<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->

ადამიანი დაე დაეხმაროს მოყვასს

სტატია 4, 1984 წ.

უნდა გვესმოდეს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაეხმაროს სხვებს. წყდება თუ არა ეს საკითხი სწორედ მაშინ, როდესაც არიან მდიდრები და ღარიბები, ჭკვიანები და სულელები, ძლიერები და სუსტები და ა.შ.? და თუ ყველა მდიდარია, ან ყველა ჭკვიანია, ან ყველა ძლიერია და ა.შ. - რით შეუძლია ადამიანს სხვისი დახმარება? 
თუმცა ვხედავთ, რომ არსებობს ერთი რამ, რაც ყველას ახასიათებს - სულისკვეთება. ნათქვამია: «შფოთვა ადამიანის გულში - დაე სხვებს მოუყვეს ამის შესახებ». რადგან არც სიმდიდრე, არც სიბრძნე და არც მსგავსი რამ არ დაეხმარება ამაღლებულ სულისკვეთებაში ყოფნისას.  
ადამიანს შეუძლია დაეხმაროს სხვას, სწორედ მაშინ, როდესაც ხედავს, რომ სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. ნათქვამია: «არ შეუძლია ადამიანს თვითონ დაიხსნას თავი ციხიდან” - მაგრამ ამხანაგს სწორედაც რომ  შეუძლია აუმაღლოს მას სულისკვეთება. 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამხანაგი ამაღლებს  მას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის იმყოფება, ამაღლებული  სულისკვეთების მდგომარეობაში და ადამიანი კვლავ იწყებს თავდაჯერებული სიცოცხლისა და ღირსების მოპოვებას. და ის  იწყებს გზას ისე, თითქოს ახლა მისი მიზანი  მასთან ახლოსაა.
აქედან გამომდინარეობს, რომ თითოეულმა უნდა იფიქროს და იზრუნოს იმაზე, თუ როგორ შეუძლია  დაეხმაროს ამხანაგს, რომ აუმაღლოს სულისკვეთება. მართლაც, რაც შეეხება განწყობას, ყველას შეუძლია იპოვოს  ამხანაგში ცარიელი ადგილი, რომლის შევსებაც მას შეუძლია.