გაკვეთილი 3: სამღერძოვანი მოდელი
ამ გაკვეთილზე, ჩვენ ვისწავლით სურვილის შექმნის მიზეზებს და გავაღრმავებთ ჩვენს ცოდნას მისი განვითარების პროცესის შესახებ. აქამდე, ჩვენ ძირითადად ვსაუბრობდით ჩვენი სამყაროს რეალობაზე, ანუ როგორ ეხსნება კაბალის სიბრძნე ადამიანს სურვილის განვითარების შესაბამისად ჩვენს სამყაროში. მაგრამ, ამ გაკვეთილზე ჩვენ დავიწყებთ საუბარს რეალობის მეორე ბოლოდან, შექმნის ფესვიდან, იმ ჩანაფიქრიდან, რომელიც სურვილს ქმნის.
- შექმნის პროცესი კაბალის სიბრძნის მიხედვით.
- ადამიანის სურვილის ევოლუცია ისტორიის მანძილზე.
- “სინათლის უპირატესობა სიბნელეზე (სიბნელისგან)” — მისი მნიშვნელობა და სულიერი კანონი, რომელსაც ავლენს.
- როგორ ვიწყებთ სულიერი სამყაროს შეგრძნებას და შევდივართ მასში.
გაკვეთილი N3
სამღერძოვანი მოდელი
სლაიდი N1:
გაკვეთილი 3. სამღეძოვანი მოდელი
სლაიდი N2:
„სინათლის უპირატესობა სიბნელეზე (სიბნელისგან)“
(ეკლესიასტე, თავი 2, 13)
სლაიდი N3:
„ცნობილია, რომ არაფერი ვლინდება თავისი ჭეშმარიტი ფორმით, არამედ მხოლოდ თავისი საპირისპიროს მეშვეობით, ისევე „როგორც სინათლის უპირატესობა ვლინდება სიბნელიდან“.
ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოვლენა თავის საპირისპიროზე მიგვითითებს და სწორედ დაპირისპირების მეშვეობით შეიძლება საპირისპირო ცნების ჭეშმარიტი არსის შეცნობა.
ამიტომ შეუძლებელია რაიმეს მთელი სისრულით შეცნობა, თუ მისი საპირისპირო არ არსებობს.“
(ბაალ ჰასულამი, შამათი, სტატია 34, „მიწის უპირატესობა ყველაფერშია“)
სლაიდი N4:
„მაგალითად, შეუძლებელია შეაფასო რაიმე როგორც კარგი, თუ არ არსებობს მისი საპირისპირო, რომელიც ცუდზე მიგვითითებს. ისევე როგორც: მწარე და ტკბილი, სიძულვილი და სიყვარული, შიმშილი და სიმაძღრე, წყურვილი და წყურვილის დაოკება, დაშორება და შერწყმა.
აქედან გამოდის, რომ შეუძლებელია შერწყმის სიყვარულის მიღწევა მანამდე, სანამ დაშორების სიძულვილს არ მივაღწევთ.“
(ბაალ ჰასულამი, შამათი, სტატია 34, „მიწის უპირატესობა ყველაფერშია“)
სლაიდი N5:
„ამ სამყაროს სინათლე შექმნილი იყო სიბნელისგან, „როგორც სინათლის უპირატესობა სიბნელეზე“ და „სანთელი დღისით - რა სარგებლობა მოაქვს მას?“ „მისი სინათლე არ მაღლდება დღისით“ და ამიტომ ნაჭუჭი (კლიპა) წინ უსწრებს ნაყოფს. და მაშასადამე, ის, ვინც შემქმნელის პარტნიორი ხდება შექმნის დაწყების აქტში, სიბნელისგან წარმოქმნის სინათლეს…“
(ბაალ ჰასულამი, სტატია „წინიდან და უკნიდან გარემომიცავ მე“)
სლაიდი N6:
და აქედან გავიგებთ, თუ რა არის დღე და ღამე სულიერ მუშაობაში. ესე იგი ადამიანმა უნდა იცოდეს, მან უნდა იგრძნოს, თუ რა არის სიბნელე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს სინათლით ტკბობას, რადგან რისი გასინჯვაც არ უნდა სურდეს ადამიანს, რათა დაადგინოს, ღირს თუ არა მისი გამოყენება, მან ერთი მეორისაგან უნდა ისწავლოს, როგორც წერია "სინათლის უპირატესობა სიბნელისაგან". მსგავსად იმისა, რომ ადამიანს არ შეუძლია დასვენება, თუ არ იცის, რა არის დაღლილობა.
(რაბაში, სტატია 34, 1988 წ)
სლაიდი N7:
კაბალის განსაზღვრება
„კაბალა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ფესვების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც ექვემდებარება აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს, გაერთიანებულს და მიმართულს ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია „ქმნილებებისათვის შემქმნელის ღვთაებრიობის გამოვლენა ამქვეყნად“ .
(ბაალ ჰასულამი, „კაბალის არსი“)
სლაიდი N8:
„და ზოგადად ეს სიბრძნე იყოფა ორ წესრიგად, რომელიც ერთმანეთის პარალელური და ტოლფასია, ისევე როგორც წყლის ორი წვეთი. და მათ შორის სხვაობა აღარ არსებობს, მხოლოდ ის, რომ:
პირველი წესრიგი ეშვება ზემოდან ქვემოთ, ამ სამყარომდე,
(ბაალ სულამი, კაბალას სიბრძნის არსი")
სლაიდი N9:
ხოლო მეორე – იწყება ამ სამყაროში და ადის ქვემოდან ზემოთ უმაღლეს სამყარომდე, ზუსტად ყველა იმ გზებით და კომბინაციებით, რომლებიც აღბეჭდილ იქნა ფესვში, მათი გამოჩენისა და ზემოდან ქვემოთ გახსნის დროს.“
(ბაალ სულამი, მეცნიერება კაბალის არსი")
სლაიდი N10
განვითარების სამღერძოვანი მოდელი

სლაიდი N11
განვითარების სამღერძოვანი მოდელი

სლაიდი N12
განვითარების სამღერძოვანი მოდელი

სლაიდი N13
მეორე ღერძი
პრეისტორიული ხანა - ძირითადი სურვილები
ძვ.წ 35,000 წლიდან ძვ.წ 4,000 წლამდე
საკვების, სექსის და თავშესაფრის სურვილები.
კაცობრიობა იყოფა მონადირეთა და შემგროვებელთა ტომობრივ საზოგადოებებად.
სლაიდი N14
მეორე ღერძი
ანტიკური პერიოდი - ფულის და ქონების სურვილები
ძვ.წ 4,000 წლიდან ახ.წ.–ის V საუკუნემდე
სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის აყვავება, მრავალი დაპყრობითი ომი, რომელიც ქმნის ახალ ცივილიზაციებს.
სლაიდი N15
მეორე ღერძი
შუა საუკუნეები - პატივისა და ძალაუფლების სურვილები
V საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე
- იერარქიების, კასტებისა და კლასების ფორმირება;
- რელიგიური ომები;
- კაცობრიობა იყოფა რელიგიური და კლასობრივი ხაზებით.
სლაიდი N16:
მეორე ღერძი
ახალი დრო - ცოდნისა და ერუდიციის სურვილი
მე-15 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე.
- კონტინენტების აღმოჩენა;
- რენესანსის პერიოდი;
- სამეცნიერო რევოლუცია;
- ურბანიზაცია;
- ინდუსტრიული რევოლუცია;
- საინფორმაციო რევოლუცია.
სლაიდი N17:
სიამოვნების მიღების სურვილის განვითარება
- პრეისტორიული პერიოდი - ძირითადი სურვილები
ძვ.წ 35,000 წლიდან ძვ.წ 4,000 წლამდე. საკვების, სექსის და თავშესაფრის სურვილები. კაცობრიობა იყოფა მონადირეთა და შემგროვებელთა ტომობრივ საზოგადოებებად. - უძველესი დრო - ფულისა და ქონების სურვილები
ძვ.წ 4000 წლიდან ახ.წ. V საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის აყვავება, მრავალი დაპყრობა, რომელიც ქმნის ახალ ცივილიზაციებს. - შუა საუკუნეები - პატივისა და ძალაუფლების სურვილი
ახ.წ V საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე. იერარქიების, კასტებისა და კლასების ფორმირება. რელიგიური ომები. კაცობრიობა იყოფა რელიგიით და კლასით. - ახალი დრო - ცოდნისა და ერუდიციის სურვილი
მე-15 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე. კონტინენტების აღმოჩენა; რენესანსის პერიოდი; სამეცნიერო რევოლუცია; ურბანიზაცია; ინდუსტრიული რევოლუცია; საინფორმაციო რევოლუცია.
სლაიდი N18
სურვილის განვითარების ეტაპები
- პრეისტორიული პერიოდი (დაახლოებით 35000 წლის წინ) --->
- ანტიკურობა (დაახლოებით 5000 წლის წინ) --->
- შუა საუკუნეები (ახ. წ. XV საუკუნემდე) --->
- თანამედროვე დრო (XV საუკუნიდან) --->
- წერტილის გაღვიძება გულში
სლაიდი N19
რეზიუმე
-
შემქმნელი არის გაცემის თვისება, „მოდი და ნახე“.
- ბუნება არის დახურული სისტემა მუდმივი და აბსოლუტური კანონებით.
- სინათლის უპირატესობა სიბნელისგან ისწავლება.
- განვითარების სამღერძოვანი მოდელი.
- მიღების სურვილი ქმნილების მამოძრავებელი ძალაა.
- ჩვენ ვსწავლობთ მიღებას - გულში წერტილის გაღვიძებით.
- კაბალა გვასწავლის როგორ მივიღოთ სწორად და ასევე... როგორ ვიმოქმედოთ ჩვენს სამყაროში; როგორ გავიგოთ გარემომცველი რეალობა, და უპირველეს ყოვლისა... როგორ შევცვალოთ ის უკეთესობისკენ