გაკვეთილი 1: ადამიანის ბუნება და რეალობის აღქმა კაბალის მიხედვით

გაკვეთილი 1: ადამიანის ბუნება და რეალობის აღქმა კაბალის მიხედვით

გაკვეთილი ღრმად იკვლევს იმას, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, საიდან ჩნდება ჩვენი აზრები და რა აღვიძებს ჩვენში სურვილებს. ის განიხილავს კაბალის ძირითად თემას: ჩვენს სიამოვნების მიღების სურვილს. აღმოაჩინეთ ავთენტური კაბალის მიზანი და ის, თუ რატომ არის ის დღესაც ასე აუცილებელი.

გაკვეთილის შინაარსი
მასალა
სიმღერების სია (პლეილისტი)
  • რა ამოძრავებს ადამიანს? საიდან ჩნდება ჩვენი აზრები და რა აღვიძებს ჩვენში სურვილებს, რომლებიც გვმართავენ?
  • რას წარმოადგენს ქმნილება და რისგან შედგება ის კაბალის სიბრძნის მიხედვით? სიამოვნების მიღების სურვილი და მისი მახასიათებლები?
  • რა სარგებელი მოაქვს ავთენტური კაბალის შესწავლას და რატომ არის ის დღეს აქტუალური?

„ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ახალს, ჩვენი საქმეა მხოლოდ გავანათოთ ის, რაც ადამიანში იმალება.“
რავ მენახემ მენდელი კოცკიდან

 

„ჩვენი არსი, ისევე როგორც რეალობაში არსებული ყველა დეტალის არსი, არის არც მეტი და არც ნაკლები – მიღების სურვილი."
ბაალ ჰასულამი. პუნქტი 20. „წიგნი ზოჰარის შესავალი“
 

„ჩვენ ჯერ კიდევ აღმოვაჩენთ ადამიანის ნების ძალას და მის მნიშვნელოვნებას სამყაროში, მის გადამწვეტ როლს რეალობაში და ეს აღმოჩენა იქცევა მთელი მეცნიერების გვირგვინად."
რავ კუკი
 

„თვით ბარაქა ოკეანეს წააგავს. არის ის, ვინც სათითურით იღებს და არის ის, ვინც ვედროთი და ა.შ.
რაბაში, რჩეული ნაწყვეტები. სტატია No798, „პატარის ღირსება“
 

„კაბალის მთელი სიბრძნე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვიცოდეთ უზენაესი ნების ხელმძღვანელობა, რატომ შექმნა მან ყველა ეს არსება, რა სურს მათგან და რა იქნება სამყაროს ყველა ბრუნვის დასასრული“.
რამხალი, დაათ თვუნოთ
 

მიღების სურვილის მახასიათებლები

  • ჩვენი სურვილები მუდმივად იზრდება
  • შევსება, სიამოვნება, რომელიც დიდი ძალისხმევით მიიღწევა, მცირე ხნით განიცდება და ქრება.
  • როდესაც შევსება ქრება - ის ჩვენში უფრო დიდ სიცარიელეს ტოვებს
  • რაც უფრო მაღალი ხარისხისაა სიამოვნება, მისი განცდის დრო უფრო ხანგრძლივდება
  • ადამიანი არ აკონტროლებს თავის სურვილებს
  • სურვილებზე ძლიერ გავლენას ახდენს გარემოცვა
  • სურვილების გაუქმება შეუძლებელია - შესაძლებელია მათი შემცირება ტანჯვის გზით
  • ეგოიზმი = ადამიანის მიერ სიამოვნების მიღება ხდება სხვების ხარჯზე
  • სურვილი როგორც სუბსტანცია ნეიტრალურია
  • ეგო = ბუნებრივი (უსაფუძვლო) სიძულვილი სხვების მიმართ, ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავის დაკმაყოფილებას სხვების დაკმაყოფილებაზე და, როგორც წესი, ეს სხვების ხარჯზე ხდება.

 

ზოგიერთი თემა, რომელსაც ჩვენ ჩავუღრმავდებით კურსის განმავლობაში

  • შექმნის გეგმა და მისი მიზანი
  • რა არის სული და რა კავშირი აქვს მას ჩემთან?
  • უმაღლესი ძალა: არსებობს თუ არა? როგორ და რა?
  • რეალობის აღქმა
  • არჩევანის თავისუფლება
  • კაცობრიობის ისტორია და კაბალის სიბრძნე

ინტროსპექცია / შემდგომი თვითშესწავლა

  • რა სურვილები ჩნდება ჩემში და რა სიხშირით?
  • ჩნდება თუ არა ჩემი სურვილები თავისთავად?
  • მოდით დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, როგორ მოქმედებენ მათი სურვილები?
  • შემიძლია თუ არა, რომ გავარჩიო წერტილი გულში სხვა სურვილებისაგან?

ვიდეო კლიპი -> კაბალისტი რავ მაიკლ ლაიტმანი ხსნის კურსის მიზანს და მიესალმება ახალ სტუდენტებს