გაკვეთილი 2: მეცნიერება კაბალის არსი
რა არის კაბალას სიბრძნე სინამდვილეში? რა ხდის მას უნიკალურს? ვინ არიან მისი მთავარი ავტორები და რა არის მათი ფუნდამენტალური ნაშრომები? რა არის ამ სწავლების მიზანი ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს სამყაროში?
გაკვეთილი 2
მეცნიერება კაბალის არსი
სლაიდი N2
„ჩვენ არ ვქმნით არაფერ ახალს, ჩვენი საქმე მხოლოდ ისაა, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ადამიანშია დაფარული“.
რავ მენახემ მენდელი კოცკიდან
სლაიდი N3
ბუნება
- ბუნებაში არსებობს საოცარი ერთიანობა - თითოეული ელემენტი ავსებს მეორეს და აუცილებელია სწორი ფუნქციონირებისთვის.
- ბუნება ინტეგრალური სისტემაა და მისი ყველა ნაწილი ურთიერთდაკავშირებულია
- ეს არის სისტემა, რომელიც გვავითარებს კავშირისა და თანამშრომლობისკენ ორი მიმართულებით:
- ერთი მხრივ ეს არის ყველა ნაწილის ერთიანობა;
- მეორე მხრივ - დიფერენციაცია და დაყოფა, რაც ბუნებრივი ელემენტების მრავალფეროვნებას იწვევს.
სლაიდი N4
- ადამიანი არ დგას ბუნებაზე მაღლა, ის არის უზარმაზარი და რთული სისტემის ნაწილი და მასთან დაკავშირებულია უთვალავი უხილავი კავშირით.
- ადამიანურ ურთიერთობებში მიღებასა და გაცემას შორის დისბალანსი იწვევს საერთო ბუნების დისბალანსს. ამის შედეგად, კაცობრიობა იტანჯება: დეპრესიები და კრიზისები ერთი მხრივ და „სტიქიური უბედურებები“, ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისები, ეპიდემიები და ა.შ.
სლაიდი N5
მეცნიერებასა და კაბალის სიბრძნეს შორის
მეცნიერება იკვლევს ფიზიკურ რეალობას, სისტემატიზირებას უკეთებს ცოდნას და ცდილობს ახსნას მოვლენები ჩვენს სამყაროში ემპირიული მეთოდებით:
- მიუკერძოებლობის პრინციპი
- ემპირიზმი
- შემოწმებადობის პრინციპი
- აბსტრაქცია
- თანმიმდევრულობა
სლაიდი N6
„ჩვენი არსი, ისევე როგორც რეალობის ყველა ნაწილის არსი, არის არც მეტი და არც ნაკლები, – მიღების სურვილი“.
ბაალ სულამი, პუნქტი 20, „წიგნი ზოჰარის შესავალი“
სლაიდი N7
„თავად უმაღლესი სიკეთე ოკეანის მსგავსია. არის ის, ვინც იღებს მისგან სათითურით და არის ის, ვინც — ვედროთი და ა.შ.“
რაბაში, სტატია №798, „პატარა ადამიანის ღირსება“
სლაიდი N8
„კაბალის მთელი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ შეიცნო უმაღლესი ნების მმართველობა, რისთვის შექმნა მან ყველა ეს ქმნილება, რა უნდა მათგან და რით დასრულდება სამყაროს ყველა წრებრუნვა“.
რამხალი, „დაათ თვუნოთ“
სლაიდი N9
მიღების სურვილის მახასიათებლები:
- ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება.
- სიამოვნება, შევსება, რომელიც დიდი ძალისხმევით მიიღწევა, მოკლე დროის განმავლობაში განიცდნება და ქრება.
- როდესაც შევსება ქრება, რჩება დიდი სიცარიელე.
- რაც უფრო მაღალია სიამოვნების ხარისხი, მით უფრო დიდხანს გრძელდება შევსება.
- სურვილები არ არის ადამიანის კონტროლის ქვეშ.
- სურვილები ძლიერ არის დამოკიდებული გარემოცვაზე.
სლაიდი N10
- სურვილები ვერ გაუქმდება — მათი შემცირება შესაძლებელია ტანჯვით.
- ეგოიზმი = ადამიანის სიამოვნება მიიღწევა სხვების ხარჯზე.
- სურვილი როგორც სუბსტანცია ნეიტრალურია.
- ეგოიზმი = ბუნებრივი (უსაფუძვლო) სიძულვილი სხვების მიმართ, ადამიანი ყოველთვის ამჯობინებს საკუთარი თავის შევსებას, სხვების შევსებზე და, როგორც წესი, ეს სხვების ხარჯზე ხდება.
სლაიდი N11
კაბალის განსაზღვრება
„კაბალა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ფესვების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც ექვემდებარება აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს, გაერთიანებულს და მიმართულს ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია „ქმნილებებისათვის ღვთაებრიობის გამოვლენა ამქვეყნად“ .
ბაალ სულამი, „კაბალის არსი“
სლაიდი N12
მითები კაბალის შესახებ:
მითი No1: კაბალა არის მისტიკა, ამულეტები და ცრურწმენები.
მითი No2: კაბალა ემყარება რწმენას და არა მეცნიერებას.
მითი No3: ყველას არ შეუძლია კაბალის შესწავლა. თქვენ უნდა გქონდეთ თორის ცოდნა და იყოთ მინიმუმ 40 წლის, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგიჟდეთ.
მითი No4: კაბალა დახურული სექტაა.
მითი No5: კაბალა არის „ნიუ ეიჯის“ ნაწილი და დროებითი მოდა.
სლაიდი N13
ზოგიერთი თემა, რომელსაც ჩვენ ჩავუღრმავდებით კურსის განმავლობაში
- შექმნის გეგმა და მისი მიზანი
- რა არის სული და რა კავშირი აქვს მას ჩემთან?
- უმაღლესი ძალა: არსებობს თუ არა? როგორ და რა?
- რეალობის აღქმა
- არჩევანის თავისუფლება
- კაცობრიობის ისტორია და კაბალის სიბრძნე
სლაიდი №14
ინტროსპექცია / შემდგომი თვითშესწავლა
- რა სურვილები ჩნდება ჩემში და რა სიხშირით?
- ჩნდება თუ არა ჩემი სურვილები თავისთავად?
სლაიდი №15
ინტროსპექცია / შემდგომი თვითშესწავლა
- მოდით დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, როგორ მოქმედებენ მათი სურვილები?
- შემიძლია თუ არა, რომ გავარჩიო წერტილი გულში სხვა სურვილებისაგან?
კლიპის ტექსტი:
კითხვა: რა სარგებელი მოაქვს კაბალის ერთად შესწავლას გლობალურად?
რავ მიხაელ ლაიტმანი: ერთად სწავლისას ჩვენ აღმოვაჩენთ სწავლას, სწავლის ენას, პირველწყაროებს და ამ გზით ჩვენ დავიმსახურებთ სიბრძნის სიღრმისეულ ცოდნას, გაგებას, შეგრძნებას.
განსაკუთრებით, ვიტყოდი, რომ ეს მნიშვნელოვანია კაბალაში, რადგან ეს სიბრძნე... თქვენ არ შეგიძლიათ ჩაწეროთ ის წიგნში ისე, რომ საკმარისი იყოს მხოლოდ წაკითხვა გასაგებად. მაგრამ აქ განსაკუთრებული კავშირი უნდა იყოს მოსწავლეებსა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და წიგნებს შორის.
ამიტომ, თავად ეს სიბრძნე განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი პირველწყაროდან შესწავლა ივრითულად?
რავ მიხაელ ლაიტმანი: ჩვენ ვხედავთ, რომ შუა საუკუნეებამდე, მათ შორის ნიუტონი, ლეიბნიცი, რომლებიც არ სწავლობდნენ თვით კაბალას, ყველა ეს ბრძენი შეისწავლიდა ივრითულს და სურდა ამ ენაში სესვლა.
მათთვის მნიშვნელოვანი იყო სიბრძნის დინების, სწორი მიდგომის გაგება, ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩვენ ივრითული პირველწყაროებიდან ვსწავლობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ენის სისუფთავეს და ცოდნის ავთენტურობას.
კითხვა: ვინ არის კაბალის ნამდვილი მასწავლებელი?
რავ მიხაელ ლაიტმანი: კაბალის ნამდვილი მასწავლებელი ის არის, ვინც ეს სიბრძნე მიიღო თავისი კვალიფიციური მასწავლებლისგან და მიკრული (შერწყმული) იყო მის მასწავლებელზე და ასევე ცდილობს რაც გააჩნია თავის მოსწავლეებს გადასცეს.
კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი ჯგუფურად სწავლა?
რავ მიხაელ ლაიტმანი: როგორც ჩვენ ყველა პირველწყაროდან ვსწავლობთ - „ან საზოგადოება ან სიკვდილი“.
თუ მარტო ვსწავლობ და არა სტუდენტების ჯგუფში, სადაც ერთი მიზნის მიღწევას ვცდილობთ, ვერ შევძლებ სწავლის მიზნის სწორად მიღწევას.
კითხვა: კაბალის რომელი პირველწყაროები უნდა შევისწავლოთ?
რავ მიხაელ ლაიტმანი: კაბალის სიბრძნის ავთენტური პირველწყაროებია - წიგნი ზოჰარი, ჰარი, ბაალ ჰასულამი, რაბაში. მაშინ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ წყაროების თვალსაზრისით სწორ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
დოქტორ მიხაელ ლაიტმანის პირადი მოწვევა
რავ მიხაელ ლაიტმანი: ძალიან მიხარია, რომ კაბალის სიბრძნის შესასვლელს მიაღწიეთ. ის აგიხსნით სამყაროს ყველა საიდუმლოს, ყველა კანონს და თქვენ შეძლებთ შეეხოთ ბუნების სიღრმეს, ცენტრს. დანარჩენი მხოლოდ უზენაეს ძალაზეა დამოკიდებული, რომელსაც ერთად ვთხოვთ და ვილოცებთ’ რომ მან თავისი სიბრძნე მოგანიჭოთ.
წარმატებებს გისურვებთ