გაკვეთილი 2: კაბალის სიბრძნის არსი

გაკვეთილი 2: კაბალის სიბრძნის არსი

იმის გაგება, თუ რა არის კაბალის სიბრძნის არსი ავთენტურ წყაროებზე დაყრდნობით

გაკვეთილის შინაარსი
მასალა
სიმღერების სია (პლეილისტი)

„ჩვენ არ ვქმნით არაფერ ახალს, ჩვენი საქმე მხოლოდ ისაა, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ადამიანშია დაფარული“.

რავ მენახემ მენდელი კოცკიდან

 

ბუნება

  • ბუნებაში არსებობს საოცარი ერთიანობა - თითოეული ელემენტი ავსებს მეორეს და აუცილებელია სწორი ფუნქციონირებისთვის.
  • ბუნება ინტეგრალური სისტემაა და მისი ყველა ნაწილი ურთიერთდაკავშირებულია
  • ეს არის სისტემა, რომელიც გვავითარებს კავშირისა და თანამშრომლობისკენ ორი მიმართულებით: ერთი მხრივ ეს არის ყველა ნაწილის ერთიანობა; მეორე მხრივ - დიფერენციაცია და დაყოფა, რაც ბუნებრივი ელემენტების მრავალფეროვნებას იწვევს.
  • ადამიანი არ დგას ბუნებაზე მაღლა, ის არის უზარმაზარი და რთული სისტემის ნაწილი და მასთან დაკავშირებულია უთვალავი უხილავი კავშირით.
  • ადამიანურ ურთიერთობებში მიღებასა და გაცემას შორის დისბალანსი იწვევს საერთო ბუნების დისბალანსს. ამის შედეგად, კაცობრიობა იტანჯება: დეპრესიები და კრიზისები ერთი მხრივ და „სტიქიური უბედურებები“, ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისები, ეპიდემიები და ა.შ.

მეცნიერებასა და კაბალის სიბრძნეს შორის

მეცნიერება იკვლევს ფიზიკურ რეალობას, სისტემატიზირებას უკეთებს ცოდნას და ცდილობს ახსნას მოვლენები ჩვენს სამყაროში ემპირიული მეთოდებით:

  • მიუკერძოებლობის პრინციპი
  • შემოწმებადობის პრინციპი
  • აბსტრაქცია
  • თანმიმდევრულობა

„ჩვენი არსი, ისევე როგორც რეალობის ყველა ნაწილის არსი, არის არც მეტი და არც ნაკლები, – მიღების სურვილი“.

ბაალ სულამი, პუნქტი 20, „წიგნი ზოჰარის შესავალი“

 

„თავად უმაღლესი სიკეთე ოკეანის მსგავსია. არის ის, ვინც იღებს მისგან სათითურით და არის ის, ვინც — ვედროთი და ა.შ.“

რაბაში, სტატია №798, „პატარა ადამიანის ღირსება“

 

„კაბალის მთელი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ შეიცნო უმაღლესი ნების მმართველობა, რისთვის შექმნა მან ყველა ეს ქმნილება, რა უნდა მათგან და რით დასრულდება სამყაროს ყველა წრებრუნვა“.

რამხალი, „დაათ თვუნოთ“

 

მიღების სურვილის მახასიათებლები:

  • ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება.
  • სიამოვნება, შევსება, რომელიც დიდი ძალისხმევით მიიღწევა, მოკლე დროის განმავლობაში განიცდნება და ქრება.
  • როდესაც შევსება ქრება, რჩება დიდი სიცარიელე.
  • რაც უფრო მაღალია სიამოვნების ხარისხი, მით უფრო დიდხანს გრძელდება შევსება.
  • სურვილები არ არის ადამიანის კონტროლის ქვეშ.
  • სურვილები ძლიერ არის დამოკიდებული გარემოცვაზე.
  • სურვილები ვერ გაუქმდება — მათი შემცირება შესაძლებელია ტანჯვით.
  • ეგოიზმი = ადამიანის სიამოვნება მიიღწევა სხვების ხარჯზე.
  • სურვილი როგორც სუბსტანცია ნეიტრალურია.
  • ეგოიზმი = ბუნებრივი (უსაფუძვლო) სიძულვილი სხვების მიმართ, ადამიანი ყოველთვის ამჯობინებს საკუთარი თავის შევსებას, სხვების შევსებზე და, როგორც წესი, ეს სხვების ხარჯზე ხდება.

 

კაბალის განსაზღვრება

„კაბალა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ფესვების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც ექვემდებარება აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს, გაერთიანებულს და მიმართულს ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია „ქმნილებებისათვის ღვთაებრიობის გამოვლენა ამქვეყნად“ .

ბაალ სულამი, „კაბალის არსი“