გაკვეთილი #24 - მზადება კაბალის საერთაშორისო კონგრესისთვის „ვუერთდებით "არავინ არის მის გარდა"-ს - 2025 წლის მაისი

გაკვეთილი #24 - მზადება კაბალის საერთაშორისო კონგრესისთვის „ვუერთდებით "არავინ არის მის გარდა"-ს - 2025 წლის მაისი

გაკვეთილის შინაარსი
მასალა

გაკვეთილი #24 - მზადება კაბალის საერთაშორისო კონგრესისთვის „ვუერთდებით "არავინ არის მის გარდა"-ს - 2025 წლის მაისი

ნაწყვეტები სასწავლო მასალებიდან


გაკვეთილი 2. გწამდეს, რომ შემქმნელი კეთილია და სიკეთის მკეთებელი

1.ბაალ სულამი. შამათი 34.  “ მიწის უპირატესობა ყველაფერშია “

კაბალისტური წიგნებიდან ცნობილია, რომ შემქმნელი კარგი და კეთილისმყოფელია, ე.ი. მისი
მმართველობა ვლინდება ქმნილებების მიმართ როგორც კარგი და კეთილი და ასე ვართ
ვალდებული რომ ვირწმუნოთ.
ამიტომ, როდესაც ადამიანი აკვირდება იმას, რაც მის გარემომცველ სამყაროში ხდება,
აკვირდება საკუთარ თავს და სხვებს, თუ რაოდენ სტანჯავს მათ განგება იმის ნაცვლად რომ
სიამოვნებას ჰგვრიდეს, როგორც ეს კეთილ და მოწყალე შემქმნელს შეეფერება, ამ
მდგომარეობაში მას უჭირს თქვას, რომ უმაღლესი მმართველობის დამოკიდებულება კარგი და
კეთილისმყოფელია და რომ მათთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს.
მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს არ შეუძლია
თქვას, რომ შემქმნელი თავის ქმნილებებს მხოლოდ სიკეთეს უგზავნის, ამ ადამიანს ცოდვილი
ეწოდება, რადგან ტანჯვის შეგრძნება აიძულებს მას რომ დაადანაშაულოს შემქმნელი. და ის
მხოლოდ მაშინ ამართლებს მას, როდესაც ხედავს, რომ შემქმნელი მას სიამოვნებას ჰგვრის,
როგორც ნათქვამია: „წმინდანი არის ის, ვინც შემქმნელს ამართლებს“, ე.ი. ამბობს, რომ
შემქმნელი სამყაროს სამართლიანად მართავს

2. რაბაში. სტატია 44 (1990) "რა არის "ძალაუფლებისთვის ბრძოლა" სამუშაოში - 2"

ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ დაფარვა, როდესაც ადამიანი ვერ გრძნობს მეფის არსებობას სამყაროში, შექმნილია შემქმნელის მიერ, და ეწოდება "შეზღუდვითქა გამოსწორება". მაგრამ ადამიანმა უნდა ირწმუნოს და ამისთვის დიდი ძალისხმევა გასწიოს, სანამ არ იგრძნობს თავის ორგანოებში, რომ შემქმნელი მართავს სამყაროს. და არა მხოლოდ მართავს, არამედ ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ მისი მართვა კეთილია და სიკეთის მომტანი. და ადამიანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებშია, სანამ არ გაუჩნდება შესაძლებლობა მიაღწიოს ამას.

 

გაკვეთილი 3: თუ არა მე ჩემთვის, მაშინ ვინ ჩემთვის? 


3. ბაალ ჰასულამი, წერილი 16

ბაალ შემ ტოვის სიტყვებიდან მე უკვე ვთქვი, რომ მცნების შესრულებამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ პირად მართვაზე, არამედ პირიქით, ადამიანი ვალდებულია თქვას: „თუ არა მე ჩემთვის, მაშინ ვინ ჩემთვის." თუმცა, მოქმედების შემდეგ ადამიანმა შინაგანად თავი უნდა დაიმკვიდროს და დაიჯეროს, რომ მე ეს მცნება საკუთარ ძალებით კი არ შევასრულე, არამედ მხოლოდ შემქმნელის ძალით, რომელმაც ყველაფერი წინასწარ დაგეგმა ჩემთვის და ამიტომ იძულებული გავხდი შემესრულებინა.  
    ამ სამყაროში ნივთების იგივე რიგითობა, რადგან სულიერი და მატერიალური მსგავსია, ამიტომ, სანამ ადამიანი გავა ბაზარზე ყოველდღიური შემოსავლის მოსაპოვებლად, მან უნდა განდევნოს თავისი აზრები პირად მმართველობის და თქვას ამ მომენტში:
 „თუ არა მე ჩემთვის, მაშინ ვინ ჩემთვის" და გამოიყენოს ყველა ის ხრიკები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ თავიანთი ფულის საშოვნელად, მათ მსგავსად. 
     მაგრამ საღამოს, როდესაც ის სახლში მოდის და მისი შემოსავალი მასთან არის, ღმერთმა ნუ ქნას იფიქროს, რომ მან ეს თავისი მრავალრიცხოვანი ხრიკებით გამოიმუშავა, და მაშინაც კი, თუ ის მთელი დღის განმავლობაში სარდაფში იწვა, მისი შემოსავალი მაინც მის ხელში იქნებოდა. იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც მისთვისაა განკუთვნილიმ შემქმნელმა წინასწარ ჩაიფიქრით, და ასე უნდა იყოს. და მიუხედავად იმისა, რომ გარე გონებაში ეს ყველაფერი საპირისპიროა და გულით არ მიიღება, მიუხედავად ამის, ადამიანი ვალდებულია დაიჯეროს ასე, რადგან შემქმნელმა თავის თორაში ასე დადგინა, კაბალისტების აზრითა და წიგნების მიხედვით. 

და ამას ეწოდება ერთიანობა „ჰავაია - ელოკჰიმ“, სადაც  „ჰავაია„  ნიშნავს პირად მმარართველობას – რომ შემქმნელი ქმნის ყველაფერს და არ სჭირდება თიხის (მატერიალური) სახლების მკვიდრნი მის დასახმარებლად. და ელოკიმი ნიშნავს „ბუნებას" (სიტყვების რიცხვითი მნიშვნელობის მიხედვით) და ბუნების მიხედვით მოქმედ ადამიანს, რომელიც [შემქმნელმა] ჩამოაყალიბა მატერიალური ცისა და დედამიწის სისტემებში და იცავს მათ კანონებს, როგორც სხვა  ადამიანები, და ამავე დროს სჯერა ჰავაია-ს სახელის, ანუ პირადი  მმართველობის, გამოდის, რომ რა აერთიანებს მათ „და ისინი ერთნი იქნებიან მის ხელში" და ამით დიდ სიამოვნებას ანიჭებს შემქმნელს და იწვევს სინათლეს ყველა სამყაროებში.  


4. ბაალ ჰასულამი. „შამათი“ №217 – ,,თუ არა მე ჩემთვის, სხვა ვინ?”

„თუ არა მეჩემთვის, მაშინ ვინ? და როდესაც მე ჩემთვის ვარ - რა ვარ მე?“ ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი პირობაა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი მთელ თავის სამუშაოს უნდა აკეთებდეს თანახმად პირობისა „თუ მე არ ვიქნები ჩემთვის, მაშინ ვინ?“ (ისე, თითქოს არავის შეუძლია მისი დახმარება, საკუთარი თავის გარდა). რომ არავის შეუძლია მისი შველა, როგორც ნათქვამია: „შენს ბაგეშია ეს სიტყვა და შენს გულში, რათა შეასრულო ის“ (დვარიმ). ესე იგი ისე უნდა ჩადოს ძალისხმევა, როგორც ჯილდოთი და სასჯელით მართვისას. მაგრამ თავის გულში, მალულად უნდა იცოდეს: „და როდესაც მე ჩემთვის ვარ - რა ვარ მე?“ ესე იგი ის მთლიანად შემქმნელის პირად მმართველობაზე არის დამოკიდებული და ამაში არავის შეუძლია რაიმეს შეცვლა. მაგრამ თუ ყველაფერი მაღლიდან იმართება, მაშინ რაშია აზრი მუშაობის: „თუ მე არ ვიქნები ჩემთვის, მაშინ ვინ?“ საქმე იმაშია, რომ ასე მუშაობისას ადამიანი წვდება შემქმნელის პირად მმართველობას და ხვდება, რომ ყველაფერი გამოსწორებისათვის ხდება. და ეს არის მიჯნა ვალდებულებასა და თორას შორის წოდებული „შემქმნელის შვილებად“, რომელიც იხსნება მხოლოდ წინასწარ გაწეული მუშაობის – „თუ მე არ ვიქნები ჩემთვის, მაშინ ვინ?“ შედეგად.


5. რაბაში. სტატია №18 (1986): „ვინ არის ლოცვის მიზეზი“

ადამიანმა არ უნდა თქვას: „ველოდები, როდის მომცემს შემქმნელი ზემოდან გამოფხიზლებას, და მაშინ შევძლებ წმინდა მუშაობის შესრულებას“.  ბაალ ჰასულამმა თქვა, რომ ადამიანი ვალდებულია სწამდეს მომავალში დაჯილდოებისა და სასჯელის. ანუ, მან უნდა თქვას: „თუ მე არ ვიქნები ჩემი თავისთვის, ვინ იქნება ჩემთვის?“ „და როცა მე ვარ ჩემთვის — ვინ ვარ?“ „და თუ არა ახლა — როდის?“ ამიტომ არ შეიძლება დაველოდოთ არც ერთ წამსაც კი. ადამიანი უნდა ამბობდეს:

„თუ არა ახლა — როდის?“ არ შეიძლება დაველოდოთ უკეთეს დროს ან მომენტს და ვთქვათ: „მერე ავდგები წმინდა მუშაობის შესასრულებლად“.როგორც ბრძენებმა თქვეს: „არ თქვა: როცა დრო მექნება- ვისწავლი ,  შესაძლოა ის დრო არასდროს მოვიდეს“.