„ხევრუთა“ - ადგილობრივი შეხვედრა N2

„ხევრუთა“ - ადგილობრივი შეხვედრა N2

მეცნიერება კაბალის არსი

გაკვეთილის შინაარსი
მასალა

„მეცნიერება კაბალის საფუძვლები" - კურსის სამოქმედო გეგმა:

სრული კურსის სილაბუსი >>

 ლოკალური შეხვედრა ქართულენოვან ჯგუფთან - N2 


გასული კვირის შეჯამება

- კვირა: პირდაპირი კურსი ისრაელიდან

- ოთხშაბათი: ადგილობრივი ქართულენოვანი შეხვედრა

ბუნება

  • ბუნება ურთიერთდაკავშირებული, ინტეგრალური სისტემაა
  • ზოგიერთი კანონი ცნობილია, ზოგი კი ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული
  • სისტემის ნაწილი გამოვლინდა, ნაწილი კი კვლავ დაფარულია.
  • ადამიანები ბუნებაზე მაღლა არ დგანან, არამედ ისინი უზარმაზარი და რთული სისტემის ნაწილი არიან და მასთან დაკავშირებული არიან უამრავი უხილავი ძაფით.
  • ადამიანურ ურთიერთობებში მიღებასა და გაცემას შორის დისბალანსი იწვევს დისბალანსს გლობალურ ბუნებასთან.
  • ბალანსის ნაკლებობას გამოსწორება სჭირდება

„რადგან ბუნების კანონების შესრულებასთან დაკავშირებით არავითარი უთანხმოება არ არსებობს, როგორც უკვე დავადასტურე, ამიტომ უმჯობესია საერთო მნიშვნელამდე მივიდეთ და მივიღოთ კაბალისტების ნათქვამი, რომ სიტყვას “ბუნება” (הטבע) ისეთივე რიცხვითი მნიშვნელობა (ჰემატრია) აქვს, როგორც “ღმერთს” (אלהים), ე.ი. ოთხმოცდა ექვსი.

ამრიგად, შემიძლია „ღმერთის კანონებს” „ბუნების მცნებები“ ვუწოდო. ან პირიქით, (“ღმერთის მცნებებს” - „ბუნების კანონები“), რადგან ეს ერთი და იგივეა, და საჭირო არაა განვავრცოთ ამ საკითხზე.

და აქედან მოყოლებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდეთ ბუნების მცნებებს (კანონებს), რათა ვიცოდეთ, თუ რას მოითხოვს ის ჩვენგან.“

ბაალ ჰასულამი, სტატია  „მშვიდობა“


მიღების სურვილის მახასიათებლები

  • ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება.
  • შევსებები, რომელიც მიიღწევა დიდი ძალისხმევით, მცირე ხნით შეიგრძნობა და ქრება.
  • როდესაც შევსება ქრება, რჩება უფრო დიდი სიცარიელე.
  • რაც უფრო მაღალია სიამოვნების ხარისხი, მით უფრო დიდხანს გრძელდება შევსება.
  • სურვილები არ არის ადამიანის კონტროლის ქვეშ.
  • სურვილები იმყოფება ძლიერ დამოკიდებულებაში / კონტროლდება  გარემოცვის მიერ.
  • სურვილები ვერ გაუქმდება - მათი შემცირება შესაძლებელია ტანჯვით.
  • ეგოიზმი = ადამიანის სიამოვნებები მიიღწევა სხვების ხარჯზე.
  • სურვილი როგორც სუბსტანცია ნეიტრალურია.
  • ეგოიზმი = ბუნებრივი სიძულვილი (უსაფუძვლო) სხვების მიმართ, ადამიანი ყოველთვის ამჯობინებს საკუთარი თავის შევსებას, ვიდრე სხვების შევსებას და, როგორც წესი, ეს ხდება სხვების ხარჯზე.

გაკვეთილი 2 - შეჯამება

„მეცნიერება კაბალის არსი“

  • შექმნის ჩანაფიქრი და მისი მიზანი.
  • შემთხვევითობა თუ წინასწარ განსაზღვრული — არსებობს თუ არა მმართველი სისტემა რეალობის მიღმა?
  • შესავალი კაბალის ავთენტურ წყაროებში.

„ეს მეცნიერება (კაბალა), არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ფესვების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც ექვემდებარება აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს, გაერთიანებულს და მიმართულს ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია „ქმნილებებისათვის შემქმნელის ღვთაებრიობის გამოვლენა ამქვეყნად“.

ბაალ სულამი, სტატია „კაბალის არსი“


კაბალისტურ ტერმინთა განმარტება

  • კაბალა - არის შემქმნელის გამოვლენის მეთოდი ქმნილებებისათვის ამ სამყაროში.
  • წერტილი გულში  - არის სულიერი სამყაროს გამოვლენის სურვილი, რომელიც ადამიანის შიგნით წარმოიქმნება. 
  • „გული“ კაბალაში - წარმოადგენს ადამიანის ყველა მატერიალურ სურვილს, ხოლო   „წერტილი გულში" ნიშნავს ცხოვრების არსის ახლებურად გააზრების სურვილს.
  • შემქმნელი - მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ბო-რე, რაც ნიშნავს „მოდი (ბო-) და ნახე [იხილე] (-რე)"; ბუნების საზოგადო [საერთო] ძალა, გაცემის სურვილი.
  • ქლი - (ივრით. ჭურჭელი) - ქმნილება ან მიღების სურვილი
  • სამყარო - (ივრით. ყოლამ) - მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ჰა ‘ ალამა, რაც ნიშნავს „დამალვას".

შემდეგი გაკვეთილის თემა

გაკვეთილი 3 — 2025 წლის 23 ნოემბერი

სამღერძოვანი მოდელი

  • შექმნის პროცესი კაბალის სიბრძნის მიხედვით.
  • ადამიანის სურვილის ევოლუცია ისტორიის მანძილზე.
  • “სინათლის უპირატესობა სიბნელეზე (სიბნელისგან)” — მისი მნიშვნელობა და სულიერი კანონი, რომელსაც ავლენს.
  • როგორ ვიწყებთ სულიერი სამყაროს შეგრძნებას და შევდივართ მასში.

 


დამატებითი მასალები