გაკვეთილი 17 - „თავდაყირა (საპირისპირო) სამყარო ვიხილე“
ბიბლიური მოთხრობების საიდუმლო სულიერი მნიშვნელობა ავთენტური კაბალისტური სიბრძნის მიხედვით
გაკვეთილი 17 - „თავდაყირა (საპირისპირო) სამყარო ვიხილე“
ბიბლიური მოთხრობების საიდუმლო სულიერი მნიშვნელობა ავთენტური კაბალისტური სიბრძნის მიხედვით
სლაიდი 2
თანახის - ბიბლიის ენა
თანახის ენა: ეს არის მთავარი და ფუნდამენტური ენა, რომელიც ძალიან
შესაფერისია მისი როლისთვის, რადგან უმეტეს შემთხვევაში ის შეიცავს
ფესვისა და განტოტების ურთიერთობას და ეს არის ყველაზე
მოსახერხებელი ენა. და ეს არის უძველესი ენა და ეს არის წმინდა ენა,
რომელიც ადამ რიშონს მიეკუთვნებოდა.
ამ ენას აქვს ორი უპირატესობა და ერთი მინუსი. პირველი
უპირატესობა ის არის, რომ მისი გაგება დამწყებთათვისაც მარტივია და
მათ მაშინვე ესმით ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ. მეორე
უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენებისას ყველაფერი უფრო
დეტალურად და სიღრმისეულად არის განმარტებული, ვიდრე ნებისმიერ
სხვა ენაზე.
სლაიდი 3
თანახის - ბიბლიის ენა
მისი მინუსი ის არის, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება
განსაკუთრებულ შემთხვევებში ან მიზეზ–შედეგობრივი
ურთიერთობების სიტუაციებში, რადგან ნებისმიერ საკითხთან
კავშირში თქვენ უნდა გაარკვიოთ ყველაფერი ამის შესახებ სრულად,
რადგან ის თავისთავად არ მიუთითებს რომელ ელემენტზეა საუბარი,
თუ არ აღწერთ მთლიან საკითხს.
ამის გამო, მცირე ელემენტის ხაზგასასმელად, აუცილებელია ამის
შესახებ მთელი თავის წარმოჩენა და, შესაბამისად, ეს ენა არ არის
შესაფერისი მცირე ელემენტების ან მიზეზშედეგობრივი
ურთიერთობების [აღწერისთვის]. ხოლო ლოცვებისა და კურთხევების
ენაც აღებულია თანახის ენიდან.
ბაალ ჰასულამი „მეცნიერება კაბალა [სწავლება] და მისი არსი"
სლაიდი 4
თანახის - ბიბლიის ენა
... მეცნიერება კაბალის შიდა ნაწილი არ განსხვავდება
თანახის, თალმუდისა და ჰაგდადის შიდა ნაწილისგან, და მათ
შორის ყველა განსხვავება მხოლოდ ლოგიკურ
კონსტრუქციებშია. და ეს მეცნიერებას ჰგავს, რომელიც ოთხ
ენაზეა გადაწერილი. ცხადია, თავად მეცნიერების არსი
საერთოდ არ შეცვლილა ენის ცვლილების შედეგად, და
ჩვენთვის რჩება მხოლოდ ის, თუ რომელი ვარიანტია ყველაზე
მოსახერხებელი და მისაღები ამ მეცნიერების სტუდენტისთვის
გადასაცემად.
ბაალ ჰასულამი „მეცნიერება კაბალა [სწავლება] და მისი არსი"
სლაიდი 5
განზრახვა სწავლის დროს
ამიტომ არსებობს, ამ მეცნიერების პრაქტიკაში
მკაცრი პირობა: არ განვასაგნოთ ცნებები
წარმოსახვითი და მატერიალური ნივთებით,
რადგან ამით ადამიანები არღვევენ მცნებას: „ნუ
შეუქმნი შენს თავს ქანდაკებებსა და რაიმე სახის
გამოსახულებას“. უფრო მეტიც, ამ ქმედებას
სარგებლის მოტანის ნაცვლად ზიანს მოაქვს.
ბაალ ჰასულემი. ათი სფირის სწავლების წინასიტყვაობა, პუნქტი 156.
სლაიდი 6
განზრახვა სწავლის დროს
და ეს არის მთელი სირთულე დამწყებთათვის,
რადგან ისინი აღიქვამენ სიტყვებს თავიანთი
მატერიალური მნიშვნელობით, დროისა და ადგილის
ჩარჩოებში, ცვლილებისა და ჩანაცვლების
ფარგლებში, მაშინ როცა ავტორები მათ მხოლოდ
სიმბოლოებად იყენებდნენ, რათა მათი საშვალებით
უმაღლესი ფესვები აღენიშნათ.
ბაალ ჰასულამი, ათი სეფირის სწავლება, ნაწილი 1, თავი 1, შინაგანი სინათლე, პუნქტი 1.
სლაიდი 7
თანახის - ბიბლიის ენა
რაბი შიმონმა თქვა: „ვაი იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ თორა
არის მოცემული მხოლოდ ესავის, ლავანის შესახებ ყოველდღიური
ისტორიების მოსაყოლად და ა.შ. ამ შემთხვევაში, ჩვენს დროშიც კი,
შეგვიძლია დავწეროთ თორა იმ მოვლენებზე, რომლებიც ხდება, უფრო
მიმზიდველიც კი, ვიდრე აქამდე?
და თუ „თორა მოწოდებულია" იმის აღსანიშნავად, თუ რა ხდება
მსოფლიოში, მაშინ მსოფლიო მმართველებსაც კი აქვთ უფრო
ღირშესანიშნავი მოვლენები, რომელიც მათ შორის ხდება.
თუ ასეა, მოდით მივყვეთ მათ დავწეროთ მათ შესახებ ამ თორის
მსგავსად. თუმცა თორაში სიტყვებით აღწერილი ყველა მოვლენა არის
უზენაესი არსისა და უმაღლესი საიდუმლოების მატარებელი."
ზოჰარი, ტომი 7, თავი „ბაალოთხა", გვ. 58
სლაიდი 8
თანახის - ბიბლიის ენა
... მიღებისთვის შესაფერისი „ქლის" ჭურჭლის გარეშე სულებს
არ შეუძლიათ მიიღონ ის სიკეთე ჯილდოდ, რისთვისაც მან
[შემქმნელმა] შექმნა სამყარო და ეს სულები.
ხოლო ეს ქლი მიიღწევა მხოლოდ ადამიანის მიერ შრომითა და
ძალისხმევის დახარჯვით, რათა შეასრულოს მცნებები,
რომლებიც ეყრდნობა რთულ გარემოებებსა და ბრძოლას,
რომელსაც მრავალი დაბრკოლებით და სირთულეებით
აწარმოებს ადამიანი ბოროტი საწყისის წინააღმდეგ. და რადგან
ეს ტანჯვა და ძალისხმევა თორასა და მცნებებში ქმნის სულის
ქლის, რომელსაც შეუძლია მიიღოს სრულად ის სიკეთე და
სიამოვნება, რისთვისაც შეიქმნა ყველა არსება.
ბაალ ჰასულამი „მიწის მემკვიდრეობა""
სლაიდი 9
თანახის - ბიბლიის ენა
ფარაონი არის ბოროტი
საწყისი [პრინციპი], რომელიც
ცხოვრობს ადამიანის სხეულში.
რაბაში, სტატია 17, 1990
სლაიდი 10
თანახის - ბიბლიის ენა
„და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე.„
ეს ციტატა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანმა, რომელიც
ამაღლებაშია, უნდა შეისწავლოს, რაც ჭირდა დაცემის დროს.
დაცემის დროს შეუძლებელია მასთან საუბარი, რადგან მაშინ, როცა
ადამიანი სულიერი ცხოვრებისთან დაკავშირებით უგონო
მდგომარეობაშია, ამ დროს ის მხოლოდ იმაზე წუხს, როგორ შეავსოს
მისი სხეული სიამოვნებებით, და უმნიშვნელოა მისთვის, საიდან იღებს
ის ამ სიამოვნება, მთავარია - „მომეცი“.
თუმცა, ამაღლების დროს ადამიანს შეუძლია ისწავლოს და
ისარგებლოს ამ დაცემის მდგომარეობით და, ამიტომ: „და
გახსოვდეს."
რაბაში, სტატია 607 „და გახსოვდეს, რომ მონა იყავი შენ"
სლაიდი 11
თანახის - ბიბლიის ენა
„ფესახი" ასე იწოდება, იმიტომ რომ შემქმნელი
ისრაელის სახლებს გადახტა და ის, ვინც ისრაელს
ეკუთვნოდა, ცოცხალი დარჩა. რადგან, როგორც
მოგეხსენებათ, სულიერებაში გაუჩინარება არ არის, და
ყველაზე პატარა თვისება, რომელიც ეკუთვნის ისრაელს,
დარჩა ცოცხალი, ანუ არაფერი არ ქრება.
და ვინაიდან შემქმნელმა გადაარჩინა ისრაელი, ამ
დღესასწაულს ამიტომ ეწოდება „ფესახი [პასექი]",
როგორც შემქმნელის ქმედებების აღნიშვნა.
რაბაში, სტატია 13, 1987 წ."
სლაიდი 12
თანახის ბიბლიის ენა
იმ დღიდან, რაც ისრაელი იმყოფება
მსოფლიოში, ისინი არ იმყოფებოდნენ
შემქმნელის წინაშე ერთიანი გულით ერთ
სურვილში ისე, როგორც იმ დღეს,
როდესაც ისინი სინაის მთის ძირში
იდგნენ.
„ზოჰარი ყველასთვის.“ თავი „კდოშიმ", სტატია „არ შეიძლება შემქმნელი
ამაზრზენ ადგილს უყურებდეს", პუნქტი. 80
სლაიდი 13
თანახის ბიბლიის ენა
...თუ ჩვენ მთლიანობაში შევხედავთ, მაშინ ჩვენზე
დაკისრებულია საზოგადოებაში მხოლოდ ორი მცნების
შესრულება, რაც შეიძლება განისაზღვროს, როგორც
„კაბალა" - მიღება და „აშფაა" - გაცემა.
ანუ, საზოგადოების თითოეული წევრი ვალდებული ხდება
ბუნებრივათ მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება
საზოგადოებისგან, მაგრამ იგი ასევე ხდება ვალდებული
მისცეს საზოგადოებას, ანუ იმუშაოს მის სასარგებლოდ. და
თუ ის ამ ორი მცნებიდან ერთს მაინც არ შეასრულებს, იგი
უმოწყალოდ დაისჯება.
ბაალ ჰასულამი „მსვიდობა"