ჯგუფის მიზანი (1.2)
სტატია 1, ნაწილი 2, 1984 წ.
რადგან ადამიანი შექმნილია ჭურჭლით (ჭურჭლად, ქლი), რომელსაც საკუთარი თავის სიყვარული ეწოდება, ამიტომ თუ ადამიანი ვერ ხედავს, რომ რომელიმე მოქმედება მას რაიმე პირად სარგებელს მოუტანს, მას ძალა არ შესწევს (საწვავაი არ გააჩნია) გარჯისათვის, რომ თუნდაც მსუბუქი მოძრაობა გააკეთოს.
საკუთარი თავის სიყვარულის გაუქმების გარეშე კი შეუძლებელია შემქმნელთან შერწყმა, რაც თვისებათა მსგავსებას ნიშნავს.
და რადგანაც ეს ჩვენი ბუნების საწინააღმდეგოა - საჭიროა საზოგადოება (ჯგუფი), რათა ყველა ერთად ვიყოთ დიდი ძალა და შევძლოთ ერთად ვიმუშაოთ მიღების სურვილის გაუქმებაზე, რომელსაც „ბოროტება“ ეწოდება, რადგანაც სწორედ ის ეწინააღმდეგება იმ მიზნის მიღწევას, რისი გულისთვისაცაა შექმნილი ადამიანი.
ამიტომ საზოგადოება უნდა შედგებოდეს ინდივიდებისაგან, რომლებიც დგანან ერთ აზრზე, რომ ამას უნდა მიაღწიონ. მაშინ ყველა ამ ინდივიდისაგან იქმნება ერთი დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავთან ბრძოლა, რადგან თითოეულში ჩართულია ყველა (თითოეული ყველას მოიცავს). ამგვარად, თითოეული ეყრდნობა მიზნის მიღწევის დიდ სურვილს.
და იმისათვის, რათა ურთიერთჩართვა მოხდეს, თითოეულმა თავი უნდა გააუქმოს მეორის წინაშე და ეს იმის მეშვეობითბ ხდება, რომ თითოეული მეგობრის ღირსებებს ხედავს და არა მის ნაკლოვანებებს. ის კი, ვინც ფიქრობს, რომ ცოტათი მაინც მაღალია მეგობარზე, უკვე არ შეუძლია მასთან გაერთიანება.
აგრეთვე, შეკრების დროს საჭიროა ვიყოთ სერიოზული, რომ არ გამოვიდეთ იმ განზრახვიდან, რისთვისაც შევიკრიბეთ. და (აგრეთვე) მოკრძალების გამო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიღებული იყო, რომ გარეგნულად თავიანთი (თითქოსდა) არასერიოზულობა ეჩვენებინათ, მაგრამ სინამდვილეში მათ გულებში ცეცხლი ენთო.
მაგრამ პატარა ადამიანები, შეკრების დროს, უნდა უფრთხოდნენ იმას, რომ არ გაიტაცონ იმ სიტყვებმა და საქმეებმა, რომლებსაც არ მიჰყავთ ისინი შეკრების მიზნისკენ, რაც შემქმნელთან შერწყმაში მდგომარეობს. შერწყმის შესახებ ნახე წიგნში „თორის ბოძება“ (წიგნი, რომელიც გამოცემულია ივრითულზე, გვ. 168).
ხოლო როცა მეგობრებს შორის არ იმყოფებიან, უკეთესი იქნება, რომ არ აჩვენონ გარემოცვას მათ გულში არსებული განზრახვა და გარეგნულად იყონ ისეთი როგორც ყველა. ამაზე ნათქვამია: „მოკრძალებული იყავი შენს ღმერთთან“. თუმცა ამის თაობაზე უფრო მაღალი ახსნა არსებობს, მაგრამ უბრალო ახსნაც ასევე მნიშვნელოვანია.
ამიტომ სასურველია, რომ მეგობრების გაერთიანებისას ისინი თანასწორი (მსგავსებაში) იყვნენ, რათა შეძლონ ერთიმეორის წინაშე თავის გაეუქმება. და საზოგადოებაში (ჯგუფში) განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ მათში ქარაფშუტობამ (არასერიოზულობამ) არ დაისადგუროს, რადგან ქარაფშუტობა ანადგურებს ყველაფერს. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ეს მათი შიდა საქმე უნდა იყოს.
მაგრამ თუ მათ შეკრებას ესწრება ვინმე, ვინც არ ეკუთვნის ამ საზოგადოებას, არ არის საჭირო სერიოზულობის ჩვენება, არამედ გარეგნულად შეუსატყვისონ თავი იმ ადამიანს, რომელიც ახლა მოვიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისაუბრონ არა სერიოზულ თემებზე, არამედ იმაზე, რაც შეეფერება ადამიანს, რომელიც ახლა მოვიდა და რომელსაც „დაუპატიჟებელ სტუმარს” უწოდებენ.