გაკვეთილი 1: ადამიანის ბუნება და რეალობის აღქმა კაბალის მიხედვით
გაკვეთილი ღრმად იკვლევს იმას, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, საიდან ჩნდება ჩვენი აზრები და რა აღვიძებს ჩვენში სურვილებს. ის განიხილავს კაბალის ძირითად თემას: ჩვენს სიამოვნების მიღების სურვილს. აღმოაჩინეთ ავთენტური კაბალის მიზანი და ის, თუ რატომ არის ის დღესაც ასე აუცილებელი.
- რა ამოძრავებს ადამიანს? საიდან ჩნდება ჩვენი აზრები და რა აღვიძებს ჩვენში სურვილებს, რომლებიც გვმართავენ?
- რას წარმოადგენს ქმნილება და რისგან შედგება ის კაბალის სიბრძნის მიხედვით? სიამოვნების მიღების სურვილი და მისი მახასიათებლები?
- რა სარგებელი მოაქვს ავთენტური კაბალის შესწავლას და რატომ არის ის დღეს აქტუალური?
გაკვეთილი 1
ადამიანის ბუნება და საერთო რეალობის სახე მეცნიერება კაბალის მიხედვით
სლაიდი №2
რამ მომიყვანა აქ?
რამ გააღვიძა ინტერესი კაბალის სიბრძნის მიმართ?
სლაიდი №3
ოთხი ჯგუფი:
- ცნობისმოყვარენი / მაძიებელნი
- ცხოვრება მოსაწყენი / ნაცრისფერია
- წარმატების დევნა / დაუსრულებელი რბოლა
- რყევა / კრიზისი
სლაიდი №4
რას ნიშნავს ჩემთვის „ბუნება“?
სლაიდი №5
„ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ახალს, ჩვენი საქმეა მხოლოდ გავანათოთ ის, რაც ადამიანში იმალება.“
რავ მენახემ მენდელი კოცკიდან
სლაიდი №6
ბუნება
ბუნებაში არსებობს საოცარი ერთიანობა — ყოველი ელემენტი ავსებს მეორეს (სხვას) და აუცილებელია სწორი ფუნქციონირებისთვის.
ბუნება არის ინტეგრალური სისტემა, რომლის ყველა ნაწილი ურთიერთდაკავშირებულია.
ეს არის სისტემა, რომელიც გვანვითარებს კავშირისა და თანამშრომლობისკენ ორი მიმართულებით:
ერთი მხრივ, ეს არის ყველა ნაწილის გაერთიანება.
მეორე მხრივ — დიფერენციაცია და დაყოფა, რომლებიც მრავალფეროვან ბუნებრივ ელემენტებს ქმნიან.
სლაიდი №7
ბუნება
ადამიანი არ დგას ბუნებაზე მაღლა, ის არის უზარმაზარი და რთული სისტემის ნაწილი და მასთან დაკავშირებულია უამრავი უხილავი კავშირით.
ადამიანურ ურთიერთობებში მიღებასა და გაცემას შორის დისბალანსი იწვევს საერთო ბუნების დისბალანსს.
ამის შედეგად, კაცობრიობა იტანჯება: დეპრესიები და კრიზისები ერთი მხრივ და „სტიქიური უბედურებები“, ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისები, ეპიდემიები და ა.შ.
სლაიდი №8
მეცნიერებასა და კაბალის სიბრძნეს შორის
მეცნიერება იკვლევს ფიზიკურ რეალობას, სისტემატიზირებას უკეთებს ცოდნას და ცდილობს ახსნას მოვლენები ჩვენს სამყაროში ემპირიული მეთოდებით:
- მიუკერძოებლობის პრინციპი
- შემოწმებადობის პრინციპი
- აბსტრაქცია
- თანმიმდევრულობა
სლაიდი №9
„ჩვენი არსი, ისევე როგორც რეალობის ყველა ნაწილის არსი, მდგომარეობს არც მეტი და არც ნაკლები, ვიდრე მიღების სურვილში“.
ბაალ სულამი, პუნქტი 20, „წიგნ ზოჰარის წინასიტყვაობა“
სლაიდი №10
„ერთ დღეს გაიხსნება სამყაროში ადამიანის სურვილის ფასეულობის სიდიდე და მისი ადგილი რეალობაში, რამდენად გადამწყვეტია ის. ეს აღმოჩენა კი გახდება მთელი მეცნიერების გვირგვინი“.
რავ კუკი
სლაიდი №12 - სურათი
სლაიდი №13
„მთელი მეცნიერება კაბალა მდგომარეობს იმაში, რომ შეიცნო უმაღლესი სურვილის მმართველობა, რისთვის შექმნა მან ყველა ეს ქმნილება, რა უნდა მათგან და რით დასრულდება სამყაროს ყველა წრებრუნვა“.
რამხალი, „დაათ თვუნოთ“
სლაიდი №14
მიღების სურვილის მახასიათებლები
- ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება
- შევსება, სიამოვნება, რომელიც დიდი ძალისხმევით მიიღწევა, მცირე ხნით განიცდება და ქრება.
- როდესაც შევსება ქრება - ის ჩვენში უფრო დიდ სიცარიელეს ტოვებს
- რაც უფრო მაღალი ხარისხისაა სიამოვნება, მისი განცდის დრო უფრო ხანგრძლივდება
- ადამიანი არ აკონტროლებს თავის სურვილებს
- სურვილებზე ძლიერ გავლენას ახდენს გარემოცვა
სლაიდი №15
- სურვილების გაუქმება შეუძლებელია - შესაძლებელია მათი შემცირება ტანჯვის გზით
- ეგოიზმი = ადამიანის მიერ სიამოვნების მიღება ხდება სხვების ხარჯზე
- სურვილი როგორც სუბსტანცია ნეიტრალურია
- ეგო = ბუნებრივი (უსაფუძვლო) სიძულვილი სხვების მიმართ, ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავის დაკმაყოფილებას სხვების დაკმაყოფილებაზე და, როგორც წესი, ეს სხვების ხარჯზე ხდება.
სლაიდი №16
მიღების სურვილის შექმნა
მიღების სურვილის შექმნის აუცილებლობა განპირობებული იყო იმით, რომ, როგორც მათ განმარტეს, შექმნის მიზანი იყო ქმნილებისთვის სიკეთის ყოფა. შემქმნელს სურს, რომ სიკეთე უყოს მის ქმნილებებს, რათა სიამოვნება მიანიჭოს მათ და, შესაბამისად, შექმნის პროცესი უნდა შეიცავდეს ქლი-ს (ჭურჭელს) სიამოვნების მისაღებად. შეუძლებელია სიამოვნების მიღება, თუ არ არსებობს მისი საჭიროება და სინაკლულე, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვგრძნობთ რაიმე სიამოვნებას.
რაბაში, წერილი 38-1
სლაიდი №17
ეს ჰგავს იმას, რომ ადამიანი თავის მეგობარს გემრიელი კერძით უმასპინძლდება, მაგრამ მას მადა არ აქვს და ამიტომ ვერ ტკბება კერძით, რადგან მხოლოდ საკვებისადმი ლტოლვა განსაზღვრავს კერძით სიამოვნების ზომას. ამ მიზეზით, იმისათვის, რომ ქმნილებებმა ისიამოვნონ მისი საჩუქრებით, მან არსებებში ჩადო სიამოვნების მიღების მუდმივი სურვილის ბუნება.
სლაიდი №18
ეს თვისება, რომელიც არსებობს ადამიანში, კერძოდ კი, სიამოვნების მიღების სურვილი, - ეს არის მთელი ადამიანი, რომელიც შემქმნელმა შექმნა. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანთან მიმართებაში, სხვა არაფერია, თუ არა მიღების სურვილი... და მომავალში მას მარადიული სიამოვნება მიენიჭება. ანუ, სიამოვნების მიღების სურვილი, თავისი მოქმედების დასასრულს, დაჯილდოვდება იმ ყველა სიამოვოვნების მიღებით, რომლის მიცემაც შემქმნელს განზრახული ჰქონდა მისთვის.
სლაიდი №19
ზოგიერთი თემა, რომელსაც ჩვენ ჩავუღრმავდებით კურსის განმავლობაში
- შექმნის გეგმა და მისი მიზანი
- რა არის სული და რა კავშირი აქვს მას ჩემთან?
- უმაღლესი ძალა: არსებობს თუ არა? როგორ და რა?
- რეალობის აღქმა
- არჩევანის თავისუფლება
- კაცობრიობის ისტორია და კაბალის სიბრძნე
სლაიდი №20
ინტროსპექცია / შემდგომი თვითშესწავლა
- რა სურვილები ჩნდება ჩემში და რა სიხშირით?
- ჩნდება თუ არა ჩემი სურვილები თავისთავად?
სლაიდი №21
ინტროსპექცია / შემდგომი თვითშესწავლა
- მოდით დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, როგორ მოქმედებენ მათი სურვილები?
- შემიძლია თუ არა, რომ გავარჩიო წერტილი გულში სხვა სურვილებისაგან?