<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->

რავ ბარუხ შალომ აშლაგი (რაბაში)

ამხანაგებისადმი სიყვარული - 1

სტატია 3, 1984 

ნათქვამია იოსეფზე :  „და იპოვა ის კაცმა, როცა დაეხეტებოდა ის მინდორში. და იმ კაცმა ჰკითხა მას: «რას ეძებ» მან უპასუხა: «ჩემს ძმებს ვეძებ. მითხარი სად აძოვებენ?»

მინდორი, სადაც ადამიანი დაეხეტება, არის ადგილი, სადაც მოსავალი უნდა გაიზარდოს, რომელიც საკვებს აძლევს სამყაროს. მინდვრის სამუშაოები - ხვნა, თესვა და მოსავლის აღებაა. ამის შესახებ ნათქვამია: «ვინც ცრემლით თესავს, სიხარულით მოიმკის». ამას ჰქვია «შემქმნელის მიერ დალოცვილი მინდორი».   

ბაალ თურიმი განმარტავს, რომ მინდორში დაკარგვა ნიშნავს - აცდე ჭეშმარიტ გზას, რომელსაც მიჰყავხარ, სადაც უნდა მიხვიდე - შემქმნელისკენ. მინდორში დაკარგული ვირის მსგავსად, ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ ვერასოდეს მიაღწევს თავის მიზანს.  

„და  ჰკითხა კაცმა მას: «რას ეძებ?» სხვა სიტყვებით: როგორ შემიძლია დაგეხმარო? მან უპასუხა: «ჩემს ძმებს ვეძებ» თუ ჩემს ძმებთან ერთად ვიქნები, ე.ი. მე ვიქნები ჯგუფში, სადაც  ამხანაგებისადმი სიყვარულია, მაშინ შემიძლია ავიდე გზაზე, რომელიც შემქმნელის სახლისკენ მიდის.

ეს გზა, სახელწოდებით «გაცემის გზა», ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებას. და მას რომ მივყვეთ, მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს - ამხანაგური სიყვარული, რომლის წყალობითაც თითოეულს შეუძლია დაეხმაროს ამხანაგებს. 

„და  თქვა კაცმა: «მათ უკან დაიხიეს»  რაში განმარტავს: მათ უარი თქვეს ძმობაზე  - ანუ მათ არ სურთ შენთან გაერთიანება. შედეგად, ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ისრაელის ხალხი ეგვიპტის დევნილობაში მოხვდა. და ეგვიპტიდან გასასვლელად, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჯგუფში, სადაც ყველას სურს ამხანაგური სიყვარული.  ამის წყალობით, ჩვენ შევძლებთ ეგვიპტიდან გამოსვლას და გამოსწორების მეთოდიკის მიღებას.