ცნობილია, რომ რადგან ადამიანი ყოველთვის იმ ადამიანთა შორისაა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტების გზაზე მუშაობასთან და პირიქით, ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებიან მათ, ვინც ჭეშმარიტების გზაზე დგას - და რადგან ადამიანთა აზრები (ფიქრები) ერევიან ერთიმეორეში, გამოდის, რომ ჭეშმარიტი გზის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები შედის (გამოძახილს ჰპოვებს) მათში, ვისაც ჭეშმარიტ გზაზე სიარულის ცოტაოდენი სურვილი აქვს.
ამგვარად, სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ შექმნან თავისთვის ჯგუფი, რათა ჩარჩოები ჰქონდეთ, რაც ნიშნავს ცალკე საზოგადოებას, რომელიც არ შეერევა სხვებს, რომლებსაც ამ ჯგუფის წევრებისგან განსხვავებული აზრი აქვთ. და მათ ყოველთვის უნდა გააღვიძონ საკუთარ თავში ჯგუფის მიზანი, რათა არ მიჰყვნენ უმრავლესობას, რადგან ეს ბუნერბრივია ადამიანისათვის, რომ უმრავლესობას მიყვეს.
და თუ ეს ჯგუფი გამოყოფილია სხვა ადამიანებისგან, ანუ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ დანარჩენ ადამიანებთან სულიერ საკითხებთან დაკავშირებით და მათთან ყველა კონტაქტი მატერიალური საკითხებით შემოიფარგლება, მაშინ ისინი არ ერევიან მათ მოსაზრებებში, რადგან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ რელიგიის საკითხებში.
ამავდროულად, როდესაც ადამიანი რელიგიურ ადამიანებს შორისაა და მათთან საუბარსა და კამათს იწყებს, ის მაშინვე იძირება მათ მოსაზრებებში. და, ცნობიერების გვერდის ავლით, მათი მოსაზრებები აღწევს მის ფიქრებში. იმ დონემდე, რომ მას არ შეუძლია გაიგოს, რომ ეს მისი საკუთარი მოსაზრებები არ არის, არამედ არის ის, რაც მან მიიღო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა.
ამიტომ, როდესაც საქმე ჭეშმარიტების გზაზე მუშაობას ეხება, ადამიანს სხვებისგან განმარტოვება სჭირდება. რადგან ჭეშმარიტების გზა ისეთია, რომ მუდმივ გაძლიერებას მოითხოვს, რადგან ის ეწინააღმდეგება ამქვეყნიურ შეხედულებებს. ამქვეყნიური შეხედულება ხომ ცოდნა და მიღებაა, ხოლო თორას შეხედულება რწმენა და გაცემა. და თუ ადამიანი ამას მოწყდება, ის მაშინვე ივიწყებს ჭეშმარიტი გზის მთელ ნაშრომს და ეგოისტური სიყვარულის სამყაროში ვარდება. და მხოლოდ ჯგუფს შეუძლია [დაეხმაროს მას] პრინციპის მიხედვით „კაცი მოყვასსა შეეწეოდეს“ - მაშინ თითოეული ადამიანი ჯგუფიდან იღებს ძალას, რათა ებრძოლოს ამქვეყნიურ შეხედულებებს.
ასევე ვხვდებით წიგნი ზოჰარის სიტყვებში: „ასევე, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში, სადაც ცუდი ხალხი ცხოვრობს და ვერ ასრულებს თორას და მცნებებს და ვერ აღწევს წარმატებას თორაში, იცვლის თავის ადგილს და იქიდან ამოიძირკვება და ფესვებს იდგამს იქ, სადაც კარგი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ასრულებენ თორას და ასრულებენ მცნებებს. რადგან თორას ხე ეწოდება. როგორც დაწერილია: „სიცოცხლის ხე მათთვისაა, ვინც მას ეჭიდება“, ხოლო ადამიანი ხეა, როგორც დაწერილია: „რადგან ადამიანი მინდვრის ხეა“. ხოლო თორას მცნებები ნაყოფს ჰგავს. და როგორც დაწერილია მასზე: „მხოლოდ ხე, რომელიც იცი, რომ ნაყოფს არ იძლევა, გაანადგურე და მოჭერი“. გაანადგურე იგი ამქვეყნიდან და მოჭერი იგი მომავალი ქვეყნიდან“.
ამიტომ მან უნდა ამოიძირკვოს თავი იმ ადგილიდან, სადაც ცოდვილები არიან, რადგან იქ ვერ შეძლებს თორასა და მცნებებში წარმატების მიღწევას. და „გადარგოს“ თავი სხვა ადგილას, მართალთა შორის, და ის წარმატებას მიაღწევს თორასა და მცნებებში.
და ისევე, როგორც ზოჰარი ადამიანს ადარებს ხეს მინდორში, ისევე როგორც ხე მინდორში, რომელიც ცუდი მეზობლებისგან იტანჯება - რაც ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა მოჭრათ მის გარშემო მზარდი სარეველები, რადგან ისინი მასზე გავლენას ახდენენ - ასევე, ადამიანი უნდა დაშორდეს ცუდი გარემოცვას, ანუ მათ, ვისაც არ მოსწონს ჭეშმარიტების გზა. და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ მიჰყვეს მათ.
და ამას „განმარტოების“ მდგომარეობას უწოდებენ. ანუ ის „ერთიანის ძალაუფლებაზე“ ფიქრობს, რასაც გაცემის თვისება ეწოდება და არა „მრავალთა ძალაუფლებაზე“, რაც ეგოისტური სიყვარულის თვისებაა, რომელსაც „ორი ძალა“ ეწოდება, ანუ შემქმნელის ძალაუფლება და საკუთარი ძალაუფლება.
და აქედან ჩვენ ვიგებთ ჩვენ ბრძენთა სიტყვებს: „და რავ იეჰუდამ თქვა, რავმა თქვა: ადამ ჰარიშონი განდგომილი იყო, როგორც ნათქვამია: „და ყოვლისშემძლე შემქმნელმა დაუძახა კაცს და უთხრა: სად ხარ?“ – საით არის შენი გული მიდრეკილი?“
და რაში განმარტავს: „ის განდგომილი იყო - მიდრეკილი იყო კერპთაყვანისმცემლობისკენ“. ხოლო „ეც იოსების“ კომენტარი ამბობს: „სად წერია: „სად ხარ?“, საით იხრებოდა შენი გული? - ეს განდგომილებაა, როგორც წერია: „და შენს გულს არ გაჰყვები“ - ეს განდგომილებაა, როდესაც მისი გული სხვა მხარეს იხრება“.
და ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია: როგორ შეიძლება ადამ ჰა რიშონზე ითქვას, რომ ის კერპთაყვანისმცემლობისკენ იყო მიდრეკილი? ან - ეც იოსების კომენტარის თანახმად - რომ ის ეკუთვნოდა თვისებას - „და შენს გულს არ მიჰყვე“, რაც განდგომილებას წარმოადგენს? თუმცა, იმის და მიხედვით, თუ როგორც ვსწავლობთ შემქმნელის სამუშაოს, რომელიც მთლიანად გაცემისგან შედგება, გამომდის, რომ თუ ადამიანი მიღებისთვის მუშაობს, ეს საქმე ჩვენთვის უცხოა, რადგან ჩვენ მხოლოდ გაცემისთვის უნდა ვიმუშაოთ. მან კი ყველაფერი მიღებისთვის მიიღო.
და ამიტომ მან [ანუ „ეც იოსეფმა“] თქვა, რომ მან [ანუ ადამ ჰა რიშონმა] ვერ შეასრულა [მცნება]: „და ნუ მიჰყვები შენს გულს“. ანუ მას არ შეეძლო ცოდნის ხისგან ტკბობა გაცემისათვის და მიიღო ცოდნის ხისგან ტკბობა მიღებისათვის. . და ამას ეწოდება „გულის“ „ლიბას“ თვისება, ანუ გულს მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის მიღება სურს. და ეს იყო ცოდნის ხის ცოდვა. ამის გასაგებად იხილეთ წიგნის „პანიმ მასბიროტის“ შესავალი.
და აქედან გავიგებთ თუ რა არის საზოგადოების სარგებელი, რომელსაც შეუძლია შექმნას სხვა ატმოსფერო, ისეთი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს იმუშაოს მხოლოდ გაცემის მიზნით.