„რა დონეს უნდა მიაღწიოს ადამიანმა, რომ ხელახლა დაბადება არ დასჭირდეს?“.
რაბაში, სტატია 10, 1984 წ.
კითხვა: რა დონემეს უნდა მიაღწიოს ადამიანმა, რომ ხელახლა დაბადება აღარ დასჭირდეს?
„წრებრუნვების კარიბჭეში“ წერია, „რომ ისრაელის ყველა ძე ხელახლა უნდა დაიბადოს მანამ, სანამ მთელ ნარანხაიში სრულყოფილებას არ მიაღწევს“. „თუმცა, ადამიანების უმეტესობას არ აქვს ხუთივე ნაწილი, რომელთაც ნარანხაი ეწოდება, არამედ მხოლოდ ნეფეში, რომელიც ასიას [სამყაროს] განეკუთვნება“.
აქედან გამომდინარეობს, რომ თითოეულმა ადამიანმა მხოლოდ თავისი ნაწილი და სულის ფესვი უნდა გამოასწოროს და სხვა არაფერი. ეს არის მათ წილი, რომელიც მათ უნდა გამოასწორონ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა სული ადამ ჰარიშონის სულიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, რაც მან ცოდნის ხის ცოდვა ჩაიდინა, მისი სული 600 000 სულად დაიყო. ანუ ის, რაც ადამ ჰარიშონისთვის ერთიანი სინათლე იყო, რომელსაც ზოჰარის წიგნის ენაზე „უმაღლეს ნათებას“ უწოდებენ, რომელიც ერთ დროს ედემის ბაღში იყო, ახლა ვრცელდება მრავალ ნაწილზე.
ნახეთ წიგნი „პანიმ მასბიროთ“ (გვ. 56), სადაც ნათქვამია: „და ეს იმიტომ ხდება, რომ სიკეთისა და ბოროტების (ანუ ცოდვის) შერევის შემდეგ, ქლიპოთებს შორის დიდი სტრუქტურა წარმოიშვა, რადგან მათ აქვთ ძალა, მიეტმასნონ სიწმინდეს. მათგან თავის დასაცავად, შექმნის შვიდი დღის სინათლე ძალიან პატარა ნაწილებად დაიყო, საიდანაც ქლიპოთს არ შეუძლია იკვებოს მათი სიმცირის გამო.
ეს ჰგავს იგავს მეფზე, რომელსაც სურდა უცხო ქვეყანაში მყოფი შვილისთვის დიდი რაოდენობით ოქროს დინარი გაეგზავნა. მაგრამ, მისი ქვეყნის ყველა მცხოვრები ქურდი და თაღლითი იყო და მას არ ჰყავდა სანდო მაცნე. და, რას აკეთებს ის? - ის დინარებს გროშებად ახურდავებს და მრავალი მაცნის მეშვეობით აგზავნის, რათა მათ სიამოვნება აღარ მიეღოთ ძარცვისაგან, რათა შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის ამის გულისთვის“.
ანალოგიურად, სულთა სიმრავლეში, დროის განმავლობაში, დღეების ნათების მეშვეობით, შესაძლებელია ქლიპოთის მიერ ცოდნის ხის ცოდვის გამო მოპარული ყველა წმინდა ნაპერწკლის გამორკვევა, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი.
სულთა სიმრავლის მნიშვნელობა შინაგან სინათლეებად დაყოფაა, ხოლო მრავალი დღე - ეს არის გარე სინათლეებად დაყოფა და მონეტა მონეტას ემატება და გროვდება იმ დიდ სინათლედ, რომელშიც ადამ ჰა რიშონმა შესცოდა, და შემდეგ დადგება გამოსწორების დასასრული.
აქედან გამომდინარეობს, რომ თითოეული, რომელიც დაიბადა, დაიბადა ადამ ჰა რიშონის სულის მხოლოდ მცირე ნაწილით და როდესაც ის თავის ნაწილს გამოასწორებს, მას აღარ დასჭირდება ხელახლა დაბადება. ამიტომ, ადამიანს შეუძლია გამოასწოროს მხოლოდ ის, რაც მის წილს ეხება, როგორც ნათქვამია ამის შესახებ წიგნში „სიცოცხლის ხე“: „არ არსებობს დღე, რომელიც ჰგავს სხვა დღეს, არც მომენტი სხვა მომენტის მსგავსი და არც ადამიანი, რომელიც ჰგავს სხვა ადამიანს და ხალბანას „ხალბან“ გამოასწორებს ის, რაც ლევონას „ლადან“ არ გამოასწორებს. რადგან თითოეულმა უნდა გამოასწოროს ის, რაც მის წილს ეხება“.
თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა დაბადებულ ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების ამოცანა, რადგან არავინ იბადება მართალი, როგორც ჩვენმა ბრძენებმა თქვეს: „ხომ განმარტავს რაბი ჰანინა ბარ პაპა : ორსულობის ზედამხედველი ანგელოზი, რომლის სახელია „ღამე“, იღებს წვეთს და მიაქვს შემოქმედთან, მის წინაშე ამბობს: „სამყაროს მბრძანებელო! რა დაემართება ამ წვეთს? ძლიერი თუ სუსტი? ჭკვიანი თუ სულელი? მდიდარი თუ ღარიბი?“ მაგრამ ცოდვილი იქნება ის თუ მართალი, ამას არ ეკითხება“.
ამ შემთხვევაში, აქედან გამომდინარეობს, რომ არავინ იბადება მართალი, რადგან „ცოდვილი თუ მართალი - ეს არ არის კითხვა“, არამედ ადამიანს ეძლევა არჩევანის უფლება. თითოეული ადამიანი, თორასა და მცნებებში მისი ძალისხმევის მიხედვით, ღირსი ხდება განიწმინდოს გული და გამოასწოროს საკუთარი თვისება, რომელიც მინიჭებული აქვს სულის ფესვიდან, მაშინ ისინი მიაღწევენ სრულყოფილებას.
პირველი დონე, რომლითაც ადამიანი იბადება
ზოჰარის წიგნში, მიშპათიმის თავში, წერია: „ნახე, როდესაც ადამიანი იბადება, მას ეძლევა „ნეფეშ“ სული „ცხოველის“ თვისებიდან, სიწმინდის მხრიდან, მათ მხრიდან, ვისაც „წმინდა ოფანიმს“ უწოდებენ, ანუ ასიას სამყაროდან. თუ ის მეტის ღირსად ჩაითვლება, მას ეძლევა „რუახ“ სული წმინდა ქმნილებების მხრიდან, ანუ ეცირას სამყაროდან. თუ ის მეტის ღირსად ჩაითვლება, მას ეძლევა „ნეშამა“ სული ტახტის მხრიდან, ანუ ბრიას სამყაროდან.“ „თუ ის მეტის ღირსად ჩაითვლება, მას ეძლევა „ნეფეშ“ სული აცილუტის გზაზე... თუ ის მეტის ღირსად ჩაითვლება, მას ეძლევა „რუახ“ სული აცილუტიდან შუა სვეტის მხრიდან და მას შემქმნელის ძე ეწოდება, როგორც წერია: „თქვენ შემქმნელის ძენი ხართ, ყოვლისშემძლე, შენი შემქმნელი.“ თუ ის მეტის ღირსად ჩაითვლება, მას ეძლევა „ნეშამას“ სული, ანუ ბინა. ...რომლის შესახებაც წერია: „„ნეშამას“ ყოველი სული შემქმნელსადმი „იუდ-ღეით“ ქება-დიდებას აღავლენს“. და მათში აღსრულდება ჰავაიას სახელი“.
„ნეშამა“ სულის სრულყოფილება ხომ ნიშნავს, რომ მას აქვს ნარანი ბეა-დან და ნარანი აცილუტიდან. და ადამ ჰარიშონს ჰქონდა ეს სრულყოფილება ცოდვამდე და მხოლოდ ცოდვის შემდეგ დაეცა იგი თავისი დონიდან და მისი „ნეშამას“ სული გაიყო 600 000 სულად, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი.
ამიტომ, ადამიანის სულიერებას ეწოდება „ნეშამა“, მაშინაც კი, როდესაც მას მხოლოდ ნეფეშ დე-ნეფეშ აქვს, რადგან ასეთია წესია, რომ ნებისმიერ თვისებაზე საუბრისას ყოველთვის საუბრობენ [მის] უმაღლეს ხარისხზე. და რადგან ადამიანის უმაღლესი თვისება არის „ნეშამას“ დონე, ადამიანის სულიერებას ზოგადად ყოველთვის ეწოდება „ნეშამა“.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ყველაზე დაბალ დონეზე იბადება, ასევე ნათქვამია: „რადგან ყველა ადამიანს შეუძლია იყოს როგორც მოსე - ჩვენი მოძღვარი, თუ ის მოისურვებს თავისი საქმეების განწმენდას, რადგან მას შეუძლია მიიღოს სხვა სული რუახი, უფრო მაღალიდან - სამყარო ეცირადან, ასევე სული ნეშამა სამყაროდან ბრია. ამაში ასევე გაიგეთ ის, რაც კარგად არის ცნობილი ჩვენ ბრძენთა სიტყვებიდან: რომ მართალთა სული რუახ ან მათი სული ნეშამა ადამიანში იბადება მოვლენით, რომელსაც „იბურის“ წარმოშობა ეწოდება და რომელიც მას შემქმნელის სამუშაოში ეხმარება.“
ასევე, სულამის კომენტარში ნათქვამია: „და ამ მოვლენას ეწოდება „ვირების გამრეკი“, რაც არის დახმარება მართალთა სულებისთვის, რომელსაც ზემოდან უგზავნიან მათ, რათა ამაღლდნენ ისინი საფეხურიდან საფეხურზე. რადგან ამ დახმარების გარეშე, რომელსაც შემქმნელი უგზავნის მართალებს, ისინი ვერ შეძლებდნენ თავიანთი დონის დატოვებას და უფრო მაღლა ასვლას.“ ამიტომ, შემქმნელი თითოეულ მართალ ადამიანს ზემოდან უგზავნის მაღალ სულს - თითოეულს თავისი დონისა და ხარისხის მიხედვით - რათა დაეხმაროს მას მის გზაზე“. და ამას მართალის სულის - „იბურის“ დაბადება ეწოდება და მას მართალის სულის გამოცხადება ეწოდება.
აქედან გამომდინარეობს, რომ გამონათქვამი, რომ არ არსებობს თაობა, რომელშიც არ იქნებიან აბრაამის, ისააკისა და იაკობის მსგავსი ადამიანები, არ ნიშნავს, რომ ისინი ასეთები დაიბადნენ და არჩევანი არ აქვთ. პირიქით, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჭეშმარიტების გზას მიჰყვნენ და საჭირო ძალისხმევას ახორციელებენ, ყოველთვის იღებენ ზემოდან დახმარებას მართალის სულის დაბადების გზით, ანუ ისინი იღებენ ძალას უფრო მაღალ საფეხურებზე ასასვლელად.
აქედან გამომდინარეობს, რომ ზემოდან მოცემული ყველაფერი დახმარებას ჰგავს, მაგრამ არა გარკვეული შრომისა და არჩევანის გარეშე.
და სამყარო არსებობს ამ მართალი ადამიანების წყალობით, რომლებიც ზემოდან სიკეთეს იზიდავენ და ამის წყალობით არსებობს სამყარო.