„ხევრუთა“ - ადგილობრივი შეხვედრა N3
სამღერძოვანი მოდელი
„მეცნიერება კაბალის საფუძვლები" - კურსის სამოქმედო გეგმა:
ლოკალური შეხვედრა ქართულენოვან ჯგუფთან - N3
წინა გაკვეთილების შეჯამება
კვირა 14:00 - პირდაპირი კურსი ისრაელიდან
ოთხშაბათი 20:45 - ადგილობრივი ქართულენოვანი შეხვედრა
ბუნება
- ბუნება ურთიერთდაკავშირებული, ინტეგრალური სისტემაა
- ზოგიერთი კანონი ცნობილია, ზოგი კი ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული
- სისტემის ნაწილი გამოვლინდა, ნაწილი კი კვლავ დაფარულია.
მოწონების მიღების სურვილის მახასიათებლები
- ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება.
- მიღწეული მდგომარეობები, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხანმოკლეა და მალე ქრება.
- სურვილები არ არის ადამიანის კონტროლის ქვეშ.
- სურვილები საკმაოდ ძლიერად იქმნება/მოქმედებს გარემოთი.
მიღების სურვილის მახასიათებლები
- ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება.
- შევსებები, რომელიც მიიღწევა დიდი ძალისხმევით, მცირე ხნით შეიგრძნობა და ქრება.
- როდესაც შევსება ქრება, რჩება უფრო დიდი სიცარიელე.
- რაც უფრო მაღალია სიამოვნების ხარისხი, მით უფრო დიდხანს გრძელდება შევსება.
- სურვილები არ არის ადამიანის კონტროლის ქვეშ.
- სურვილები იმყოფება ძლიერ დამოკიდებულებაში / კონტროლდება გარემოცვის მიერ.
„მეცნიერება კაბალის არსი“
- შექმნის ჩანაფიქრი და მისი მიზანი.
- შემთხვევითობა თუ წინასწარ განსაზღვრული — არსებობს თუ არა მმართველი სისტემა რეალობის მიღმა?
- შესავალი კაბალის ავთენტურ წყაროებში.
კაბალისტურ ტერმინთა განმარტება
- კაბალა - არის შემქმნელის გამოვლენის მეთოდი ქმნილებებისათვის ამ სამყაროში.
- წერტილი გულში - არის სულიერი სამყაროს გამოვლენის სურვილი, რომელიც ადამიანის შიგნით წარმოიქმნება.
- „გული“ კაბალაში - წარმოადგენს ადამიანის ყველა მატერიალურ სურვილს, ხოლო „წერტილი გულში" ნიშნავს ცხოვრების არსის ახლებურად გააზრების სურვილს.
- შემქმნელი - მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ბო-რე, რაც ნიშნავს „მოდი (ბო-) და ნახე [იხილე] (-რე)"; ბუნების საზოგადო [საერთო] ძალა, გაცემის სურვილი.
- ქლი - (ივრით. ჭურჭელი) - ქმნილება ან მიღების სურვილი
- სამყარო - (ივრით. ყოლამ) - მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ჰა ‘ ალამა, რაც ნიშნავს „დამალვას".
მეცნიერება კაბალის განსაზღვრება
„ეს მეცნიერება (კაბალა), არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ფესვების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც ექვემდებარება აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს, გაერთიანებულს და მიმართულს ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია „ქმნილებებისათვის შემქმნელის ღვთაებრიობის გამოვლენა ამქვეყნად“.
ბაალ სულამი, სტატია „კაბალის არსი“
განვითარების სამღერძოვანი მოდელი

განვითარების სამღერძოვანი მოდელი

განვითარების სამღერძოვანი მოდელი

(3) ზემოთ აღწერილი (ზემოდან ქვემოთ) დაშვების თანმიმდევრობა, რის შედეგადაც მიღების სურვილი თავის საბოლოო ფორმას აღწევს ჩვენს სამყაროში, ხდება სახელ ჰავაიას (ჰა-ვა-ია-ჰ - ה-ו-י-ה) ოთხ ასოში ჩადებული ოთხი სტადიის მიხედვით. სახელი ჰავაიას ეს ოთხი ასო მოიცავს მთელ რეალობას და არაფერს ტოვებს მათ გარეთ.
ზოგადი სტრუქტურის პერსპექტივიდან, ისინი ათი სფირის მეშვეობით აიხსნება: ხოხმა, ბინა, თიფერეთ და მალხუთ, მათ ფესვთან (ქეთერთან) ერთად. ესაა ათი სფირა, რადგან სფირა თიფერეთი თავის თავში შეიცავს ექვს სფირას, რომლებიც მოიხსენიება როგორც ხესედ, გვურა, თიფერეთ, ნეცახ, ჰოდ, იესოდ. ფესვს ეწოდება ქეთერ, თუმცა, მათი არსის მიხედვით მათ ეწოდებათ ხოხმა, ბინა, თიფერეთ და მალხუთ (HBTM - ხბთმ). და კარგად დაიმახსოვრეთ ეს.
ისინი ასევე არიან ოთხი სამყარო, რომლებიც ცნობილია როგორც აცილუთ, ბრია, იეცირა, ასია და სამყარო ასია თავის თავში მოიცავს ჩვენს სამყაროსაც. ამგვარად, ამქვეყნად არ არსებობს არც ერთი არსება, რომელიც არ განახლდება ეინ სოფიდან, (კურთხეული იყოს იგი) - ანუ შექმნის ჩანაფიქრიდან, რომელიც მისი ქმნილებების დატკბობას ისახავს მიზნად, როგორც ზემოთ იყო ახსნილი.
შედეგად აუცილებლად, დაუყოვნებლივ იქმნება სინათლე და ქლი (ჭურჭელი), რაც ნიშნავს სიუხვის (ბარაქის, სიკეთის) გარკვეულ ზომას ამ სიუხვის მიღების სურვილთან ერთად. სიუხვე შემქმნელის არსიდან გამომდინარეობს — არსი არსებულისაგან— მაშინ როდესაც ამ სიუხვის მიღების სურვილი განახლებულია, როგორც არსი არარსებულისაგან, როგორც აღინიშნა.
და იმისათვის, რომ ამ მიღების სურვილმა საბოლოო ფორმა მიიღოს, ის აუცილებლად უნდა დაეშვას — მასში არსებულ სიუხვესთან ერთად — ოთხი სამყაროს გავლით: აცილუთ, ბრია, იეცირა, ასია. მხოლოდ მაშინ დასრულდება ქმნილება, როგორც სინათლე და ჭურჭელი, რომელსაც ეწოდება სხეული და სიცოცხლის სინათლე მასში.
რატომ გვჭირდება ეს დაფარვა?
„სინათლის უპირატესობა სიბნელეზე (სიბნელისგან)“
(ეკლესიასტე, თავი 2, 13)
„ცნობილია, რომ არაფერი ვლინდება თავისი ჭეშმარიტი ფორმით, არამედ მხოლოდ თავისი საპირისპიროს მეშვეობით, ისევე „როგორც სინათლის უპირატესობა ვლინდება სიბნელიდან“.
ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოვლენა თავის საპირისპიროზე მიგვითითებს და სწორედ დაპირისპირების მეშვეობით შეიძლება საპირისპირო ცნების ჭეშმარიტი არსის შეცნობა.
ამიტომ შეუძლებელია რაიმეს მთელი სისრულით შეცნობა, თუ მისი საპირისპირო არ არსებობს.“
(ბაალ ჰასულამი, შამათი, სტატია 34, „მიწის უპირატესობა ყველაფერშია“)
„მაგალითად, შეუძლებელია შეაფასო რაიმე როგორც კარგი, თუ არ არსებობს მისი საპირისპირო, რომელიც ცუდზე მიგვითითებს. ისევე როგორც: მწარე და ტკბილი, სიძულვილი და სიყვარული, შიმშილი და სიმაძღრე, წყურვილი და წყურვილის დაოკება, დაშორება და შერწყმა.
აქედან გამოდის, რომ შეუძლებელია შერწყმის სიყვარულის მიღწევა მანამდე, სანამ დაშორების სიძულვილს არ მივაღწევთ.“
(ბაალ ჰასულამი, შამათი, სტატია 34, „მიწის უპირატესობა ყველაფერშია“)
„ამ სამყაროს სინათლე შექმნილი იყო სიბნელისგან, „როგორც სინათლის უპირატესობა სიბნელეზე“ და „სანთელი დღისით - რა სარგებლობა მოაქვს მას?“ „მისი სინათლე არ მაღლდება დღისით“ და ამიტომ ნაჭუჭი (კლიპა) წინ უსწრებს ნაყოფს. და მაშასადამე, ის, ვინც შემქმნელის პარტნიორი ხდება შექმნის დაწყების აქტში, სიბნელისგან წარმოქმნის სინათლეს…“
(ბაალ ჰასულამი, სტატია „წინიდან და უკნიდან გარემომიცავ მე“)
და აქედან გავიგებთ, თუ რა არის დღე და ღამე სულიერ მუშაობაში. ესე იგი ადამიანმა უნდა იცოდეს, მან უნდა იგრძნოს, თუ რა არის სიბნელე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს სინათლით ტკბობას, რადგან რისი გასინჯვაც არ უნდა სურდეს ადამიანს, რათა დაადგინოს, ღირს თუ არა მისი გამოყენება, მან ერთი მეორისაგან უნდა ისწავლოს, როგორც წერია "სინათლის უპირატესობა სიბნელისაგან". მსგავსად იმისა, რომ ადამიანს არ შეუძლია დასვენება, თუ არ იცის, რა არის დაღლილობა.
(რაბაში, სტატია 34, 1988 წ)
გაკვეთილი 4 — 2025 წლის 30 ნოემბერი
რეალობის აღქმა
- არის თუ არა ის, რასაც გრძნობის ხუთი ორგანოთი აღვიქვამთ სრული რეალობა?
- რატომ ეწოდება კაბალას „დაფარული სიბრძნე“?
- მეცნიერების განვითარება და ცვლილებები ადამიანის აღქმაში.
- განზრახვის ფარული კანონი.
- თვისებათა მსგავსების [ფორმის ეკვივალენტობის] კანონი.
დამატებითი სლაიდები
მეორე ღერძი
ანტიკური პერიოდი - ფულის და ქონების სურვილები
ძვ.წ 4,000 წლიდან ახ.წ.–ის V საუკუნემდე
სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის აყვავება, მრავალი დაპყრობითი ომი, რომელიც ქმნის ახალ ცივილიზაციებს.
მეორე ღერძი
შუა საუკუნეები - პატივისა და ძალაუფლების სურვილები
V საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე
- იერარქიების, კასტებისა და კლასების ფორმირება;
- რელიგიური ომები;
- კაცობრიობა იყოფა რელიგიური და კლასობრივი ხაზებით.
მეორე ღერძი
ახალი დრო - ცოდნისა და ერუდიციის სურვილი
მე-15 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე.
- კონტინენტების აღმოჩენა;
- რენესანსის პერიოდი;
- სამეცნიერო რევოლუცია;
- ურბანიზაცია;
- ინდუსტრიული რევოლუცია;
- საინფორმაციო რევოლუცია.
სიამოვნების მიღების სურვილის განვითარება
- პრეისტორიული პერიოდი - ძირითადი სურვილები
ძვ.წ 35,000 წლიდან ძვ.წ 4,000 წლამდე. საკვების, სექსის და თავშესაფრის სურვილები. კაცობრიობა იყოფა მონადირეთა და შემგროვებელთა ტომობრივ საზოგადოებებად. - უძველესი დრო - ფულისა და ქონების სურვილები
ძვ.წ 4000 წლიდან ახ.წ. V საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის აყვავება, მრავალი დაპყრობა, რომელიც ქმნის ახალ ცივილიზაციებს. - შუა საუკუნეები - პატივისა და ძალაუფლების სურვილი
ახ.წ V საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე. იერარქიების, კასტებისა და კლასების ფორმირება. რელიგიური ომები. კაცობრიობა იყოფა რელიგიით და კლასით. - ახალი დრო - ცოდნისა და ერუდიციის სურვილი
მე-15 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე. კონტინენტების აღმოჩენა; რენესანსის პერიოდი; სამეცნიერო რევოლუცია; ურბანიზაცია; ინდუსტრიული რევოლუცია; საინფორმაციო რევოლუცია.
სურვილის განვითარების ეტაპები
- პრეისტორიული პერიოდი (დაახლოებით 35000 წლის წინ) --->
- ანტიკურობა (დაახლოებით 5000 წლის წინ) --->
- შუა საუკუნეები (ახ. წ. XV საუკუნემდე) --->
- თანამედროვე დრო (XV საუკუნიდან) --->
- წერტილის გაღვიძება გულში
კითხვები ღია დისკუსიისთვის
რა ახალი ინფორმაცია ან ცოდნა მიიღეთ მესამე გაკვეთილზე?
ამ თემის რომელი ასპექტების შესწავლა გსურთ უფრო დეტალურად?
რეზიუმე
- შემქმნელი არის გაცემის თვისება, „მოდი და ნახე“.
- ბუნება არის დახურული სისტემა მუდმივი და აბსოლუტური კანონებით.
- სინათლის უპირატესობა სიბნელისგან ისწავლება.
- განვითარების სამღერძოვანი მოდელი.
- მიღების სურვილი ქმნილების მამოძრავებელი ძალაა.
- ჩვენ ვსწავლობთ მიღებას - გულში წერტილის გაღვიძებით.
- კაბალა გვასწავლის როგორ მივიღოთ სწორად და ასევე...
როგორ ვიმოქმედოთ ჩვენს სამყაროში; როგორ გავიგოთ გარემომცველი რეალობა,
და უპირველეს ყოვლისა... როგორ შევცვალოთ ის უკეთესობისკენ.
სამყაროების სიტყვასიტყვითი (მიახლოებული) თარგმანი:
▪️ეინ სოფ - უსასრულობა
▪️ადამ კადმონ - წინარე ადამიანი
▪️აცილუთ - კეთილშობილება. (სიტყვისაგან ეცლო - მასთან, ანუ შემქმნელთან)
▪️ბრია - გაჩენა/შექმნა
▪️იეცირა - შექმნა
▪️ასია - კეთება