<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->
კაბალის ბიბლიოთეკის მთავარი გვერდი / რაბაში / სტატიები / რა არის კავშირის დადება სულიერ მუშაობაში

რა არის კავშირის დადება სულიერ მუშაობაში

რაბაში, სტატია 31, 1987 წ.

წერილი ამბობს: „რათა შეხვიდე კავშირში  შემქმნელთან, შენს ყოვლადძლიერთან, და მიიღო მისი მკაცრი ფიცი, რომელსაც დღეს შენთან დებს შემქმნელი, შენი ყოვლადძლიერი“.
რაშის განმარტება ამბობს: „შეხვიდე კავშირში [სიტყვასიტყვით: გადახვიდე კავშირში]“ — გადასვლის მეშვეობით. ასე იყო მიღებული კავშირის დადებისას — ნახევარი აქედან, ნახევარი იქედან, და გადიან მათ შორის².
კიდევ წერია იქ: „და არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ კავშირს…, არამედ მათთანაც, ვინც დღეს აქ ჩვენთან დგას ჩვენი შემქმნელის, ჩვენი ყოვლადძლიერის წინაშე, და მათთანაც, ვინც დღეს აქ ჩვენთან არ არის“.

საჭიროა გავიგოთ:
    1. რა არის „კავშირის დადება“ სულიერ მუშაობაში. ანუ რას გვაძლევს კავშირის დადება, რომლის წყალობითაც ჩვენს მუშაობაში ხდება გამოსწორება.
    2. რას მიანიშნებს რაშის განმარტება, რომ კავშირს დამდებლები აკეთებდნენ „ნახევარს აქედან“ — რას მიგვანიშნებს ეს სულიერ მუშაობაში.
    3. რას მიანიშნებს ჩვენს მუშაობაში ფრაზა: „მათთან, ვინც დღეს აქ ჩვენთან დგას ჩვენი შემქმნელის, ჩვენი ყოვლადძლიერის წინაშე, და მათთან, ვინც დღეს აქ ჩვენთან არ არის“. რა არის ეს ორი დრო სულიერ მუშაობაში?

ჩემმა ბატონმა, მამამ და მოძღვარმა განმარტა, რაში მდგომარეობს „კავშირის დადების“ მნიშვნელობა. რადგან ერთი შეხედვით ეს ზედმეტი  ჩანს. რამეთუ რატომ უნდა დადონ მათ ერთმანეთში კავშირი, თუ ისინი უკვე მივიდნენ საერთო დასკვნამდე, რომ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი? და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ უყვართ ერთმანეთი, რას ამატებს კავშირის დადება?
და მან თქვა: რადგან ზოგჯერ შეიძლება დადგეს მდგომარეობა, როდესაც თითოეული ხედავს მეორეში, რომ ის არ იქცევა მის მიმართ სათანადოდ. ასეთ შემთხვევაში ადამიანს უნდა შეეზიზღოს მეორე.

ხოლო როდესაც ის მასთან კავშირს დებს, ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ დაინახავს, რომ იგი არ იქცევა მის მიმართ სათანადოდ, იგი მიდის ცოდნის ზემოთ და ამბობს: „რადგან მე მასთან კავშირი დავდე, მე არ დავარღვევ ჩემს კავშირს“.
გამოდის, რომ კავშირი არ ეხება აწმყოს, არამედ მომავალს. რადგან შესაძლებელია, რომ სიყვარული მათ შორის გაცივდეს, და ამიტომ ისინი დებენ კავშირს, რათა მომავალშიც იყოს ისე, როგორც ახლაა აწმყოში.

ცნობილია, რომ თორასა და მცნებებში მთავარი სამუშაო იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს გზას, რომელსაც მიჰყავს „ლიშმამდე“. ანუ როდესაც ადამიანი იწყებს მუშაობას, იწყებენ „ლო ლიშმით“, როგორც თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: „ყოველთვის ვალდებულია ადამიანი დაკავდეს თორასა და მცნებებით ლო ლიშმით, რადგან ლო ლიშმიდან მოდიან ლიშმამდე“.

ამიტომ მისი სამუშაოს დასაწყისი იყო სურვილით, რადგან მან დაინახა, რომ თორისა და მცნებების შესრულებით მიაღწევდა ბედნიერებას ცხოვრებაში. სხვაგვარად იგი არც დაიწყებდა.
ამიტომ სამუშაოს დასაწყისში — ანუ როდესაც იგი ჯერ კიდევ ლო ლიშმით არის დაკავებული, რაც ნიშნავს, რომ მთელი თავისი სამუშაოს განმავლობაში იგი უყურებს ანაზღაურებას, რომელსაც მიიღებს სამუშაოს შემდეგ — მას აქვს ძალა იმუშაოს.

ისევე, როგორც მატერიალურში, ადამიანი მიჩვეულია იმუშაოს იმ ადგილზე, სადაც ცნობილია, რომ მიიღებს ანაზღაურებას გაწეული შრომისათვის. სხვაგვარად ადამიანი ვერ იმუშავებს ამაოდ — თუ არა საკუთარი სარგებლისთვის. და  მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავს, რომ ამ სამუშაოდან პირადად მას ექნება სარგებელი, აქვს ძალა იმუშაოს სურვილითა და მისწრაფებით. რადგან უყურებს ანაზღაურებას და არა სამუშაოს.

ამიტომაც, სამუშაო არ ითვლება მძიმე, თუ ადამიანი ხედავს, რომ ამ დამსაქმებელთან იგი იღებს რამდენჯერმე მეტს, ვიდრე ადრე იღებდა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანაზღაურების სიდიდის შესაბამისად, სწორედ იმ საზომით, სამუშაო ხდება უფრო მსუბუქი და მცირე.

აქედან უნდა ავხსნათ სულიერი მუშაობის მხრივ, რომ „კავშირის დადება“ ნიშნავს, რომ  როდესაც ადამიანი იღებს საკუთარ თავზე მუშაობას, თუნდაც ლო ლიშმით, მან უნდა დადოს კავშირი შემქმნელთან, რათა ემსახუროს მას მიუხედავად იმისა, აქვს სურვილი თუ არა.

.მაგრამ საჭიროა გავიგოთ, რაზეა დამოკიდებული ეს სურვილი. იგი დამოკიდებულია მხოლოდ ანაზღაურებაზე. სხვა სიტყვებით,  როდესაც ანაზღაურება დიდია, სურვილი არ ქრება. ხოლო როდესაც ანაზღაურება ეჭვქვეშ დგება, სურვილი ქრება და ადამიანი გადადის დასვენებაზე. იმდენად, რომ ამბობს: „მე ვტოვებ ამ სამუშაოს. ვისაც უნდა, იმუშაოს — ეს ჩემთვის არ არის“.

ხოლო, კავშირის დადება ხორციელდება  მაშინ, როდესაც მან დაიწყო მუშაობა, თუნდაც ლო ლიშმით. და რადგან ახლა მას აქვს სურვილი იმუშაოს — სხვაგვარად ვინ აიძულებდა მას სულიერ მუშაობაში შესვლას? — მან უნდა დადოს კავშირი ახლა და თქვას: თუნდაც მოვიდეს დაცემის დრო, ანუ აღარ ექნება სურვილი იმუშაოს, მიუხედავად ამისა, იგი იღებს საკუთარ თავზე არ მიაქციოს ყურადღება სურვილს და იმუშაოს ისე, თითქოს აქვს სურვილი და  ამას ეწოდება კავშირის დადება.

ხოლო, კავშირის დადება ხორციელდება  მაშინ, როდესაც მან დაიწყო მუშაობა, თუნდაც ლო ლიშმით. და რადგან ახლა მას აქვს სურვილი იმუშაოს — სხვაგვარად ვინ აიძულებდა მას სულიერ მუშაობაში შესვლას? — მან უნდა დადოს კავშირი ახლა და თქვას: თუნდაც მოვიდეს დაცემის დრო, ანუ აღარ ექნება სურვილი იმუშაოს, მიუხედავად ამისა, იგი იღებს საკუთარ თავზე არ მიაქციოს ყურადღება სურვილს და იმუშაოს ისე, თითქოს აქვს სურვილი და  ამას ეწოდება კავშირის დადება.
მაგრამ, საჭიროა გავიგოთ, რა მიზეი იწვევს დაცემის მდგომარეობას. მატერიალურში ხომ ვხედავთ, რომ ადამიანი მუშაობს ანაზღაურებისთვის და იქ არ არის დაცემები და აღმავლობები. რატომ ვხედავთ შემქმნელის სამსახურში აღმავლობებსა და დაცემებს?
ეს უნდა გავიგოთ ორ დონეზე:

1.
1. ლო ლიშმას მდგომარეობა — ანუ როდესაც იგი მუშაობს ანაზღაურების მისაღებად. მაგრამ ანაზღაურება აქ იგულისხმება რწმენის მიხედვით, რადგან **„მცნებისთვის  ანაზღაურება ამ სამყაროში არ არის“**⁵. ეს ნიშნავს, რომ მცნებებისთვის ანაზღაურება მომავალ სამყაროშია, როგორც ნათქვამია: **„დღეს მათი შესრულებაა“**⁶ და **„ხვალ — ანაზღაურების მიღება“**⁷, ანუ მომავალ სამყაროში  
2.ანაზღაურების საფუძველი ხომ დამოკიდებულია რწმენაზე, როგორც ნათქვამია (ავოტი, თავი 2, მიშნე 16): „სანდოა შენი დამსაქმებელი, რათა სრულად გადაიხდის შენს შრომას, და იცოდე, რომ მართალთა ანაზღაურება შორეულ მომავალშია“. და ცნობილია, რომ  რწმენაში არსებობს აღმავლობები და დაცემები, რადგან სრულიად  რწმენა მდგომარეობს-  ცოდნაზე მაღლა რწმენაში.

განმარტება- ხანდახან ადამიანს აქვს ძალა იაროს ცოდნაზე მაღლა, სადაც რწმენა ეწინააღმდეგება ცოდნას. მაგალითისთვის  მას აღარ ჰყოფნის ძალა. მაშინ იგი იძულებულია ჩამოვიდეს მდგომარეობიდან, და ეს იწვევს აღმავლობებსა და დაცემებს. მაგალითად ვთქვათ, ცოდნის წინააღმდეგ რწმენის ოცი პროცენტი; და იმ ოცი პროცენტის ფარგლებში, რომელიც ცოდნის წინააღმდეგ დგას, ადამიანს ძალუძს საკუთარი თავის დაძლევა.

თუმცა ზოგჯერ ის ხედავს, რომ ახლა ცვლილება მოხდა, რადგან ამჩნევს, რომ რწმენა ცოდნას უკვე ოცდაათი პროცენტით ეწინააღმდეგება. ხოლო ასეთ დონეზე ის ჯერ კიდევ არ არის გამაგრებული ისე, რომ ჰქონდეს ძალა, დაძლიოს საკუთარი თავი და იაროს რწმენის თვისებით. ამიტომ მაშინ ის იძულებულია ჩამოვიდეს თავისი მდგომარეობიდან, იმ მდგომარეობიდან, როდესაც რწმენის თვისება უნათებდა მას. და ეს იწვევს მასში დაცემებსა და აღმასვლებს, რადგან ეს დამოკიდებულია მისი დაძლევის ძალაზე.

სხვა საქმეა მატერიალური საზღაურის დროს, სადაც რწმენა არ არის დაკავშირებული ანაზღაურებასთან. ამიტომ მატერიალურში არ შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს დაცემა მატერიალურ საქმიანობაში, როგორც ზემოთ ითქვა. და ეს იმიტომ, რომ ანაზღაურება ამ სამყაროში ხდება და რწმენას არ საჭიროებს.“

2.
ლიშმას მდგომარეობა, სადაც საერთოდ არ არსებობს ანაზღაურება სამუშაოსთვის. აქ მიზეზი  დაცემის მოდის რწმენიდან, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ აქ რწმენა არის შემქმნელის სიდიადის რწმენა. რამდენად დიდია შემქმნელი მის თვალში, იმ ზომით დიდია მისი სიამოვნება სამსახურში.

ანუ, შრომისთვის საზღაური დამოკიდებულია იმ რწმენის ხარისხზე, რომლითაც ადამიანს სწამს შემქმნელის სიდიადის. რადგან ქმნილების ბუნებაში ჩადებულია ის, რომ ადამიანს გააჩნია დიდი სიამოვნება, როდესაც ის ემსახურება მნიშვნელოვან პიროვნებას. როგორც ცნობილ მაგალითში ვხედავთ: თუ ჩამოვიდა დიდი რაბი და სურს, რომ ვიღაცამ მისი ბარგი ტაქსამდე მიიტანოს — მატარებელი, ეჭვგარეშეა, აიღებს ამისთვის ფულს. ხოლო თუ რაბი ამ საქმეს მის მოწაფეს მიანდობს, მოწაფე, უეჭველად, არ აიღებს არანაირ ანაზღაურებას თავისი შრომისთვის. რადგან თავად ის მსახურება, რომელსაც იგი თავის რაბს უწევს, არის მისი საზღაური, და მეტი მას არ სჭირდება.

აქედან აიხსნება ნათქვამი: „და სანდოა შენი დამსაქმებელი“ — ანუ, როგორი ზომით სწამს ადამიანს შემქმნელის სიდიადე, იმავე ზომით არის საზღაურის სიდიდეც, რომელიც იზომება იმ რწმენის საზომით, რომლითაც მას  სწამს შემქმნელის სიდიადე.

ამის მიხედვით გამოდის, რომ როდესაც ადამიანს სწამს, რომ შემქმნელი ძალიან დიდია, მისი საზღაურიც ძალიან დიდია. ხოლო თუ მისი რწმენა შემქმნელის მიმართ არ არის ისეთი დიდი, ავტომატურად არც საზღაური იქნება ისეთი დიდი. და ამით გამოდის, რომ იქნება მისი შრომა „ლიშმა“ თუ „ლო ლიშმა“, სრულად  დაფუძნებულია მხოლოდ რწმენაზე. თუმც განსხვავება შემდეგშია:

„ლო ლიშმა“-ში რწმენა ეხება საზღაურს, ხოლო „ლიშმა“-ში — რწმენა იმაში მდგომარეობს, ვისათვისაც ვშრომობთ. სხვა სიტყვებით, სიამოვნების სიდიდე დამოკიდებულია შემქმნელის სიდიადეზე. როგორც თქვეს ჩვენმა ბრძენებმა (ტრაქტატი ავოტი, თავი 2, მიშნა 14): „რაბი ელაზარი ამბობს: იცოდე, ვისათვის შრომობ და ვინც არის შენი დამსაქმებელი, რომელიც აანაზღაურებს  შენს შრომას“.

და როგორც ზემოთ ითქვა,  საჭიროა რწმენა დამსაქმებლის სიდიადეში. რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული — „რა აგინაზღაურებს შენს შრომას“. ანუ, საზღაურის სიდიდე დამოკიდებულია დამსაქმებლის, ანუ შემქმნელის, სიდიადეზე. რადგან არსებობს განსხვავება სიამოვნებაში — ემსახურო ქალაქის დიდ ადამიანს, ან ქვეყნის დიდ ადამიანს, ან მთელი სამყაროს დიდ ადამიანს. და ამით იზომება საზღაური, ანუ იგი დამოკიდებულია მეფის სიდიადეზე.

და რადგანაც საფუძველი რწმენაა, აქ არსებობს აღმავლობებიც და დაცემებიც. და ეს იმიტომ ხდება, რომ მანამ, სანამ ადამიანი არ დაიმსახურებს მუდმივ რწმენას, აუცილებლად უნდა არსებობდეს აღმავლობები და დაცემები. და ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ  შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სიყვარული მათ შორის გაცივდება, ახლა, თავისი შრომის დასაწყისში, იგი იღებს საკუთარ თავზე უმაღლესი მმართველობის უღელს — თუნდაც ეს იყოს კავშირის დადების გზით — იქნება თუ არა სხეული თანახმა ემსახუროს შემქმნელს, ან არ იქნება, ყველაფერს იღებს საკუთარ თავზე ისე, რომ არ იყოს არანაირი განსხვავება. მაგრამ ის იტყვის: „ერთხელ ვთქვი და აღარ შევცვლი. და მე ავალ ცოდნაზე მაღლა, დაყრდნობით იმაზე, რაც საკუთარ თავზე ავიღე კავშირის დადების დროს, შრომის დასაწყისში“.

და აქედან უნდა გავიგოთ, როგორც რაში განმარტავს: „შეხვიდე კავშირში [სიტყვასიტყვით: გადახვიდე კავშირზე]“ — გადასვლის გზით. ასე იყო მიღებული კავშირის დადებისას — ნახევარი აქედან და ნახევარი იქიდან, და გადიოდნენ მათ შორის. და ეს უნდა აიხსნას ზემოთ თქმულის შესაბამისად: ამით კავშირის დამდებელნი მიანიშნებდნენ, რომ ზოგჯერ დგება დრო, როდესაც ჩნდება ბარიერი აქედან — ანუ ბარიერი, რომელიც ერთს განაცალკევებს — და ბარიერი იქიდანაც, ანუ მეორესაც აქვს გამყოფი ბარიერი

ანუ, თუნდაც ორივეს შორის გაჩნდეს ბარიერი, რომელიც წყვეტს მათ შორის არსებულ სიყვარულს, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ახლა იღებენ საკუთარ თავზე, რომ არ განეშორონ ერთმანეთს, არამედ გაიხსენონ მათ შორის დადებული კავშირი. და ამ გზით შესაძლებელი იქნება, რომ მათი კავშირი არ დაირღვეს. „და გადიან მათ შორის“ — ეს ნიშნავს, რომ ისინი გადადიან მათ შორის წარმოშობილ განშორებაზე. და ეს ყველაფერი ხდება კავშირის დადების წყალობით.

ხოლო სულიერ მუშაობაში განმარტება ასეთია, რომ  ადამიანი ვალდებულია დადოს კავშირი შემქმნელთან. რადგან როგორც ახლა დაიწყო სულიერი მუშაობა, და ახლა მას უეჭველად აქვს სიყვარული შემქმნელის მიმართ — სხვა შემთხვევაში ვინ აიძულებდა მას ახლა აეღო საკუთარ თავზე უმაღლესი მმართველობის უღელი? — მან ახლა უნდა დადოს კავშირი შემქმნელთან სამუდამოდ. ანუ, თუნდაც დადგეს დრო, როდესაც იგრძნობს, რომ მისი სიყვარული შემქმნელის მიმართ გაცივდა, იგი გაიხსენებს კავშირს, რომელიც შემქმნელთან დადო.

თუმცა, სულიერ მუშაობაში უნდა გვახსოვდეს, რომ კავშირში, რომელიც დადებულია შემქმნელსა და ადამიანს შორის, სიყვარული შეიძლება გაცივდეს მხოლოდ ადამიანის მხრიდან შემქმნელის მიმართ. მაგრამ როგორ შეიძლება ითქვას, რომ შემქმნელის სიყვარული გაცივდება? ანუ, თუ კავშირი ორივეს შორის დაიდო, გამოდის, რომ ორივეს შეიძლება ჰქონდეს დაცემა კავშირის მიმართ. მაგრამ როგორ შეიძლება შემქმნელს გააჩნდეს  ცვლილებები ან დაცემა?

და ჩემმა ბატონმა, მამამ და მასწავლებელმა თქვა, რომ ადამიანს და შემქმნელს შორის მოქმედებს პრინციპი: „როგორც წყალია — სახე სახესთან, ასევეა ადამიანის გული ადამიანის მიმართ“. და იგი განმარტავდა მუხლს (ქი ტისა, მეოთხე): „და ახლა, თუ მოვიპოვე მადლი შენს თვალში, მაჩვენე შენი გზები, რომ გიცნო, რათა მოვიპოვო მადლი შენს თვალში“.

და მან იკითხა: საიდან იცოდა მოსემ, როდესაც თქვა: „თუ მოვიპოვე მადლი შენს თვალში“? და უპასუხა: რადგან მანამდე ნათქვამია: „და შენ თქვი: მე გიცნობ სახელით, და ასევე მოიპოვე მადლი ჩემს თვალში“ — აქედან იცოდა მოსემ, რომ მოიპოვა მადლი შემქმნელის თვალში, რადგან შემქმნელმა მოიპოვა მადლი მოსეს თვალში. და ეს მოქმედებს წესის მიხედვით: „როგორც წყალია — სახე სახესთან, ასევეა ადამიანის გული ადამიანის მიმართ“ (იგავნი 27:19).

აქედან უნდა აიხსნას ის, რასაც ამბობენ — რომ ადამიანის სიყვარული ცივდება და იგი გრძნობს, რომ დაცემულ მდგომარეობაშია. ანუ ის, რომ ახლა მას არ აქვს ისეთი ძლიერი სიყვარული შემქმნელის მიმართ, როგორიც მუშაობის დასაწყისში ჰქონდა, იწვევს იმას, რომ ადამიანი გრძნობს, თითქოს შემქმნელიც აღარ უყვარს და აღარ უსმენს მის ლოცვებს, რასაც იგი სთხოვს შემქმნელს. და ეს კიდევ უფრო დიდ დაცემას იწვევს ადამიანში. რადგან ადამიანი იწყებს ეჭვს იმაში, რაც ნათქვამია: „რადგან შენ ისმენ ყოველი ბაგის ლოცვას“. და მაშინ იგი ფიქრობს, რომ შემქმნელს არანაირი კავშირი არ აქვს ქმნილებებთან. და ეს იწვევს დიდ დაცემებს, რადგან ყოველ ჯერზე იგი უფრო და უფრო სუსტდება რწმენაში.

გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელთან მიმართებაში არ შეიძლება ითქვას რაიმე სახის ცვლილებაზე, ადამიანი მათ  გრძნობს შემდეგი პრინციპის მიხედვით: „როგორც წყალი — სახე სახესთან“. და ეს ემორჩილება წესს: სულიერში შემჩნეული ყველა ცვლილება მთლიანად დამოკიდებულია მიმღებებზე. და აქედან გავიგებთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას — რას ნიშნავს მუშაობაში: „იმათთან ერთად, ვინც აქ დგას ჩვენთან დღეს შემქმნელის წინაშე“. ანუ კავშირის დადება ხდება მაშინაც, როდესაც ის დღეს დგას შემქმნელის წინაშე, რაც ხდება აღმავლობის დროს… მაგრამ იგი იღებს საკუთარ თავზე, რომ თუნდაც დადგეს დაცემის დრო, რომელიც იწოდება „და იმათთან, ვინც დღეს აქ ჩვენთან არ არის“ — „შემქმნელის, ჩვენი ყოვლადძლიერის წინაშე“ — როდესაც იგი ვერ გრძნობს, რომ დგას „შემქმნელის, ჩვენი ყოვლადძლიერის წინაშე“, ნებისმიერ შემთხვევაში იგი იღებს საკუთარ თავზე ცოდნაზე მაღლა, რომ არაფერს შეხედავს და გაიხსენებს კავშირის დადებას, რათა ის იყოს ურღვევი.