<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->

მრავალთა ლოცვა

რაბაში. სტატია 15, 1986 წელ

 

ზოჰარის წიგნში ნათქვამია: „და თქვა მან: ‘ჩემს ხალხში ვცხოვრობ მე’“¹. ზოჰარი კითხულობს: „რას ამბობს იგი?“ და პასუხობს: „რადგან როდესაც სამყაროზე სამსჯავრო ჩამოწვება, ადამიანი არ უნდა  დადგეს ცალკე და გამოეყოს საზოგადოებას… რადგან როდესაც სამსჯავრო დგას სამყაროზე, ისინი, ვინც ცალკე არიან ცნობილი და ცალკე ჩაწერილნი — თუნდაც მართალნი იყვნენ — პირველად ხდებიან დარტყმის ობიექტები. ამიტომ ადამიანი არასოდეს  არ უნდა გამოეყოს ხალხს, რადგან შემქმნელის მოწყალება, ყოველთვის მთელ ხალხსზედ  ერთად ეშვება. ამიტომ თქვა მან: *‘ჩემს ხალხს შორის  ვცხოვრობ მე*¹ — და არ მსურს მათგან განცალკევება“

რადგან „სამსჯავრო (დინ), რომელიც დგას სამყაროზე“, ნიშნავს მიღების სურვილს, ანუ ეგოისტურ სიყვარულს. როგორც ცნობილია, ქმნილებები ამ ბუნებით იბადებიან — შემქმნელის სურვილით , დაატკბოს თავისი ქმნილებები.

და რადგან გაჩნდა ფორმის მსგავსების  სურვილი, რათა არ ყოფილიყო „სირცხვილის პური“, დამკვიდრდა კანონი დინ, რომელიც კრძალავს მიმღები ქლის გამოყენებას. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანმა იცის, რომ შეუძლია მიღებაზე ააშენოს განზრახვა — გაცემის მიზნით,  ეძლევა მას უფლება გამოიყენოს მიმღები ქელიმი. ამგვარად, გამოთქმის თანახმად:  „როდესაც დინ დგას სამყაროზედ“ ნიშნავს, რომ მთელი სამყარო ჩაძირულია ეგოისტურ სიყვარულში. ასეთ მდგომარეობაში სამყაროში სიბნელეა გაბატონებული, რადგან არ არსებობს ადგილი, საიდანაც სინათლე გავრცელდებოდა  ქვემოთ, ქმნილებებისკენ — სინათლესა და მიმღებ ქმნილებებს შორის არსებული ფორმის განსხვავების გამო.  რამეთუ ამ განსხვავებაზე მოქმედებს დინ-ის კანონი, რომელიც კრძალავს ზემოთა სიკეთის  გადაცემას ქმნილებებისთვის.

ამიტომ, როდესაც ადამიანი იღვიძებს და სურს, რომ შემქმნელმა იგი  დაიახლოვოს — ანუ მისცეს მას გამცემი ქელიმი, ზუსტად ამას ეწოდება „დაახლოვება“ — იგი სთხოვს შემოქმედს დახმარებას.  მაგრამ  ცნობილია, რომ დახმარებას, რომელიც მოდის შემქმნელისგან, ეწოდება უმაღლესი  სიკეთე,  და  „სული“ ეწოდება. როგორც წიგნი ზოჰარი ამბობს, ზემოდან მიღებული დახმარება არის „წმინდა სულის“ შემადგენელი.

და ამიტომაც, როდესაც ადამიანი იწყებს თხოვნას, რომ შემქმნელმა დაიახლოვოს იგი, მაგრამ თუკი ის დგას მარტო, განცალკევებულად, ანუ როგორც მას თავად ესმის, რომ შემოქმედქმნელმა პირადად ის უნდა დაიახლოვოს .  რატომ ფიქრობს ადამიანი, რომ მთელი საზოგადოება შეიძლება დარჩეს ამჟამინდელ მდგომარეობაში, ხოლო მხოლოდ მას განსხვავებულად მოექცეს  შემქმნელი?

ეს გამომდინარეობს იქედან,  რომ ადამიანს  ჰგონია, თითქოს მას აქვს ღირსებები, რომლებიც სხვა ადამიანებს არ გააჩნიათ. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები განცალკევებულნი  არიან და არ უკავშირდებიან მთლიან საზოგადოებას, რადგან თვლიან, რომ სხვებზე მეტად იმსახურებენ შემოქმედთან დაახლოებას და საკუთარ თავს მართლებად მიიჩნევენ — ისინი პირველები ხდებიან დარტყმის ქვეშ. ანუ სამსჯავრო, რომელიც არის მიღება საკუთარი თავისთვის, მათზე უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე დანარჩენ საზოგადოებაზე, და ისინი უფრო მეტად იძირებიან ეგოისტური სიყვარულის თვისებაში.

და ეს გამომდინრეობს იქედან, რომ ადამიანი ფიქრობს, თითქოს სხვებზე მეტს იმსახურებს. ანუ მისი აზრით, სხვა ადამიანებისთვის საკმარისია ის, რაც გააჩნიათ, ხოლო როდესაც საკუთარ თავს უყურებს, თვლის  რომ მეტს იმსახურებს, ვიდრე სხვა დანარჩენი ადამიანები. ეს ფიქრი არის მიღების ჭეშმარიტი თვისება - ასი პროცენტით ეგოისტური სიყვარული. ანუ გამოდის, რომ ეგოისტური სიყვარულის თვისება მასში უფრო მეტად იწყებს განვითარებას, ვიდრე სხვებში.

ამგვარად, გამოდის, რომ იგი მუდმივად მუშაობს ეგოისტური სიყვარულით . ამავე დროს მას ეჩვენება, რომ მართალია, რადგან მას სურს იმუშაოს გაცემის თვისებაში.

იგი საკუთარ თავს ეუბნება, რომ ის, რასაც სთხოვს შემქმნელს, მხოლოდ  მასთან დაახლოებაა  და ეს არის მართლის თვისება. ე.ი  რას სთხოვს? რომ შემქმნელმა მისცეს ძალა, შეასრულოს თორა და მცნებები გაცემის მიზნით  და რა ნაკლი შეიძლება იყოს სურვილში, ემსახურო მეფეს?

აქედან შეიძლება აიხსნას წიგნი ზოჰარის სიტყვები, რომელიც რჩევას აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც შიდა მოთხოვნა აქვთ და ვერ ეგუებიან იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან.

რადგან ისინი ვერ ხედავენ წინსვლას შემქმნელის სამსახურში, თუმც სწამთ ნათქვამის:

„და შეიყვარე უფალი,  ღმერთი შენი, და დაემორჩილე მას, და მიეკარი მას, რადგან იგი არის  სიცოცხლე შენი და დღეთა ხანგრძლივობა შენი“³.

და ისინი ხედავენ, რომ მათ აკლიათ, არ ჰყოფნით  სიყვარული და შერწყმა, ვერ გრძნობენ სიცოცხლეს თორაში და არ იციან, რა რჩევა იპოვონ თავიანთი სულებისთვის, რათა მათ გრძნობებში, მათ ორგანოებში შეიგრძნონ იმას, რასაც წერილი ამბობს.

რჩევა კი იმაში მდგომარეობს, რომ ილოცონ მთელი საზოგადოებისათვის მთლიანობაში. ანუ ყველაფერი, რასაც ადამიანი გრძნობს, რომ აკლია, და რასაც ითხოვს შევსებისთვის ,  არ უნდა თქვას, რომ ის საზოგადოების  გამონაკლისია. არ უნდა თქვას, რომ მას ეკუთვნის მეტი, ვიდრე მთელ საზოგადოებას. არამედ,  *ჩემს ხალხში ვცხოვრობ მე*¹.

ანუ, მე ვთხოვ მთელი საზოგადოებისათვის, რადგან მსურს მივიდე ისეთ მდგომარეობამდე, სადაც არაფერზე ვიზრუნებ მხოლოდ  საკუთარი თავისთვის, არამედ მხოლოდ იმაზე ვიზრუნებ , რომ შემქმნელს ვასიამოვნო. ასეთ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, იქნება თუ არა შემქმნელის სიამოვნება ჩემგან, თუ იგივე სიამოვნებას მიიღებს სხვებისგან?

ანუ,  იგი სთხოვს შემქმნელს, რომ მან მოგვცეს ჩვენ ისეთი გაგება, რომელსაც ეწოდება „ყველაფერი ზეცისთვის“.

რაც  ნიშნავს, რომ ადამიანი თავად იყოს დარწმუნებული, რომ  არ ატყუებს საკუთარ თავს იმაში, რომ სურს გასცეს შემქმნელისთვის.

რადგან შესაძლებელია, რომ სინამდვილეში იგი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ეგოისტურ სიყვარულზე , რათა  თავად იგრძნოს სიკეთე, მადლი  და სიამოვნება.

ამიტომ იგი ლოცულობს მთელი საზოგადოებისათვის.

ანუ, თუ საზოგადოებაში არის რამოდენიმე  ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ მიაღწიონ მიზანს — შემქმნელთან შერწყმას და ამით შემქმნელს ექნება მეტი სიამოვნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ თავად ის დაუახლოვდება,  ასეთ შემთხვევაში  იგი უარს ამბობს საკუთარ თავზე და სურს, რომ შემქმნელი  მათ დაეხმაროს. რადგან ზემოთ უფრო მეტი სიამოვნება იქნება მათი წარმატებისგან, ვიდრე მისი პირადი შრომისგან. 

და ამიტომ იგი ლოცულობს მთელი საზოგადოებისათვის — რათა შემქმნელი  დაეხმაროს მთელ საზოგადოებას და მისცეს მას  შეგრძნება, რომ  სიამოვნება და კმაყოფილება  მიიღოს იმით,  რომ შეუძლია შემქმნელისთვის გაცემა,  მის სიამოვნების მისანიჭებლად და დასატკბობად. 

და რადგან ყველაფერში საჭიროა გამოღვიძება ქვემოდან, იგი აძლევს ამ გამოღვიძებას ქვემოდან.

ხოლო გამოღვიძებას ზემოდან მიიღებენ სხვები, ისინი, ვისზეც შემქმნელმა იცის, რომ ამ ადამიანისგან  მეტი სარგებელი ექნება შემქმნელს. გამოდის, რომ თუ ადამიანს აქვს ძალა, ილოცოს ასეთი ლოცვით, ეჭვს გარეშე მას  ელოდება ნამდვილი გამოცდა ,  თანახმაა თუ არა იგი ასეთ ლოცვაზე.

და თუ მან იცის, რომ მისი სიტყვები მხოლოდ ცარიელი საუბარია ,  რა შეუძლია გააკეთოს,  როდესაც ხედავს, რომ სხეული არ ეთანხმება ასეთ ლოცვას, რა იქნებოდა სინამდვილეში სუფთა გაცემა,  მიღების მხრიდან ჩარევის გარეშე?

არსებობს მხოლოდ ერთი ცნობილი რჩევა:  შემქმნელის მიმართ ილოცოს და ირწმუნოს გონებაზე, ცოდნაზე  მაღლა, რომ შემქმნელს შეუძლია დაეხმაროს მას და მთელ საზოგადოებას.

და ის არ უნდა მოექცეს შთაბეჭდილების ქვეშ იმის გამო, რომ ბევრჯერ ილოცა და პასუხი ვერ მიიღო საკუთარ ლოცვაზე, და ამას მიჰყავს ადამიანი სასოწარკვეთამდე. რამეთუ სხეული მას დასცინის და ეუბნება:

„ხედავ ხომ, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და შენ თითქოს  არანაირი იმედი აღარ გაქვს. და ახლა შენ სთხოვ შემქმნელს, რომ მან დაგიმატოს შევსება ისეთ საკითხებში, რომლებიც პატივსაცემ ადამიანებისთვისაც კი მიუღებელია“ 

ასეთ დროს  სხეული ამტკიცებს:

„პირიქით, მითხარი  რომელიმე მართალზე ან პრაქტიკულ ადამიანზე გსმენია, რომ სთხოვდნენ შემქმნელს ისეთ რამეს, რასაც გონება ვერ იტანს? და მეტიც ,  ხედავ, რომ იმ მცირე საკითხებშიც კი, რომელთა შესახებაც აქამდე სთხოვდი შემქმნელს დახმარებას, ჯერ კიდევ ვერ მიიღე ხსნა და დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ევედრებოდი მას, რომ დაგხმარებოდა. და ახლა ამბობ, რომ გინდა სთხოვო შემქმნელს, რომ მან შეგისრულოს შენი მოთხოვნა, რომელიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, ვინაიდან არც თუ ისე ბევრი ლოცვაა სამყაროში, რომლითაც სთხოვენ შემქმნელს , რომ მისცეს მათ ძალა  განახორციელოს ქმედებები  მთელი საზოგადოებისათვის, რათა მთელი საზოგადოება იყოს ღირსი  მოიპოვოს სიკეთე, მადლი  და სიამოვნება შენი ძალისხმევის წყალობით. და ამას ეწოდება სუფთა გაცემა, ყოველგვარი ეგოისტური სიყვარულის  გარეშე“.

და შენ ფიქრობ, რომ მცირე ლოცვა უმნიშვნელო თხოვნებით  არ მიიღება.  განსხვავებით  დიდი და მნიშვნელოვანი თხოვნებისა, რომლებიც  აუცილებლად მიიღება, რადგან ისინი იშვიათობას წარმოადგენს.

მაგალითად, ვთქვათ, არსებობს ადამიანი, რომლის სახლშიც არის უნიკალური ჭურჭელი , ისეთი, რომლის საპოვნელად მთელი სამყაროს შემოვლაა საჭირო, და ის მხოლოდ სამყაროს რჩეულებს აქვთ.  მოდის საშუალო ფენის ადამიანი, რომლის სახლშიც ძლივს მოიძებნება ჩვეულებრივი ჭურჭელი, და მას უცებ უჩნდება აზრი, რომ მასაც უნდა ჰქონდეს ისეთი ჭურჭელი, როგორიც იმ რჩეულს. რა თქმა უნდა, ვინც ამას გაიგონებს, დასცინებს მას.

ასევეა ჩვენთანაც.

როდესაც ადამიანი ცოდნით მდიდარი არ არის, არამედ საშუალოზე დაბლა დგას, და მას  სურს სთხოვოს შემქმნელს ისეთი ქელიმი, სურვილი, რომლებიც მხოლოდ რჩეულებს აქვთ , აქ თავად სხეული იცინის მასზე და ეუბნება:

„რამდენად სულელი ხარ! როგორ მოგივიდა თავში სთხოვო შემქმნელს ის, რაც ცოდნით მდიდრებსაც კი არ აქვთ და  ასეთ შემთხვევაში, როგორ შემიძლია მოგცე ძალა, იმუშაო ასეთ სისულელეზე?“ აქ იწყება ნამდვილი სამუშაო, რადგან ადამიანის ამქვეყნიური სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ გამოვიდეს ბოროტი საწყისის მმართველობიდან, რომელსაც ეწოდება „მიღება მიღებისთვის“. და ახლა, თუ მას სურს, რომ შემქმნელმა დაეხმაროს სუფთა გაცემის გზით სვლაში , ყოველგვარი საკუთარ თავზე მიღების შერევის გარეშე , გამოდის, რომ ეს სამუშაო მართლაც მიმართულია ბოროტის წინააღმდეგ. რადგან მას ხომ არ სურს, რომ რაიმე საკუთრება დაიტოვოს თავისთვის, იგი ისწრაფვის არა მხოლოდ ახლა, არამედ იმ ყველაფერშიც, რასაც ამ მომენტიდან დაიწყებს, რომ ეს არ იყოს მიღების სურვილისთვის. რადგან იგი სთხოვს შემქმნელს იმასაც, რომ ისიც კი, რასაც ადრე მისთვის აკეთებდა და რაც ჩაწერილია მიღების სურვილის მმართველობაში, მთლიანად გადავიდეს მისი ხელიდან შემოქმნელის ხელში.

აქედან გამოდის, რომ ახლა იგი ლოცულობს შემქმნელის მიმართ, რომ მისცეს ძალა დააბრუნოს ყველა  საკუთარი თავისთვის მიღების ქმედება. რათა ყველაფერი დაბრუნდეს შემქმნელის მმართველობაში — როგორც წარსული, ასევე მომავალი. და როგორც ის ამბობს: „რა არის დაბრუნება? — ეს ნიშნავს, რომ ცოდვილმა დატოვოს თავისი ცოდვა, ამოიღოს იგი თავისი ფიქრებიდან და გულში გადაწყვიტოს, აღარ გაიმეოროს იგი, როგორც ნათქვამია: „დატოვოს ცოდვილმა თავისი გზა“.

და ასევე შეინანოს წარსული, როგორც ნათქვამია: „რადგან ჩემი დაბრუნების შემდეგ შევინანე“.

და დაემოწმოს მას საიდუმლოთა მცოდნე, რომ აღარასოდეს დაუბრუნდება ამ ცოდვას“⁶.

და აქედან უნდა გავიგოთ, თუ რა არის მრავალთა ლოცვის არსებითი მნიშვნელობა. როგორც ნათქვამია: „ჩემს ხალხში ვცხოვრობ მე. ზოარის წიგნი განმარტავს ამას ასე: „ამიტომ ადამიანი არასოდეს უნდა გამოეყოს ხალხს, რადგან შემქმნელის წყალობა ყოველთვის მთელ ხალხზედ ერთად სუფევს“.

ეს ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი სთხოვს შემქმნელს, მისცეს მას გამცემი ქელიმები, როგორც თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: „როგორც ის არის მოწყალე, ასევე შენც იყავი მოწყალე“ — მაშინ ეს თხოვნა ვერ იქნება პირადი. ასეთი თხოვნა აუცილებლად უნდა მოიცავდეს მთელ საზოგადოებას. რადგან აქედან ცხადი ხდება, რომ მისი განზრახვა არ არის საკუთარი თავისთვის მიღება, არამედ — სუფთა გაცემის ქლის მიღება. და ეს შეესაბამება იმას, რაც ნათქვამია: „რადგან შემქმნელის წყალობა ყოველთვის მთელ ხალხზედ ერთად სუფევს“.

სულიერში ცნობილია  წესი: „ზემოდან ნახევარს არ აძლევენ“. ანუ როდესაც ზემოდან ჩამოდის სიკეთე, იგი ჩამოდის როგორც სრული სრულყოფილება და განკუთვნილია მთელი საზოგადოებისათვის.

ამიტომ ადამიანი ვალდებულია ითხოვოს მთელი საზოგადოებისათვის მთლიანობაში, რადგან ზემოდან ჩამომავალი სიკეთე არასოდეს ეკუთვნის ცალკეულ ნაწილს, არამედ ყოველთვის — მთელს. სწორედ ამის გამო არის ნათქვამი: **„რადგან შემქმნელის წყალობა ყოველთვის მთელ ხალხზედ ერთად სუფევს“**².

აქ ჩანს ორი საკითხი. ერთი მხრივ, სუფთა გაცემის განზრახვისთვის თითქოს საკმარისი იქნებოდა, რომ ადამიანი ლოცულობდეს თუნდაც ერთი სხვა ადამიანისათვის, საკუთარი თავის გარდა. მაგრამ აქ არის უფრო ღრმა წესი: სულიერში ყოველთვის ჩამოდის მთლიანი, ხოლო ყველა დაყოფა და განცალკევება არსებობს მხოლოდ მიმღებში. ამიტომ ლოცვა უნდა იყოს მთელი საზოგადოებისათვის მთლიანობაში.

და რადგან სიკეთე ჩამოდის მთელი საზოგადოებისათვის მთლიანობაში, და რადგან არ არსებობს სინათლე ქლის გარეშე, ანუ არ შეიძლება შევსება იქ, სადაც არ არის ხისარონი, გამოდის, რომ პასუხი ლოცვაზე მოდის სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ითხოვს მრავლისათვის.

ამას ეთანხმება ჩვენი ბრძენების ნათქვამი: „ვინც მეგობრისათვის ითხოვს წყალობას, პასუხს იღებს პირველი, რადგან თავადაც იმავეს საჭიროებს“.

ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სიკეთე ზემოდან ჩამოდის მთელი საზოგადოებისათვის, თავად საზოგადოებას არ გააჩნია შესაბამისი ქელიმები.

სხვა სიტყვებით, ზემოდან მომავალი სიკეთე თავის მხრივ სრულყოფილია და საკმარისია მთელი ხალხისთვის. მაგრამ თუ არ არსებობს ქელიმები, ანუ ხისარონები, რომლებიც  ამ სიკეთით უნდა შეივსონ, მაშინ საზოგადოება ვერ იგრძნობს და ვერ მოიპოვებს ამ სიკეთეს. ხოლო ის, ვისშიც არსებობს ხისარონი, ანუ მოთხოვნა და ნაკლულოვანება, იღებს პასუხს პირველი.