მოქმედების დროა
იეჰუდა ლეიბ ალევი აშლაგი (ბაალ ჰასულამი)
დიდი ხნის განმავლობაში, ყოველდღიურად მდევნის სინდისის ქენჯნა და მაიძულებს, რომ გამოვიდე ჩემი საკუთარი საზღვრებიდან და შევქმნა ფუნდამენტური ნაშრომი იუდაიზმის არსისა და ჩვენი რელიგიის (აქ იგულისხმება კაბალა) შესახებ, მეცნიერება კაბალის საფუძვლების ცოდნაზე დაყრდნობით, და გამევრცელებინა იგი ხალხში. ისე რომ, ხალხს შესძლებოდა შეეცნო და გაეგო, თავის მნიშვნელობით, სამყაროს მწვერვალზე მყოფი საკითხების საერთო აღქმა, როგორც ეს შეეფერება მათ ჭეშმარიტ სახესა და ხასიათს.
ისრაელში მანამდე, სანამ ბეჭდვითი საქმე მსოფლიოსთვის ცნობილი გახდებოდა, არ გვქონდა [იუდაიზმის არსის შესახებ] ყალბი წიგნები და ა.შ.. რადგან თითქმის არ გვყავდა ისეთი ავტორები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდნენ თავიანთ სიტყვებს. ეს იყო იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უპასუხისმგებლო ადამიანი, როგორც წესი, არ იყო ცნობილი საზოგადოებაში. მაშასადამე, თუ ვინმე შემთხვევით მაინც გათავხედდებოდა და გაბედავდა ასეთი ნაშრომის დაწერას, არცერთ გადამწერს არ ექნებოდა მისი წიგნის გადაეწერის ინტერესი, რადგან ის ვერ მიიღებდა გასამრჯელოს ამ გაწეული შრომისთვის, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ ძვირი ღირდა. ავტომატურად გამოდიოდა, რომ ამ წიგნის ბედი წინასწარ გადაწყვეტილი იყო, და ის უნდა გამქრალიყო ჩვენი ხალხის წრიდან.
ამავე დროს, მცოდნე პირებს არ ჰქონიათ ინტერესი და საჭიროება დაეწერათ ასეთი სახის წიგნები, რადგან ეს ცოდნა არ არის სავალდებულო ფართო მასებისთვის. პირიქით, მათ ჰქონდათ ინტერესი ეს საკითხები ყველაზე საიდუმლო ადგილზე დაემალათ, რადგან: „შემქნელის დიდება – საგნების დაფარვაშია". რადგან ჩვენ გვიანდერძეს, რომ დავმალოთ თორისა და შინაგანი სულიერი მუშაობის არსი იმათგან, ვისაც არ სჭირდება ან არ არის მისი ღირსი. არ გავაუფასუროთ ის და, არ გამოვფინოთ ვიტრინაში მშიერი უსინათლო თვალებისთვის ან ამპარტავანი ადამიანებისთვის, რადგან ამის გაკეთებას შემქმნელის დიდება გვავალდებულებს.
თუმცა მას შემდეგ, რაც ბეჭდვითი საქმე მსოფლიოში გავრცელდა, და ავტორებს უკვე აღარ სჭირდებოდათ მათი ტექსტების გადამწერები, და წიგნების მაღალი ფასი დაეცა, – ამ ყველაფერმა გზა გაუხსნა ისეთ ავტორებს, რომლებიც პასუხს არ აგებდნენ თავიანთ ქმედებებზე - დაწერეს წიგნები ისე როგორც მათ სურდათ, შემოსავლისა და განდიდების მიზნით, და ა.შ. და თავიანთი ნახელავის არსს საერთოდ არ ითვალისწინებენ და თავიანთ ნახელავში საერთოდ არ იხედებიან.
ამ მომენტიდან დაიწყო ზემოთხსენებული ტიპის წიგნების გამრავლება, როდესაც უფლებამოსილი მასწავლებლისგან პირისპირ ზეპირი გადაცემის ყოველგვარი სწავლებისა და იმ წინამორბედი წიგნების ცოდნის გარეშე, რომლებიც ამ თემას ეხება, მათი ავტორები აკეთებენ დასკვნებს, ეყრდნობიან რა თავიანთ მიწიერ არსსა და ყოველგვარ აბსურდზე. და ისინი ამ საკითხებს ქვაკუთხედად იყენებენ, რის საფუძველზეც წარმოადგენენ ხალხის სულსა და მის მთელ უზარმაზარ სიმდიდრეს. და როგორც სულელებმა, არ იციან სიფრთხილე, ასევე მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცოდნენ, რომ ისინი თაობებს აწვდიან გამრუდებულ ცოდნას, და თავიანთი წვრილმანი ვნებების გამო სცოდავენ და ცოდვაში შეჰყავთ მრავალი ადამიანი მრავალი თაობების განმავლობაში.
ბოლო დროს მათ თავიანთი სიმყრალე უნახავ სიმაღლეებზე აიყვანეს, რადგან ყველაფერთან ერთად, მათ თავიანთი კლანჭები ჩაავლეს კაბალის მეცნიერებას, არ მიაქციეს ყურადღება, რომ ეს მეცნიერება ათასი გასაღებითაა დღემდე ჩაკეტილი და დაფარული ისე, რომ მასში ვერავინ შეძლებს შეღწევას იმისათვის, რომ თუნდაც ერთი სიტყვა მისი სწორი მნიშვნელობით გაიგოს, რომ არაფერი ვთქვათ რომელიმე სიტყვის კავშირზე მეზობელ სიტყვებთან. რადგან ყველა ნამდვილ წიგნში, რომლებიც დღემდე დაიწერა, არის მხოლოდ დახვეწილი მინიშნებები, რომლებიც ოდნავ საკმარისია მხოლოდ იმ მოსწავლისთვის, რომელსაც თავად ესმის, თუ როგორ მიიღოს უფლებამოსილი ბრძენი კაბალისტისგან მათი ზეპირსიტყვიერი ახსნა. და ასევე: „მფრინავი გველები დაიბუდებენ იქ, დადებენ კვერცხებს, გამოიჩეკებიან და გამოიზრდებიან მის ჩრდილში", და გამრავლდნენ ჩვენს დროში ეს შამანური შემთხზავები, რომლებიც ამზადებენ ისეთ კერძებს, რომლებიც ამაზრზენია ყველასთვის, ვინც მათ უყურებს.
მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც კიდევ უფრო შორს მიდიან, რათა მწვერვალზე ავიდნენ, და ისაკუთრებენ იმ ადგილს, რომელიც თაობის ღირსეულ წინამძღოლებს ეკუთვნის, თავს აჩვენებენ თითქოს შეუძლიათ განასხვავონ წინაპართა წიგნები „პირველების" წიგნებისგან – მიუთითებენ ხალხს, რომელი წიგნის შესასწავლა ღირს, და რომელი წიგნით არ ღირს დაკავება, რადგან ის სავსეა ფანტაზიებით. სირცხვილი და აუგი მათ! რადგან დღემდე ასეთი განხილვა მხოლოდ თაობის ათი წინამძღოლიდან ერთ - ერთის განსაკუთრებული წილხვედრი იყო. და ახლა კი უვიცები აქ აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ.
ამიტომ საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხების გაგების შესახებ ძალიან უარყოფითი გახდა. გარდა ამისა, წარმოიქმნა დამოკიდებულების ქარაფშუტური ატმოსფერო. და თითოეული ფიქრობს, რომ მისთვის საკმარისია ერთი სწრაფი გადახედვა თავისუფალ დროს, რათა შეისწავლოს და გააანალიზოს ეს ამაღლებული თემა - საკითხები. ფიქრობენ, რომ ერთი ნახვით შეძლებენ გაიგონ ამ მაღალი მეცნიერებისა და იუდაიზმის ნამდვილი არსი, გადაუფრენენ რა ამ მაღალი მეცნიერების მთელ სამყაროს ერთი გადაფრენით, როგორც ცნობილი ანგელოზი... და აკეთებენ დასკვნებს, ისე როგორც მოეპრიანებათ.
ასეთია ის მიზეზები, რომლებმაც გამომიყვანეს ჩემი საზღვრებიდან, და გადავწყვიტე, რომ დადგა დრო ვიმოქმედო შემქმნელის სახელისათვის, რათა გადავარჩინო ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება. და მე ავიღე საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ გავამჟღავნო გარკვეული დოზით ნამდვილი არსი, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება, და იგი ხალხში გავავრცელო.