<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->

ბარუხ შალომ ალევი აშლაგი

ჯგუფის მიზანი -1

სტატია 1, ნაწილი 1, 1984


 „ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისათვის, რომ საფუძველი ჩავუყაროთ საზოგადოებას (ჯგუფს) ყველა იმათთვის, ვინც დაინტერესებულია იაროს ბაალ სულამის გზითა და მეთოდიკით, რომელიც საშუალებას გვაძლევს (საფეხურეობრივად) ავმაღლდეთ ადამიანის დონეზე და არ დავრჩეთ ცხოველის მდგომარეობაში [კატეგორიაში], როგორც თქვეს ბრძენებმა…


 ... ამასთან, იმის მიხედვით, რაც არის განმარტებული წიგნში „თორის მიღება" – და იქ წერია – მიზეზი, რის გამოც ქმნილებები ვერ იღებენ სიკეთესა და სიამოვნებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შექმნის მიზეზი, არის ის, რომ არსებობს თვისებათა (ფორმის) განსხვავება შემქმნელსა და ქმნილებებს შორის, ვინაიდან შემქმნელი გამცემია, ხოლო არსებები – მიმღებნი. და არსებობს წესი, რომლის თანახმადაც ტოტები ემსგავსებიან თავის ფესვებს, რომლისგანაც ისინი წარმოიშვნენ.


 და რადგან ჩვენს ფესვს არ ახასიათებს მიღება, ე.ი. შემქმნელს არ გააჩნია „ხისარონი“ (საჭიროება), რომ მას ამ საჭიროების შესავსებად რაიმეს მიღება დასჭირდეს  - ამიტომ, როდესაც ადამიანი იძულებულია მიმღები იყოს, ის უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის. ამიტომ ყოველ ადამიანს რცხვენია მოწყალების (მუქთა) პურის ჭამა.


და ამ ყველაფრის გამოსასწორებლად იყო საჭირო სამყაროს შექმნა. სადაც სამყარო „ოლამ" ნიშნავს დაფარვის თვისებას „ჰეეელემ", რადგან სიკეთე და სიამოვნება აუცილებლად დაფარული  უნდა იყოს. რისთვის? 
   პასუხი: ძრწოლისათვის. ანუ იმისათვის რომ ადამიანს ჰქონდეს ძრწოლა თავისი მიღების ჭურჭლის (ქლის) გამოყენების წინაშე, რომელსაც „საკუთარი თავის სიყვარული” ეწოდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს მისთვის სასურველი სიამოვნებების მიღებისაგან და რომ მას ძალა შესწევდეს გაუმკლავდეს თავის ვნებას იმის მიმართ, რაც მას სურს.


და პირიქით, სიამოვნება მიიღოს იმისგან, რასაც  სიამოვნება მოაქვს შექმნელისათვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ქმნილებას სურს შემქმნელს მისცეს (შემქმნელზე გასცეს). და მას ექნება ძრწოლა შემქმნელის წინაშე, ე.ი. იმის წინაშე, რომ საკუთარი თავის სასარგებლოდ მიიღოს, რადგან (სიამოვნების) საკუთრი თავისთვის მიღება მას შემქმნელთან შერწყმისაგან აშორებს.


ამიტომაც ჩვენ აქ ვიკრიბებით, რათა დავაარსოთ საზოგადოება (ჯგუფი), რომელშიც თითოეული ჩვენგანი  „შემქმნელისთვის გაცემის" სულისკვეთებით ივლის.
   და იმისათვის რომ შემქმნელისთვის გაცემამდე მივიდეთ, უპირველეს ყოვლისა ვალდებული ვართ დავიწყოთ ადამიანისთვის გაცემით, რასაც „მოყვასის სიყვარული“ ეწოდება.


და მოყვასის სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი შეძლებს საკუთარი თავის გააუქმებას. ანუ ერთი მხრივ, თითოეულმა უნდა დაიმდაბლოს თავი, მეორე მხრივ კი ჩვენ უნდა გვეამაყებოდეს, რომ შემქმნელმა მოგვცა შესაძლებლობა შევსულიყავით იმ საზოგადოებაში (ჯგუფში), სადაც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – „რომ შხინამ დაიმკვიდროს (შხინა [ღვთაებრიობა] სუფევდეს) ჩვენს შორის“.


 და მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზანს ჯერ ვერ მივაღწიეთ, მაგრად ჩვენ მიზნის მიღწევის სურვილი გვაქვს.
   და ეს ასევე უნდა იყოს მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვართ.
   მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ მაღალ მიზანს ერთად მივაღწევთ.