იეჰუდა ლეიბ ჰალევი აშლაგი (ბაალ სულამი)
თავისუფლება
„ამოტვიფრულია ქვის დაფებზე“ (1) — უნდა წავიკითხოთ არა როგორც „ხარუთ“ (ამოტვიფრულია), არამედ როგორც „ხერუთ“ (თავისუფლება), რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ მიიღეს თავისუფლება სიკვდილის ანგელოზისგან.
ეს გამონათქვამი ახსნა-განმარტებას საჭიროებს: რა კავშირი აქვს თორის მიღებას ადამიანის სიკვდილისგან განთავისუფლებასთან? და კიდევ — თუ თორის მიღების შემდეგ მათ მიიღეს მარადიული სხეული, რომელიც აღარ ექვემდებარება სიკვდილს, მაშინ როგორ დაკარგეს იგი კვლავ? ნუთუ მარადიული შეიძლება დროებითი გახდეს?
თავისუფალი ნება
თუმცა, რათა გავიგოთ ეს ამაღლებული ცნება — გათავისუფლება სიკვდილის ანგელოზისგან — ჯერ უნდა დავფიქრდეთ თავისუფლების ცნებაზე მისი ჩვეულებრივი გაგებით, როგორც ამას მთელი კაცობრიობა აღიქვამს.
საერთოდ, თავისუფლება უნდა მივაკუთვნოთ ბუნებრივ კანონებს, რომლებიც ყოველივე ცოცხალზე ვრცელდება — როგორც ვხედავთ, ცხოველები, როცა ტყვეობაში გვყავს და თავისუფლებას ვართმევთ, კვდებიან. ეს მტკიცე მტკიცებულებაა იმისა, რომ განგებას (უზენაეს ძალას) არ სურს არცერთი ქმნილების დამონება. ამიტომ კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე იბრძოდა, სანამ პიროვნების თავისუფლების გარკვეული ხარისხი არ მოიპოვა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ცნება, რომელიც გამოიხატება სიტყვით „თავისუფლება“, ძალიან ბუნდოვანია ჩვენში და თუ ჩავუღრმავდებით ამ სიტყვის შინაგან აზრს, მაშინ მისგან თითქმის არაფერი დაგვრჩება. რადგან მანამ სანამ შენ პიროვნების თავისუფლებას მოითხოვ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყოველ ინდივიდს, როგორც ასეთს, რეალურად გააჩნია ეს თვისება — თავისუფლება, ანუ შეუძლია თავისი არჩევანის მიხედვით, თავისი თავისუფალი ნების საფუძველზე იმოქმედოს.
სიამოვნება და ტანჯვა-ტკივილი
თუმცა, თუ დავაკვირდებით ინდივიდის ქმედებებს, დავინახავთ, რომ ის იძულებით, თავის უნებლიედ მოქმედებს და არ გააჩნია არავითარი არჩევანი. ამით ის ჰგავს ქვაბს, რომელიც ქურაზე დგას და იძულებულია იხარშოს - რადგან უმაღლესმა განგებამ ყოველივე ცოცხალი შეკრა (შეიპყრო) ორი სადავით: სიამოვნებით და ტანჯვით და არ გააჩნია ცხოველებს თავისუფალი არჩევანი, რომ აირჩიონ ტანჯვა ან უარი თქვან სიამოვნებაზე.
ადამიანის უპირატესობა ცხოველებზე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს შორეული მიზნის ჭვრეტა შეუძლია - ანუ, შეუძლია დათანხმდეს ტანჯვას ახლა, რათა მომავალში სიამოვნება ან სარგებელი მიიღოს.
თუმცა სინამდვილეში, აქ მხოლოდ ერთი ანგარიშია - თითქოს კომერციული გარიგება: ისინი აფასებენ, რომ მომავალი სიამოვნება უკეთესია იმ ტანჯვაზე, რასაც ახლა განიცდიან. ეს უბრალო ბალანსის გათვლაა: ტანჯვა გამოიქვითება მოსალოდნელი სიამოვნებისგან და დადებითი ნაშთი, სხვაობა რჩება, რადგან ბოლოს და ბოლოს, აუცილებელია, რომ მხოლოდ სიამოვნება დარჩეს.
მაგრამ ხშირად ხდება, რომ ადამიანი იტანჯება და ბოლოს ვერ იღებს იმ სიამოვნებას, რასაც ელოდა. ამ შემთხვევაში ის დეფიციტში რჩება - როგორც მეწარმე, რომელმაც წაგებით დაასრულა კომერციული საქმიანობა.
ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ არაფრით არ განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან, რადგანაც არ არსებობს შეგნებული თავისუფალი არჩევანი. არამედ მხოლოდ მიზიდულობისა და განზიდულობის ძალაა, რომლებიც ადამიანს ან სიამოვნებისკენ იზიდავენ, ან ტკივილისგან გააქცევს და ამ ორი ძალის (ფაქტორის) მეშვეობით, უზენაეს განგებას მათ დაუკითხავად მიჰყავს ისინი ყველა მისთვის სასურველ ადგილას.
მაგრამ უფრო მეტიც: თვით სიამოვნებისა და სარგებლის ხასიათიც კი არაა ჩვენი არჩევანის ნაყოფი - ისინი სხვისი სურვილებითაა განპირობებული. მაგალითად, მე ვზივარ, ვიცვამ, ვლაპარაკობ, ვჭამ - მე ამ ყველაფერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ მინდა ასე ვიჯდე, ან ასე ვისაუბრო, ან ისე ჩავიცვა, ან ასე ვჭამო, არამედ იმიტომ, რომ სხვებს სურთ, რომ ასე ვიჯდე, ჩავიცვა, ვისაუბრო და ვჭამო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების სურვილსა და გემოვნებაზე და არა ჩემს თავისუფალ ნებაზე.
სინამდვილეში, მე, უმეტეს შემთხვევაში, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებ, რადგან ჩემთვის უფრო კომფორტულია უბრალოება, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოქმედება, მაგრამ ჩემი ყველა მოძრაობა დამორჩილებული და შებოჭილია რკინის ბორკილებით საზოგადოების გემოვნებითა და წეს–ჩვეულებებით. მაშინ მითხარით: სად არის ჩემი თავისუფალი ნება?
მეორე მხრივ, თუ ვივარაუდებთ, რომ არ არსებობს თავისუფალი ნება და ყოველი ჩვენგანი უბრალოდ მანქანაა, რომელიც გარე ძალების ზემოქმედებით იძულებით მოქმედებს — მაშინ გამოდის, რომ ყველა ჩვენთაგანი დატყვევებულია განგების მიერ, რომელიც ამ ორი სადავის – სიამოვნებისა და ტკივილის მეშვეობით გვმართავს. ის გვიზიდავს და განგვაგდებს თავისი ნებისამებრ, იქეთკენ, სადაც მას სურს. და ამ შემთხვევაში აღარ არსებობს არავითარი ეგოიზმი, რადგან სამყაროში არ არის არც ერთი თავისუფალი პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს მართავს. მე არ ვარ საკუთარი მოქმედებების ბატონი და ვასრულებ მათ არა იმიტომ, რომ მსურს გავაკეთო, არამედ ჩემი ნების გარეშე, გაუცნობიერებლად მოქმედებენ ჩემზე. ამის მიხედვით გამოდის, რომ არც ჯილდოს აქვს აზრი და არც სასჯელს.
და ეს აბსოლუტურად უცნაურია არა მხოლოდ რელიგიური ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის განგების სწამთ, რომ მის ყველა მოქმედებას კეთილი და სასურველი მიზანი აქვს, არამედ ეს კიდევ უფრო უცნაურია მათთვის, ვისაც ბუნების სწამს, რადგან ზემოაღნიშნულის თანახმად, თითოეული დატყვევებულია ბრმა ბუნების სადავეებით, რომელსაც არც გონი გააჩნია და არც ანგარიშის გაწევის უნარი. და ჩვენ – ეს რჩეული, გონიერებისა და ინტელექტის მქონე არსებები, სათამაშოდ ვართ ქცეული ბრმა ბუნების ხელში, რომელიც გზას გვაცდენს და ვინ იცის საით მივყავართ?
მიზეზობრიობის კანონი
ღირს, რომ დრო დავუთმოთ და ჩავუღრმავდეთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს - სახელდობრ კი როგორ ვარსებობთ ამქვეყნად როგორც ეგოისტური არსი, როდესაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თავს განსაკუთრებულ, განცალკევებულ არსებად, რომელიც თითქოს თავისი სურვილისამებრ, უცნობი გარე ძალებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და როგორ ვლინდება ეს ეგოისტური არსი ჩვენს მიმართ?
სინამდვილეში, არსებობს საერთო კავშირი რეალობაში არსებულ ყველა დეტალს შორის. ეს კავშირი ვითარდება მიზეზობრიობის კანონის მიხედვით, მისი წინსვლა, განვითარება მიზეზ–შედეგობრივია როგორც მთლიანად რეალობასთან, ასევე მის ყველა ცალკეულ ელემენტთან მიმართებაში. ანუ, ყოველი ქმნილება - იქნება ეს არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური თუ ადამიანის დონე - ამ მიზეზობრიობის კანონს ექვემდებარება.
უფრო მეტიც, ქმნილების პირადი ცვლილების ყველა კერძო ფორმაც კი, რომელსაც ეს არსება სამყაროში არსებობის ნებისმიერ მომენტში იღებს, გამოწვეულია წინარე ფაქტორებით, რომლებმაც უბიძგეს მას, აიძულეს იგი მოცემული ფორმა მიეღო მოცემულ მდგომარეობაში და არავითარ შემთხვევაში სხვაგვარად.
ეს აშკარაა ყველასთვის, ვინც უყურებს ბუნების პროცესებს სუფთა მეცნიერული თვალით, ყოველგვარი პირადი ინტერესის გარეშე. და მართლაცდა საჭიროა ამ მოვლენის სიღრმისეული გაანალიზება - რომ შევძლოთ მისი ყოველი კუთხით შეფასება და ცხადი შეხედულების ჩამოყალიბება.
ოთხი ფაქტორი
იცოდე, რომ ყოველი ახალი წარმონაქმნი, რომელიც სამყაროს ქმნილებებში წარმოიშობა, არ წარმოიშობა როგორც არსებული არარსებულისგან (ე.წ. იეშ მი-აინ), არამედ როგორც არსებული არსებულისაგან (იეშ მი-იეშ), ე.ი. ნამდვილი არსისაგან, რომელმაც „გაიხადა“ თავისი წინანდელი ფორმა და „შეიმოსა“ იმ ფორმით, რომელიც ახლა წარმოიქმნა.
ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ახალი ფორმის წარმოშობაში მონაწილეობს ოთხი ფაქტორი, და მათი ერთობლივი მოქმედებით იქმნება და ყალიბდება ეს მოვლენა. ესენია:
- საფუძველი
- თავად საფუძვლის თვისებებთან დაკავშირებული უცვლელი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები
- შიდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც იცვლება გარე ძალებთან კონტაქტისგან
- გარე ობიექტების, მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც გარედან მოქმედებენ საფუძველზე
ახლა განვმარტავ თითოეულს ცალ-ცალკე.
პირველი ფაქტორი: საფუძველი, საწყისი მატერია
პირველი ფაქტორია საფუძველი, ანუ ის საწყისი, პირველადი მატერია, რომელიც ამ წარმონაქმნს, მოვლენას მიეკუთვნება, რადგან „არაფერია ახალი მზის ქვეშ“, ნებისმიერი მოვლენა ჩვენს სამყაროში არ წარმოიშობა არაფრიდან, არამედ რაღაც არსმა მოიშორა (გაიხადა) თავისი ძველი ფორმა და შეიმოსა სხვა, განსხვავებული ფორმით.
ამ არსს, რომელმაც მოიშორა ძველი ფორმა, ვუწოდებთ „საფუძველს“, და მასში დევს ძალა, რომელიც საბოლოოდ უნდა გამოვლინდეს და ჩამოყალიბდეს ამ წარმონაქმნის ახალ ფორმაში. ამიტომ იგი ამ პროცესისთვის მთავარ ფაქტორად ითვლება.
მეორე ფაქტორი: საკუთარი მიზეზი და შედეგი
მეორე ფაქტორი მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობაა, რომელიც თავად საფუძვლის თვისებასთანაა დაკავშირებული და ის არ იცვლება. მაგალითად, ხორბალი, რომელიც მიწაში ლპება და დათესილი თესლის მდგომარეობაში გადადის. ამ დამპალ მდგომარეობას ჰქვია „საფუძველი“.
ანუ, აქ უნდა გვესმოდეს, რომ ხორბლის არსმა მოიშორა თავისი წინანდელი ფორმა, რომელიც მას ჰქონდა, კერძოდ, ხორბლის ფორმა, და შეიძინა ახალი თვისება დამპალი ხორბლის სახით, ანუ თესლი, რომელსაც ეწოდება „საფუძველი“ და რომელიც ყოველგვარ ფორმას მოკლებულია.
ყველასთვის ცხადია, რომ ეს საფუძველი არც ქერის ფორმას მიიღებს და არც შვრიისას, არამედ მხოლოდ იმ წინა ფორმისას, რაც ჰქონდა - ანუ ისევ ხორბლის ფორმას. და თუმცა ის შეიძლება შეიცვალოს რაოდენობრივად (იყო ერთი მარცვალი, გახდა ათი), ან გემოთი და სილამაზით, მაგრამ ხორბლის სახეობა უცვლელი რჩება.
ამიტომ აქ მოქმედებს მუდმივი მიზეზ-შედეგობრივი კანონი, რომელიც არასოდეს იცვლება - ხორბლიდან ქერი არ გაიზრდება. ესაა მეორე ფაქტორი.
მესამე ფაქტორი: შიდა მიზეზები, რომლებიც გარე ზემოქმედებით იცვლებიან
მესამე ფაქტორია საფუძველის შიდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც იცვლებიან გარე გარემოსთან კონტაქტის შედეგად.
ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი დამპალი მარცვლიდან იზრდება მრავალი ახალი მარცვალი, ზოგჯერ უკეთესი და მეტიც. ეს ნიშნავს, რომ აქ მოქმედებენ დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ერთიანდებიან იმ ძალასთან, რაც საფუძველშია ჩადებული და ერთად წარმოქმნიან ახალ რაოდენობასა და ხარისხს, რაც ადრე არ არსებობდა.
ეს დამატებითი ფაქტორებია:
- მიწის მინერალები და მარილები,
- წვიმა,
- მზე.
ეს ძალები მოქმედებენ საფუძველზე და ერთიანდებიან მის ძალასთან, ქმნიან ცვლილებებს რაოდენობასა და ხარისხში.
საჭიროა გვესმოდეს, რომ ეს მესამე ფაქტორი შიგნიდანაა დაკავშირებული საფუძველთან, რადგან საფუძველში ჩადებული ძალა მართავს მათ - ეს ყველა ცვლილებები ისევ ხორბლის სახეობაში რჩება.
ამიტომ ეს შინაგანი ფაქტორებია, მაგრამ ისინი განსხვავდებიან მეორე ფაქტორისგან, რომელიც უცვლელია - ესენი კი იცვლებიან რაოდენობრივად და ხარისხობრივად.
მეოთხე ფაქტორი: გარე მოვლენების მიზეზები და შედეგები
მეოთხე ფაქტორი არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც წარმოიქმნება გარე ფაქტორებიდან, რომლებიც საფუძველზე გარედან მოქმედებენ.
მათ არ აქვთ პირდაპირი კავშირი ხორბლის მარცვალთან, როგორც მაგალითად წვიმას ან მზეს, არამედ მოდიან გარედან, როგორც ახლომდებარე მცენარეები, სეტყვა, ქარი და სხვა მოვლენები.
და აი შენ ხედავ, რომ ეს ოთხი ფაქტორი ერთიანდება და მოქმედებს მარცვალზე მთელი მისი ზრდის პერიოდში. ყოველი ეტაპი, რომელსაც ის გადის, განპირობებულია სწორედ ამ ოთხი ძალის მოქმედებით.
ხორბლის მაგალითზე დაფუძნებული ეს კანონი მოქმედებს ყველა სახის ახალ წარმონაქმნზე სამყაროში, მათ შორის - აზრებსა და ცოდნაზეც.
მაგალითად, წარმოიდგინე ადამიანის სულიერი მდგომარეობა: რელიგიური ან არარელიგიური, ულტრაორთოდოქსი ან არაორთოდოქსი, ან სადღაც შუაში - ყველა ეს მდგომარეობა წარმოიქმნა სწორედ ამ ოთხი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად.
მემკვიდრეობით მიღებული თვისებები
პირველი ფაქტორია საფუძველი - საწყისი მატერია, რომელშიც ჩაისახა ადამიანი.
ადამიანი შექმნილია როგორს არსებული ურსებულისაგან, ანუ მშობლების გონების ნაყოფია, და ამიტომ ის გარკვეულწილად ჰგავს ერთი წიგნიდან მეორეში გადატანილ ასლს. მამისა და ბაბუის მიერ მიღებული და შეცნობილი, თითქმის ყველაფერი მასშიც გადადის.
მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ის „გაშიშვლებულია“ (წინამორბედთა) ფორმებისაგან მსგავსად დათესილი ხორბლისა, რომელიც თესლად მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც დალპება და წინანდელ ფორმას ჩამოიშორებს. ასევეა თესლის წვეთიც, რომლისგანაც ადამიანი იბადება - მასში აღარაფერია წინაპართა ფორმებიდან, არამედ მხოლოდ დაფარული ძალები, რადგან ის ცნებები, რომელიც წინაპრებში ცოდნის სახით არსებობდა, მასში გადაიქცა უბრალო მიდრეკილებებად, ჩვევებად, ისე, რომ ადამიანს არც კი ესმის რატომ იქცევა ასე . თუმცა ეს ფარული ძალებია, რომელსაც ადამიანი მემკვიდრეობით იღებს წინაპრებისაგან. ასე რომ, არამარტო მათ ფიზიკურ შენაძენებს ვიღებთ ჩვენ, არამედ სულიერსაც. მთელი ის ცოდნა, რომელსაც იძენდნენ ჩვენი წირაპრები, მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობას.
აქედან იღებს სათავეს და იხსნება ადამიანთა სხვადასხვა მიდრეკილებები: რწმენისკენ მიდრეკილი ან კრიტიკული დამოკიდებულების მქონე, ის ვინც მატერიალურ ცხოვრებას ჯერდება, ან ის, ვინც მხოლოდ სულიერი სრულყოფილებისაკენ მიილტვის, ფრთხილი, თავხედი, გულღია, მორიდებული...ეს თვისებები არ არის მათი პირადი შენაძენი, არამედ წინაპრებისგან მიღებული მემკვიდრეობაა. ცნობილია, რომ ტვინში არსებობს სპეციალური ადგილი - ე.წ. „მოგრძო ტვინი“ ან ქვეცნობიერი - სადაც ეს მიდრეკილებები ვლინდება.
და რადგანაც ეს ცოდნა, რასაც წინაპრები გონებრივად იძენდნენ, ჩვენში მხოლოდ მიდრეკილებად რჩება, ისინი ჰგვანან ხორბლის თესლს, რომელმაც ფორმა დაკარგა, გაშიშვლდა და მასში დარჩა მხოლოდ დაფარული ძალები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ახალი ფორმა.
ჩვენს მიერ განხილულ თემასთან მიმართებაში ამ მიდრეკილებებს შეუძლია მიიღოს ცოდნის ფორმა და ამიტომ ითვლება ისინი საწყის მატერიად. და ეს არის პირველი, მთავარი ფაქტორი, რომელსაც „საფუძველი“ ეწოდება და რომელშიც დევს ყველა ძალა იმ განსაკუთრებული მიდრეკილებებისთვის, რომლებიც მან მშობლებისგან მიიღო მემკვიდრეობით. და მათ „წინაპრების მემკვიდრეობას“ უწოდებენ.
და იცოდე: ზოგიერთი ეს მიდრეკილება ვლინდება საპირისპირო ფორმით, ანუ სრულიად სხვაგვარად, ვიდრე ეს წინაპრებში იყო.
აქედან მოდის გამოთქმა: „ყველაფერი, რაც ფარულად არის მამის გულში, შვილში აშკარად ვლინდება.“
ეს იმიტომ ხდება, რომ „საფუძველი“ იმ მდგომარეობაშია, როცა მან მოიშორა წინა ფორმა და ახალი ფორმის მიღების პროცესშია. ამიტომ ის თითქოს წინააღმდეგობაშიც შეიძლება შევიდეს წინაპართა ცოდნასთან - როგორც მიწაში დალპობილი ხორბალი, რომელიც მარცვალში არსებულ ყველა ძველ ფორმას კარგავს. თუმცა საბოლოოდ ესეც დანარჩენ სამ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც ზემოთ განვიხილეთ.
გარემოს გავლენა
მეორე ფაქტორი არის შინაგანი, უცვლელი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, რომელიც ეკუთვნის თავად საფუძვლის ბუნებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ეს გამოვლინდა მიწაში ჩარგული დამპალი ხორბლის მაგალითზე, გარემო, რომელშიც ეს საფუძველი აღმოჩნდა - როგორიცაა მიწა, მარილები, წვიმა, ჰაერი და მზე (როგორც უკვე განვმარტეთ) - მოქმედებს თესლზე გრძელვადიანი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის მიხედვით, ნელ-ნელა და თანმიმდევრულად, ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლით სრულ დამწიფებამდე, სანამ ის საბოლოოდ არ შეიმოსება ძველი - ხორბლის ფორმით - ოღონდ რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებებით. სადაც საერთო (ზოგადი) ნაწილი საერთოდ არ იცვლება, რადგან ხორბლიდან არც ქერი ამოვა და არც შვრია. ხოლო კერძო ნაწილში ხდება ცვლილებები: რაოდენობრივი - ერთი მარცვლიდან იზრდება ათი ან ოციც კი, ხარისხობრივი - შესაძლოა ისინი უკეთესიც იყოს ან უარესიც წინა ფორმასთან შედარებით.
ზუსტად ამავე წესით, ადამიანიც - როგორც „საფუძველი“ - ცხოვრობს გარემოში, ანუ საზოგადოებაში, და ის აუცილებლად ექვემდებარება ამ გარემოს ზემოქმედებას, ისე, როგორც ხორბალი ექვემდებარება თავის გარემოს გავლენას, ვინაიდან საფუძველი მხოლოდ საწყისი ფორმაა, ის გარემოსთან მუდმივი კონტაქტისა და ურთიერთქმედების გზით გარდაუვლად განიცდის მის თანმიმდევრულ ზემოქმედებას, რომელიც ეტაპობრივად, მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვით ვითარდება.
ამ დროს, მის საფუძველში არსებული მიდრეკილებები იწყებენ ცვლილებას და თანდათანობით იღებენ ცოდნის თვისებებს. მაგალითად, თუ მან მემკვიდრეობით მიიღო მიდრეკილება სიძუნწისკენ, ზრდასთან ერთად ის აყალიბებს საკუთარ არგუმენტებსა და თეორიებს, რომელთა მეშვეობითაც მიდის ნამდვილ დასკვნამდე, რომ ადამიანისთვის სასარგებლოა იყოს ძუნწი. როგორც უკვე იცი, შესაძლოა მამა გულუხვი იყოს, მაგრამ შვილმა შეიძლება მემკვიდრეობით პირიქით - სიძუნწის მიდრეკილება მიიღოს. რადგან უარყოფაც (თვისებების უარყოფითი რეალიზაციაც) ისევე გადაეცემა მემკვიდრეობით, როგორც დადებითი რეალიზაცია. ან ვთქვათ ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღო მიდრეკილება თავისუფლად აზროვნებისკენ და თანდათანობით ქმნის თეორიებს, რომ ადამიანს სარგებელს მოუტანს თავისუფალი აზროვნება, მაგრამ საიდან გამოჰყავს მას ეს კანონები, შედარებები და დასკვნები? ის ყველაფერს არაცნობიერად იღებს გარემოსგან - რადგან სწორედ გარემო გადასცემს მას თავის შეხედულებებსა და გემოვნებებს, თანმიმდევრული მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის გზით.
ამდენად, ადამიანს ჰგონია, რომ ეს მისი პირადი შენაძენია, თითქოს მან მიიღო ისინი თავისუფალი კვლევით - მაგრამ სინამდვილეში, როგორც ხორბლის შემთხვევაში, აქაც არსებობს უცვლელი საერთო ნაწილი, რომელიც ეკუთვნის „საფუძველს“, რადგან საბოლოოდ, მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილებები მაინც უცვლელად რჩება მასში, ზუსტად ისე, როგორც ეს მის წინაპრებში იყო და ეს სწორედ მეორე ფაქტორად იწოდება.
ჩვევა – მეორე ბუნება
მესამე ფაქტორი არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, რომელიც ზემოქმედებს საფუძველზე და იწვევს მის ცვლილებას. რადგანაც მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილებები, გარემოს გავლენით, ადამიანს იდეების სახით უყალიბდება, ისინი შემდეგ მოქმედებენ იმ მიმართულებით, როგორიც ამ იდეებმა განსაზღვრეს. მაგალითად: ადამიანი, რომელიც ბუნებით ძუნწია და რომელსაც ეს მიდრეკილება გარემოს ზემოქმედებით გადაექცა იდეად - ის უკვე იღებს სიძუნწეს როგორც რაციონალურად განსაზღვრულ მახასიათებელს. ვთქვათ, ის ამართლებს საკუთარ ქცევას, რომ ძუნწია იმიტომ, რომ არ სურს დამოკიდებული იყოს სხვა ადამიანებზე.
ამრიგად, მას უჩნდება ისეთი დამოკიდებულება სიძუნწის მიმართ, რომ შეუძლია უარი თქვას მასზე, თუკი მას აღარ ექნება ეს შიში. ეს ნიშნავს, რომ მან დადებითად და ღრმად შეცვალა ის თვისება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო წინაპრებისგან, და ზოგჯერ, მართლა შეუძლია მთლიანად აღმოფხვრას საკუთარ თავში ცუდი მიდრეკილება, და ეს ყველაფერი ხდება ჩვევის მეშვეობით, რომელიც შეიძლება გადაიქცეს მეორე ბუნებად. ამიტომაც არის, რომ ადამიანის ძალა აღემატება მცენარის ძალას - რადგან ხორბალი არ შეუძლია შეიცვალოს, გარდა უმნიშვნელო ნაწილისა, როგორც ზემოთ ვთქვით. ხოლო ადამიანს, მი გარემოში მოქმედი მიზეზებისა და შედეგების გავლენით, შეუძლია შეიცვალოს მთლიანად, მათ შორის ზოგად ნაწილებშიც - მაგალითად, შეცვალოს გარკვეული მიდრეკილება მთლიანად, აღმოფხვრას ფესვიანად და გადააქციოს მის საწინააღმდეგოდ
გარე ფაქტორები
მეოთხე ფაქტორი არის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, რომელიც ზემოქმედებს საფუძველზე, მაგრამ ეს ზემოქმედება მოდის სრულიად უცხო მიზეზებიდან, ანუ იმ მიზეზებიდან, რომლებსაც საკუთრივ საფუძველთან კავშირი არ აქვთ და მოქმედებენ გარედან. ეს ნიშნავს, რომ ამ ფაქტორებს არ აქვთ პირდაპირი კავშირი საფუძვლის განვითარების თანმიმდევრობასთან, რათა უშუალოდ იმოქმედონ მასზე - ისინი მოქმედებენ ირიბად. მაგალითად: საჭიროებების უზრუნველყოფა (ეკონომიკა), საზრუნავი (პრობლემები), მიღწევები და სხვა მსგავსი საკითხები - ყველა მათგანს თავისი გრძელი, თანმიმდევრული და ნელი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი აქვს, რომელიც იწვევს ადამიანის წარმოდგენების ცვლილებას - უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.
აი, ამგვარად წარმოვადგინე ოთხი ბუნებრივი ფაქტორი, და ყოველგვარი აზრი ან გაგება, რაც ჩვენში იბადება, მხოლოდ ამ ოთხის შედეგია. და თუნდაც ადამიანი მთელი დღე იჯდეს და რაღაც საკითხს სწავლობდეს - ის ვერც ვერაფერს დაამატებს და ვერც ვერაფერს შეცვლის იმაზე მეტს, რაც ამ ოთხმა ფაქტორმა მისცა. და თუ რამეს მაინც დაამატებს, ეს იქნება მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა - იმის მიხედვით, აქვს თუ არა მას დიდი გონება თუ მცირე. ხოლო რაც შეეხება ხარისხს - ის ვერც ერთ მისხალსაც ვერ მოიმატებს, რადგან სწორედ ეს ოთხი ფაქტორი განსაზღვრავს ჩვენი გონების ბუნებასა და ფორმას, ასევე ჩვენს დასკვნებს - და ეს ხდება ჩვენს დაუკითხავად, ჩვენდა უნებლიედ. ამრიგად, ჩვენ სრულად ვართ ჩავარდნილი ამ ოთხი ფაქტორის ხელში, ისევე, როგორც მასალა (თიხა) ოსტატის ხელში.
არჩევანის თავისუფლება
თუმცა, როდესაც ამ ოთხ ფაქტორს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ ფაქტორთან, ანუ „საფუძველთან“ გასამკლავებლად ჩვენი ძალები სუსტია, ჩვენ მაინც გვაქვს შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება თავი დავიცვათ დანარჩენი სამი ფაქტორისგან, რომელთა მეშვეობითაც საფუძველი იცვლება თავის კერძო და ზოგჯერ ზოგად ნაწილშიც, - და კერძოდ: ჩვევის საშუალებით, რომელიც მეორე ბუნებად იქცევა, როგორც ზემოთ გავარკვიეთ.
გარემოცვა, როგორც გავლენის ფაქტორი
და ეს დაცვა ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი გარემოცვის არჩევანში, რომელსაც წარმოადგენენ: ამხანაგები, წიგნები, მასწავლებლები და მათი მსგავსი. იმ ადამიანის მსგავსად, რომელმაც მამისგან მემკვიდრეობით კუბური მეტრი (4) (მცირე რაოდენობის) ხორბალი მიიღო და ეს მცირე რაოდენობა მას შეუძლია მრავალ ათეულად აქციოს მისი „საფუძვლისათვის" მხოლოდ გარემოს არჩევით, ანუ ნაყოფიერი ნიადაგით, რომელიც შეიცავს ყველა მარილს და სხვა ნივთიერებას, რომლითაც უხვად ასაზრდოებს ხორბალს. ანალოგიურადაა (სულიერ) მუშაობაშიც - ადამიანმა უნდა გააუმჯობესოს გარემოს პირობები ისე, რომ ისინი შეესაბამებოდეს აღმოცენებისა და ზრდის საჭიროებებს, რადგან ბრძენი გონივრულად იქცევა: ის თავისთვის აირჩევს ყველა კარგ პირობას და კურთხევას ჰპოვებს, ხოლო უგუნური იღებს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება და ამიტომ თესვა მისთვის წყევლად გადაიქცევა და არა კურთხევად.
ამრიგად, ყველა გაუმჯობესება და მთელი მოგება დამოკიდებულია ხორბლის თესვისათვის გარემოს არჩევანზე. თუმცა არჩეულ ადგილზე დათესვის შემდეგ ხორბლის საბოლოო ფორმა უკვე განისაზღვრება იმ პირობების მიხედვით, რითაც ამ გარემოს შეუძლია რომ ის უზრუნველყოს. ანალოგიურადაა ჩვენი შესწავლის საგანთან მიმართებაშიც, რადგან სიმართლე რომ ვთქვათ, თავისუფალი არჩევანი არ არსებობს. ადამიანი ექვემდებარება დასახელებული ოთხი ფაქტორის ზეგავლენას და ვალდებულია იფიქროს და გააანალიზოს ისე, როგორც ისინი მას ურჩევენ (ჰკარნახობენ). მას არ გააჩნია არავითარი ძალა გააკრიტიკოს ან შეცვალოს რაიმე, მსგავსად ხორბლისა, რომელიც უკვე მოთავსებულია გარემოში.
თუმცა, არსებობს თავისუფალი ნება, თავიდან აირჩიოს ისეთი გარემოცვა, ისეთი წიგნები და ისეთი მასწავლებლები, რომლებიც მას კარგ იდეებს (აზრებს) გადასცემენ. და თუ ის ამას არ აკეთებს, არამედ მზად არის მიიღოს ნებისმიერი გარემოცვა, რომელიც მას გზაზე შეხვდება და წაიკითხოს ნებისმიერი წიგნი, რომელიც ხელში მოხვდება, ამის შედეგად, უეჭველად, ცუდ გარემოცვაში მოხვდება, ან დროს დაკარგავს უსარგებლო წიგნების კითხვაში, რომლებიც უფრო მრავალრიცხოვანი და მისაწვდომია (მოსახერხებელია) მისთვის. და ამიტომ ის ექცევა ცუდი და მახინჯი იდეების გავლენის ქვეშ, რომლებიც მას დანაშაულისა და ცოდვისაკენ უბიძგებენ და ის აუცილებლად დაისჯება - არა ცუდი აზრებისა და მოქმედებების გამო, რომლებშიც მას არჩევანი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ მან არ აირჩია კარგ გარემცვაში ყოფნა, რადგან, როგორც ზემოთ გაირკვა, ამაში არჩევანი უდავოდ არსებობს.
მაშასადამე, ის, ვინც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ძალისხმევას ატანს და ყოველ ჯერზე უკეთეს გარემოს ირჩევს, ქებისა და ჯილდოს ღირსია. და აქაც - არა მისი კარგი აზრებისა და კეთილი საქმეების გამო, რომელთაც ის მისდა უნებურად, არჩევნის გარეშე სჩადის, არამედ მისი ძალისხმევის წყალობით, ეპოვა კარგი გარემო, რომელიც მას ამ აზრებსა და მოქმედებებამდე მიიყვანს. სწორედ ამიტომ თქვა რაბი იეჰოშუა ბენ ფარხიამ 5: „შეიქმენი შენთვის მასწავლებელი (რავი– დიდი) და შეიძინე შენთვის ამხანაგი“ 6.
კარგი გარემოს არჩევის ვალდებულება
აქედან გაიგებთ რაბი იოსი ბენ კისმას 7 პასუხს კაცისათვის, რომელმაც მას თავის ქალაქში გადმოსვლა სთხოვა და ამისთვის მას ათასობით ოქროს დინარს შეპირდა. რაბი იოსი ბენ კისმამ 8 უპასუხა: „მთელი ოქრო და ვერცხლი, ყველა ძვირფასი ქვა და მთელი მსოფლიოს მარგალიტები რომ მომცე, მე მაინც მხოლოდ იქ ვიცხოვრებ, სადაც თორაა“.
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ჩვენს უბრალო გაგებას აღემატება, რადგან როგორ შეეძლო მას უარის თქმა ათასობით ოქროს დინარზე ასეთი მარტივი რამის გამო, რომ არ სურდა ეცხოვრა იმ ქალაქში, სადაც არ არიან თორის (მცოდნე) ბრძენები, მაშინ როცა თვითონ იყო ავტორიტეტი და დიდი ბრძენი და არავისგან სჭირდებოდა რაიმეს სწავლება? -ნამდვილად განსაცვიფრებელია!
თუმცა, ზემოთ ნათქვამიდან ეს ძალიან მარტივი ჩანს და სასურველია, რომ ეს თითოეულმა ჩვენგანმა შეასრულოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ყველას გააჩნია „საკუთარი საფუძველი“, მისი ძალები პრაქტიკაში მხოლოდ იმ გარემოცვის წყალობით ვლინდება, რომელშიც ის იმყოფება.
მსგავსად მიწაში დათესილი ხორბლისა, რომლის ძალებიც პრაქტიკაში მხოლოდ მისი გარემოს, კერძოდ კი ნიადაგის, წვიმის და მზის სინათლის წყალობით ვლინდება. და ამიტომ, რაბი იოსი ბენ კისმამ სწორად შეაფასა, რომ თუ ის მის მიერ არჩეულ კარგ გარემოს დატოვებს და შევა ცუდ და მავნე გარემოში, ანუ ქალაქში, რომელშიც არ არის თორა, მაშინ არა მხოლოდ მისი წარსული წარმოდგენები გაუარესდება, არამედ მის საფუძველში ჩადებული ყველა დანარჩენი ძალები, რომელთა გამოვლენაც პრაქტიკაში ჯერ კიდევ ვერ მოასწრო, დაფარული დარჩება, რადგან მათ აღარ ექნებათ შესაფერისი გარემო, რომელიც შეძლებს მათ გადაყვანას პოტენციიდან პრაქტიკულ განხორციელებამდე. და როგორც ზემოთ გაირკვა, მხოლოდ გარემოცვის არჩევის საკითხში მოისაზრება (ფასდება) ადამიანის ძალაუფლება, მმართველობა საკუთარ თავზე, რისთვისაც ის ჯილდოს ან სასჯელის ღირსი ხდება.
მაშასადამე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ისეთმა ბრძენკაცმა, როგორიც რაბი იოსი ბენ კისმა იყო, სიკეთე აირჩია და ბოროტებას დაშორდა და ვერ აცდუნა ის მატერიალურმა სიმდიდრემ, როგორც იქ ასკვნის: „ადამიანს სიკვდილის ჟამს, არ მიყვება არც ვერცხლი, არც ოქრო, ძვირფასი ქვები ან მარგალიტები, არამედ მხოლოდ თორა და კეთილი საქმეები" 9. და ამიტომ ჩვენი ბრძენები გვაფრთხილებდნენ: „შექმენი შენთვის მასწავლებელი და შეიძინე შენთვის მეგობარი“ 10.
ასევეა წიგნების არჩევაც. რადგან მხოლოდ ამაში შეიძლება ადამიანს დაეხმარო ან განსაჯო იგი, კონკრეტულად კი გარემოს არჩევაში. თუმცა გარემოს არჩევის შემდეგ ის ხდება როგორც თიხა ხელოვანის (ოსტატის) ხელში.
გონების ძალაუფლება სხეულზე
მაგრამ არსებობენ თანამედროვე „უცხო [გარე]" ბრძენები, რომლებმაც განიხილეს ის, რაც ზემოთ ვთქვით და დაინახეს, რომ ადამიანის გონება სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრებისეული მოვლენებიდან გამოსული და აღმოცენებული ნაყოფი - როგორც ზემოთ მოვიყვანეთ - ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ გონებას არავითარი ზემოქმედების ძალა არა აქვს სხეულზე და მხოლოდ ცხოვრებისეული მოვლენები, რომლებიც ჩაწერილია ტვინის მატერიალურ კავშირებში, აკონტროლებს, განაგებს ადამიანს, მოჰყავს ის მოქმედებაში. ადამიანის გონება კი სარკეს ჰგავს, რომელიც ღებულობს ფორმებს, რომლებიც მის წინ არის და მიუხედავად იმისა, რომ სარკე არის ამ ფორმების მატარებელი, მას არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია გაააქტიუროს ან გადაადგილოს ის ფორმები, რომლებიც მასში აისახება.
ანალოგიურად, გონება, იმისდა მიუხედავად, რომ ცხოვრებისეული ყველა მოვლენა მიზეზ-შედეგობრივი გარემოებებით არის ხილული და ცნობილი გონებისთვის, მიუხედავად ამისა, თავად გონება არანაირად არ აკონტროლებს სხეულს, არ მოჰყავს ის მოძრაობაში, ანუ არ აახლოებს მას სასარგებლოს და არ აშორებს მავნეს, რადგან სულიერი და მატერიალური აბსოლუტურად დაშორებული არიან ერთმანეთისგან და შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რაიმე მათი ერთმანეთთან დამაკავშირებელი საშუალება, რომ სულიერმა გონებამ შეძლოს მოძრაობაში მოიყვანოს და გავლენა მოახდინოს მატერიალურ სხეულზე, როგორც მათ დეტალურად და საფუძვლიანად აღწერეს.
თუმცა, სწორედ მათ გონებამახვილობაშია მათი შეცდომა, რადგან ანალოგია ისაა, რომ ადამიანი გონებას ისევე იყენებს როგორც მიკროსკოპს თვალებისთვის. მიკროსკოპის გარეშე ის ვერ ხედავს მავნებლებს მათი მცირე ზომის გამო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადამიანი მიკროსკოპის დახმარებით დაინახავს მავნებელს, ის შორდება მას.
გამოდის, რომ სწორედ მიკროსკოპმა მიიყვანა ადამიანი მოქმედებამდე, მავნებლისაგან მოშორებამდე, და არა გრძნობის ორგანომ, ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ გრძნობდა მავნებელს. და ამავე ზომით, გონება, რა თქმა უნდა, აკონტროლებს ადამიანის სხეულს აბსოლუტური ძალაუფლებით, აშორებს რა მას ბოროტებას და აახლოებს სიკეთეს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც სხეულის თვისებებისაკმარისი არაა სასარგებლოს ან მავნებლის გასარჩევად და სადაც მას მხოლოდ გონებით წვდომა სჭირდება. უფრო მეტიც, რადგან ადამიანმა იცის, რომ ცოდნა არის ცხოვრებისეული გამოცდილების საიმედო შედეგი, მას შეუძლია მიიღოს ცოდნა და გაგება მისი ერთგული ადამიანისგან და მიიღოს ის როგორც კანონი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მისთვის ასეთი ცოდნა (გონება) მიეცა.
ეს ჰგავს ადამიანს, რომელიც ექიმს რჩევას ეკითხება, - ადამიანი ისმენს და იღებს მის რჩევას, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გონებით საერთოდ არაფერი ესმის. ამრიგად, ის იყენებს სხვა ადამიანების გონებას და სარგებლობს მისით, არანაკლებ საკუთარი გონებისა.
და როგორც ზემოთ გავარკვიეთ, განგებას გააჩნია ორი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი საბოლოო კეთილ მიზნამდე მიიყვანოს, და ეს არის: ტანჯვის გზა და თორის გზა.
და მთელი ის სიცხადე, რაზეც იქ ვისაუბრეთ, რომელიც თორის გზაშია მოცემული, გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს ნათელი ცნებები, რომლებიც გამოვლინდა, გაიხსნა და ხილული გახდა შემქმნელის წინასწარმეტყველებისა და მსახურების ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების დიდი და გრძელი ჯაჭვის შემდეგ - და აი ადამიანი იღებს და იყენებს მათ მთლიანობაში, იღებს მათგან სარგებელს ისე, თითქოს ეს ცოდნა მისი ცხოვრებისეული გამოცდილებისგან მიიღო.
ასე რომ, შენ ხედავ, რომ ამის წყალობით ადამიანი თავისუფლდება ყველა იმ მწარე განსაცდელისგან, რომელიც უნდა გაეარა მანამ, სანამ მასში საღი აზროვნების უნარი განვითარდჟებოდა. მაშასადამე ის თავისუფლდება ტანჯვისგან და უფრო მეტიც, დროს იგებს. და ეს შეიძლება შევადაროთ პაციენტს, რომელსაც არ სურს მოისმინოს ექიმის რჩევები, სანამ თვითონ არ გაიგებს, როგორ განკურნავს მას ექიმის რჩევა და ამიტომ თავად იწყებს მედიცინის შესწავლას. მაგრამ ის ხომ შეიძლება ამ ავადმყოფობის გამო მოკვდეს მანამდე, სანამ მოასწრებდეს მედიცინის გაგებას.
ასევეა ტანჯვის გზა თორის გზასთან მიმართებაში. რადგან ის, ვისაც არ სჯერა იმ იდეების, რომლებსაც თორა და წინასწარმეტყველებები ურჩევს (ადამიანს) მიიღოს საკუთარი გაგების გარეშე, ვალდებულია თავად მივიდეს ამ ცნებებამდე. ანუ მხოლოდ ცხოვრებისეული სიტუაციებით გამოწვეული მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის გავლის გზით, რაც ძალზე დამაჩქარებელი განცდებია, რომელებსაც შეუძლია განავითაროს ბოროტების გაცნობიერების გრძნობა, როგორც ზემოთაა ახსნილი, საკუთარი [ადამიანის] არჩევანის გარეშე, არამედ [მხოლოდ] მისი ძალისხმევის წყალობით, შეიძინოს კარგი გარემო, რომელსაც მიჰყავს ის ამ ფიქრებამდე და ქმედებებამდე.
პიროვნების თავისუფლება
ახლა კი ჩვენ აგრეთვე მივედით პიროვნების თავისუფლების ცნების ზუსტ გაგებამდე, რომელსაც მხედველობაში აქვს მხოლოდ პირველი ფაქტორი, ანუ „საფუძველი“, რომელიც არის ნებისმიერი ადამიანის პირველადი მატერია, ანუ ყველა მიდრეკილებები, რომლებსაც ჩვენ მამა–პაპათაგან მემკვიდრეობით ვიღებთ და რაც განასხვავებს ერთ ადამიანს მეორისგან.
რადგან შენ ხედავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანს აქვს ერთი და იგივე გარემო და ბოლო სამი ფაქტორი მათზე ერთნაირად მოქმედებს, მათ შორის ვერ იპოვით ერთი და იგივე თვისებების მქონე ორ ადამიანს. და ეს იმის გამო ხდება, რომ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი უნიკალური საფუძველი, დამახასიათებელი მხოლოდ მისთვის. და ეს ჰგავს ხორბლის საფუძველს, რომელიც თუმცა ძლიერ იცვლება ბოლო სამი ფაქტორის ზემოქმედებით, მაინც ინარჩუნებს ხორბლის ყოფილ ფორმას, და არასოდეს მიიღებს სხვა ჯიშის [სახეობის] სახეს.
მშობლების ზოგადი ფორმა არ ქრება
ისიც მართალია, რომ ნებისმიერმა „საფუძველმა“, რომელმაც გაიძრო მშობლების წარსული ფორმა და მასზე დამატებული სამი ფაქტორის გავლენით ახალი ფორმით შეიმოსა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იცვლება მათი ზეგავლენით - ამავე დროს, მშობლების ზოგადი ფორმა მასში არ ქრება. და ის ვერასოდეს მიიღებს სხვა ადამიანის სახეს, რომელიც მას ჰგავს, ისევე როგორც შვრია ხორბალს ვერ დაემსგავსება. რადგან თითოეულ საფუძველს აქვს რამდენიმე ასეული თაობის საკუთარი გრძელი ჯაჭვი, და ეს საფუძველი მოიცავს ყველა მათგანის მიერ შემუშავებულ იდეებს, მაგრამ ისინი მასში არ ვლინდებიან იმ ფორმით, როგორც მის წინაპრებში, ანუ წარმოდგენების სახით, არამედ მხოლოდ აბსტრაქტული ფორმით.
და ამიტომ ისინი მასში იმყოფებიან მხოლოდ უბრალო ძალების სახით, რომლებსაც ბუნებრივ მიდრეკილებებს ან ინსტინქტებს უწოდებენ, ისე რომ მან არ იცის მათი მიზეზი, არ ესმის, რატომ მოქმედებს ისე, როგორც ზემოთ აღინიშნა. და ამიტომ არასოდეს არ შეიძლება, რომ ორი ადამიანი ერთი და იგივე თვისებების მქონე იყოს.
პიროვნების თავისუფლების დაცვის ვალდებულება
და იცოდე, რომ ეს არის პიროვნების ნამდვილი ქონება, რომლის არც გაფუჭება შეიძლება და არც შეცვლა, რადგან „საფუძველში“ შემავალ ყველა მიდრეკილებათა საბოლოო გამოხატულება არის ის, რომ ისინი უნდა გააქტიურდნენ და მიიღონ იდეების ფორმა, როდესაც ეს პიროვნება გაიზრდება და გაუჩნდება საკუთარი აზრი, როგორც ეს ზემოთ იყო გარკვეული, განვითარების კანონის ზემოქმედებით, რომელიც მთელ ამ ჯაჭვს მართავს და მუდმივად წინ უბიძგებს მას, როგორც გაირკვა სტატიაში „მშვიდობა". გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მიდრეკილების საბოლოო დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან მაღალ და განუზომლად მნიშვნელოვან იდეად (ცოდნად) იქცეს.
გამოდის, რომ ის ვინც ანადგურებს პიროვნების ნებისმიერ მიდრეკილებას და სპობს მას, იწვევს სამყაროში ამ ამაღლებული და შესანიშნავი იდეის გაქრობას, რომელიც ამ ჯაჭვის ბოლოში უნდა დაიბადოს. რადგან ეს მიდრეკილება არასოდეს აღარ განმეორდება არცერთ სხვა სხეულში, გარდა ამისა აქ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც გარკვეული მიდრეკილება იცვლება, იღებს რა იდეის სახეს, მასში სიკეთის ბოროტისგან გარჩევა უკვე შეუძლებელია, რადგან ეს განსხვავებები ჩანს მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ მხოლოდ მიდრეკილებები ანუ მოუმწიფებელი იდეებია და ისინი არანაირი სახით არ ჩანან მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი იდეების ფორმას იღებენ. და ეს გაირკვევა შემდგომ სტატიებში, მთელი თავისი მნიშვნელობითა და დასაბუთებით. და ეს გაირკვევა შემდგომ სტატიებში, მთელი თავისი მნიშვნელობითა და დასაბუთებით.
აქედან ჩვენ გვესმის იმ ხალხების მიერ ჩადენილი ძარცვის მასშტაბები, რომლებიც ამყარებენ თავიანთ ბატონობას უმცირესობებზე, ართმევენ მათ თავისუფლებას და ხელს უშლიან მათ გააგრძელონ არსებობა თავიანთი ცხოვრების წესის (ტრადიციების) მიხედვით, წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილებების თანახმად, ეს ხალხები ხომ სულთა მკვლელებად ითვლებიან. და ისინიც კი, ვისაც არ სწამს რელიგიისა და მიზანმიმართული განგების, შეძლებენ გაიაზრონ ინდივიდის თავისუფლების დაცვის აუცილებლობა, ბუნების სისტემებიდან გამომდინარე.
რადგან ჩვენი თვალები ხედავენ, რომ თაობიდან თაობამდე ყველა იმ (მჩაგვრელ) ერთა დაცემა და განადგურება ყოველთვის გამოწვეული იყო იმით, რომ მათ უმცირესობებს და ცალკეულ ინდივიდებს დაადეს და დაუმძიმეს თავიანთი უღელი, ეს უკანასკნელნი კი გაუმკლავდნენ მათ და გაანადგურეს ისინი. და ამიტომ ყველასთვის ნათელია, რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია, თუ ანგარიშს არ გავუწევთ პიროვნების თავისუფლებას, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არ დამკვიდრდება მყარი (სტაბილური) მშვიდობა და განადგურება (ნგრევა) იმეფებს.
ამრიგად, ჩვენ სათანადოდ და აბსოლუტური სიზუსტით განვსაზღვრეთ ინდივიდის არსი, მას შემდეგ რაც ჩამოვაშორეთ მას ყველაფერი, რაც მან საზოგადოებისგან მიიღო, როგორც ზემოთ გაირკვა. თუმცა გაჩნდა კითხვა – ბოლოს და ბოლოს, სად არის თავად პიროვნება? რადგან ყველაფერი, რაც აქამდე პიროვნების შესახებ ითქვა, [ჩვენ] გვესმის მხოლოდ როგორც პიროვნების შენაძენი, ანუ მემკვიდრეობა, რომელიც მისმა წინაპრებმა დაუტოვეს მას.
თუმცა, სად არის თავად პიროვნება, ანუ ამ შენაძენის მემკვიდრე და მატარებელი, რომელიც მოითხოვს ჩვენგან ამ ქონების დაცვას? რადგან ყოველივე იმაში, რაც აქამდე ითქვა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ ადამიანის ეგოისტური (პიროვნული) წერტილი, რომელიც ჩვენს წინაშე წარმოდგება, როგორც დამოუკიდებელი (თვითკმარი) ერთეული, და რა საქმე მაქვს მე პირველ ფაქტორთან - ათასობით ადამიანთა ერთმანეთის მიყოლებით, თაობიდან თაობაზე გადაჭიმულ გრძელ ჯაჭვთან. რომელთა მიმართაც განვსაზღვრეთ ჩვენ ეს პიროვნება, როგორც მემკვიდრე. და რაში მაინტერესებს დანარჩენი სამი ფაქტორი, რაც ერთ თაობაში ერთმანეთის გვერდით მდგომ ათასობით ადამიანს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, თითოეული ადამიანი განიხილება მხოლოდ როგორც საზოგადოებრივი მანქანა, რომელიც ყოველთვის საზოგადოების განკარგულებაშია და მზადაა ემსახუროს მას მისი (საზოგადოების) სურვილის შესაბამისად. ანუ ის ხდება ორი ტიპის საზოგადოების პასიური ინსტრუმენტი (ზემოქმედების ობიექტი). პირველი ფაქტორის მხრივ, ის ხდება გასული თაობების დიდი საზოგადოების ზემოქმედების ობიექტად, ხოლო დანარჩენი სამი ფაქტორის მხრივ, ის იქცევა მისი თანამედროვე საზოგადოების ზემოქმედების ობიექტად.
და ეს, ფაქტობრივად, მსოფლიო მნიშვნელობის საკითხია, და შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბუნებრივ მეთოდიკას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა მათ კარგად იციან, რომ ეს ასეა, მაგრამ მათი უმეტესობა მეტაფიზიკურ მეთოდებს, ან დუალიზმს, ან ტრანსცენდენტალიზმს ირჩევს, წარმოიდგენენ რაიმე სულიერ არსს, თუ როგორ ზის ის სხეულის შიგნით, როგორც ადამიანის სული.
და ეს სული ხდის რაციონალურს სხეულს, მოძრაობაში მოჰყავს ის და ა.შ. და ეს არის ადამიანის არსი და მისი „მე“.
და შესაძლოა ყველა ეს ახსნა [და თეორიები] დამაკმაყოფილებელია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მათ არ აქვთ რაიმე მეცნიერული დასკვნა იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია სულიერ არსს რაიმე შეხება ჰქონდეს სხეულის მატერიალურ ატომებთან ისე, რომ მას შეეძლოს მათი მოქმედებაში მოყვანა. და მთელი მათი სიბრძნე და კვლევა არ დაეხმარა მათ აქ რაიმე ხიდის პოვნაში, რაც მათ საშუალებას მისცემდა დაეძლიათ ეს ფართო და ღრმა უფსკრული, რომელიც ჰყოფს სულიერ არსს და მატერიალურ ატომს. და ამიტომ მეცნიერებას ამ მეტაფიზიკური თეორიით აბსოლუტურად არავითარი სარგებელი არ მიუღია.
მიღების სურვილი არის არსი არარსებულისაგან
და იმისთვის, რომ აქ რაიმე ნაბიჯი გადავდგათ წინ მეცნიერულ გზაზე, გვჭირდება მხოლოდ მეცნიერება კაბალა! რადგან მეცნიერება კაბალა მოიცავს (მასში ჩართულია) მსოფლიოს ყველა მეცნიერებას. და ჩვენ გავარკვიეთ „სულიერი სინათლეებისა და ჭურჭლების [ქელიმის]“ შესახებ („სიცოცხლის ხის“ „პანიმ მასბიროთ“-ში, ნაწილი 1), რომ შემქმნელის მიერ გაკეთებული ძირითადი განახლება ქმნილებებთან დაკავშირებით, როგორც არსი არარსებულისაგან, ეხება მხოლოდ ერთ მოვლენას, რომელიც განისაზღვრება სიტყვებით „მიღების სურვილი“.
და ყველაფერი დანარჩენი, რაც ქმნილებაშია, არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის განახლებას, რადგან ის არ მიეკუთვნება კატეგორიას არსი არარსებულისაგან, არამედ არსი არსებულისაგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პირდაპირ შემქმნელის არსიდან მოდის, მსგავსად სინათლის, რომელიც მზისგან მოდის. და აქ ახალი არაფერია, რადგან ის, რასაც მზის არსი შეიცავს, ვრცელდება და გარეთ გამოდის,
ხოლო რაც შეეხება ზემოხსენებულ მიღების სურვილს, აქ არის აბსოლუტურად ახალი ქმნილება, რადგან მის შექმნამდე არაფერი არ არსებობდა სამყაროში, რამეთუ შემქმნელი არანაირად არ შეიცავს მიღების სურვილს, რადგან ის პირველადია ყველაფერთან მიმართებაში. ვისგან უნდა მიიღოს მან? და ამიტომაც შემქმნელის მიერ შექმნილი მიღების ეს სურვილი განიხილება, როგორც არსი არარსებულისაგან, როგორც აბსოლუტურად ახალი ქმნილება. ამასთან ერთად, ყველაფერი დანარჩენი არ შედის განახლების კატეგორიაში, რათა მას სიტყვა „ქმნილება“ ეწოდოს. მაშასადამე, ყველა ქელიმ [ჭურჭლები] და ყველა სხეული, როგორც სულიერ სამყაროში, ისე მატერიალურ სამყაროში, ითვლება სულიერ ან ფიზიკურ მატერიად, რომლის არსიც მიღების სურვილია.
ორი ძალა მიღების სურვილში: მიმზიდველი და განმზიდველი
და შენ ასევე უნდა გაიგო, რომ ამ ძალასთან მიმართებაში, რომელსაც უწოდებენ „მიღების სურვილს", ჩვენ გამოვყოფთ ორ ძალას, რომელსაც ეწოდება:
1) მიმზიდველი ძალა
2) და უკუმგდები (განმზიდველი) ძალა.
და ამის მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი ქლი ან სხეული, რომელიც განისაზღვრება როგორც მიღების სურვილი, რეალურად შეზღუდულია – ანუ რამდენის მიღება და რა ხარისხის მიღება შეუძლია. და ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ მთელი ის რაოდენობა და ხარისხი, რაც მის საზღვრებს სცდება, თითქოს ეწინააღმდეგება მის ბუნებას. და ამიტომ უკუაგდებს (განიზიდავს) მათ. ამრიგად,ცნებაში, რომელიც განისაზღვრა, როგორც მიღების სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის მოისაზრება როგორც მხოლოდ მიმზიდველი ძალა, მიუხედავად ამისა, (მასში) აუცილებლად ჩნდება უკუგდების (განმზიდველი) ძალა. და გაიგე ეს სათანადოდ.
ერთი კანონი ყველა სამყაროებისათვის
და, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება კაბალა არაფერს ამბობს ჩვენს მატერიალურ სამყაროზე, ერთი კანონი მოქმედებს ყველა სამყაროში (როგორც ნათქვამია სტატიაში „მეცნიერება კაბალის არსი“, პ. „ფესვისა და ტოტის კანონი“). და ამიტომ გამოდის, რომ ის სხვადასხვა მატერიალური არსნი, ანუ ყოველივე რაც ამ სივრცეში არსებობს, იქნება ეს უსულო, მცენარეული, ცხოველური, სულიერი თუ მატერიალური არსება - თუ გვინდა ვიხილოთ თითოეული მათგანის უნიკალური ეგოისტური თვისება, რომლითაც იგი ყველა დანარჩენისგან განსხვავდება, თუნდაც უმცირეს ნაწილაკშიც კი, ეს სხვა არაფერია, თუ არა აღნიშნული „მიღების სურვილი“, რომელიც თავად წარმოადგენს მთელ მის კერძო (პირად) ფორმას განახლებულ ქმნილებასთან მიმართებაში, რომელიც ზღუდავს მას რაოდენობრივად და ხარისხობრივად, როგორც ზემოთ აღინიშნა, და შესაბამისად, მასში არის მიზიდულობისა და განზიდულობის ძალა.
მაგრამ ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ამ ორი ძალისა, ითვლება სიკეთედ ( წყალობად, ბარაქად), რომელიც გამომდინარეობს შემქმნელის არსისაგან. ეს სიკეთე (ბარაქა, წყალობა) თანაბარია ყველა ქმნილებისათვის და მასში აბსოლუტურად არ არსებობს განახლება ისე, როგორც ეს ქმნილებებში ხდება, რადგან ის წარმოქმნილია როგორც არსი არსებულისაგან და შეუძლებელია ის ცალკეულ ერთეულს (ინდივიდს) მივაკუთვნოთ, არამედ მხოლოდ იმას, რაც საერთოა ქმნილების ყველა – როგორც მცირე, ისე დიდი ნაწილისთვის. და ამ სიკეთისგან თითოეული იღებს მისი მიღების სურვილის ზღვარის მიხედვით და ამ ზღვარზე ხდება ერთი პიროვნების (ერთეულის) განცალკევება მეორისგან.
ამრიგად, მე მკაფიოდ დავამტკიცე წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით ნებისმიერი ადამიანის „მე“-ს (ანუ ეგოს) არსებობა, მეცნიერული მიდგომის გამოყენებით, რომელიც სრულიად დაცულია კრიტიკული მზერისგან - თუნდაც უკიდურესი „ავტომატური“ 11 მატერიალისტების სწავლების პოზიციიდანაც კი. და ახლა ჩვენ აღარ გვჭირდება მეტაფიზიკით [უხვად] გაჟღენთილი ეს კოჭლი თეორიები. და, რა თქმა უნდა, არ არის არანაირი განსხვავება იმას შორის, არის თუ არა მიღების სურვილის ეს ძალა ნაყოფი და შედეგი იმ მატერიის, რომელმაც იგი ქიმიურად დაბადა, თუ მატერია არის ამ ძალის ნაყოფი და შედეგი, რადგან მთავარია ის, რაც ჩვენ შევიცანით, რომ მხოლოდ ეს ძალა, რომელიც ჩადებულია „მიღების სურვილის“ ყველა ქმნილებასა და ატომში მის საზღვრებში, არის ერთადერთი თვისება, რომლითაც იგი გამოირჩევა და იდენტიფიცირდება, როგორც ასეთი, მისი გარემოს ყველა სხვა წარმომადგენლისაგან. და ეს ხდება როგორც ცალკეულ ატომში, ასევე ატომების ერთობლიობაში, რომელსაც სხეული ეწოდება. და ყველა სხვა თვისება, რომელიც სცილდება ამ ძალის ფარგლებს, არანაირად არ მიეკუთვნება ამ მოლეკულას ან მოლეკულების ამ ერთობლიობას მათ პირადულობასთან მიმართებაში, არამედ ეხება მათ მხოლოდ ზოგადად, რაც წარმოადგენს უმაღლეს სიკეთეს (წყალობას, ბარაქას), რომელიც მათკენ შემქმნელისაგან მოდის და ის საერთოა ქმნილების ერთად აღებული ყველა ნაწილისათვის და აქ მნიშვნელობა არა აქვს ქმნილებათა ცალკეულ სხეულებს, როგორც ზემოთ გაირკვა.
ახლა კი ჩვენთვის ნათელი გახდება, თუ რა არის პიროვნების თავისუფლება პირველ ფაქტორთან დაკავშირებული განსაზღვრების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ „საფუძველი“ ვუწოდეთ, სადაც ყველა წარსულმა თაობამ, ანუ ამ პიროვნების მამებმა და ბაბუებმა, თავიანთი ბუნება ჩადეს, როგორც ზემოთ დეტალურად აღვწერეთ. და ახსნილის მიხედვით ძირითადი არსი ცნებისა „პიროვნება“ სხვა არაფერია, თუ არა მისი ნაწილაკების (მოლეკულების) ერთობლიობაში ჩადებული მიღების სურვილის საზღვრები.
ახლა კი შენ ხედავ, რომ ყველა ის მიდრეკილება, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო მამებისგან და ბაბუებისგან, სინამდვილეში წარმოადგენს მხოლოდ მიღების სურვილის საზღვრებს - მასში ჩადებულ მიზიდულობის ან განზიდულობის ძალას. და ისინი ჩვენს თვალწინ წარმოდგებიან ხელგაშლილობის ან სიძუნწის მიდრეკილებების, ადამიანებთან ურთიერთობის ან განმარტოების სურვილის სახით, როგორც ზემოთ აღინიშნა. და ამიტომ სწორედ ისინი წარმოადგენენ მის ეგოს, რომელიც გამუდმებით იბრძვის თაივისი არსებობის უფლებისათვის, ასე რომ, თუ ამ პიროვნების რომელიმე მიდრეკილებას გავანადგურებთ, ჩვენ ჩავითვლებით მისი ნამდვილი [ცოცხალი] ორგანოს მომკვეთად მისი საფუძვლიდან და ეს ჭეშმარიტ დანაკარგად ითვლება მთელი ქმნილებისათვის (სამყაროსათვის), რადგან მისი (ამ თვისების) მსგავსი არ არსებობს და აღარც იარსებებს მთელ მსოფლიოში, როგორც ზემოთაა ახსნილი.
და მას შემდეგ რაც ჩვენ სათანადოდ განვმარტეთ პიროვნების თავისუფლების გამართლებულობა ბუნების კანონების მიხედვით, გადავხედოთ და ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება მისი რეალიზება პრაქტიკაში ეთიკასა და პოლიტიკურ მეცნიერებასთან (პოლიტოლოგიასთან) შეჯახების გარეშე. და რაც მთავარია, როგორ ხდება ამ უფლების რეალიზაცია ჩვენი წმინდა თორის მიხედვით?
მიყევით უმრავლესობას (გადაწყვიტეთ უმრავლესობის მიხედვით)
წმინდა წერილში ნათქვამია: „მიყევით უმრავლესობას“ 12, ანუ სადაც არის უთანხმოება ინდივიდსა და უმრავლესობას შორის, ჩვენ ვალდებულნი ვართ უმრავლესობის სურვილის მიხედვით გადავწყვიტოთ. ამრიგად, ცხადია, რომ უმრავლესობას უფლება აქვს პიროვნებას თავისუფლება ჩამოართვას.
თუმცა, აქ გვაქვს კიდევ ერთი, უფრო სერიოზული კითხვა, რადგან, როგორც ჩანს, ამ კანონმა კაცობრიობა წინსვლის ნაცვლად უკან უნდა დახიოს, რადგან როდესაც კაცობრიობის უმრავლესობა განუვითარებელია, ხოლო განვითარებული ნაწილი ყოველთვის პატარა უმცირესობას წარმოადგენს, თუ შენ ყოველთვის განუვითარებელი და მოუთმენელი უმრავლესობის ნების მიხედვით გადაწყვეტ, გამოვა, რომ ყოველთვის უმცირესობაში მყოფ ბრძენთა და განვითარებულთა აზრი და სურვილი არც შეისმინება და არც გათვალისწინებულ იქნება. გამოდის, რომ შენ კაცობრიობას დეგრადაციისთვის გასწირავ, ის ხომ ერთი პატარა ნაბიჯითაც კი ვერ წაიწევს წინ.
თუმცა, როგორც სტატიაში „მშვიდობა“, პუნქტში „ბუნების კანონებისადმი სიფრთხილის ვალდებულება“ გაირკვა, ვინაიდან განგება გვავალებს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ყველა კანონი, რომელიც საზოგადოების არსებობის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული და თუ მათ გარკვეულწილად უგულებელვყოფთ, ბუნება შურს იძიებს ჩვენზე და ჩვეულებისამებრ თავის რისხვას დაგვტეხს თავზე და მნიშვნელობა არა აქვს, გვესმის ჩვენ ამ კანონების მნიშვნელობა თუ არა. ნახე იქ სათანადოდ.
და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი წესრიგი (წყობა), რომელიც საშუალებას მოგვცემდა გვეცხოვრა საზოგადოებაში კანონი „მიყევით უმრავლესობას“–ს გარეშე, რომელიც აგვარებს ჩვენთვის ნებისმიერ კონფლიქტს და ნებისმიერ ნაკლს (დეფექტს) საზოგადოებაში, ისე რომ ეს კანონი არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც საზოგადოებას არსებობის უფლებას აძლევს. და ამ მიზეზით იგი ითვლება განგების ერთ-ერთ ბუნებრივ მცნებად, და ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ის საკუთარ თავზე და დავიცვათ იგი მთელი სიფრთხილით, მიუხედავად ჩვენი გაგებისა. და ეს თორის სხვა მცნებების მსგავსია, რომლებიც ბუნებისა და შემქმნელის განგების კანონებს წარმოადგენენ და ჩვენამდე „ზემოდან ქვემოთ“ ეშვებიან. და მე უკვე ავხსენი (სტატიაში „მეცნიერება კაბალის არსი“, პ. „ფესვისა და ტოტის კანონი“), რომ მთელი რეალობა, რომელსაც ამ სამყაროში ბუნების მოქმედების სხვადასხვა გზებში (ფორმებში) ვხედავთ, ასეთი მხოლოდ იმიტომაა, რომ ისინი ამ გზით წარმოიქმნება და აღიბეჭდება იმ კანონებიდან და წესებიდან, რომლებიც უმაღლეს სულიერ სამყაროებში არსებობენ.
და ამასთანავე გაიგე ისიც, რომ თორის მცნებები არიან მხოლოდ უმაღლეს სამყაროებში დადგენილი კანონები და წესები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს სამყაროში ბუნების მოქმედების ყველა გზების (ფორმების) ფესვებს. და ამიტომ თორის კანონები ამ სამყაროში ყოველთვის შეესაბამება ბუნების კანონებს, როგორც წყლის ორი წვეთი. და ამით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კანონი „მიყევით უმრავლესობას“ (გადაწყვიტეთ უმრავლესობის მიხედვით) არის განგებისა და ბუნების კანონი.
თორის გზა და ტანჯვის გზა
ამასთან, ამ კანონიდან გამომდინარე ჩვენი დეგრადაციის პრობლემა ამით ჯერ კიდევ არ წყდება. და ესაა მართლაც ჩვენი მთავარი საზრუნავი - ვიპოვოთ მისი გამოსწორების გზები. თუმცა განგება, თავის მხრივ, ამისგან არაფერს კარგავს, რადგან მან უკვე მთლიანად ალყაში მოაქცია კაცობრიობა ორი გზით: „თორის გზით“ და „ტანჯვის გზით“, რათა ის დარწმუნებული იყოს კაცობრიობის განვითარებასა და მისი მიზნისკენ მუდმივ წინსვლაში, და არ არსებობს არავითარი განგება მასზე მაღლა (როგორც ნათქვამია სტატიაში „მშვიდობა", მიშნა-ს განმარტება „ყველაფერი მოცემულია გირაოდ"). თუმცა, ამ კანონის შესრულება ბუნებრივი და აუცილებელი მოვალეობაა, როგორც ზემოთ იქნა გარკვეული.
უმრავლესობის უფლება, წაართვას პიროვნებას თავისუფლება
თუმცა, კიდევ უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა ეს გამართლებული მხოლოდ იმასთან მიმართებაში, რაც ადამიანსა და მის მოყვასს შორის ხდება, სადაც ჩვენ ვღებულობთ კანონს „მიყევით უმრავლესობას“ (ქედი მოვიხაროთ უმრავლესობის წინაშე) განგების მიერ დაკისრებული ვალდებულებიდან გამომდინარე, ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება მოყვასის არსებობასა და ბედნიერებას, როგორც ზემოთ გაირკვა , - თუმცა, თორა გვავალდებულებს ამ კანონის შესრულებას „მიყევით უმრავლესობას“ ასევე უთანხმოების შემთხვევაში ადამიანისა და შემქმნელს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებში. რომელსაც თითქოს, არაფერი აქვს საერთო საზოგადოების არსებობის საკითხთან.
ამ შემთხვევაში ისევ იგივე კითხვას ვუბრუნდებით: როგორ გავამართლოთ ეს კანონი, რომელიც გვალდებულებს მივიღოთ უმრავლესობის აზრი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განუვითარებელია და უარვყოთ და უგულებელვყოთ ყველგან უმცირესობაში მყოფ განვითარებულთა აზრის?
თუმცა, როგორც დავამტკიცეთ მეორე ბროშურაში (სტატია „რელიგიის არსი და მისი მიზანი“, პ. „ცნობიერი განვითარება და არაცნობიერი განვითარება“), მთელი თორა და მცნებები მხოლოდ იმითვისაა მოცემული, რომ მათი დახმარებით განიწმინდოს ისრაელი, ანუ განავითაროს გაცნობიერების (შეცნობის) უნარი ჩვენში დაბადებიდან ჩადებული ბოროტებისა, რომელსაც ჩვენ ზოგადად განვსაზღვრავთ, როგორც საკუთარი თავის სიყვარულს და მიაღწმოს წმინდა სიკეთეს ყოველგვარი „მინარევების“ გარეშე, რაც განისაზღვრება სიტყვებით „მოყვასის სიყვარული“ და წარმოადგენს ერთადერთსა და განუმეორებელ გზას (გადასასვლელს) შემქმნელის სიყვარულისაკენ. მაშასადამე, მცნებები ადამიანსა და შემქმნელს შორის ასევე განიხილება როგორც განსაკუთრებული საშუალება, რომელიც აშორებს ადამიანს ეგოისტურ სიყვარულს, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოებას.
თავისთავად გამოდის, რომ ადამიანსა და შემქმნელს შორის მცნებების შესახებ უთანხმოების პრობლემები ასევე დაკავშირებულია საზოგადოების არსებობის უფლების საკითხთან, და შესაბამისად, ასევე შედის კანონის „მიყევით უმრავლესობას“ ჩარჩოებში.
აქედან გამომდინარე, ნათელია ჰალახისა და ჰაგადის გამიჯვნის მნიშვნელობა. რადგან მხოლოდ ჰალახაშია კანონი: „პიროვნება და უმრავლესობა - კანონია მიყვეთ (მისდიოთ) უმრავლესობას“ 13 და ეს არ არის ჰაგადაში. რადგან ის, რაც აღწერილია ჰაგადაში, ყველაფერზე მაღლა დგას ყოველივე იმაში, რაც საზოგადოების ცხოვრებას ეხება, რადგან ის ზუსტად საუბრობს ადამიანების ქცევაზე ურთიერთქმედებაში ადამიანისა და შემქმნელს შორის, – იმ ნაწილზე, რომელსაც არ აქვს პირდაპირი კავშირი და არც შედეგები საზოგადოების არსებობასა და მატერიალურ ბედნიერებასთან მიმართებაში.
და ამიტომ, უმრავლესობას არ აქვს უფლება და გამართლება გააუქმოს ინდივიდის აზრი და თითოეული თავისუფალია გააკეთოს ის, რაც მოსწონს. სხვა რამ არის ჰალახა, რომელიც ეხება თორის მცნებების შესრულებას, რომლებიც ყველა დაკავშირებულია საზოგადოების არსებობის შენარჩუნების უზრუნველყოფასთან, რაც გარანტიას იძლევა, რომ არ დამყარდეს სხვა წესრიგი (წესი) გარდა კანონისა „მიყევით უმრავლესობას" , როგორც ზემოთ გაირკვა.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქმედებს კანონი „მიყევით უმრავლესობას"
ახლა ჩვენ მივედით პიროვნების თავისუფლების კანონის გაგების გარკვევამდე. რადგან რეალურად ჩნდება დიდი შეკითხვა: საიდან მიიღო უმრავლესობამ პიროვნების თავისუფლების წართმევის უფლება, რომ ჩამოართვას მას ცხოვრებაში მისთვის ყველაზე უძვირფასესი რამ – თავისუფლება, რადგან ერთი შეხედვით, აქ არაფერია გარდა უხეში ძალისა.
თუმცა, ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ, რომ არსებობს განგების ბუნებრივი კანონი და მცნებები, და ვინაიდან განგება თითოეულ ჩვენგანს ავალდებულებს იცხოვროს საზოგადოებრივი ცხოვრებით, თავისთავად გამოდის, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია დაიცვას საზოგადოების არსებობა და ბედნიერება. და ეს არ შეიძლება გაკეთდეს სხვაგვარად, თუ არა წესრიგის „მიყევით უმრავლესობას“ დამყარებით, და ინდივიდის აზრი არ იქნება არც მოსმენილი და არც გათვალისწინებული.
ახლა კი ნათლად ხედავ, რომ ეს არის უმრავლესობის ყოველა უფლებებისა და გამართლების წყარო, რაც საშუალებას აძლევს მას ძალით წაართვას ინდივიდს თავისუფლება და დაუმორჩილოს თავის ძალაუფლებას. და ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ყველაფერში, რაც არ ეხება საზოგადოების მატერიალური ცხოვრების შენარჩუნებას, უმრავლესობას არაფერში არა აქვს უფლება და გამართლება გაძარცვოს და წაართვას პიროვნებას თავისუფლება. და თუ ასე მოიქცევიან, ისინი იქნებიან ყაჩაღები და მძარცველები, რომლებიც უხეშ ძალას ამჯობინებენ ნებისმიერ კანონსა და სამართლიანობას მსოფლიოში, რადგან აქ არ არსებობს არანაირი ვალდებულება, აკონტროლოს ინდივიდი და აიძულოს ის დაემორჩილოს უმრავლესობის სურვილებს.
სულიერ ცხოვრებაში მოქმედებს კანონი „მიყევით პიროვნებას".
ირკვევა, რომ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით არ არსებობს ბუნებით [ნაკარნახევი] მოვალეობა, რომელიც ინდივიდს საზოგადოების წინაშე დაავალდებულებს. პირიქით, უმრავლესობის ბუნებრივი მოვალეობაა დაემორჩილოს და დაიმდაბლოს თავი ინდივიდის წინაშე.
და როგორც სტატიაში „მშვიდობა“ მოცემული განმარტებიდან ირკვევა, არსებობს ორი გზა, რომლითაც განგებამ შეგვბოჭა და გარემოგვიცვა, რათა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე, კერძოდ კი - ტანჯვის გზა, რომელსაც ჩვენ ამ განვითარებამდე უნებლიედ (არაცნობიერად) მივყავართ, და თორისა და სიბრძნის გზა, რომელსაც ამ განვითარებამდე შეგნებულად, ყოველგვარი იძულებისა და ტანჯვის გარეშე მივყავართ. ნახე იქ როგორც საჭიროა.
და რაკი თაობაში ყველაზე განვითარებული, უეჭველად, ინდივიდია გამოდის რომ, როცა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ საჭიროა თავი იხსნას საშინელი ტანჯვისგან და თავზე აიღოს შეგნებულად და საკუთარი ნებით განვითარების გზა, რომელიც თორის გზას წარმოადგენს, მაშინ ისინი [ანუ მასები] ვალდებული არიან, რომ საკუთარი თავი და ფიზიკური თავისუფლება პიროვნების ნებას დაუმორჩილონ და შეასრულონ მისი მითითებები და გამოიყენონ მის მიერ მათთვის შეთავაზებული საშუალებები.
ამრიგად, თქვენ ხედავთ, რომ სულიერ საკითხებში უმრავლესობის უფლება გადაიქცევა მის მოვალეობად, და გამოდის, რომ [აქ მოქმედებს] კანონი „მიყევით პიროვნებას“, ანუ განვითარებულ პიროვნებას. რადგან ყველასთვის აშკარაა, რომ განვითარებული და განათლებული ადამიენები ყოველთვის ძალიან პატარა უმცირესობაა მთელ საზოგადოებაში. და გამოდის, რომ საზოგადოების მთელი წარმატება და მისი სულიერი ბედნიერება უმცირესობის ხელშია მოქცეული. და სათანადოდ გაიგე ეს.
და ამიტომ, უმრავლესობა თავზე იღებს ვალდებულებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყროს და დიდი ყურდგებით დაიცვას ცალკეულ ინვიდიდთა ყველა აზრი, რათა ის არ გაქრეს სამყაროდან, რადგან უმრავლესობამ ზუსტად უნდა იცოდეს და დარწმუნებული იყოს, რომ უფრო განვითარებული და უფრო სწორი მოსაზრებები არასოდესაა მმართველი უმრავლესობის ხელში, არამედ სწორედ ყველაზე სუსტთა, ანუ შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი უმცირესობის ხელში, რადგან ყოველი სიბრძნე და ძვირფასეულობა სამყაროში მცირე რაოდენობით მოდის. ამიტომ, ჩვენ გაფრთხილებული ვართ, რომ ყველა პიროვნების აზრი დაცული უნდა იყოს მმართველი უმრავლესობის გაგების სუსტი უნარის გამო გაერკვეს მასში.
კრიტიკა, როგორც წარმატების მიზეზი, კრიტიკის ნაკლებობა, როგორც გადაგვარების მიზეზი
ღირს ასევე ზემოთ ნათქვამს კიდევ დავუმატოთ, რომ რეალობა ჩვენს მზერას სთავაზობს აბსოლუტურ კონტრასტს სხეულებრივ საკითხებს და მოსაზრებებსა და წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის, განხილულ საგანში. რადგან საზოგადოების ერთიანობას, რომელიც ყოველგვარი ბედნიერებისა და წარმატების წყარო უნდა იყოს, ადგილი აქვს მხოლოდ სხეულებს შორის და იმაში, რაც ადამიანის სხეულთანაა დაკავშირებული. და მართლაც, მათ შორის განხეთქილება ყოველგვარი არეულობის და უბედურების მიზეზია.
თუმცა, ის რაც მოსაზრებებსა და შეხედულებებთან მიმართებაში ხდება, დიამეტრალურად საპირისპიროა [ამის], რადგან მათში ერთიანობა ან კრიტიკის ნაკლებობა მიიჩნევა ყოველგვარი წარუმატებლობის წყაროდ, რაც ხელს უშლის ნებისმიერ პროგრესს და ნაყოფიერ, ინტელექტუალურ საქმიანობას, რადგან სწორი დასკვნების აგებისთვის ძირითადად ეყრდნობა უთანხმოებათა სიმრავლესა და დაყოფას, რომელიც [განსხვავებულ] მოსაზრებებს შორის იხსნება და ვლინდება. ამასთან რაც უფრო დიდია კონფლიქტი და წინააღმდეგობა და რაც უფრო ძლიერია კრიტიკა, მით მეტად მრავლდება ცოდნა და გაგება, და ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი გამოსაკვლევი და გასარკვევი ხდება, ხოლო გონების მარცხისა და გადაგვარების მთელი მიზეზი გარკვეულ საკითხზე კრიტიკისა და უთანხმოების ნაკლებობაა.
ამრიგად, აშკარაა, რომ მატერიალური წარმატების მთელი საფუძველი საზოგადოების ერთიანობის დონეა, ხოლო განათლებისა და აზროვნების წარმატების საფუძველი მათში არსებული დაყოფა და უთანხმოებაა.
აქედან გამომდინარეობს კანონი, რომ როდესაც კაცობრიობა სხეულისმიერ წარმატებასთან დაკავშირებით მიაღწევს თავის მიზანს, და კერძოდ - მიაღწევს მოყვასის სიყვარულის სრულყოფილ დონეს, როდესაც მსოფლიოში მცხოვრებთა ყველა სხეული თავმოყრილი იქნება ერთ სხეულსა და ერთ გულში. როგორც ნათქვამია სტატიაში „მშვიდობა", რომ მხოლოდ მაშინ გამოვლინდება კაცობრიობისთვის განკუთვნილი ბედნიერება მთელი თავისი სიმაღლით, აი ამ მომენტში, ამის საპირისპიროდ, ფრთხილათ უნდა ვიყოთ, რომ კაცობრიობის წარმომადგენლების მოსაზრებები ძალიან არ დაემთხვევეს ერთმანეთს - იმდენად, რომ უთანხმოება და კრიტიკა ბრძენებსა და მეცნიერებს შორის გაქრეს, რადგან სხეულისმიერ სიყვარულს ბუნებრივად ასევე აზრთა სიახლოვე მოაქვს და თუ უთანხმოება და კრიტიკა გაქრება, ყოველგვარი პროგრესი აზროვნებასა და წვდომაში შეჩერდება და, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ცოდნის წყარო დაშრება.
ამრიგად, ჩვენ სრულად დავამტკიცეთ პიროვნების თავისუფლებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების აუცილებლობა აზრებისა და შეხედულებების მიმართ, რადგან სიბრძნისა და ცოდნის მთელი განვითარება ინდივიდის ამ თავისუფლებას ეფუძნება და ამიტომ გვაფრთხილებენ, რომ უნდა დავიცვათ იგი დიდი ყურადღებით {სიფრთხილით), ასე რომ, ჩვენს შორის არსებული ნებისმიერი ფორმა, რომელსაც ჩვენ სიტყვა „პიროვნებას“ ვუწოდებთ, ანუ ცალკეული ადამიანის პირადი ძალის თვისებას, რომელსაც ზოგადად „მიღების სურვილს“ უწოდებენ… [აზრი გაწყვეტილია]
//////////////////////////////////////
გაუსწორებელი ნაწილი
46
წინაპართა მემკვიდრეობა
... ასევე იმ სურათების ყველა დეტალი, რომელიც მოიცავს მიღების ამ სურვილს, ჩვენ მიერ განსაზღვრული სიტყვით „საფუძველი", ან პირველი ფაქტორი, რომლის მნიშვნელობა [არსი] მოიცავს ყველა იმ მიდრეკილებასა და ჩვევას და ა.შ., რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო მისი მამებისა და ბაბუებისგან, რომლებიც გვეჩვენებიან, როგორც ათასობით ადამიანთა გრძელი ჯაჭვი, რომლებიც ცხოვრობდნენ თავის დროზე და დგანან ერთმანეთის ქვეშ, სადაც თითოეული მათგანი მშობლების კონცენტრირებული წვეთია და ამ წვეთში თითოეულმა მიიღო მისი მშობლების სულიერი მემკვიდრეობა, მოხვდნენ რა მის მოგრძო ტვინში [medulla oblongata], წოდებულს ‘ქვეცნობიერი’. ასე რომ, ქვეცნობიერში ჩვენს წინაშე მყოფ ადამიანს აქვს ათასობით სულიერი მემკვიდრეობა, ამ ჯაჭვში წარმოდგენილი ყველა პიროვნებისგან, რომლებიც მისი მშობლები და მისი ბებია - ბაბუები არიან.
და რადგან ყველა ადამიანის სახე განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე მათი მოსაზრებები განსხვავდება ერთმანეთისგან. და მსოფლიოში არ არსებობს ორი ადამიანი, რომელთა მოსაზრებები ერთნაირი იქნებოდა, რადგან თითოეულს აქვს დიადი და მდიდრული ღირსება, რომელიც მას მემკვიდრეობით ათასობით წინაპარმა გადასცა, და სხვებს კი აქედან აბსოლუტურად არადერი არ აქვთ.
47
და ამიტომ, მთელი ეს მიღწევა ამ ინდივიდის საკუთრებად ითვლება, და საზოგადოება გაფრთხილებულია, რომ მან უნდა დაიცვას [გაუფრთსილდეს] მისი უნიკალურობა (ლიტ. „მისი გემო და სული“), რათა ის არ წაიშალოს გარემოს გავლენის ქვეშ, და თითოეულმა ინდივიდმა [პიროვნებამ] სრულად შეინარჩუნოს თავისი მემკვიდრეობა. და მაშინ მათ შორის კონფლიქტი და წინააღმდეგობა ყოველთვის იარსებებს, რაც სამუდამო გარანტიას გვაძლევს სიბრძნის კრიტიკასა და განვითარებაზე, რაც წარმოადგენს კაცობრიობის მთელს ღირსებას, და მთელს მისს ჭეშმარიტ და მარადიულ მისწრაფებებს.
მას შემდეგ რაც გარკვეულწილად გავეცანით ადამიანურ ეგოიზმს, რომელიც ჩვენ მიერ განვსაზღვრეთ, როგორც მიღების ძალა და სურვილი, რომელიც არის საკუთარი ცხოველური წერტილი მისი დაუფარავი ფორმით, ჩვენთვის ასევე სრულიად ნათელი გახდა სრულად მის საზღვრებში უნიკალურის ღირსების ზომით ნებისმიერი ინდივიდუალური სხეულის მიღწევა, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ ცნებით „წინაპრების მემკვიდრეობა", რაც მიდრეკილებებისა და თვისებების მთელ ძალას ნიშნავს, რომელიც მას მემკვიდრეობით „საფუძვლის" თვისებად გადაეცა, რომელიც არის ნებისმიერი ადამიანის პირველადი მასალა. , ანუ მისი მშობლების თესლის წვეთი.
და ახლა კი გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ [ჩავწვდეთ], რას გულისხმობდნენ ჩვენი ბრძენები, როცა თქვეს, რომ თორის მიღების წყალობით [ისრაელის ძეები] განთავისუფლდნენ სიკვდილის ანგელოზისგან. თუმცა, კიდევ უფრო კარგად უნდა გავიგოთ, რა არის ეგოიზმი და რა არის ზემოთ ხსენებული წინაპრთა მემკვიდრეობა.
48
ორი მდგომარეობა: (1) პოტენციური (2) პრაქტიკული
პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რომ ეგოიზმი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ სიტყვებით „მიღების სურვილის ძალა“, თუმცა ის ადამიანის მთელ მთავარ არსს წარმოადგენს, ნებისმიერ შემთხვევაში, აბსოლუტურად შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ის შეიძლება არსებობდეს ამ რეალობაში თუნდაც ერთი წამით.
(რადგან ცნობილია, რომ არსებობს მდგომარეობა [„პოტენციალში“] და მდგომარეობა „პრაქტიკაში“. და რასაც ჩვენ „პოტენციალში“ ვუწოდებთ არის ფიქრში [აზროვნებაში], ანუ მანამ, სანამ იგი პოტენციალიდან პრაქტიკულ გამოვლინებამდე გადავიდოდა. და ეს მხოლოდ ფიქრით განისაზღვრება).
რადგან ის, რასაც ჩვენ „პოტენციალს“ ვუწოდებთ, ანუ სანამ პოტენციალიდან პრაქტიკულ გამოვლინებამდე გადავა, რეალურად მხოლოდ აზროვნებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განსაზღვრულია მხოლოდ აზროვნებაში.
თუმცა, ფაქტობრივად, აბსოლუტურად შეუძლებელია სამყაროში ნამდვილი და რეალური ძალის წარმოდგენა იმ მომენტში, როდესაც ის უმოქმედოა და არაფერს აწარმოებს [ქმნის], ვინაიდან ეს ძალა არსებობს რეალობაში მხოლოდ იმ დროს და რამდენადაც ის მოქმედებაში ვლინდება.. ისევე, როგორც შეუძლებელია პატარა ბავშვზე ითქვას, რომ მას აქვს დიდი ძალა, მაშინ როცა მას არ შეუძლია ასწიოს თუნდაც მსუბუქი წონა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ბავშვში ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ის გაიზრდება, მასში დიდი ძალა გაიხსნება.
49
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა და სიძლავრე, რომელსაც ვხედავთ ადამიანში, რაც ის გაიზარდა, ჩადებული იყო ბავშვის ორგანოებსა და სხეულში მაშინ, როცა ის პატარა იყო, ოღონდ ეს ძალა მასში იმალებოდა და არ იყო გამოვლენილი პრაქტიკაში.
მართალია ის, რომ აზროვნებაში შესაძლებელი იყო ამის განსაზღვრა (ძალები, რომლებიც მომავალში უნდა გამოვლინდეს), რადგან გონება ასეთ ქცევას აიძულებს. თუმცა, რეალობასა და ბავშვის სხეულის ნამდვილ არსებობაში, მას ნამდვილად არ აქვს ძალა და სიმძლავრე, რადგან არანაირი ძალა არ ვლინდება მის მოქმედებებში.
ანალოგიურად მადის ძალასთან - ეს ძალა არ გამოვლინდება ადამიანის სხეულში იმ დროს, როცა მისი ორგანოებს არ შეუძლიათ ჭამა, ანუ როცა ის მაძღარია. მაგრამ მაშინაც კი, როცა ის მაძღარია, მადის ძალა არსებობს, მაგრამ ის იმალება ადამიანის სხეულში. თუმცა, მოგვიანებით, საჭმლის მონელების შემდეგ, ის კვლავ იხსნება და პოტენციურიდან პრაქტიკულ გამოვლინებაზე გადადის.
თუმცა, ეს კანონი (ძალების სხვასასხვაობის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი პრაქტიკულად [გამოხატულებაში]) ეხება აზროვნების შეცნობის გზებს. და ის, ფაქტობრივად, არანაირად არ არსებობს რეალობაში. რადგან, როცა მაძღრები ვართ, ვგრძნობთ და ჩვენთვის გასაგებია, რომ მადის ძალა გაქრა, თითქოს არასდროს ყოფილა. შეხედე მის ადგილს და ის აღარ არის 14.
50
გამოდის [ირკვევა], რომ ძალის ჩვენება, როგორც იმ ობიექტის, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაშია და თავისთავად არსებობს, აბსოლუტურად შეუძლებელია. მისი ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტთან მიმართებაში, ანუ იმ მომენტში, როდესაც ის მოქმედებს, ამ მომენტში ეს ძალა ვლინდება მოქმედებაში [იმ სუბიექტზე, რომელზეც ის მოქმედებს].
ამრიგად, კვლევის პროცესში აუცილებელია ორი კატეგორია, ობიექტი და სუბიექტი, ანუ პოტენციალი და პრაქტიკული რეალიზაცია - მაგალითად, მადის ძალა, რომელიც არის ობიექტი და საკვების წარმოსახვითი გამოსახულება, ანუ სუბიექტი, და მოქმედება. თუმცა, სინამდვილეში ისინი ერთად ჩნდებიან და არ შეიძლება იყოს ისეთი, რომ ადამიანის მადის ძალა გამოვლინდეს მის გონებაში საკვების წარმოსახვითი გამოსახულების გარეშე, ისე რომ ისინი ერთი მთლიანის ორი ნახევარი იყოს, რადგან მადის ძალამ უნდა შეიმოსოს ამ წარმოსახვითი საკვების სურათით. იმის გამო, რომ მას არ შეუძლია საკუთარი თავის გამოვლენა სხვაგვარად, გარდა ამ იმიჯით[ფორმით] შემოსვისა. და ეს კარგად გაიგე, რამეთუ ობიექტი და სუბიექტი აქ ჩნდება როგორც ერთი მთლიანის ორი ნახევარი და მათი არსებობა ერთდროულად ვლინდება და ასევე ერთდროულად ქრება.
51
და აქედან ირკვევა, რომ მიღების ეს სურვილი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, როგორც ეგოიზმი, არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანში არსებობს როგორც მისწრაფების ძალა, რომელსაც სურს მიიღოს, როგორც უძრავი ობიექტი, არამედ იგულისხმება მხოლოდ მიმართებაში. სუბიექტი, ანუ ის იმოსება ისეთი საგნების სახით, რომელთა მიღებაც უღირს - როგორც მადის ძალა, რომელიც თავს იმოსავს საჭმელად შესაფერისი საგნის სახით, და მისი მოქმედება ვლინდება საკვების ფორმის სახით., რომელითაც ის იმოსება. და ამ მოქმედებას ჩვენ ვუწოდებთ სწრაფვას, ანუ მადის ძალას, [იმ ზომით] რომელიც გამოიხატება წარმოსახვით მოქმედებაში.
ანალოგიურად, ჩვენს საგანშიც, მიღების ზოგად სურვილში, რომელიც არის ადამიანის საფუძველი და არსი. ის იჩენს თავს და არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა შემოსილია ობიექტების ფორმებში, რომლებიც შეიძლება მიეღო, რადგან მაშინ თუ იგი რეალიზდება სუბიექტთან მიმართებაში, და სხვა არანაირად. და ჩვენ ამ მოქმედებას ვუწოდებთ სიცოცხლეს, ანუ ადამიანის მაცოცხლებელ ძალას, რომლის მნიშვნელობა მსგომარეობს იმაში, რომ მიღების სურვილის ძალა შემოსილია და მოქმედებს მისაღებად სასურველ ობიექტებში. და ამ მოქმედების გამოვლინების ზომა წარმოადგენს მისი სიცოცხლის საზომს. ანალოგიურად იმის, რაც ჩვენ ვთქვით იმ მოქმედების შესახებ, რომელსაც ჩვენ „სწრაფვას" ვუწოდებთ.
52
ორი არსება: (1) ადამიანი (2) ცოცხალი სული
რაც დაზუსტდა (გაირკვა) [ზემოთ], ჩვენთვის სრულიად ცხადი ხდება ლექსი: „და შექმნა ყოვლისშემძლე შემქმნელმა ადამიანი მიწის მტვრისგან, და მის ნესტოებში სიცოცხლის სული ჩაბერა. და ადამიანი გახდა ცოცხალი სული” 15. რადგან აქ ვპოულობთ ორ არსებას, ესენია: (1) თავი თავად ადამიანი, (2) და თავის თავად ცოცხალი სული.
და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ თავიდან ადამიანი შეიქმნა მიწის მტვრის სახით, ანუ გარკვეული რაოდენობის მოლეკულების კრებული, რომელიც შეიცავს ადამიანის არსს, ანუ მის მიღების სურვილს. და მიღების სურვილის სიძლიერე სამყაროს ყველა მოლეკულაშია, როგორც ზემოთ გავარკვიეთ, და მათგან შეიქმნა და დაიბადა ოთხივე სახეობა: (1) უსულო, (2) მცენარეული, (3) ცხოველური, ( 4) მოლაპარაკე.
და ამაში ადამიანს არავითარი უპირატესობა არ აქვს დანარჩენ ქმნილების დანარჩენ ნაწილებზე. და ეს არის ის, რასაც წმინდა წერილი გვეუბნება სიტყვებით: „მტვერი მიწიდან".
თუმცა, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ეს ძალა, რომელსაც უწოდებენ მიღების სურვილს, არ შეიძლება სასურველი საგნების პრაქტიკული შემოსვის გარეშე არსებდეს. და ამ მოქმედებას სიცოცხლე ჰქვია.
53
და აქედან გამომდინარეობს, რომ სანამ ადამიანური სიამოვნების ფორმები მოვიდოდა ადამიანთან, განსხვავებული [და უფრო დიდი] ვიდრე სხვა ქმნილებათა ფორმები, ის მაინც ითვლება მკვდარ და სიცოცხლეს მოკლებულ ადამიანად, რადგან მის მიღების სურვილს არ ჰქონდა ადგილი, სადაც მას შეეძლებოდა შემოსილიყო, გამოეჩინა იქ თავისი მოქმედებები, რომლებიც სიცოცხლის გამოვლინას წარმოადგენს, როგორც ზემოთ აღინიშნა.
და ამიტომ ნათქვამია: „და ჩაბერა მის ნესტოებში სიცოცხლის სული“, რაც არის ადამიანთა მოდგმას შესაფერის მიღების ფორმების ზოგადობა. ხოლო სიტყვა „სული“ „ნეშამა“ მომდინარეობს სიტყვიდან „შეაფასე“ ‘შამინ’ მისთვის დედამიწა, რომლის მნიშვნელობა არის „შეფასება“ (და თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ სიტყვა ‘ნეშამას’ წყარო იობის ლექსიდან. 33:4: „ყოვლისშემძლე სულმა შემქმნა მე და შემქმნელის ‘ნეშამა’ სული მაცოცხლებს მე“ და იხილეთ მალბიმის კომენტარი ამ ლექსზე). სიტყვა „ნეშამა" ეხება პასიურ თავდებას, ისევე როგორც სიტყვები „ნიფკად" (გამოთვლილი), „ნეეშამ" (ბრალდებული), „ნეეშამა" (ბრალდებული მდ. სქ.).
და სიტყვების მნიშვნელობა: „და ჩაბერა მის ნესტოებში" - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის შინაგან და სანუკვარ ნაწილში მოათავსა სული და სიცოცხლის შეფასება, რომლის მნიშვნელობა არის ფორმების მთელი ჯამი, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული მისი მიღების სურვილში, როგორც ზემოთ აღინიშნა. და შემდეგ, მიღების სურვილის ძალამ, რომელიც მოგროვდა მის მოლეკულებში, იპოვა ადგილი, სადაც მას შეეძლო შემოსილიყო და ემოქმედა. ანუ იმ მიღების ფორმებში, რომელიც მან მიიღოშემქმნელისგან, და ამ მოქმედებას ეწოდება „სიცოცხლე", როგორც ზემოთ გაირკვა [ავხსენი].
54
და ამიტომ წმინდა წერილი ამთავრებს [ამ ლექსს] სიტყვებით: „და გადაიქცა ადამიანი ცოცხალ სულად“ 16, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც მიღების სურვილმა დაიწყო მოქმედება მიღების ამ ფორმების თვისებების მიხედვით, სიცოცხლე მაშინვე გამოვლინდა მასში. და ის ცოცხალ სულად იქცა. ვინაიდან მანამდე მან მიიღო მიღების ეს ფორმები, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ჰქონდა მიღების სურვილის ძალა, ნებისმიერ შემთხვევაში, იგი მაინც ითვლება მკვდარ სხეულად ყოველგვარი სიცოცხლის გარეშე, რადგან მას არ აქვს ადგილი, სადაც გავამჟღავნდება და გამოავლინდება ეს მოქმედება, როგორც ზემოთ გაირკვა.
და როგორც ზემოთ გაირკვა, იმისდა მიუხედავად, რომ პიროვნების საფუძველი მხოლოდ მიღების სურვილია, მიუხედავად ამისა, იგი მხოლოდ მთლიანის ნახევარია, რადგან იგი ვალდებულია შეიმოსოს ნებისმიერი რეალობით, რომელიც მას შეხვდება. მაშასადამე, ის და მის მიერ გამოსახული მიღების სახე [ფორმები] ერთად წარმოადგენენ აბსოლუტურად ერთ მთლიანობას, რადგან სხვაგვარად მას არ აქვს უფლება იარსებოს [თუნდაც] მცირე წამით, როგორც ზემოთ გაირკვა.
მაშასადამე, როდესაც სხეულის მანქანა [იმყოფება მის] საბოლოო და სრულ ფორმაში, ანუ [მიაღწია] საკუთარი წლების შუა ხანებს, [ადამიანის] ეგო აღწევს იმ დონეს, რომელიც მასში იყო ჩადებული დაბადებიდან, და ამიტომ მას თავად უჩნდება სურვილი მიიღოს დიდი ზომით და ძლიერი ხარისხით, ანუ სურს მიაღწიოს დიდ სიმდიდრესა და დიდ ღირსებებს და [მიიღოს] ყველაფერი, რაც მას თვალში მოხვდება.
55
ასე რომ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მიღების სურვილი მისკენ მიზიდული საგნის გამოსახულებასთან ერთად, რომელიც ეხატება მას [მიმზიდველად] მიღებისათვის, არის ერთი მთლიანობა, რადგან მათი გამოვლინებები ერთი და იგივეა, და მათი ზომა იგივეა, და მათი სიცოცხლის დონე ერთგვარია. თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებაა უარყოფის ფორმაში, რაზეც სიცოცხლის ბოლო პერიოდზეს ვისაუბრეთ. და ეს უარი არ არის არა გაჯერების [სიმაძღის] გამო, როგორც ეს ხდება იმ ადამიანთან, რომელიც უარს ამბობს საჭმელზე, როდესაც ის სავსეა, არამედ სასოწარკვეთილების გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეგო, როდესაც იწყებს სიკვდილს დაცემის პერიოდში, გრძნობს საკუთარ სისუსტეს და სიკვდილს, ამიტომ თანდათან იმედგაცრუებულია და უარს ამბობს ახალგაზრდობის დღეებში არსებულ ოცნებებსა და იმედებზე. და კარგად შეისწავლე განსხვავება გაჯერების [სპმაძღრის] გამო უარს თმა, რომელიც არანაირ ტანჯვას არ იწვევს და არ შეიძლება ეწოდოს ნაწილობრივი სიკვდილი, არამედ ის ჰგავს მუშას, რომელმაც დაასრულა თავისი საქმე, [და] უარს სასოწარკვეთილების გამო, რომელიც სავსეა ტანჯვითა და ტკივილით. , და ამიტომ ამას შეიძლება ეწოდოს ნაწილობრივი სიკვდილი. და გაიგე ეს როგორც საჭიროა [სწორად].
56
და ეს ხდება ადამიანის ეგოს სისავსის გამო, რომელიც თავისკენ იზიდავს იდეების სტრუქტურებსა და ფორმებს, რომლებშიც ის იმოსება და რომლის წყალობითაც არსებობს. თუმცა, როდესაც ის გადის თავისი წლების ნახევარს, იწყება ქვესვლის დრო, რომელიც არსებითად არის გარდაცვალების დრო, რადგან ადამიანი მაშინვე არ კვდება, ისევე როგორც მაშინვე არ იღებს სიცოცხლის საბოლოო ფორმას, არამედ მისი სანთელი, ანუ მისი ეგო თანდათან ქრება და ამასთან ერთად, თანდათან გადაგვარდება იმ შენაძენების სურათები, რომელთა მიღებაც მას სურს, რადგან ის იწყებს უარის თქმას ბევრ შენაძენზე, რაზეც ახალგაზრდობაში ოცნებობდა, და უფრო მეტიც, მისი ცხოვრების ქვესვლის წლები თანდათან უარს ამბობს შენაძენების სიდიდეზე, სანამ სიბერის დღევანდელ დღეებში, როცა სიკვდილის აჩრდილი უკვე მთელ მის არსებას ეფარება, ადამიანი არ შედის პერიოდში, როდესაც მას აბსოლუტურად საერთოდ არ აქვს არანაირი სურვილი, რადგან მისი მიღების სურვილი, ანუ ეგო, გაუფერულდა და გაქრა, და მასში დარჩა მხოლოდ პატარა ეგოს ნაპერწკალი, თვალისთვის შეუმჩნეველი, ანუ არავითარი შენაძენით არ არის შემოსილი. ამიტომ, ამ დღეებში არ არსებობს არც სურვილი და არც იმედი რაიმე სახის მიღების.
57
თავისუფლება სიკვდილის ანგელოზისგან
ახლა კი, ყოველივე ამის შემდეგ, რაც ჩვენ გავარკვიეთ, გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ ჩვენი ბრძენთა სიტყვები მათი ჭეშმარიტი სახით - რატომ ხსნიდნენ ისინი სიტყვებს: „ამოტვიფრულია დაფებზე“ 17 უნდა იკითხებოდეს არა „ამოტვიფრული“ ‘ხარუტ’. , არამედ „თავისუფლება“ ‘ხერუთ’, [იმ გაგებით], რომ სიკვდილის ანგელოზისგან თავისუფლება წარმოიშვა 18. მართლაც, სტატიებში „თორის მიღემა“ და „თავდებობა“ აღმოჩნდა, რომ თორის მიცემამდე მათ აიღეს [ვალდებულება] გააუქმონ ნებისმიერი კერძო საკუთრება იმდენად, რამდენადაც გამოხატულია სიტყვებით „ქოჰანიმთა (მღვდლმთავრების) სამეფო”. 19 და მთელი ქმნილების მიზანი, ანუ შერწყმა შემქმნელთან მასთან მსგავსებაა ფორმის მიხედვით - როგორც შემქმნელი არის გამცემი და არ იღებს, ასევე ისინი იქნებიან გამცემნი და არა მიმღებნი, რაც წარმოადგენს ბოლო შერწყმის ნაბიჯს, გამოხატულს სიტყვებით „წმინდა ხალხი“, როგორც ნათქვამია სტატიის ბოლოს „თავდებობა".
58
თავისუფლება სიკვდილის ანგელოზისგან
და მე უკვე მიგიყვანე შემ იმის გაგებამდე, რომ ადამიანის მთავარი არსი, ანუ მისი ეგოიზმი, რომელიც განსაზღვრულია მიღების სურვილით, არის მთლიანის მხოლოდ ნახევარი და აქვს არსებობის უფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შემოსილია რაიმე სახის მოგებით. ან მოგების იმედით, რადგან მაშინ ის აღწევს დასრულებას, ისე რომ თქვენ შეგიძლიათ უწოდოთ მას ადამიანის არსი, მაგრამ სხვაგვარად - არა. გამოდის, რომ ისრაელის ძეებს შორის, რომლებიც დაჯილდოვდნენ სრული შერწყმით მათი წმინდა დგომის დროს [სინაის მთაზე], მათი მიმღები ქელიმ [ჭურჭლები] მთლიანად განადგურდა სამყაროს ყველა შენაძენისაგან და შეერწყა შემქმნელს ფორმის მსგავსებით. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ჰქონიათ არავითარი შეძენის სურვილი საკუთარი თავისთვის, და [ის არსებობდა] მხოლოდ სიამოვნების მინიჭების ზომით - რათა შემქმნელი დამტკბარიყო მათი წყალობით.
59
და როდესაც მათი სურვილი შეიმოსონ ამ შენაძენის იმიჯით [სახით] , მასში შემოსვით, იგი გაერთიანდა მასთან ერთ მთლიანობაში, და შესაბამისად ისინი, უდავოდ, გათავისუფლდნენ სიკვდილის ანგელოზისგან. რადგან სიკვდილი აუცილებლად არის რაიმეს არსებულილის არარსებობა და უარყოფა, რაც შესაძლებელია, თუკი არსებობს რაიმე ნაპერწკალი, რომელსაც სურს არსებობდეს საკუთარი შეძენის მიზნით, [მაშინ] შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაპერწკალი არ არსებობს, რადგან გაქრა და მოკვდა. სხვა საქმეა, თუ ადამიანში არ არის ასეთი ნაპერწკალი და მისი არსის ყველა ნაპერწკალი შემოსილია მისი შემქმნელისთვის სიამოვნების მინიჭებით, რომელიც არ ქრება და არ კვდება, რადგან მაშინაც კი, როდესაც სხეული გაუქმებულია, ის არის გაუქმებული მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიღებასთან დაკავშირებით, რომელშიც შემოსილია მიღების სურვილი და რომლის გარეშე მას არ აქვს არსებობის უფლება, როგორც ზემოთ არის ნათქვამი.
თუმცა, როდესაც ის ასრულებს ქმნილების მიზანს და შემქმნელი იღებს მისგან სიამოვნებას, რადგან მისი სურვილი შესრულდა, გამოდის, რომ ადამიანის არსი შემქმნელის ამ სიამოვნებით არის შემოსილი, და იგი დაჯილდოვებულია აბსოლუტური მარადისობით, როგორც შემქმნელი, და გამოდის, რომ თურმე სიკვდილის ანგელოზისგან თავისუფლებით დაჯილდოვდა. და ამიტომ მიდრაშში ნათქვამია: „თავისუფლება სიკვდილის ანგელოზისგან“ 20, ხოლო მიშნაში: „„დაფებზე ამოტვიფრულია“ 21 უნდა იკითხებოდეს არა „ამოტვიფრული“ ‘ხარუტ’, არამედ „თავისუფლება“ ‘ხერუთ’, რადგან იქ არ არის თავისუფალი ადამიანი, მათ გარდა, ვინც თორის შესწავლით არის დაკავებული...“ 22 იხილეთ იქ როგორც საჭიროა [სწორად[.
- ქვის დაფებზე – იგულისხმება მოსეს მიერ სინაის მთაზე მიღებული ქვის ორი დაფა, რომელზედაც 10 მცნება იყო ამოტვიფრული.