ადგილობრივი შეხვედრა - 1 - შესავალი კაბალაში და თქვენი ადგილობრივი სასწავლო საზოგადოების გაცნობა
ლოკალური შეხვედრა N1 გლობალური კაბალის კურსის ყველა სტუდენტისთვის.
„კაბალის სიბრძნის საფუძვლები" კურსის სამოქმედო გეგმა:
ლოკალური შეხვედრა ქართულენოვან ჯგუფთან - N1
შეხვედრის მიზანი
- დრო ერთად სწავლისათვის
- კვირას შესწავლილის განხილვა
- გარკვეული ცნებების გაღრმავება
- კითხვები და პასუხები
სწავლის პრინციპების შეხსენება
- ბრძენი (ჭკვიანი) არ სწავლობს (სწავლისთვის საჭირო არაა, რომ ჭკვიანი იყო)
- მორცხვი ვერ ისწავლის
- სასწავლებლად დროის დაგეგმვა (გამოყოფა)
მოთმინება და სიბეჯითე (მუდმივი ძალისხმევა)
კაპიკი კაპიკს (თეთრი თეთრს) ემატება და დიდი თანხა გროვდება
კურსის განრიგი
- კვირას შუადღეზე 14:00 - ლაივ კურსი ისრაელიდან
- სამშაბათი საღამო 20:45 - შეხვედრა ქართულ ენაზე
მოლოდინები
რა მოლოდინები მაქვს ამ კურსისაგან?
ბუნება
- ბუნება არის ურთიერთდაკავშირებული სისტემა
- ზოგიერთ კანონს ვიცნობთ, ზოგიერთი კი ჯერ არ აღმოგვიჩენია
- სისტემის ნაწილი გახსნილია, ხოლო ნაწილი ჯერ ჯერ კიდევ დაფარული.
ბუნება
ადამიანი არ დგას ბუნებაზე მაღლა, ის არის უზარმაზარი და რთული სისტემის ნაწილი და მასთან დაკავშირებულია უამრავი უხილავი კავშირით.
ადამიანურ ურთიერთობებში მიღებასა და გაცემას შორის დისბალანსი იწვევს საერთო ბუნების დისბალანსს.
დაბალანსებულობის არარსებობა გამოსწორებას საჭიროებს
„რადგან ბუნების კანონების შესრულებასთან დაკავშირებით არავითარი უთანხმოება არ არსებობს, როგორც უკვე დავადასტურე, ამიტომ უმჯობესია საერთო მნიშვნელამდე მივიდეთ და მივიღოთ კაბალისტების ნათქვამი, რომ სიტყვას “ბუნება” (הטבע) ისეთივე რიცხვითი მნიშვნელობა (ჰემატრია) აქვს, როგორც “ღმერთს” (אלהים), ე.ი. ოთხმოცდა ექვსი.
ამრიგად, შემიძლია „ღმერთის კანონებს” „ბუნების მცნებები“ ვუწოდო. ან პირიქით, (“ღმერთის მცნებებს” - „ბუნების კანონები“), რადგან ეს ერთი და იგივეა, და საჭირო არაა განვავრცოთ ამ საკითხზე.
და აქედან მოყოლებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდეთ ბუნების მცნებებს (კანონებს), რათა ვიცოდეთ, თუ რას მოითხოვს ის ჩვენგან.“
ბაალ ჰასულამი - მშვიდობა
კაბალა - קבלה
კაბალა სიტყვიდან "ლეკაბელ" - მიღება
როგორც მთლიანად სისტემისგან, ბუნებისგან, შემქმნელისგან მიღების მეთოდიკა.
შემოქმედის გახსნა (გამოვლენა) – ბუნების მმართველი მთავარი კანონი – ასევე ცნობილია, როგორც სულიერების გამჟღავნება.
„ჩვენი არსი, ისევე როგორც რეალობის ყველა ნაწილის არსი, მდგომარეობს არც მეტი და არც ნაკლები, ვიდრე მიღების სურვილში“.
ბაალ სულამი, პუნქტი 20, „წიგნ ზოჰარის წინასიტყვაობა“
„ჩვენ არაფერს ვქმნით ახალს, ჩვენი საქმეა მხოლოდ გავანათოთ ის, რაც ადამიანში იმალება.“
რავ მენახემ მენდელი კოცკიდან
„კაბალის მთელი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ შეიცნო უმაღლესი სურვილის მმართველობა, რისთვის შექმნა მან ყველა ეს ქმნილება, რა უნდა მათგან და რით დასრულდება სამყაროს ყველა წრებრუნვა“.
რამხალი, „დაათ თვუნოთ“
მიღების სურვილის მახასიათებლები
- ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება
- შევსება, სიამოვნება, რომელიც დიდი ძალისხმევით მიიღწევა, მცირე ხნის განმავლობაში განიცდება და ქრება.
- როდესაც შევსება ქრება - ის ჩვენში უფრო დიდ სიცარიელეს ტოვებს
- რაც უფრო მაღალი ხარისხისაა სიამოვნება, მისი განცდის დრო უფრო ხანგრძლივდება
- ადამიანი არ აკონტროლებს თავის სურვილებს
- სურვილებზე ძლიერ გავლენას ახდენს გარემოცვა
მიღების სურვილის მახასიათებლები
- სურვილების გაუქმება შეუძლებელია - შესაძლებელია მათი შემცირება ტანჯვის გზით
- ეგოიზმი = ადამიანის მიერ სიამოვნების მიღება ხდება სხვების ხარჯზე
- სურვილი როგორც სუბსტანცია ნეიტრალურია
- ეგო = ბუნებრივი (უსაფუძვლო) სიძულვილი სხვების მიმართ, ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავის დაკმაყოფილებას სხვების დაკმაყოფილებაზე და, როგორც წესი, ეს სხვების ხარჯზე ხდება.
„ვინაიდან კაბალის მთელი სიბრძნე შემქმნელის გამოვლენაზე საუბრობს, ბუნებრივია, რომ არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი და წარმატებული სწავლება ამ მიზნისათვის. სწორედ ამას ისახავდნენ მიზნად კაბალისტები, რომ მოეწესრიგებინათ ის ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი შესწავლა. და ისინი მაეთლაცდა ისხდნენ და სწავლობდნენ მას დაფარვის დრომდე (ცნობილი მიზეზის გამო გადაწყვეტილი იყო მისი დაფარვა); თუმცა, ეს მხოლოდ გარკვეული დროით იყო და არა სამუდამოდ, როგორც ზოჰარშია ნათქვამი: „ეს სიბრძნე უნდა გაიხსნას მომავალში...“
ბაალ ჰასულამი. „კაბალის სწავლება და მისი არსი“
„ეს სიბრძნე, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ფესვების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც ექვემდებარება აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს, გაერთიანებულს და მიმართულს ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია „ქმნილებებისათვის შემქმნელის ღვთაებრიობის გამოვლენა ამქვეყნად“
ბაალ ჰასულამი, „მეცნიერება კაბალის არსი“
კაბალისტური ლექსიკონი
წერტილი გულში – სულიერების გახსნის სურვილი, რომელიც ადამიანში ჩნდება.
კაბალაში „გული“ წარმოადგენს ადამიანის ყველა მატერიალურ სურვილთა ერთობლიობას, ხოლო „წერტილი გულში“ ნიშნავს ცხოვრების მიზნის გახსნის ახალ სურვილს.
კაბალისტური ლექსიკონი
- კაბალის სიბრძნე - შემქმნელის ქმნილებებისთვის ამქვეყნად გახსნის {გამოვლენის) მეთოდი.
- შემქმნელი – ებრაული სიტყვისგან „ბორე“ (ბო-რე), რაც ნიშნავს „მოდი და ნახე“; ბუნების საერთო ძალა, გაცემის სურვილი.
- ქლი (თარგმანი ებრაულიდან: ჭურჭელი) – სურვილი, ქმნილება, ან მიღების სურვილი.
- სამყარო (ებრაულად: ოლამ) – წარმოდგება სიტყვიდან „ჰაალამა“, რაც „დაფარვას“ ნიშნავს.
შემდეგი გაკვეთილის თემა
გაკვეთილი 2 — 2025 წლის 16 ნოემბერი:
„მეცნიერება კაბალის არსი“
- შექმნის ჩანაფიქრი და მისი მიზანი.
- შემთხვევითობა თუ წინასწარ განსაზღვრული — არსებობს თუ არა მმართველი სისტემა რეალობის მიღმა?
- შესავალი კაბალის ავთენტურ წყაროებში.
დამატებითი მასალები
რატომ სუნდა ვისწავლოთ კაბალა და ვისთვისაა ის?

„ჩემი სიტყვების დასაწყისში ვხედავ დიდ საჭიროებას, დავამსხვრიო რკინის კედელი, რომელიც გვაშორებს კაბალის სიბრძნისგან ტაძრის დანგრევიდან დღემდე...“
თუმცა, როდესაც ვინმეს გულს მივმართავ ამ სწავლებასთან დაკავშირებით, მისი პირველი კითხვაა: „რატომ უნდა ვიცოდე, რამდენი ანგელოზია ცაში და რა ჰქვიათ მათ?...“
ისინიც კი, ვინც კეთილადაა განწყობილი ამ სწავლების მიმართ, ამის უფლებას მხოლოდ წმინდა ადამიანებს, შემქმნელის მსახურებს აძლევენ და „არა ყველა, ვისაც შემქმნელის აღება (შეცნობა) სურს, მოვა და აიღებს (შეიცნობს).
მართლაც, თუ ყურადღებას მხოლოდ ერთ, ძალიან ცნობილ კითხვაზე პასუხის გაცემას მივაპრობთ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს კითხვა და ეჭვი ჰორიზონტიდან (მხედველობის არიდან) გაქრება და თქვენ მათკენ გაიხედავთ და აღმოაჩენთ, რომ ისინი უბრალოდ აღარ არიან. ესე იგი ამ დამთრგუნველ კითხვას, რომელსაც ყოველი ადამიანი სვამს, კერძოდ კი: „რა არის ჩემი ცხოვრების აზრი?“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ეს წლები, რომლებიც ასე ძვირად დაგვიჯდა და უამრავი ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც ჩვენ ვიტანთ მათთვის, რათა ბოლომდე დავასრულოთ ისინი, ვინ იღებს სიამოვნებას მათგან? ან უფრო ზუსტად, ვის ვანიჭებ სიამობნებას მე?
მართლაც მართალია, რომ ისტორიკოსები დაიღალნენ ამაზე ფიქრით და განსაკუთრებით ჩვენს თაობაში არავის სურს ამაზე ფიქრი. თუმცა, კითხვა ისეთივე მწარედ და მძაფრად დგას, როგორც ყოველთვის. ზოგჯერ ის დაუპატიჟებლად გვეწვევა, ტვინს გვიხვრეტს და მიწასთან გვასწორებს, სანამ, როგორც ყოველთვის, ცხოვრების დინებაში უაზროდ ჩაძირვის ცნობილ ხრიკს (ხერხს) არ ვიპოვით.
ვიდეო კლიპი "Kabbalah სიბრძნის ისტორია აბრაამიდან ჩვენსგლობამდე" >>