კაბალის საფუძვლები — სრული კურსის სილაბუსი
ეს ბაზისური პროგრამა სტუდენტებს ასწავლის კაბალის ავთენტურ სიბრძნეს რავ იეჰუდა აშლაგის (ბაალ ჰასულამი), რავ ბარუხ შალომ ჰა-ლევი აშლაგის (რაბაში) და რავ დოქტორ მიხაელ ლაიტმანის ორიგინალური მეთოდიკით. კურსი შეისწავლის ძირითად კაბალისტურ ცნებებს, შექმნის მიზანს, სულის ბუნებას, რეალობის აღქმას, სულიერ კანონებს, ჯგუფში მუშაობას და პრაქტიკულ შინაგან განვითარებას — ავთენტური წყაროების საფუძველზე.
კაბალის აკადემია ბნეი ბარუხი
გლობალური კურსი 2025/26
კაბალის საფუძვლები — სრული კურსის სილაბუსი
კურსის მიმოხილვა
ეს ბაზისური პროგრამა სტუდენტებს ასწავლის კაბალის ავთენტურ სიბრძნეს რავ იეჰუდა აშლაგის (ბაალ ჰასულამი), რავ ბარუხ შალომ ჰა-ლევი აშლაგის (რაბაში) და რავ დოქტორ მიხაელ ლაიტმანის ორიგინალური მეთოდიკით.
კურსი შეისწავლის ძირითად კაბალისტურ ცნებებს, შექმნის მიზანს, სულის ბუნებას, რეალობის აღქმას, სულიერ კანონებს, ჯგუფში მუშაობას და პრაქტიკულ შინაგან განვითარებას — ავთენტური წყაროების საფუძველზე.
კურსის მიზნები
სტუდენტები:
- ისწავლიან ავთენტური კაბალის ძირითად კონცეფციებს.
- გაეცნობიან ძირითად კაბალისტურ წყაროებს.
- გაიგებენ სულიერი წვდომის გზას.
- აღმოაჩენენ კაბალის აქტუალურობას დღევანდელ გლობალურ რეალობაში.
სწავლის შედეგები
პროგრამის ბოლოს სტუდენტები:
- ჩაწვდებიან კაბალის ძირითად ტერმინებს და პრინციპებს.
- შეისწავლიან, როგორ წაიკითხონ და განიხილონ კაბალის ავთენტური ტექსტები.
- შეიძენენ პირადი სულიერი განვითარების ინსტრუმენტებს.
- მიიღებენ პასუხებს ცხოვრების მიზანთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ კითხვებზე.
სემესტრი I
ნოემბერი 2025 – თებერვალი 2026
გაკვეთილი 1 — 9 ნოემბერი, 2025
ადამიანის ბუნების ფუნდამენტური კანონები
- რა უდევს საფუძვლად ადამიანის ბუნებას?
- საიდან მოდის აზრები და სურვილები?
- ქმნილების ძირითადი შემადგენელი: სიამოვნების მიღების სურვილი.
- რატომ სწავლობ ავთენტურ კაბალას და რატომ არის ის განსაკუთრებით აქტუალური დღეს?
გაკვეთილი 2 — 16 ნოემბერი, 2025
მეცნიერება კაბალის არსი
- შექმნის ჩანაფიქრი და მისი მიზანი.
- შემთხვევითობა თუ წინასწარ განსაზღვრული — არსებობს თუ არა მმართველი სისტემა რეალობის მიღმა?
- ძირითადი კონცეფციები: სინათლე, ქლი (ჭურჭელი), შემქმნელი, გულში წერტილი, ბუნება.
- შესავალი კაბალის ავთენტურ წყაროებში.
გაკვეთილი 3 — 23 ნოემბერი, 2025
სამღერძოვანი მოდელი
- შექმნის პროცესი კაბალის სიბრძნის მიხედვით.
- ადამიანის სურვილის ევოლუცია ისტორიის მანძილზე.
- “სინათლის უპირატესობა სიბნელეზე (სიბნელისგან)” — მისი მნიშვნელობა და სულიერი კანონი, რომელსაც ავლენს.
- როგორ ვიწყებთ სულიერი სამყაროს შეგრძნებას და შევდივართ მასში.
გაკვეთილი 4 — 2025 წლის 30 ნოემბერი
რეალობის აღქმა
- არის თუ არა ის, რასაც გრძნობის ხუთი ორგანოთი აღვიქვამთ სრული რეალობა?
- რატომ ეწოდება კაბალას „დაფარული სიბრძნე“?
- მეცნიერების განვითარება და ცვლილებები ადამიანის აღქმაში.
- განზრახვის ფარული კანონი.
- თვისებათა მსგავსების [ფორმის ეკვივალენტობის] კანონი.
გაკვეთილი 5 — 2025 წლის 7 დეკემბერი
კაბალის ისტორია და გადაცემა
- ვინ არის კაბალისტი?
- კაბალის განვითარების ძირითადი ეტაპები.
- კავშირი კაცობრიობის ისტორიასა და სულიერ ევოლუციას შორის.
- როგორ გადაეცემა ავთენტური კაბალა თაობიდან თაობას.
გაკვეთილი 6 — 2025 წლის 14 დეკემბერი
კაბალისტური ტექსტების ძალა
- ტოტებისა და ფესვების ენა.
- რა არის კაბალის ტექსტებში არსებული „სულიერი ძალა“?
- როგორ აღვიძებს სწავლა სულს და მიჰყავს ადამიანი მიზანთან.
- კაბალის ტექსტებში გამოყენებული ოთხი ენა — განსხვავებები და მნიშვნელობა.
გაკვეთილი 7 — 2025 წლის 21 დეკემბერი
არჩევანის თავისუფლება
- არსებობს თუ არა თავისუფალი არჩევანი? თუ კი — კონკრეტულად რაში?
- ადამიანის განვითარების ოთხი ფაქტორი.
- გარემოს როლი ადამიანის სულიერ ზრდაში.
- „ყველაფერი გათვალისწინებულია და ნებართვა მოცემულია“ - მნიშვნელობა და კონტექსტი.
გაკვეთილი 8 — 2025 წლის 28 დეკემბერი
სხეული, სული და რეინკარნაცია
- რა არის სული კაბალის მიხედვით?
- ცნებები: სხეული, გონება, სული და რეინკარნაცია - როგორ არის ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული?
- ადამ ჰარიშონის სულიერი სისტემა.
- „მსხვრევა“ და „ცოდნის ხის“ ისტორიის მნიშვნელობა.
გაკვეთილი 9 — 2026 წლის 4 იანვარი
კაბალის უნიკალურობა
- რით განსხვავდება ავთენტური კაბალა სხვა სულიერი ტრადიციებისა და სწავლებებისგან?
- კაბალის მეთოდიკის ძირითადი პრინციპები და უნიკალურობა.
გაკვეთილი 10 — 2026 წლის 11 იანვარი
სრული ტექსტის შესწავლის პირველი სესია: „არავინაა მის გარდა“ — შინაგანი მუშაობის საფუძვლები
- შესწავლა №1 სტატიის „არავინაა მის გარდა“ ბაალ ჰასულამის წიგნიდან „შამათი“.
- შინაგანი სულიერი მუშაობის ძირითადი პრინციპები ავთენტური კაბალის მიხედვით.
- როგორ ვუპასუხოთ სწორად ცხოვრებისეულ გამოწვევებს და ჩამოვაყალიბოთ სწორი დამოკიდებულება რეალობისადმი.
გაკვეთილი 11 — 2026 წლის 18 იანვარი
ნგრევიდან გამოსწორებამდე
- ადამ ჰარიშონის სული, მისი დამსხვრევა და გამოსწორება.
- როგორ უკავშირდება ჩვენი სულიერი მუშაობა ადამ ჰარიშონის სულს.
გაკვეთილი 12 — 2026 წლის 25 იანვარი
გლობალური ბნეი ბარუხის ორგანიზაცია
- პატარა სასწავლო ჯგუფიდან გლობალურ მოძრაობამდე.
- შესავალი „მსოფლიო ქლიში“ — სტუდენტების მსოფლიო საზოგადოებაში.
გაკვეთილები 13–15 — 2026 წლის 1, 8, 15 თებერვალი
მზადება კაბალის მსოფლიო კონგრესისთვის
- კონგრესის სულიერი მნიშვნელობა.
- როგორ მოვემზადოთ შინაგანად და ჯგუფურად.
- განზრახვებისა და მოლოდინების ჩამოყალიბება მონაწილეობისთვის.
სემესტრი II
2026 წლის თებერვალი – 2026 წლის მაისი
გაკვეთილი 16 — 2026 წლის 22 თებერვალი
კონგრესის შემდეგ — ინტეგრაცია და გზამკვლევი
- კონგრესიდან მიღებული სულიერი შთაბეჭდილებების გახსენება.
- პირადი შეხედულებებისა და კითხვების გარკვევა.
- მეორე სემესტრის გეგმა და განზრახვა.
გაკვეთილი 17 — 2026 წლის 1 მარტი
პირდაპირი სინათლის ოთხი სტადია — უმაღლესი სამყაროების სტრუქტურა
- როგორ ვითარდება მიღების სურვილი ზემოდან ქვემოთ.
- ოთხი სტადიის (ბხინოთ) გაგება.
- ურთიერთკავშირი სულიერ სამყაროებსა და ჩვენს სამყაროს შორის.
გაკვეთილი 18 — 2026 წლის 8 მარტი
წიგნი ზოჰარის აღმოჩენა
- რატომ ითვლება წიგნი ზოჰარი კაბალის ყველაზე ძლიერ ტექსტად.
- შთამაგონებელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწერა და გამჟღავნდა.
- რავ იეჰუდა აშლაგის (ბაალ ჰასულამი) სულამის (კიბე) კომენტარის გაგება.
- გაეცანით ჩვენს სპეციალურ სასწავლო გამოცემას: „ზოჰარი ყველასთვის“, რომელიც წიგნ ზოჰარს ხსნის ყველასთვის.
- ერთად ვკითხულობთ „წიგნი ზოჰარის შესავალს“.
გაკვეთილი 19 — 2026 წლის 15 მარტი
„ათი სფირის სწავლება“ - შექმნის გეგმა
- ბაალ ჰასულამის ფუნდამენტური ნაშრომის „ათი სფირის სწავლების“ შესავალი, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ კომენტარს ჰარის (რაბინი ისააკ ლურია) ნაშრომებზე.
- ათი სფირის და მათი ფუნქციის შესწავლა შექმნის სტრუქტურაში.
- სულის ცნების და მის გასახსნელად საჭირო სულიერი ჭურჭლის (ქლი) შექმნის პროცესის გარკვევა.
- რჩეული ამონარიდების წაკითხვა ათი სფირის სწავლებიდან.
გაკვეთილი 20 — 2026 წლის 22 მარტი
„თავდაყირა [საპირისპირო] სამყარო ვიხილე“ - თორის ისტორიების შინაგანი მნიშვნელობა
- კავშირი კაბალასა და თორის ისტორიებს შორის.
- ბიბლიური ისტორიების მიღმა არსებული სულიერი მნიშვნელობის გამოვლენა.
- პრაქტიკული მაგალითები შინაგანი მუშაობის პერსპექტივიდან.
გაკვეთილი 21 — 2026 წლის 29 მარტი
ლოცვა კაბალაში - შინაგანი თხოვნა
- რას ნიშნავს „ლოცვა“ კაბალის ენაზე?
- რით განსხვავდება ის ტრადიციული ლოცვისგან?
- ლოცვის სამი პირობა ბაალ ჰასულამის მიხედვით.
- ლოცვის, როგორც სულიერი წინსვლის პრაქტიკული ინსტრუმენტის გამოყენება.
გაკვეთილი 22 — 2026 წლის 5 აპრილი
მასწავლებელი კაბალაში — როლი, დამოკიდებულება და გადაცემა
- ვინ არის კაბალის ნამდვილი მასწავლებელი?
- რას ნიშნავს კაბალისტის მოსწავლე იყო?
- როგორ გადაიცემა სულიერი ცოდნა?
გაკვეთილი 23 — 2026 წლის 12 აპრილი
სინათლის გზა ტანჯვის გზის პირისპირ — სიცოცხლის არჩევა
- სულიერი განვითარება შეგნებული არჩევანის გზით და არა ტანჯვის გზით.
- დამხმარე სულიერი გარემოს აუცილებლობა.
- როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ სწორი გარემო.
გაკვეთილი 24 — 2026 წლის 19 აპრილი
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ“ — სულიერი საზოგადოების შექმნა (რაბაშის სტატიის „საზოგადოების მიზანი“ მიხედვით)
- რა ხდის სულიერ ჯგუფს უნიკალურს.
- სულიერ ჯგუფში მუშაობის წესები და პრინციპები.
- პირობების შექმნა ერთობლივი შინაგანი ზრდისთვის.
გაკვეთილი 25 — 2026 წლის 26 აპრილი
მიზნის სიდიადის გზით წინსვლა
- მიზნის სიდიადის მნიშვნელობა.
- რატომ არის ძალისხმევა დამოკიდებული მნიშვნელოვნების შინაგან შეგრძნებაზე.
- სულიერი მიზნისკენ სწრაფვის გაძლიერება.
გაკვეთილი 26 — 2026 წლის 3 მაისი
შესავალი „ათეულის“ კონცეფციაში
- პრაქტიკული სულიერი მუშაობის შესწავლა ათეულის ფარგლებში, რომელიც კაბალაში ერთობლივი სულიერი პრაქტიკის ფუნდამენტური ერთეულია.
- „ათეულის“ კონცეფციის განმარტება და მისი მოხსრნიება პირველწყაროებში.
- ათეულში ერთად მუშაობის ძირითადი პრინციპებისა და დამოკიდებულებების შესავალი.
გაკვეთილი 27 — 2026 წლის 10 მაისი
კონგრესისთვის მზადება — ნაწილი 1
- გულის მომზადება კავშირისთვის.
- ერთიანობის განზრახვის ჩამოყალიბება.
გაკვეთილი 28 — 2026 წლის 17 მაისი
კონგრესისთვის მზადება — მე-2 ნაწილი
- ურთიერთდახმარების გაძლიერება.
- პრაქტიკული ვარჯიში შეკრების წინ.
გაკვეთილი 29 — 2026 წლის 24 მაისი
კონგრესისთვის მზადება — ნაწილი 3
- განზრახვისა და კავშირის საბოლოო მომზადება.
- საერთო სულიერი ჭურჭლის შექმნა.
გაკვეთილი 30 — 2026 წლის 31 მაისი
კურსის დასრულება და გადასვლა უფრო მაღალ დონეზე სწავლებაზე
- კურსის შეჯამება და განვლილი სასწავლო გზის პირადი რეფლექსია .
- შესავალი ბნეი ბარუხის სასწავლო საზოგადოებასა და ათეულე დაფუძნებულ მოწინავე კვლევებში
- თბილი მიღება ბნეი ბარუხის გლობალურ საზოგადოებაში!
მოწინავე სწავლება: ერთად ზრდა ბნეი ბარუხის სასწავლო საზოგადოებაში
ეს პროგრამა ხელს უწყობს ავთენტური კაბალის პრაქტიკულ გამოყენებას. მონაწილეები აღრმავებენ შესწავლილი ძირითადი პრინციპების გაგებას და ავითარებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ინტერპერსონალურ ურთიერთობებში გამოყენების უნარს.
პროგრამის აქტივობები
- ბაალ ჰასულამის და რაბაშის ძირითადი ხელნაწერების სისტემატური შესწავლა.
- ჯგუფურ მუშაობასა და კავშირზე მიმართული ექსპერიმენტული სავარჯიშოები.
- კაბალისტური პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ სიტუაციებში.
- მხარდამჭერი, ზრდაზე ორიენტირებული გარემოს თანდათანობითი განვითარება.
სასწავლო მიზნები
მუდმივი მონაწილეობის წყალობით, სტუდენტები შეძლებენ:
- შეიძინონ უნარები სულიერი განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების გამოყენებაში.
- მოიპოვონ თავდაჯერებულობა კაბალისტური ტექსტების კითხვასა და მათთან მუშაობაში.
- განავითარონ გამოცდილება შინაგან მუშაობასა და გაერთიანების პრაქტიკაში.
- გააძლიერონ სულიერ „ათეულში“ მონაწილეობისთვის საჭირო თვისებები და დამოკიდებულებები.