიყვარული, მოყვასის დახმარება ნიშნავს იმას, რომ საკმარისია, რომ თითოეულმა მიიჩნიოს, რომ მეგობარი მასთან ერთ საფეხურზე დგას. მაგრამ რადგან თითოეულმა უნდა ისწავლის მეგობრისაგან, არსებობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობები. ამიტომ ადამიანმა უნდა მიიჩნიოს, რომ მეგობარი მასზე დიდია. 

მაგრამ როგორ უნდა ჩათვალოს მეგობარი თავისზე უფრო დიდად, იმ დროს, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ უფრო დიდ ღირსებებს ფლობს ვიდრე მეგობარი: ის უფრო ნიჭიერია და ბუნებით უფრო კარგი თვისებები გააჩნია. ამის გაგება შეიძლება ორი გზით: 

  1. ადამიანი მიდის ცოდნაზე ამაღლებული რწმენით: აირჩია რა მეგობარი, ის ამასთან ერთად უკვე უყურებს მას ცოდნაზე მაღლა. 
  2. უფრო ბუნებრივი გზით, ცოდნის ფარგლებში (შიგნით). რადგანაც მან გადაწყვიტა რომ მიიღოს ის მეგობარად და მუშაობს თავის თავზე, რომ უყვარდეს ის, - სიყვარულს ახასიათებს, რომ მხოლოდ დადებითი მხარეები დაინახონ, ხოლო უარყოფითს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან  მეგობარში, ადამიანი ვერ ხედავს, როგორც ნათქვამია: „ყველა დანაშაულს სიყვარული გადაფარავს".  ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანს შეუძლია დაინახოს ნაკლოვანებები მეზობლის ბავშვებში, ხოლო საკუთარ ბავშვებში ის მათ ვერ ამჩნევს. როდესაც იწყება საუბარი მისი შვილების რაღაც ნაკლოვანებებზე, ის მაშინვე სათანადო პასუხს სცემს და იწყებს იმ ღირსებებზე საუბარს, რომელსაც მისი შვილები ფლობენ.  

და ჩნდება კითხვა: სადაა სიმართლე? მის შვილებს მართლაცდა აქვთ ღირსებები და იმიტომ სწყინს, როდესაც მის შვილებზე (აუგად) საუბრობენ? როგორც მე ჩემი მამისგან და მასწავლებლისგან მსმენია, საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში ყოველ ადამიანს აქვს ღირსებებიც და ნაკლოვანებებიც. ასე რომ ყოველი მათგანი - მეზობელიც და მშობელიც - სიმართლეს ამბობს. უბრალოდ მეზობელი არ ეპყრობა სხვის შვილებს ისე, როგორც მშობელი თავის შვილებს, ანუ მას არ აქვს ისეთივე სიყვარული ამ ბავშვებისადმი, როგორც მათ მამას. 

ამიტომ, უყურებს რა სხვის ბავშვებს, ის მათში მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავს, რადგან ეს მას უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს.  მას ხომ შეუძლია აჩვენოს, რომ ჯობნის სხვებს, იმის წყალობით რომ მისი ბავშვები (სხვის შვილებზე) უკეთესი არიან. ამიტომაც უყურებს ის სხვებში მხოლოდ ნაკლოვანებებს. და რასაც ის ხედავს, - ჭეშმარიტებაა, მაგრამ ის ხედავს მხოლოდ იმას, რისგანაც სიამოვნებას იღებს.

მაგრამ მამაც (მშობელიც) ხომ ჭეშმარიტებას ხედავს, მაგრამ ის მხოლოდ იმ დადებითს უყურებს, რაც მის შვილებშია, უარყოფითს კი თავის შვილებში ვერ ამჩნევს, რადგან ეს მას სიამოვნებას  არ ანიჭებს. ამიტომ ის სიმართლეს ამბობს -  რასაც თავის შვილებში ხედავს, რადგანაც ის მხოლოდ იმას უყურებს, რისგანაც შეუძლია სიამოვნება მიიღოს. და რადგანაც ეს ასეა, ის მხოლოდ ღირსებებს ხედავს.

მაშასადამე, თუ ადამიანს მეგობრებისადმი სიყვარული გააჩნია, სიყვარულის კანონი კი ისაა, რომ გვსურს მეგობრის სწორედ ღირსებები დავინახოთ და არა მისი ნაკლოვანებები, და ამიტომ, თუ ადამიანი მეგობარში რაიმე ნაკლს ხედავს, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ნაკლი არა მეგობარში, არამედ თვით მასშია. ე.ი. მან ზიანი მიაყენა მეგობრისადმი სიყვარულს და იმიტომ ხედავს მეგობრის ნაკლოვანებებს. 

მაშასადამე, მან ახლა უნდა გაიგოს, რომ მეგობარმა კი არ უნდა გამოასწოროს თავისი თავი, არამედ თვით მას სჭირდება გამოსწორება. ზემოთქმულიდან გამოდის, რომ ადამიანმა ის კი არ უნდა დაინახოს, თუ როგორ იღებს მეგობარი გამოსწორებას იმ ნაკლოვანებებზე, რომლებსაც ის მასში ხედავს, არამედ თვით ის საჭიროებს იმ ზიანის გამოსწორებას, რაც მეგობრების სიყვარულს მიაყენა. და როდესაც ის თავის  თავს გამოასწორებს, მაშინ დაინახავს მეგობრის ღირსებებს და არა მის ნაკლოვანებებს.