<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->
კაბალის ბიბლიოთეკის მთავარი გვერდი / რაბაში / სტატიები / რაბაში, სტატია 7 (1984წ) იმის მიხედვით, რაც ახსნილია „გიყვარდეს მოყვარე შენი, როგორც თავი შენი“-ს შესახებ

იმის მიხედვით, რაც ახსნილია „გიყვარდეს მოყვარე შენი, როგორც თავი შენი“-ს შესახებ

სტატია 7, 1984 წ

„გიყვარდეს მოყვასი შენი“ წესის შესახებ გამოცხადებულის თანახმად, „კლალის“ ეს წესი მოიცავს 612 მცნების „პრატის“ კერძო ელემენტებს, როგორც ჩვენმა ბრძენებმა თქვეს: „დანარჩენი კი - წადი და ისწავლე“. ეს ნიშნავს, რომ 612 მცნების შესრულებით, ჩვენ ავტომატურად ვხდებით „გიყვარდეს მოყვასი შენი“ წესის ღირსნი, შემდეგ კი შემოქმედის სიყვარულის.

მაშ, რას გვაძლევს მეგობრების სიყვარული? როგორც აღნიშნულია (1984 წლის მე-6 სტატიაში), ეს იმიტომ ხდება, რომ რამდენიმე მეგობარი იკრიბება და რადგან თითოეულ ადამიანს მოყვასის სიყვარულის მხოლოდ მცირე უნარი აქვს - ანუ მოყვასის სიყვარული მხოლოდ პოტენციურად შეიძლება განიცადოს. როდესაც ადამიანი პრაქტიკულ მოქმედებაზე გადადის, მას ახსოვს, რომ მან გონებრივად გადაწყვიტა უარი თქვას საკუთარი თავის ყვარულზე მოყვასის გულისთვის. მაგრამ პრაქტიკაში ადამიანი ხედავს, რომ მას არ შეუძლია უარი თქვას საკუთარ მიღების სურვილში თუნდაც ერთ სიამოვნებაზეც კი მოყვასის გულისთვის.

თუმცა, რამდენიმე ადამიანის შეკრების წყალობით, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე რწმენას, რომ მოყვასის სიყვარული აუცილებელია და როდესაც ერთი ადამიანი თავს იუქმებს მეორესთვის. მაშინ თითოეული ადამიანი თავის თავში მოიცავს ყველას. და ამის წყალობით, თითოეულ ადამიანში გროვდება დიდი ძალა, ამ საზოგადოების ზომის შესაბამისად. და შემდეგ ისინი ახერხებენ პრაქტიკულად განახორციელონ მოყვასის სიყვარული მოქმედებაში.

მაშ ასე, რას გვმატებს ჩვენ 612 მცნების კერძო ელემენტები „პრატ“? როგორც ჩვენ ვთქვით, ეს „კლალის“ ზოგადი წესის განხორციელებაა, მაგრამ ეს წესი რეალიზდება მეგობრების სიყვარულის მეშვეობით. სინამდვილეში კი ვხედავთ, რომ საერო ადამიანებსაც აქვთ სიყვარული თავიანთი მეგობრების მიმართ, ისინიც სხვადასხვა წრეებში იკრიბებიან, რათა გააღვივონ თავიანთი მეგობრების მიმმართ სიყვარული. მაშ, რა განსხვავებაა რელიგიურ და საერო ადამიანებს შორის?

სტროფი [ფსალმუნებიდან] ასე იკითხება: „და არ დავმჯდარვარ დამცინავთა საკრებულოში“. და ჩვენ უნდა გვესმოდეს „დამცინავთა საკრებულოს“ აკრძალვის მნიშვნელობა. თუ ის ავენიანობს ან ფუჭად ყბედობს, ამ შემთხვევაში ეს აკრძალვა არ არის დაკავშირებული დამცინავთა საკრებულოსთან. მაშინ რას მატებს ჩვენს გაგებას „დამცინავთა საკრებულოს“ აკრძალვა?

მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაშინაც კი, როდესაც რამდენიმე ადამიანი იკრიბება თავისი მეგობრების სიყვარულის გამო იმ განზრახვით, რომ თითოეული მიეხმაროს მეგობარს მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ყველა მათგანი ელის, რომ მრავალი შეკრების მეშვეობით, საზოგადოების თითოეული წევრი მიიღებს სარგებელს, რაც მას საშუალებას მისცემს გაიუმჯობესოს თავისი მატერიალური მდგომარეობა.

და ყველა შეხვედრის შემდეგ, თითოეული ადამიანი ითვლის, რამდენი მიიღო საზოგადოებისგან ეგოისტური სიყვარულისთვის - რა სარგებელი მიიღო მისმა მიღების სურვილმა. ის ხომ თავის დროსა და ძალისხმევას საზოგადოების საკეთილდღეოდ დებს. მას ხომ  ნამდვილად შეეძლო უფრო დიდი წარმატებისთვის მიეღწია, საკუთარ მოგებაზე რომ ყოფილიყო ორიენტირებული. სულ მცირე, იმ ნაწილში მაინც, რომელზეც თავად მუშაობდა. „და მე ამ საზოგადოებას შევუერთდი, რადგან მეგონა, რომ მისი მეშვეობით შემეძლო იმაზე მეტი მეშოვნა, ვიდრე დამოუკიდებლად. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ვერაფერი ვიშოვე.“

და ის ამას ნანობს და ამბობს: „უკეთესი იქნებოდა, საზოგადოებისთვის ჩემი დროის ხარჯვის ნაცვლად, ჩემი მცირე ძალა მაინც გამომეყენებინა. მაშინ ახლა, როცა ჩემს დროს საზოგადოებას ვუთმობ, რათა საზოგადოების დახმარების წყალობით უფრო დიდი სიმდიდრე შემეძინა, საბოლოოდ ჩემთვის ნათელი გახდა: არა მხოლოდ საზოგადოებისგან არაფერი მიმიღია, არამედ ისიც დავკარგე, რაც საკუთარი ძალისხმევით შემეძლო მეშოვნა“.

და როდესაც ვინმე მოდის და ამბობს, რომ სიყვარული უნდა გამოვავლინოთ ჩვენი მეგობრების მიმართ გაცემის გულისთვის, ანუ ყველამ უნდა იშრომოს მოყვასის საკეთილდღეოდ, ყველა დასცინის და ქირქილობს, რადგან მათ ეს რაღაც მასხრობა ჰგონიათ. და ეს არის საერო ადამიანების შეკრება. და ამის შესახებ ნათქვამია: „და ტომების კეთილგანწყობა არის გახრწნილება“ – რადგან „ყოველი კეთილი საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, საკუთარი თავისთვისაა“. და ასეთი შეკრება ადამიანს სიწმინდისგან აშორებს. და ისინი ადამიანს ძირავენ მასხარების სამყაროში. და ეს არის დამცინავების შეკრებების აკრძალვის მნიშვნელობა.

და ჩვენმა ბრძენებმა ასეთი საზოგადოებების შესახებ თქვეს: „გაფანტეთ ცოდვილები - ეს მათთვისაც კარგია და სამყაროსთვისაც“. ანუ უკეთესი იქნებოდა, რომ ისინი არ არსებობდნენ. მაგრამ მართალთა შემთხვევაში პირიქითაა: „შეკრიბეთ მართალნი - ეს მათთვისაც კარგია და სამყაროსთვისაც“.

რას ნიშნავს „მართალი“? ესენი არიან ისინი, ვისაც სურს შეასრულოს წესი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ და მთელი მათი განზრახვა არის მიატოვონ ეგოისტური სიყვარული და მიიღონ სხვა ბუნება, კერძოდ, მოყვასის სიყვარული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მცნება, რომელიც უნდა შესრულდეს და ადამიანს შეუძლია აიძულოს საკუთარი თავი გაკეთოს ეს, სიყვარული არის ის, რაც გულის გამგებლობაშია და გულს ბუნებრივად არ სურს ამის გაკეთება. მაშ, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომ მოყვასის სიყვარული მის გულს შეეხოს?

ამიტომ, ჩვენ მოცემული გვაქვს 612 მცნება შესასრულებლად, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ამ გრძნობას გულში. თუმცა, რადგან ეს ბუნების საწინააღმდეგოა, ასეთი გრძნობა მისთვის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს, რომ ჰქონდეს უნარი  მეგობრების მიმართ სიყვარული პრაქტიკულად გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ამის მოთხოვნილება. ამიტომ უნდა განვიხილოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც მას ამის პრაქტიკულ გამოყენებაში დაეხმარება.

აი, რჩევა, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს გაზარდოს თავისი ძალა წესის „გიყვარდეს მოყვასი შენი“ შესრულებლად. ეს ხდება მეგობრების სიყვარულის მეშვეობით. თუ თითოეული ჩაერთვება მეგობარს და თავს გაიუქმებს მის წინაშე, მაშინ წარმოიქმნება ერთიანი მთლიანობა, რომელშიც მისი ყველა პატარა ნაწილი, მოყვასის სიყვარულის მსურველები, ერთიანდება საზოგადოებრივ ძალაში, რომელიც მრავალი ნაწილისგან შედგება. და როდესაც მას დიდი ძალა აქვს, მაშინ მას შეუძლია მოყვასის სიყვარული პრაქტიკულად გამოიყენოს.

და, მაშინ მას შეუძლია შეიყვაროს შემქმნელი. მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეული მათგანი საკუთარ თავს იუქმებს სხვების წინაშე. ისე, რომ თუ ის მეგობარს დაშორდება, მას არ შეუძლია მიიღოს მრგობრისგან ის წილი, რაც მას ეკუთვნის. ამიტომ თითოეულმა უნდა თქვას, რომ ის არაფერია თავის ამხანაგთან შედარებით.

და ეს რიცხვების დაწერის მსგავსია. თუ ჯერ „1“-ს და შემდეგ „0“-ს დაწერ, ეს ათჯერ მეტია. ხოლო როდესაც „00“-ს დაწერ, ეს ასჯერ მეტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მისი მეგობარი პირველია ანუ „1“ არის და მას ნული მოსდევს ანუ თვითონ ნულია, ითვლება, რომ ადამიანი მეგობრისგან ათჯერ (10) მეტს იღებს. ხოლო თუ ის იტყვის, რომ მეგობართან შედარებით ორმაგი ნულია, ის მეგობრისგან ასჯერ (100) მეტს იღებს. 

თუმცა, თუ პირიქითაა და ის ამბობს, რომ მისი მეგობარი ნულია, ხოლო ის ერთი, მაშინ ის ათჯერ ნაკლებია თავის მეგობარზე ანუ 0.1-ა. და თუ მას შეუძლია თქვას, რომ ის ერთია და ჰყავს ორი მეგობარი, რომლებიც ორივე ნულები არიან მასთან შედარებით, მაშინ ის მათზე ასჯერ ნაკლებად ითვლება, რაც ნიშნავს, რომ ის 0.01-ია. ამრიგად, მისი ხარისხი მცირდება მეგობრების განულების მიხედვით.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგაც კი, რაც მან შეიძინა ეს ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს მას პრაქტიკულად გამოიყენოს მოყვასის სიყვარული და საკუთარ გამორჩენას გრძნობს როგორც ბოროტებას თავისთვის, ამ შემთხვევაშიც კი - „ნუ ენდობი საკუთარ თავს“ და უნდა ეშინოდეს, რომ შესაძლოა, თავისი შრომის შუაგულში ეგოისტურ სიყვარულში ჩავარდეს. ანუ, თუ მას მისცემენ უფრო მეტ სიამოვნებას, ვიდრე არის მიჩვეული, თუმცა მცირე სიამოვნებებზე მიიღოს განზრახვა გაცემისთვის და მზად არის უარი თქვას მათზე, მაგრამ უფრო დიდ სიამოვნებებთან მიმართ, მას შიში რჩება.

და ამას ჰქვია თრთოლვა. და ეს არის რწმენის სინათლის მიღების კარიბჭე, რომელსაც ეწოდება „შხინას დამკვიდრება“, როგორც ნათქვამია ჰასულამის კომენტარში: „რამდენიც არის თრთოლვის ზომა, იმდენად წვდება რწმენის თვისებას“.

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა შევასრულოთ „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი“, რადგან ეს მცნებაა - რადგან შემქმნელმა გვამცნო, რომ გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი. რაბი აკივა განმარტავს, რომ ამ მცნების მოცემით, შემქმნელი გულისხმობდა ეს მცნება წესი გამხდარიყო, რომლითაც მათ შეეძლებოდათ ყველა მცნების შესრულება შემქმნელის მცნებიდან გამომდინარე და არა საკუთარი სარგებლიდან.

საქმე იმაში არ არის, რომ მცნებები მიგვიყვანს მიღების სურვილის გაფართოებამდე — ანუ მცნებების შესრულებით ადამიანი ამისთვის დიდ ჯილდოს მიიღებს — არამედ, პირიქით, მცნებების შესრულებით, ჩვენ მივაღწევთ ისეთ ჯილდოს, რომ შევძლებთ ჩვენი ეგოისტური სიყვარულის გაუქმებას და მოყვასის სიყვარულს. შემდეგ კი შემოქმედის სიყვარულს.

და აქედან ჩვენ გვესმის, თუ რატომ თქვეს ჩვენმა ბრძენებმა ლექსის შესახებ: „ვესამტემ [განათავსეთ ისინი]“. ის მომდინარეობს სიტყვიდან, სემ [„ელექსირი“, ისევე როგორც „განთავსება“]. ”თუ გახდა ღირსი - ეს არის სიცოცხლის წამალი, თუ არ გახდა ღირსი - ეს არის სიკვდილის წამალი.”

„არ გახდა ღირსი“ - ნიშნავს ის სწავლობს თორას და მცნებებს იცავს, რათა მისი ეგოისტური სიყვარული გაიზარდოს და სხეულმა თავისი შრომისთვის ჯილდო მიიღოს. „გახდა ღირსი“ - ნიშნავს მან გააუქმა ეგოისტური სიყვარული, ანუ ის იწესებს განზრახვას მიიღოს გასამრჯელოდ მოყვასისადმი სიყვარულის ძალა, რომლის მეშვეობითაც ის შეიყვარებს შემქმნელს, რადგან მისი მთელი სურვილი მხოლოდ შემქმნელისთვის სიამოვნების მინიჭება იქნება.