რაბაში – რავ ბარუხ შალომ ჰალევი აშლაგი
მეგობრების სიყვარულის შესახებ
სტატია 2, 1984 წ.
- მეგობრების სიყვარულის საჭირობა.
- რა მიზეზით ავირჩიე სწორედ ეს მეგობრები, და რატომ ამირჩიეს მეგობრებმა მე?
- უნდა გამოამჟღავნოს თუ არა თითოეულმა მეგობარმა სიყვარული, რომელიც მას გააჩნია, ჯგუფის მიმართ, თუ საკმარისია, რომ მას გულში ჰქონდეს სიყვარული და ის მოკრძალებით მუშაობდეს მეგობრების სიყვარულზე და ამიტომ მან არ უნდა გამოამჟღავნოს ის რაც გულში აქვს? ცნობილია, რომ მოკრძალება ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.
თუ ადამიანი, პირიქით, ვალდებულია რომ გამოამჟღავნოს მეგობრებისადმი სიყვარული, რომელიც მის გულშია, რადგან ამ გამომჟღავნებით ის მეგობრის გულს აღვიძებს სხვა მეგობრების მიმართ, რომ მეგობრებმაც იგრძნონ, რომ თითოეული მათგანი მუშაობს მეგობრების სიყვარულზე. სარგებელი (მოგება) ამისაგან იმაშია, რომ ამით ის იღებს უფრო დიდ ძალას იმისათვის, რათა იმოქმედოს მეგობრების სიყვარულში უფრო დიდი ენერგიითა და სიმძლავრით, რადგან თითოეულის სიყვარულის ძალა ერთვება მეგობარში.
ამგვარად თუ საზოგადოება ათი მეგობრისაგან შედგება, გამოდის, რომ მეგობრების სიყვარულზე მუშაობისათვის (საჭირო) ერთი ძალის ნცვლად ადამიანი თავის თავში მოიცავს ახლა ათ ძალას, რომელსაც ესმის, მეგობრების სიყვარულზე მუშაობის აუცილებლობა. ხოლო თუ თითოეული არ უმხელს ჯგუფს, რომ ის მეგობრების სიყვარულზე მუშაობს, მაშინ მას ჯგუფის ძალა აკლია, რამეთუ ძალიან ძნელია მეგობრების გამართლება (დამსახურებების თასის მხარეზე განსჯა). და თითოეული ფიქრობს საკუთარ თავზე, რომ ის არის მართალი (წმინდანი) და მხოლოდ ის მუშაობს მეგობრების სიყვარულზე. გამოდის, რომ მას აქვს მხოლოდ მცირე ძალა იმისათვის, რათა მოყვასისადმი სიყვარულში იმუშაოს. აქედან გამოდის, რომ სწორედ ეს მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ღიად და არა მოკრძალებულად, დაფარულად.
მაგრამ ყოველთვის უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს ჯგუფის მიზნის შესახებ. სხვაგვარად სხეულს მიზნის წაშლა, დაფარვა (გაუფერულება) ჩვევია, რადგან სხეული ყოველთვის საკუთარი თავის სარგებელზე ზრუნავს. უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი საზოგადოება (ჯგუფი) დაფუძნებული იყო იმ საფუძველზე, რომ მოყვასის სიყვარულისათვის მიეღწია, ხოლო აქედან არის ტრამპლინი შემქმნელის სიყვარულისაკენ.
და ეს, რა თქმა უნდა, იმის მეშვეობით მიიღწევა, რომ ადამიანი ამბობს, რომ ჯგუფი მას იმისთვის სჭირდება, რომ მეგობარზე უანგაროდ გაცემა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯგუფი იმისთვის ესაჭიროება, რომ მისგან დაეხმარება, საჩუქრები და მსგავსი რამ მიიღოს, რის შედეგადაც მისი სხეულის მიღების ჭურჭლები (სურვილები) დაკმაყოფილდება. მაგრამ ასეთი საზოგადოება საკუთარი თავის სიყვარულზეა აგებული და მას ადამიანისთვის მხოლოდ მიღების ჭურჭლების (სურვილების) განვითარების მოტანა შეუძლია. ადამიანი ხედავს, რომ ახლა მას აქვს შანსი იმის, რომ მისი ქონება გაიზარდოს იმის წყალობით, რომ მეგობარი მას მატერიალური ღირებულებების შეძენაში ეხმარება.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯგუფი (საზოგადოება) დაფუძნებული იყო მოყვასის სიყვარულის საფუძველზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულმა უნდა მიიღოს ჯგუფისგან მოყვასისადმი სიყვარული და საკუთარი ბუნებისადმი სიძულვილი. და უყურებს რა, რომ მეგობარი ცდილობს თავისი თავი გააუქმოს და მოყვასი შეიყვაროს, თითოეული მეგობრის განზრახვით განიმსჭვალება.
გამოდის, რომ, როგორც ზემოთ ითქვა, თუ საზოგადოება ვთქვათ ათ მეგობარზეა დაფუძნებული, მაშინ თითოეული მათგანი მოიცავს თავის თავში ათ ძალას, რომელიც დაკავებულია საკუთარი „მე“–ს (მეობის, თავის) გაუქმებით, თავისი (ბუნებისადმი) სიძულვილით და მოყვასის სიყვარულით.
სხვაგვარად, არ კმარა, რომ ადამიანი მეგობრების სიყარულის ერთი ძალის ანაბარად რჩება, ვერ ხედავს რა, რომ მეგობრები ამით არიან დაკავებული, ისინი ხომ მოყვასის სიყვარულზე მოკრძალებით მუშაობენ, - არამედ პირიქით, მეგობრები აკარგვინებენ მას თავის ძალას, თავის სურვილს იაროს მოყვასის სიყვარულის გზით. მაშინ ის სწავლობს მათი მოქმედებებისგან და საკუთარი თავის სიყვარულის ძალაუფლების ქვეშ ხვდება.
4. თითოეულმა უნდა იცოდეს თუ რა აკლია მის მეგობარს პირადად, თითოეულ მეგობარს, რათა იცოდეს, რით შეუძლია მათი შევსება, თუ საკმარისია, რომ ზოგადად იმუშაოს მეგობრების სიყვარულზე?