<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->
კაბალის ბიბლიოთეკის მთავარი გვერდი / რაბაში / სტატიები / ყველაფერში უნდა განვასხვავოთ სინათლე და ქლი

ყველაფერში უნდა განვასხვავოთ სინათლე და ქლი

რაბაში, სტატია 25, 1985

 

ყველაფერში საჭიროა სინათლისა და ქლის გარჩევა. სხვა სიტყვებით, გამცემის — ანუ შემქმნელის, და  მიმღების, ანუ ქმნილების გარჩევა

რადგან სინათლე ქლის გარეშე არ არსებობს, რაც ნიშნავს: „თუ არ არის ის, ვინც მას შეიმეცნებს, ვინ შეძლებს მასზე ლაპარაკს?“ — ამიტომ საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ სინათლეზე, რომელიც ქლიშია შემოსილი, ანუ იმ სიკეთეზე, რომელსაც გამცემი აძლევს სხეულს; ეს არის სხეულის შთაგონების საზომი იმ სიკეთით, რომელიც მას გადაეცემა. და საჭიროა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი იღებს თავის სხეულში — როგორც მატერიალური, ისე სულიერი — ყველაფერი მისგან მოდის. რადგან, როგორც ცნობილია, სამყაროში არ არსებობს სხვა ძალა მის გარდა, რომელიც გამცემია.

ამიტომ, როდესაც ადამიანი იწყებს შემქმნელის სამსახურში შესვლას, საჭიროა მადლიერება და ქება შემქმნელისადმი — და ეს არის ადამიანის მუშაობაში შესვლის დასაწყისი. მუშაობის წესი იწყება ისე, როგორც თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: „ადამიანმა ყოველთვის ჯერ უნდა ადიდოს შემქმნელი და შემდეგ ილოცოს. საიდან ვიცით ეს? მოსესგან. რადგან ნათქვამია: ‘და ვილოცე,ვსთხოვე შემქმნელს იმ დროს’. და ნათქვამია: ‘შემქმნელო, ყოვლისშემძლეო! შენ დაიწყე…’ და ნათქვამია: ‘მომეცი საშუალება, გადამიყვანე , რათა ვიხილო ეს კარგი ქვეყანა’.“

ამიტომ, როდესაც ადამიანი იწყებს მადლიერების გამოხატვას შემქმნელის მიმართ, უპირველესად მან მადლობა უნდა შესწიროს შემქმნელს იმისთვის, რომ მან შექმნა სამყარო, როგორც ვამბობთ ლოცვისას: „კურთხეულ იყოს იგი, რომლის სიტყვითაც შეიქმნა სამყარო.“

აქედან იწყება მუშაობა — ანუ ის საზომი, რამდენად მას შეუძლია  მადლიერება გამოხატოს შემქმნელისადმი იმისთვის, რომ მან შექმნა სამყარო. 

მადლიერების საზომი განისაზღვრება სიამოვნების საზომით.

აქ იწყება ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევა, და აქვე ჩნდება განსხვავება ინდივიდუალურ სამუშაოს — პრატ — და საერთო სამუშაოს — კლალ — შორის. ანუ იმის გარკვევა, არის თუ არა თორა მისი ხელობა.

როგორც განმარტავდა ჩემი მამა და მასწავლებელი: „თორა არის მისი ხელობა (ომანუტ)“ — ეს ნიშნავს, რომ თორის მეშვეობით მას სურს ღირსი გახდეს რწმენის (ემუნა). ან იგი მუშაობს ისე, როგორც საზოგადოების საერთო ნაწილის ადამიანები (კლალ), რომლებიც თორას სწავლობენ მომავალი სამყაროს მისაღებად, ანუ მიღების მიზნით და არა ისე, როგორც ინდივიდუალური გზის (პრატ) ადამიანები, რომლებიც მუშაობენ გაცემისთვის.

როდესაც ადამიანი იწყებს შემქმნელის ქებას, მიმდინარეობს ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარკვევა. რადგან ადამიანებში მიღებულია, რომ როდესაც ვინმეს უხდი მადლობას დახმარებისთვის, მადლიერების საზომი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გრძნობ ამ დახმარებას.

ამიტომ, როდესაც ადამიანი იწყებს მადლიერების გამოხატვას შემქმნელისადმი იმისთვის, რაც მან მისცა, სხეული იწყებს იმ სიკეთეების ჩამოთვლას, რომლებიც შემქმნელმა მოუტანა, და რამდენად შთაგონებულია ამ სიკეთეებით — იმდენად დიდია მადლიერებაც.

ამიტომ, როდესაც ადამიანი ამბობს: „კურთხეულ იყოს იგი, რომლის სიტყვითაც შეიქმნა სამყარო“, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სიამოვნებს მას სამყარო. მაშინ სხეული აჩვენებს მას, რომ აკლია როგორც მატერიალური, ისე სულიერი, და არ აძლევს საშუალებას, ქება აღავლინოს შემქმნელისადმი. აქ იწყება დიდი სამუშაო, რადგან საჭიროა ცოდნის ზემოთ სიარული და რწმენა, რომ შემქმნელი მხოლოდ სიკეთეს აძლევს. ასე ხდება ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარკვევა.

რადგან შემქმნელის საერთო სახელი არის „კეთილი და სიკეთის მოქმედი“, საჭიროა დიდი ძალისხმევა, რათა ადამიანმა ირწმუნოს ცოდნის ზემოთ, რომ შემქმნელი ნამდვილად კეთილია და სიკეთის მოქმედი. აქედან გამოდის, რომ როდესაც ადამიანი იწყებს შემქმნელის ქებას, მას უკვე აქვს მიზეზი ლოცვისთვის — რათა შეძლოს ცოდნის ზემოთ სიარული. მანამდე ასეთი ძლიერი საჭიროება რწმენაში არ ჰქონდა.

ახლა კი ის გრძნობს რწმენის საჭიროებას და ამიტომ სჭირდება თორის შესწავლა, რათა მასში არსებული სინათლე დააბრუნოს იგი წყაროსთან.

გამოდის, რომ სურვილი — ადიდოს შემქმნელი — ქმნის მასში ხისარონს (ნაკლულს). ხოლო როდესაც არსებობს ხისარონი, რომელსაც ქლი ეწოდება, და იმ საზომით, რამდენად გრძნობს საკუთარ არასრულყოფილებას — იმავე საზომით ჩნდება ადგილი სამუშაოსთვის, ლოცვისა და თორისთვის.

მაგრამ არსებობს სხვა სახის ხისარონიც: ზოგჯერ, როდესაც ადამიანი ხედავს საკუთარ სიმდაბლეს, იგი სასოწარკვეთაში ვარდება და ბრძოლის ველს ტოვებს. მაშინ ყველა სიამოვნება, რომელსაც იღებს, მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ იგი ივიწყებს საკუთარ მდგომარეობას — არ ფიქრობს სულიერზე, ან შეუძლია დაიძინოს. ძილის დროს გრძნობს უფრო მეტ სიამოვნებას და ეს იმიტომ კი არა, რომ მას განსაკუთრებული სიამოვნება მოაქვს, არამედ , იმიტომ,  რომ ძილის დროს არ არის დაკავშირებული სამუშაოსთან. 

რადგან როგორც კი ახსენდება სამუშაო, სხეული მაშინვე მოუტანს მას სიმდაბლესა და სასოწარკვეთას.

ამიტომ ადამიანი მუდამ ფრთხილად უნდა იყოს, რომ სასოწარკვეთაში არ ჩავარდეს. ამიტომ ჩემი მამა და მასწავლებელი ამბობდა, რომ თვითკრიტიკა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ დროს, და არა მაშინ, როცა სხეული აიძულებს ადამიანს თვითანგარიშის გაკეთებას. მან უნდა უთხრას სხეულს: „მე მაქვს განსაზღვრული დრო საკუთარი თავის შესამოწმებლად — ვდგავარ თუ არა იმ გზაზე, რომელიც მაჩვენეს, თუ გადავუხვიე სწორ გზას. ახლა კი თორასა და ლოცვით ვარ დაკავებული და დარწმუნებული ვარ, რომ შემქმნელი დამეხმარება, როგორც დაეხმარა ყველა იმ მუშაკს, ვინც სწორი გზით სვლას ესწრაფოდა.“

როგორც წინა სტატიაში დავწერე (გვ. 11, 1985), საჭიროა იმის საპირისპიროს თქმა, რასაც  სხეული ეუბნება მას. აქედან გავიგებთ ზოარის კითხვას და მის განმარტებას: „და აღასრულეთ ისინი“. ზოარი კითხულობს: „რას ნიშნავს ‘და აღასრულეთ’? თუ უკვე ნათქვამია ‘იმოქმედეთ’ და ‘დაიცავით’, რისთვისაა საჭირო კიდევ ‘და აღასრულეთ’?“

 და პასუხობს: მაგრამ, ის ვინც ასრულებს თორის მცნებებს და მის გზებზე დადის, თითქოს ზემოთ ქმნის მას. თქვა შემქმნელმა: „თითქოს მან შემქმნა მე“.„და დაადგინეს იგი. ამიტომაც ნათქვამია: ‘და აღასრულეთ ისინი’ — კანონად და დადგენილებად“. ციტატის დასასრული.

ერთი შეხედვით ეს უცნაურია — როგორ შეიძლება ითქვას, რომ თორისა და მცნებების შესრულებით ჩვენ „ვქმნით“ მას ზემოთ, მაშინ როცა „სრულია მიწა მისი დიდებით“ ჯერ კიდევ ქმნილებათა მუშაობამდე?ასეთ შემთხვევაში მაშინ რას ნიშნავს: “ თითქოს თქვენ შემქმენით მე”?

მაგრამ როგორც ზემოთ ითქვა, სინათლეზე არ საუბრობენ ქლის გარეშე. მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ქლი, შეუძლია მას სინათლის შეცნობა. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ქმნის მიზანია ქმნილებათა დატკბობა, ეს ნათქვამია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი იღებენ სიკეთესა და სიამოვნებას.

ეს ნიშნავს, რომ არსებობს ქლი, და ქლი მას ასე შეიმეცნებს: რომ შემქმნელისგან,  მათ აქვთ მხოლოდ სიკეთე და სიამოვნება. ხოლო იმ დროს, როდესაც ქმნილებები მისგან არ იღებენ სიკეთესა და სიამოვნებას, ჩნდება კითხვა — ვის წინაშე ვლინდება შემქმნელის სახელი, რომელსაც ეწოდება „კეთილი და სიკეთის მოქმედი“?

და ამიტომ, იმისათვის, რომ შემქმნელის სახელი „კეთილი და სიკეთის მოქმედი“, რომელიც არის ყველა სახელის საერთო სახელი, გამჟღავნდეს, და რათა, როდესაც ქმნილებები მიიღებენ შემქმნელისგან სიკეთესა და სიამოვნებას, ეს სიკეთე იყოს სრულყოფილი — ანუ ამ საჩუქარში არ იყოს ე.წ. “სირცხვილის პურის” თვისება — მოხდა შეკუმშვა და დაფარვა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ ამ სიკეთის შეცნობასა და შეგრძნებას მანამდე, სანამ საკუთარ თავს არ მოამზადებენ გაცემის ქელიმისთვის , რაც არის ფორმის მსგავსების მდგომარეობა.

გამოდის, რომ ამ მდგომარეობაში სახელი „კეთილი და სიკეთის მოქმედი“ არ არის გამჟღავნებული, და ეს იწვევს იმას, რომ ქმნილებები ვერ გრძნობენ შემქმნელს, და ამიტომ არსებობს სამყაროში ცოდვილები, რომლებსაც არ სწამთ შემქმნელის.

ხოლო იმისათვის, რომ შემქმნელის სახელი გამჟღავნდეს სამყაროში ყველა თვალის წინაშე, არაფერია ნაკლული, გარდა ფორმის მსგავსების ქელიმისა. და უნარი, რომ მივიდეთ გაცემის ქელიმამდე, ანუ ფორმის მსგავსების ქელიმამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თორისა და მცნებების შესრულების გზით.

ანუ თორისა და მცნებების შესრულების დროს საჭიროა განზრახვის აგება ისე, რომ თორისა და მცნებების შესრულებამ გამოიწვიოს ისრაელის დიდებულების ამაღლება. ხოლო „ისრაელი“, როგორც ჩვენ ავხსენით, არის ასოები „იაშარ-ელ“ — პირდაპირ შემქმნელისკენ — ანუ რომ მოქმედებები იყოს მიმართული პირდაპირ შემქმნელისადმი და არა საკუთარი სარგებლისკენ, და ამას ეწოდება ფორმის მსგავსება.

ხოლო ზოარის წიგნის ენაზე ამას ეწოდება „შხინას ამოყვანა მტვერიდან“, რადგან სულიერება ჩვენს თვალში არ სარგებლობს ისეთი პატივით, რომ შეგვეძლოს ვუთხრათ ჩვენს სხეულს, თითქოს უდიდესი ღირსება არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შემქმნელის სამსახური, და მაშინ სხეული დამორჩილდება და გაუქმდება სიწმინდის წინაშე.

და ამაშია ზოარის წიგნში ნათქვამის აზრი, რომ იმის წყალობით, რომ „ჩემი დადგენილებებით ივლით და ჩემს მცნებებს დაიცავთ“, ამის შედეგად ხდება: „და აღასრულეთ ისინი“, ანუ თითქოს თქვენ „მქმნით“ მე ზემოთ. ანუ თქვენ „მქმნით“ — იმით, რომ შემქმნელის სახელი გამჟღავნდება როგორც „კეთილი და სიკეთის მოქმედი“, ისე, რომ ყველამ იგრძნოს სიკეთე, იმის წყალობით, რომ თქვენ ღირსნი გახდებით ფორმის მსგავსების.