გაკვეთილი 4. რეალობის აღქმა
რეალობის აღქმა - თემა, რომელსაც ამ გაკვეთილში განვიხილავთ, ეჭვგარეშე, კაბალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული თემაა. მაგრამ არ ინერვიულოთ — ეს არ არის ფილოსოფიური ანალიზი. თქვენ გაიგებთ, როგორ აღვიქვამთ რეალობას, შეგვიძლია დავიწყოთ ცხოვრების ყველაზე არსებითი კითხვების გარკვევა, შეგვიძლია ვიპოვოთ რეალური პასუხები და გამოვიყენოთ ისინი პრაქტიკულად.
გაკვეთილის შეჯამება:
- კაბალის სიბრძნის მიხედვით ჩვენს გარეთ არსებულ რეალობას არ აქვს საკუთარი ფორმა.
- რეალობის აღმქმელი ადამიანი აძლევს მას ფორმას. სხვა სიტყვებით, ადამიანი ქმნის საკუთარი რეალობის სურათს.
- მიღების სურვილი წარმოადგენს შიდა პროგრამას, რომელიც მართავს ჩვენი აღქმის მექანიზმს.
- ვხედავთ იმას, რაც გვინდა ვნახოთ.
- სულიერი რეალობის აღსაქმელად, უნდა შევცვალოთ ეს შიდა პროგრამა — ჩვენი მიღების სურვილი.
- თვისებათა მსგავსების (ფორმის თანხვედრის) კანონის თანახმად, იმისთვის, რომ აღვიქვათ სულიერი რეალობა, მიღების სურვილში უნდა განვივითაროთ მგრძნობიარობა სულიერებისადმი — სხვა სიტყვებით, მივუმატოთ მას გაცემის განზრახვა.
გაკვეთილი 4. რეალობის აღქმა
სლაიდი №2
გაკვეთილზე ჩვენ შევიტყობთ:
- რა არის რეალობა?
- როგორ აღვიქვამთ ჩვენ რეალობას?
- რა არის სულიერი რეალობა?
- გრძნობის რომელი ორგაგნოებით აღვიქვამთ ჩვენ სულიერ რეალობას?
სლაიდი №3
- ჩვენ ვხედავთ იმას, რაზეც ფოკუსირებული ვართ.
- იმას, რაზეც არ ვართ ფოკუსირებული, ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ.
- ჩვენ რეალობას აღვიქვამთ შერჩევითად
- ჩვენ გარშემო ბევრი რამ ხდება, რის შესახებაც წარმოდგენა არ გვაქვს.
სლაიდი №4
- არის თუ არა რაღაც, რაც თვალთახედვიდან გვეპარება ცხოვრებაში?რაზე ვართ ფოკუსირებული, რის გამოც ეს გვემართება?
- რა გვიშლის ხელს ,,საერთო სურათის” დანახვაში?
- როგორ გავაფართოვოთ, გავზარდოთ ჩვენი რეალობის აღქმა?
სლაიდი №5
მეცნიერების თანახმად:
- ადამიანის ტვინი ყოველ წამში 4 მილიარდ ბიტ ინფორმაციას იღებს, მაგრამ მხოლოდ 2000-ს აღიქვამს.
- ადამიანს გააჩნია 30,000 გენი, მაგრამ ჩვენ მათი მხოლოდ 5%-ის შესახებ ვიცით.1
- ჩვენ ტვინის მეხსიერების მხოლოდ 3-5%-ს ვიყენებთ.
- ადამიანის სმენის დიაპაზონი შეზღუდულია: 16 ჰერციდან 202000 ჰერცამდე.
სლაიდი №6
რეალობის აღქმის სხვადასხვა მიდგომები:
- ნიუტონის მიხედვით, სამყარო არის სტატიკური, უცვლელი მექანიზმი, სადაც ყველაფერი მოძრაობს გარკვეული, მუდმივი კანონების მიხედვით. დრო და სივრცე აბსოლუტურია და არ იცვლება.
- აინშტაინის თანახმად, რეალობა ფარდობითია და დამოკიდებულია დამკვირვებლის ადგილმდებარეობასა და სიჩქარეზე.
- კვანტური ფიზიკა: რეალობის სურათი იცვლება დამკვირვებლის მიხედვით.
- მეცნიერება კაბალა …..?
სლაიდი №7
რეალობის აღქმა კაბალის სიბრძნის მიხედვით:
- ჩვენი რეალობის აღქმა სუბიექტურია.
- კაბალის სიბრძნის მიხედვით, ადამიანი თავად ქმნის რეალობას.
სლაიდი №8
...იმისდა მიუხედავად, რომ პრაქტიკაში ჩვენ ყველაფერს ჩვენს თვალწინ ვხედავთ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა დანამდვილებით იცის, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ტვინშია.
ბაალ სულამი „წიგნი ზოჰარის შესავალი“, პ.34
სლაიდი №9

თვალები – მხედველობის ორგანო → ტვინი, მეხსიერება
ყურები – სმენის ორგანო → ტვინი, მეხსიერება
ცხვირი – ყნოსვის ორგანო → ტვინი, მეხსიერება
პირი – გემოვნების ორგანო → ტვინი, მეხსიერება
ხელი – შეხების ორგანო → ტვინი, მეხსიერება
სლაიდი №10
„...მაგალითად, ჩვენი მხედველობა, რომლის წყალობითაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს წინაშე უზარმაზარ დიდ სამყაროს მთელი თავისი მშვენიერი შინაარსით, - ფაქტობრივად, ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ მხოლოდ საკუთარ თავში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს უკანა ტვინში არის რაღაც ფოტოკამერის მსგავსი, რომელიც იქ ხატავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვხედავთ, და [აქედან] არაფერია ჩვენს გარეთ.“
მან (შემქმნელმა) ამისთვის შეგვიქმნა ჩვენს ტვინში ერთგვარი პრიალა სარკე, რომელიც ყველაფერს, რასაც ვხედავთ ისე ატრიალებს, რომ ჩვენ მას ჩვენს გარეთ, ჩვენს თვალწინ ვხედავთ.
ბაალ სულამი „წიგნი ზოჰარის შესავალი”, პ.34
სლაიდი №11
სურვილი წარმოადგენს ადამიანის არსს
ბაალ სულამი ,,შამათი”, სტატია 153
სლაიდი №12
„...ისინი ბოლოკში გაჩენილ ჭიას ჰგვანან, რომელიც მასში ზის და ფიქრობს, რომ შემქმნელის მთელი სამყარო ისეთივე მწარე, ისეთივე ბნელი, და ისეთივე პატარაა, როგორც ის ბოლოკი, რომელშიც ის დაიბადა....
მაგრამ როცა მან ბოლოკის გარსი გაარღვია და დაინახა, თუ რა იყო ბოლოკის გარეთ, გაოცდა და თქვა: „მე მეგონა, რომ მთელი სამყარო ისეთივე იყო, როგორიც ეს ბოლოკი, რომელშიც მე დავიბადე. ახლა კი ჩემს წინ ვხედავ უზარმაზარ, ნათელ, დიდებულ და საოცრად ლამაზ სამყაროს!“
აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაფლულნი არიან თავიანთი მიღების სურვილის კლიპაში (ნაჭუჭში), რომელშიც დაიბადნენ... მართლაც, რომ გაერღვიათ მათ თავიანთი მიღების სურვილის კლიპა, რომელშიც დაიბადნენ, და მიეღოთ გაცემის სურვილი, მყისვე თვალები აეხილებოდათ.
ეს მათ საშუალებას მისცემდა დაენახათ და ჩაწვდომოდნენ საკუთარი თავის, სიბრძნის გაგებისა და ნათელი ცოდნის ესოდენ სასურველ და სულის სიღრმემდე სასიამოვნო ყველა საფეხურს, რომელიც მათთვის სულიერ სამყაროებშია მომზადებული.
ბაალ სულამი, „წიგნი ზოჰარის შესავალი“, პ. 40
სლაიდი №13
„ყველა სამყარო, როგორც უმაღლესი, ასევე უმდაბლესი, მთლიანად ჩართულია, ჩადებულია თვით ადამიანში და ასევე ამ სამყაროებში არსებული მთელი რეალობა მხოლოდ ადამიანისთვის არსებობს.“
ბაალ სულამი. „მეცნიერება კაბალის შესავლის წინასიტყვაობა“, პ. 1